„საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“-ს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1/282 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
📄 სრული ტექსტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის
ბრძანება №1-1/263
2015 წლის 26 ივნისი
ქ. თბილისი
„საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების" დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1/282 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების" დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1/282 ბრძანება.
მუხლი 11
„საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის „სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004 წლის 22 დეკემბრის №1-1/282 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორის სეკ 001-2004 „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“ გამოყენება დასაშვებია მხოლოდ „სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 11 დეკემბრის №329 დადგენილების, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის №365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიზნებისთვის“.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 24 ივლისის ბრძანება №1-1/322 - ვებგვერდი, 28.07.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 13 ნოემბრის ბრძანება №1-1/488 - ვებგვერდი, 17.11.2015 წ.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2015 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №1-1/551 - ვებგვერდი, 05.01.2016 წ.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე