ბრძანება N 29386

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 28.11.2023
№ დოკუმენტი 29386
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი, ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 29386

28 ნოემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

სს ,,----------’’ (ს/ნ ----------)

(მის.: ----------)

2022 წლის 27 იანვრის, 31 იანვრის და 17 თებერვლის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 2 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №114) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის №16541/2/2022 გადაწყვეტილებით ხელახლა განსახილველად დაბრუნებული სს ,,----------’’ (ს/ნ ----------) 2022 წლის 27 იანვრის №67358/1/2022, 2022 წლის 31 იანვრის №16450/21 და 2022 წლის 17 თებერვლის №28255/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 28 დეკემბრის №081-420 საგადასახადო მოთხოვნასთან და ,,საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ’’ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 იანვრის №081-2561 შეტყობინებასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მახლობლად მდებარე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სასტუმროს ღირებულების შესაბამისად სს ,,----------’’ ქონების გადასახადით დასაბეგრი ძირითადი საშუალების ღირებულების გაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ საწარმოს აუდიტორულ მომსახურებას უწევს აუდიტორული კომპანია, რომელიც სარგებლობს სახელმწიფოს მხრიდან ნდობის მაღალი ხარისხით. მომჩივნისთვის გაუგებარია, რატომ არ დაეყრდნო შემოწმება აუდირებულ ფინანსურ ანგარიშგებას და შპს ,,----------’-ის დასკვნას, რომლის თანახმად, 2018 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით ქონების ღირებულებაა 62 000 000 ლარი.

2. გადამხდელი ითხოვს გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 24 დეკემბრის №40579 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სს ,,----------’’ (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება სს „----------“ (ს/ნ ----------; დამფუძნებელი კომპანიისგან) მიღებული უძრავი ქონების (შენობანაგებობების) რეალური ღირებულების მიხედვით ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის სწორად განსაზღვრის მიზნით 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე. შემოწმების შედეგებზე 2021 წლის 27 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2021 წლის 28 დეკემბრის №41517 ბრძანება ,,გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ’’ და ამავე თარიღის №081-420 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტის სასარგებლოდ დამატებით გადასახდელად განესაზღვრა ქონების გადასახადი 1 095 748 ლარის ოდენობით.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით დგინდება, რომ სს ,,----------’’ (ს/ნ ----------) 2022 წლის 27 იანვრის მდგომარეობით ერიცხებოდა არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 095 748 ლარი, ხოლო ზედმეტად გადახდილი თანხა 13 096 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის თანახმად, 2022 წლის 27 იანვრის №081-2561 შეტყობინების საფუძველზე, გადამხდელის მთელ ქონებაზე დარეგისტრირდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

ზემოაღნიშნულ საგადასახადო მოთხოვნასთან და ,,საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ’’ შეტყობინებასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მიერ 2022 წლის 27 იანვრის, 31 იანვრის და 17 თებერვლის საჩივრები, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 აპრილის №10244 ბრძანებით არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 21 ივლისის №16541/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 21 აპრილის №10244 ბრძანება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 21 ივლისის №16541/2/2022 გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, 1 კვ. მ-ის ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა სს „----------“ მახლობლად მდებარე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სასტუმროს 1 კვ. მ-ის ღირებულება, ხოლო მომჩივნის მიერ წარდგენილი რეალური ღირებულების განსაზღვრის მიზნით განხორციელებული უძრავი ქონების შეფასების დასკვნა შეფასებული არ არის საგადასახადო ორგანოს მიერ. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას, რისთვისაც საჩივარი ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

სს ,,----------’’ (ს/ნ ----------) საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სასტუმროს ტიპის განთავსების საშუალებების, აპარტამენტების, კომერციული ფართების მართვა (რეალიზაცია, გაქირავება). გადამხდელი წარმოადგენს საზოგადოებრივი დაინტერესების პირს (სდპ) 2020 წლიდან. საწარმო ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრისას იყენებს თვითღირებულების მეთოდს და გადასახადის გაანგარიშებას ახდენს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად. 2018 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში არსებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადამხდელის საკუთრებაში არსებული ძირითადი საშუალებების ღირებულება ქონების გადასახადის მიზნებისთვის მკვეთრად განსხვავდება მათი საბაზრო ფასისაგან. სს ,,----------’’ არ იყენებს გადაფასების მეთოდს და არც საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ საწარმოს წარმოადგენს, ამასთან საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით დარეგულირებული შემთხვევების გათვალისწინების შესაბამისადაც არ ეხება საბაზრო ფასის გამოყენების შეზღუდვა. შემოწმებისას, ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრის მიზნით, 1 კვ.მ ღირებულების შესაფასებლად გამოყენებულ იქნა სს ,,----------’’ მახლობლად მდებარე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სასტუმროს 1 კვ.მ ღირებულება (არსებობს დამოუკიდებელი აუდიტორის ქონების შეფასების დასკვნა) კორექტირებული 2018 წლის 31 დეკემბრის სავალუტო კურსის მიხედვით. ზემოაღნიშნულის საფუძველზე, პირს განესაზღვრა შესაბამისი ქონების გადასახადი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა.ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო/ორგანიზაცია მის ბალანსზე ძირითად საშუალებად ან/და საინვესტიციო ქონებად აღრიცხულ აქტივებზე, დაუმონტაჟებელ მოწყობილობებზე, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, აგრეთვე მის მიერ ლიზინგით გაცემულ ქონებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საწარმოსთვის/ორგანიზაციისთვის ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი განისაზღვრება დასაბეგრი ქონების ღირებულების არა უმეტეს 1 პროცენტის ოდენობით. ამ ნაწილის მიზნებისათვის დასაბეგრი ქონების ღირებულება არის საშუალო წლიური საბალანსო ნარჩენი ღირებულება (გამოიანგარიშება კალენდარული წლის დასაწყისისა და ბოლოსთვის აქტივების საშუალო ღირებულების მიხედვით), რომელიც ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში მხოლოდ უძრავ ქონებასთან მიმართებით უნდა გაიზარდოს:

ა) 2000 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 3-ჯერ;

ბ) 2000 წლიდან 2004 წლამდე მიღებულ აქტივებზე – 2-ჯერ;

გ) 2004 წელს მიღებულ აქტივებზე – 1.5-ჯერ;

დ) იმ აქტივებზე, რომელთა მიღების შესახებ ინფორმაცია არ არსებობს, – ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოდენობით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაბეგრი ქონების ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“– „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აფასება არ ვრცელდება:

ა) საწარმოზე, თუ იგი მის ბალანსზე რიცხულ უძრავ ქონებას გადაფასების მეთოდის გამოყენებით აღრიცხავს და აქვს აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება. ამასთანავე, აუდიტირებული ფინანსური ანგარიშგება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ 4 წლის ვადით;

ბ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ სახელმწიფო საწარმოებზე.

ამავე მუხლის 41 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს საგადასახადო შემოწმებისას დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით. აღნიშნული ნორმა არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას:

ა) პირს დასაბეგრი ქონების ღირებულების სხვაობაზე დაერიცხება ქონების გადასახადის ძირითადი თანხა. ამასთანავე, აღნიშნულ თანხაზე საურავი დაეკისრება მხოლოდ საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარების დღის შემდეგ 30-ე დღიდან, ხოლო აღნიშნული სხვაობა გადასახადის შემცირებად არ ჩაითვლება;

ბ) პირი ვალდებულია შესაბამისი დასაბეგრი ქონების მიმართ აღნიშნული საბაზრო ფასი გამოიყენოს შემდგომი 3 საგადასახადო წლის განმავლობაში.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 921 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში, როდესაც საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა უფლებამოსილება გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება საბაზრო ფასით, თუ დასაბეგრი ქონების საბაზრო ფასი აღემატება მის საბალანსო ღირებულებას.

ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ წესის მიხედვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის 41 ნაწილის საფუძველზე, საგადასახადო შემოწმებისას საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია გადასახადის გადამხდელს დასაბეგრი ქონების ღირებულება განუსაზღვროს საბაზრო ფასით მხოლოდ უძრავ ქონებასთან (გარდა მიწისა) მიმართებაში, გარდა ამ ინსტრუქციის 922 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ არ ეთანხმება მახლობლად მდებარე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სასტუმროს ღირებულების შესაბამისად სს ,,----------’’ ქონების გადასახადით დასაბეგრი ძირითადი საშუალების ღირებულების გაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომ არ დაეყრდნო შემოწმება შპს ,,----------’’-ის დასკვნას, რომლის თანახმად, 2018 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით ქონების ღირებულებაა 62 000 000 ლარი.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ შპს „----------“-ის შეფასების დასკვნა წარმოდგენილია დავის მიმდინარეობისას. წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით 1 კვადრატული მეტრი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2 226 ლარს, ხოლო საგადასახადო შემოწმების დროს გამოყენებული (შესაფასებელი ობიექტის გვერდით არსებული ქონების) შეფასების დასკვნის მიხედვით 1 კვადრატულ მეტრი ქონების ღირებულება შეადგენს 2 237 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შესაფასებელი ობიექტები მდებარეობს ერთ ქუჩაზე და ქონების მახასიათებლები მსგავსია, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების დასკვნა, ასევე, შეფასების ეტაპზე გამოყენებული დაშვებები და მეთოდოლოგია არ იძლევა ლოგიკურ ახსნას ქონების ღირებულებების საბაზრო ფასის არსებითი სხვაობების მიზეზების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2017 წლის შემდგომ პერიოდში საგადასახადო ანგარიშგებას არ ახორციელებს (საგადასახადო ორგანოში არ წარადგენს დეკლარაციებს).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

ამავე კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და იმ ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ,,საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ’’ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 იანვრის №081-2561 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. სს ,,----------’’ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მახლობლად მდებარე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სასტუმროს ღირებულების შესაბამისად მისი ქონების გადასახადით დასაბეგრი ძირითადი საშუალების ღირებულების გაანგარიშებას.

2. გადამხდელი ითხოვს გირავნობა/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ შეტყობინების გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში მიუთითებს, რომ არ ეთანხმება მახლობლად მდებარე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირის, სასტუმროს ღირებულების შესაბამისად მომჩივანის ქონების გადასახადით დასაბეგრი ძირითადი საშუალების ღირებულების გაანგარიშებას და აღნიშნავს, რომ გაუგებარია, რატომ არ დაეყრდნო შემოწმება შემფასებელი კომპანიის დასკვნას, რომლის თანახმად, 2018 წლის 29 ნოემბრის მდგომარეობით ქონების ღირებულებაა 62 000 000 ლარი. შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელის მიერ შემფასებელი კომპანიის შეფასების დასკვნა წარმოდგენილია დავის მიმდინარეობისას. წარმოდგენილი დასკვნის მიხედვით 1 კვადრატული მეტრი ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2 226 ლარს, ხოლო საგადასახადო შემოწმების დროს გამოყენებული (შესაფასებელი ობიექტის გვერდით არსებული ქონების) შეფასების დასკვნის მიხედვით 1 კვადრატულ მეტრი ქონების ღირებულება შეადგენს 2 237 აშშ დოლარს. აუდიტის დეპარტამენტი მიუთითებს, რომ შესაფასებელი ობიექტები მდებარეობს ერთ ქუჩაზე და ქონების მახასიათებლები მსგავსია, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების დასკვნა, ასევე, შეფასების ეტაპზე გამოყენებული დაშვებები და მეთოდოლოგია არ იძლევა ლოგიკურ ახსნას ქონების ღირებულებების საბაზრო ფასის არსებითი სხვაობების მიზეზების შესახებ. ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ შემფასებელი კომპანია 2017 წლის შემდგომ პერიოდში საგადასახადო ანგარიშგებას არ ახორციელებს (საგადასახადო ორგანოში არ წარადგენს დეკლარაციებს).

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო საკითხთათ დაკავსირებით, ქონების საბაზრო ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს კომპეტენტურ პირთან გაფორმებული ხელშეკრულება ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). ასევე, გადასახადის გადამხდელს ერიცხება საგადასახადო დავალიანება, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიმართ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება გავრცელებულია კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს ,,საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ’’ ვალის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 27 იანვრის №081-2561 შეტყობინების გაუქმების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 202(1); 239(1).