საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/568–17–21
📄 სრული ტექსტი
საქმე 3/568–17–21
03 დეკემბერი, 2021 წელი
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით შესავალი ნაწილი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე
სხდომის მდივანი - ალექსანდრე ხაჭაპურიძე
მოსარჩელე: შპს „-------“(ს/ნ „-------“)
წარმომადგენელი: „-------“
მოპასუხე: სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი: „-------“
მოპასუხე: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი: „-------“
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის N2515 საგადასახადო შემოწმების აქტი;
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი
სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის
დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბერის N50921 ბრძანება;
1.3. ბათილად იქნეს ცნობილი 2014 წლის 9 დეკემბერის საგადასახადო მოთხოვნა
N081-98.
1.4. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის N778 დასკვნა;
1.5. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივლისის აუდიტის დეპარტამენტის N23610-ის ბრძანება;
1.6. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა N081-140.
1.7. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის N12868 ბრძანება.
1.8. ბათილად იქნეს ცნობილი 2.03.2017 წლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (საჩივარი 12034/2/16 და საჩივარი 13012/2/16) გადაწყვეტილება.
დავის არსი:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივნისის No30237 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------“-ის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. 2014 წლის 5 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, 2014 წლის 9 დეკემბერს აუდიტის დეპარტამენტის #50921 ბრძანებით საწარმოს დაერიცხა ბიუჯეტში დამატებით გადასახადელად 1,071,156 ლარი. მათ შორის ძირითადი გადასახადი 716,021 ლარი ხოლო ჯარიმა 355,135 ლარი. ბრძანებით დარიცხულ თანხებზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 9 დეკემბერს გამოცემულ იქნა #081-98 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის თანახმადაც საწარმოს საურავის გათვალისწინებით სულ დაერიცხა 1 827,906,27 ლარი.
2015 წლის 25 თებერვალს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „--------" -ის საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 30 ივნისის N 778 დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული აქტები გადაანგარიშებას არ დაუქვემდებარა. რის შემდეგაც გამოიცა 2015 წლის 1 ივლისის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N23610 და 2015 წლის 2 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა N081-140 რითაც საწარმოს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
2016 წლის 11 მაისის შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის ბრძანება N 12868-ით განუხილველი დარჩა შპს „-------“-ის საჩივარი 2015 წლის 30 ივნისის N 778 დასკვნისა და 2015 წლის 2 ივლისის N081-140 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებაში.
აღნიშნულის შემდგომ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული აქტები გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში სადაც 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2. შესაგებელი:
1.1. მოპასუხე, სსიპ შემოსავლების სამსახურმა სარჩელი არ ცნო.
მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით-სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივნისის N30237 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------ -ის " (ს/ნ "-------") საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2008 წლიდან 01.04.2014 წლამდე. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 05 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე გამოცემულ იქნა 2014 წლის 09 დეკემბრის N081–98 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით, გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1 827 906.27 ლარი, მათ შორის, გადასახადის ძირითად ნაწილში - 716 021 ლარი, ჯარიმა 355 135 ლარი და საურავი 756 750.27 ლარი.
თანხის დარიცხვა გამოიწვია შემდეგმა გარემოებებმა:
2008-2010 წლებში გადასახადის გადამხდელს დეკლარირებული აქვს ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც დაბეგრილი აქვს 12%.
მიუხედავად საგადასახადო შემოწმების განმახორციელებელი პირების შეთავაზებისა, გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც 2011 წლამდე მოქმედი სსკი-ის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის ნაწილის პირობას დააკმაყოფილებდა."
საგადასახადო შემოწმების მიერ გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით.
გადასახადის გადამხდელის მხრიდან (2008-2011წწ) შესაბამისი დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ ყოფილა, რის მიხედვითაც დეკლარირებული გამოქვითვების რეალობა დადგინდებოდა.
გამომდინარე აქედან, საგადასახადო შემოწმების მიერ სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენტაცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. მიღებული შედეგით დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები."
გარდა ზემოაღნიშნულისა, საზოგადოებას 2012 წელს უფიქსირდება ხელფასის სახით განაცემები და შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები, რომლებიც გამოქვითული არ აქვს. შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ხელფასის სახით განაცემები და შეძენილი სასაქონლო მატერიალური ფასეულობები ხარჯში იქნა გათვალისწინებული.
სსკ-ის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული _ შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით - ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ:
ა) ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები;
ბ) ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან;
გ) სხვა შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან და ეკონომიკურ საქმიანობასთან.
ხოლო ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს, ამავე კოდექსის 101-ე მუხლის შესაბამისად, განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი. სამუშაო ადგილიდან.
სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად, ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.
თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლი განსაზღვრავს გადასახადის გადახდის წყაროსთან დაკავების წესს:
გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ: ა) პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ფ) პირი, რომელიც პირს უხდის პროცენტს;
2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრი შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს: ა) გრანტით მიღებული სახსრებიდან. გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება; ბ) საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებული ანაზღაურება; დ) სასამართლო გადაწყვეტილებით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები; ე) შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება; ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადი.
სსკ-ის მუხლი 275-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად:
პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასანადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
შემოსავლების სამსახურმა გადამხდელის საჩივრის განხილვის დროს ნაწილობრივ გაიზიარა მომჩივანის არგუმენტაცია და საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით მიზანშეწონილად მიიჩნია, აუდიტის დეპარტამენტს დავალებოდა სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის ბრძანების აღსრულების მიზნით გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 2 ივლისის N081–140 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა და აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ სსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასთან დაკავშირებით, რომელმაც საშუალოდ 26% შეადგინა (მთლიანი შემოსავალის დაახლოებით 79,06% წარმოადგენს ჯამურად დაბრუნებულ თანხებს).
გამოთხოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე, თუ გადამხდელის განმარტებას დაეყრდნობოდა შემმოწმებელი, როგორც საჩივარშია აღნიშნული, რომ ერთობლივ შემოსავალში არა სხვაობა, არამედ მთლიანი შემოსავალია დეკლარირებული, მაშინ მთლიან შესამოწმებელ პერიოდზე გამოქვითვები გადააჭარბებს შემოსავალს (კაზინო გავა ზარალზე) და გადამხდელს იმის საშუალებაც არ ექნებოდა – დეკლარირებული მოგების/ქონების გადასახადი გადაეხადა, რაც რეალობას არის მოკლებული, შესაბამისად, გამოთხოვილი ინფორმაციით გამყარდა პოზიცია, რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი, არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
ზემოაღნიშნული დასკვნა და საგადასახადო მოთხოვნა გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემული იყო იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს - შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N5650 ბრძანების აღსრულების მიზნით და გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამებოდა დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილების შინაარსს, შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2016 წლის 11 მაისის N12868 ბრძანებით საჩივარი დარჩა განუხილველი.
ზემოაღნიშნული აქტები გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
2.2. მოპასუხე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შესაგებელით სარჩელი არ ცნო.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქმის მასალებით - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივნისის N30237 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა მპს „------- -ის " (ს/ნ "------") საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2008 წლიდან 01.04.2014 წლამდე. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 05 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე გამოცემულ იქნა 2014 წლის 09 დეკემბრის (081–98 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით, გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1 827 906.27 ლარი, მათ შორის, გადაასადის ძირითად ნაწილში - 716 021 ლარი, ჯარიმა 355 135 ლარი და საურავი 756 750.27 ლარი. მ
ტკიცებულება: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივნისის N30237 ბრძანება; შემოწმების აქტი (ტ.1.ს/ფ. 26-87).
3.1.2. საქმის მასალებით - 2015 წლის 25 თებერვალს შემოსავლების სამსახურის N5650 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „------“-ის საჩივარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით დარიცხული თანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 30 ივნისის N 778 დასკვნის მიხედვით, გადაანგარიშებას არ დაუქვემდებარა. რის შემდეგაც გამოიცა 2015 წლის 1 ივლისის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N23610 და 2015 წლის 2 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა N081-140 რითაც საწარმოს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა.
მტკიცებულება: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 25 თებერვლის N5650 ბრძანება; ინფორმაცია; 2015 წლის 2 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა N081-140 (ტ.1.ს/ფ.93-100).
3.1.3. საქმის მასალებით - შპს „------- - ს“ ფუნქციონირება შეჩერებული აქვს 2012 წლის მეორე ნახევრიდან. საწარმოს ნებართვა სამორინეს მოწყობაზე ძალაში იყო 2012 წლის 22 მარტის ჩათვლით.
მტკიცებულება: 2014 წლის 5 დეკემბრის N 2515 საგადასახადო შემოწმების აქტი;
N19-04/41 სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული სანებართვო მოწმობა; (ტ.1.ს/ფ.23-25; 27-83).
3.1.4. საქმის მასალებით - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქართველოში მოქმედი
სამორინეებისგან გამოთხოვილი ინფორმაციები მოთამაშეებზე გაცემული და დაბრუნებული თანხების შესახებ.
მტკიცებულება: ინფორმაცია (ტ.1.ს/ფ.93–96).
3.1.5. საქმის მასალებით - 02.03.2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (საჩივარი N12034/2/16 და საჩივარი N13012/2/16) გადაწყვეტილებით შპს „------ -ის “ საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების თანახმად - (ტ.1.ს/ფ.110-122)
დავის საგანი
1.2008-2010 წლებში ფიზიკურ პირებზე გაცემული თანნების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და შესაბამისი პერიოდების მისედვით საშემოსავლო გადასახადით (12%-ის ნაცვლად 25% 20%-იანი განაკვეთით) დაბეგვრა;
2. ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით;
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასაჩივრებული გადაწყვეტილების, იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემის გამო.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2014 წლის No081 98 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის N95650 ბრძანება.
3. აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2015 წლის N9081–1400საგადასახადო მოთხოვნა;
4. შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის 12868 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 827 906 ლარი.
მათ შორის: მოგების გადასახადი - (ძირითადი - 680219, ჯარიმა - 340 110, საურავი - 709
936);
საშემოსავლო გადასახადი - (ძირითადი 28 384, ჯარიმა ლარი);
- 11 316, საურავი – 38 305
ქონების გადასახადი - (ძირითადი - 7 418, ჯარიმა – 3 709, საურავი - 8 508 ლარი);
პროცედურული გარემოებები:
საზოგადოების ეკონომიკურ საქმიანობას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 13 ივნისის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ჩატარდა საწარმოს გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე შედგა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2014 წლის 9 დეკემბრის Nი50921 ბრძანება და No081-98 „საგადასახადო მოთხოვნა".
გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის N 5650 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა გადამხდელის არგუმენტაცია და საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით გადაწყვიტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან, მათი მოგების მარჟის თაობაზე და გადამხდელისაგან გამოთხოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოეხდინა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგა 2015 წლის 30 ივნისის დასკვნა და 2.07.2015 წლის - N081–140 „საგადასახადო მოთხოვნა", რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის No12868 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა.
სადავო საკითხები:
1.2008-2010 წლებში ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე ხალფასის სახით განაცემად ჩათვლა და შესაბამისი პერიოდების მისედვით საშემოსავლო გადასახით (12%-ის ნაცვლად 25% - 20%-იანი განაკვეთით) დაბეგვრა; ფაქტების აღწერა აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში (2008-2010წწ.) საზოგადოებას დეკლარირებული აქვს ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც დაბეგრილი აქვს 12%-ით. გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია, რაც 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის პირობას დააკმაყოფილებდა. შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხიბისსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით.
მომჩივნის არგუმენტაცია:
მომჩივანი არ ეთანხმება აუდიტორის ლოგიკას იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ არის წარდგენილი საბუღალტრო დოკუმენტაცია,ამიტომ აღნიშნული განაცემები უნდა ჩაითვალოს ანგარიშვალდებულ პირებზე ხელფასის სახით განაცემად (რა მოტივით გაუგებარია) და 25-იანი განაკვეთით. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გადამხდელის მიერ საგადასანადო ორგანოში ყოველთვიურად წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციების 21-ე უჯრაში (სათამაშო ბიზნესის მომწყობთა მიერ ფიზიკურ გაცემული მოგებები) გამოყოფილი აქვს აღნიშნული განაცემები ცალკე.
