ბრძანება N 7514
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 7514
06.04.2023
შპს „--------------“ (ს/ნ --------------)
(მის.: ---------------------------)
2022 წლის 10 და 14 ნოემბრის საჩივრების
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 9 მარტს გამართულ სხდომაზე (ოქმი №23) განიხილა შპს „--------------“ (ს/ნ -------------) 2022 წლის 10 ნოემბრის №76259/1/2022 და 14 ნოემბრის №168907 (რეგ. №206407/21) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 12 ოქტომბრის №083-34 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ:
1. განმარტავს, რომ კომპანიის ჯამური შემოსავლები გაზრდილია უსაფუძვლოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავალში მონაწილეობს შეცდომით ამობეჭდილი არაგონივრული ფისკალური ზეტები. აცხადებს, რომ საკონტროლო-სალარო აპარატში ამობეჭდილი თანხები იბეგრება მეორედ (როგორც სესხად, ასევე სარგებლად).
2. მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას არ არის სრულად გამოქვითული დარიცხული ხელფასები (მ.შ. დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილი თანხა) და გადახდილი მომსახურების ანაზღაურება.
3. განმარტავს, რომ შემოწმებას არასწორად აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებული, კერძოდ, აცხადებს, რომ შემოწმება მთლიანად დაეყრდნო მარაგების პროგრამაში არსებულ ინფორმაციას, რაც ერთმნიშვნელოვნად არასწორია, რადგან შემმოწმებელი თავიდანვე გაფრთხილებული იყო პროგრამული უზუსტობების შესახებ. აღნიშნული ასევე დასტურდება იმით, რომ საკონტროლო შესყიდვისა და დოკუმენტური რეალიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მიღებული შემოსავალი არ აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს. განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას, შემოწმების მიერ დაბეგრილია როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციები.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 18 აპრილის №9702 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------------“ (ს/ნ ------------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 30 სექტემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 10 ოქტომბრის №25802 ბრძანება და 2022 წლის 12 ოქტომბრის №083-34 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 037 624 ლარი, მათ შორის, გადასახადი 578 962 ლარი, ჯარიმა 293 672 ლარი, საურავი 164 990 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშის ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობით არაგონივრული სალაროს ნაშთები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სალაროს არაგონივრული ნაშთები შესაბამის თვეებში ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-8 ნაწილის, 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის და 154-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისგან განსხვავებული მონაცემები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე, 161-ე, 1601 , 1621 , 163-ე და 164-ე მუხლების საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა შესაბამისი დღგ. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
პირველად სააღრიცხვო მონაცემებთან შედარებით, შემოწმებით განსაზღვრული ბრუნვების ნამეტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილ თანხად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლების საფუძველზე საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაერიცხა ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).
ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.
„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ საწარმოს შემოსავლების განსაზღვრისას გათვალისწინებული აქვს შეცდომით ამობეჭდილი არაგონივრული ფისკალური ზეტებიც, რომელიც არ შეესაბამება კომპანიის საშუალო ნავაჭრს დღეში. ასევე მომჩივნის განცხადებით, შემოწმების მიერ, კომპანიის საკონტროლო-სალარო აპარატში ამობეჭდილი თანხები იბეგრება მეორედ (როგორც სესხად, ასევე სარგებლად).
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერი (თანხების შესაძლო დუბლირების გათვალისწინებით) და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმების მიერ, სალაროს არაგონივრული ნაშთის გაანგარიშებისას არ არის სრულად გამოქვითული დარიცხული ხელფასები (მ.შ. დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილი თანხა) და გადახდილი მომსახურების ანაზღაურება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებულია ამ კოდექსის 173-ე მუხლის „ა“−„ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის მიწოდება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე, რომლის თანახმად, შემოწმებას არასწორად აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებული, კერძოდ, აცხადებს, რომ შემოწმება მთლიანად დაეყრდნო მარაგების პროგრამაში არსებულ ინფორმაციას, რაც ერთმნიშვნელოვნად არასწორია, რადგან შემმოწმებელი თავიდანვე გაფრთხილებული იყო პროგრამული უზუსტობების შესახებ. აღნიშნული ასევე დასტურდება იმით, რომ საკონტროლო შესყიდვისა და დოკუმენტური რეალიზაციის დროს დაფიქსირებული ფასნამატის გამოყენების შემთხვევაშიც კი, მიღებული შემოსავალი არ აღემატება გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ შემოსავალს. განმარტავს, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას, შემოწმების მიერ დაბეგრილია როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციები.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგენილი შემოსავლები გადაანაწილოს გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების პროპორციულად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „-----------“ (ს/ნ -----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს გადამხდელის საკონტროლო-სალარო აპარატის შესაბამისი პერიოდების ფისკალური ამონაწერი (თანხების შესაძლო დუბლირების გათვალისწინებით) და დაადგინოს, ხომ არ არის რადიკალური გადახრა (განსხვავება) დღის საშუალო ნავაჭრებს შორის და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სალაროში ფულადი სახსრების მოძრაობა და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლომატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგენილი შემოსავლები გადაანაწილოს გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების პროპორციულად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
5. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
6. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
წარმოდგენილ საჩივრებში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს, კერძოდ:
1. განმარტავს, რომ კომპანიის ჯამური შემოსავლები გაზრდილია უსაფუძვლოდ, შემოწმების მიერ განსაზღვრულ შემოსავალში მონაწილეობს შეცდომით ამობეჭდილი არაგონივრული ფისკალური ზეტები.
2. მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებისას არ არის სრულად გამოქვითული დარიცხული ხელფასები (მ.შ. დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილი თანხა) და გადახდილი მომსახურების ანაზღაურება.
3. განმარტავს, რომ შემოწმებას არასწორად აქვს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაანგარიშებული, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის გაანგარიშებისას, შემოწმების მიერ დაბეგრილია როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციები.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტების და საბანკო ანგარიშის ამონაწერის შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს უფიქსირდება დიდი ოდენობით არაგონივრული სალაროს ნაშთები. რომელიც შესაბამის თვეებში ჩაითვალა დირექტორზე უპროცენტოდ გაცემულ სესხად. საწარმოს დაერიცხა მოგების და საშემოსავლო გადასახადები. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.
სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების შესწავლით დადგინდა დეკლარირებული დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვებისგან განსხვავებული მონაცემები. გადასახადის გადამხდელს დაუკორექტირდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა და დაერიცხა შესაბამისი დღგ. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.
პირველად სააღრიცხვო მონაცემებთან შედარებით, შემოწმებით განსაზღვრული ბრუნვების ნამეტი განხილულ იქნა დირექტორზე ხელფასის სახით გადახდილ თანხად. საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი. ასევე, საგადასახადო დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირებისთვის საწარმოს დაერიცხა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, სასაქონლო-მატერიალური მარაგების სააღრიცხვო პროგრამის მონაცემების, საბანკო ანგარიშის ამონაწერის, საგადასახადო დოკუმენტების და საკონტროლო-სალარო აპარატის ფისკალურ მეხსიერებაში არსებული მონაცემების ანალიზის შედეგად დადგენილი შემოსავლები გადაანაწილოს გადასახადის გადამხდელის მიერ განხორციელებული როგორც დღგ-ით დასაბეგრი, ისე დღგ-ისგან გათავისუფლებული ოპერაციების პროპორციულად და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(4)(9)"ბ", 97(1)"ბ", 982(3)"ზ", 101(1); 160, 161(1)"ა", 159(1)"ა", 163(1)(2), 164(1), 171(1)"ღ", 173.