დავების განხილვის საბჭო:
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო
საგადასანადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის (2011 წლამდე მოქმედი 174-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის (2011 წლამდე მოქმედი 38-ე მუხლის მე-2 ნაწილი) შესაბამისად, აგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ქვეპუნქტის (2011 წლამდე მოქმედი 218-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით, „გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები".
2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს: ა) გრანტით მიღებული სახსრებიდან გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება; ბ) საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებული ანაზღაურება; დ) სასამართლო გადაწყვეტილებით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები; ე) შრომისუნარიანობის დროებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურება: ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით.
აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში (2008-2010წ.) საზოგადოებას დეკლარირებული აქვს ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც დაბეგრილი აქვს 12%-ით. გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენიღი მესაბამისი დოკუმენტაცია, რაც 2011 წლამდე მოქმედი სსკი-ის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის პირობას დააკმაყოფილებდა. შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით.
ვინაიდან, სადავო შემთხვევაში, მომჩივანმა ვერ დაასაბუთა ფიზიკურ პირებზე დეკლარირებული განაცემების არსებობა, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა განაცემების დადასტურება, მართებულია შემოწმებით ამ განცემების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით გაცემულად ჩავლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
2. ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით.
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის მხრიდან (2008-2011წწ) საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, რის მიხედვითაც დეკლარირებული გამოქვითვების რეალობა დადგინდებოდა. შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენცაცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. მიღებული შედეგით დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები.
მომჩივნის არგუმენტაცია
აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, მოგების მარჟა განისაზღვრა საშუალოდ 26 %, მიღებული შემოსავლებიდან კლიენტებზე დაბრუნებული თანხები შეადგენს 74%-ს. სადავო შემთხვევაში კი დაბრუნებული თანხები შეადგენს დაახლოებით 45-50%-ს.
შემოსავლების სამსახური არ იზიარებს იმას, რომ თითქოს არ არსებობს კომპანია, რომელიც შესაძლებელია ზარალზე გავიდეს (ზუსტად ეს მიზეზი იყო კომპანიის საქმიანობის შეწყვეტის, რადგან იგი იყო არარენტაბელური. წინააღმდეგ შემთვევაში კომპანია დღესაც გააგრძელლებდა და არ შეწყვეტდა 10 წლიან ხელშეკრულებას. კომპანიამ საქმიანობა შეწყვიტა 2012 წელს, იმ დროს როცა სამორინეზე ლიცენზიის და არენდის ხელშეკრულების ვადა გავიდოდა, ვინაიდან არარენტაბელური იყო. ამასთანავე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მიმდინარე პერიოდში ბათუმში ფუნქციოონირებს 10 კაზინო, ხოლო იმ პერიოდში მოქმედებდა რამოდენიმე და შესაბამისად შესაძლებელი იყო უფრო მაღალ მარჟაზეც მუშაობა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მიაჩნია, რომ სადავო საკითხი არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლიილი. დარიცხვა განხორციელებულია ვარაუდების საფუძველზე, რის გამოც მიაჩნია, რომ დარღვეულია საგადასახადო კოდექსის 267-ე მუხლის „ა" ქვეპუნქტის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლებით გათვალისწინებული მოთხოვნები.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით:
1.რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
3.ბ. ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმის ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:
1.ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. 3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია - პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტი ილირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალს და ღირებულებას. აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის მხრიდან (2008-2011წწ). საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, რის მიხედვითაც დეკლარირებული გამოქვითვების რეალობა დადგინდებოდა. შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენცაცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. _ მიღებული შედეგით დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები.
საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივანმა განაცხადა, რომ შემოწმების პერიოდში კომპანია აღარ ფუნქციონირებდა, კომპანიის ბუღალტერი გარდაცვლილი იყო, ხოლო მისი ოჯახის წევრებიდან ვერ მოხდა საბუღალტრო და პირველადი დოკუმენტაციის ამოღება.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა საბუღალტრო და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რეალობის დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის 95650 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა სსკ- ის 70-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან, მათი მოგების მარჟის თაობასთ და გადამხდელისაგან გამოთხოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოეხდინა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება, საქმეზე არსებული მასალების შესწავლით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. საჩივრის განუხილველად დატოვება - გასააჩივრებული გადაწყვეტილების იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემის გამო.
ფაქტების აღწერა
შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის N95650 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგა 2015 წლის 30 ივნისის დასკვნა, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ სსკ- ის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასიან დაკავშირებით, რომელმაც საშუალოდ 26% შეადგინა (მთლიანი შემოსავალის დაახლოებით 79,06% წარმოადგენს ჯამურად დაბრუნებულ თანნებს). გამოთხოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე თუ გადამხდელის განმარტებას დაეყრდნობოდა შემმოწმებელი, როგორც საჩივარშია აღნიშნული, რომ ერთობლივ შემოსავალში. არა სხვაობა არამედ მთლიანი შემოსავალია დეკლარირებული მაშინ მილიან შესამოწმებელ პერიოდზე გამოქვითვები გადააჭარბებს შემოსავალს (კაზინო გავა ზარალზე) და გადამხდელს იმის საშუალებაც არ ექნებოდა დეკლარირებული. მოგების/ქონების გადასახადი გადაეხადა, რაც რეალობას არის მოკლებული, შესაბამისად გამოიყოვილი ინფორმაციით გამყარდა პოზიცია, რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
აღნიშნული დასკვნის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2.07.205 წლის N081-140 "საგადასახადო მოთხოვნა ",რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.შემოსავლების სამსახურის 11.05206 წლის N5650 ბრძანებით საჩივარი განუხილველი დარჩა.)
მომჩივანის არგუმენტაცია
მომჩივანი არ ეთანხმება საგადასახადო ორგანოს პოზიციას და განმარტავს,რომ შესამოწმებელი პერიოდი ეხება 2008-2010 წლებს,ხოლო შპს "---- -ს " შპს"----- ს " და შპს "----- -ის "მიერ მიწოდებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის პერიოდი ანუ მათ მიერ მიწოდებული მოგების მარჟა მოიცავს მის შესამოწმებელ პერიოდს თუ დროის სხვა მონაკვეთის საშუალო მაჩვენებლს.მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 ნაწილზე და განმარტავს,რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მიერ მიწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე,არ დასტურდება,რამდენად შესადარია მათი მონაცემები მომჩივნის მონაცემებთან.შესაბამისად,მათ ინფორმაციაზე დაყრდნობა არამართებულად მიაჩნია.უფრო მეტიც შპს "------" მიწოდებულ ინფორმაციაში პირდაპირ მიუთითებს,რომ მისი ინფორმაცია ეხება 204 წლის საანგარიშო პერიოდს ანუ იმ პერიოდს,რომელიც კავშირში არ არის სადავო შემთხვევაში.
ასევე,მოითითებს,საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილზე და განმარტავს,რომ შპს "----- " მდებარეობს თბილისში და არა ბათუმში შესაბამისად,მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობაეწინააღმდეგება საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნებს.
მიუხედავად იმისა,რომ ზემოაღნიშნული კომპანიების მონაცემებიდან გამომდინარე,მოგების მარჟა აუდიტორის მიერ განისაზღვრა საშუალოდ 26%-ით ხოლო მის შემთხვევაში იგი შეადგენს 50-65% მაინც არ მოხდა მისი მონაცემების გათვალისწინება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,მომჩივანი მიუთითებს სსკ-ის 267-ე მუხლზე.სზაკ-ის 53-ე 96-ე მუხლებზე და მიაჩნია,რომ დამატებით თანხების დარიცხვა აგებულია შემოსავლების სამსახურის ვარაუდებზე და მოითხოვს დარიცხული თანხების გადაანგარიშებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია,რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო :
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის "თ" ქვეპუნქტის თანახმად,დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს ,თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწტყვეტილების შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურის 25.02.205 წლის N5650 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა გადამხდელის არგუმენტაცია და საგადასახადო ვალდებულების დაზუსტების მიზნით გადაწყვიტა, რომ აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან, მათი მოგების მარჟის თაობაზე და გადამხდელისაგან გამოთხოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოეხდინა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგა 2015 წლის 30 ივნისის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დგინდება, რომ საგადასანადო კოდექსის 70- ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასთან დაკავშირებით, რომელმაც საშუალოდ 26% შეადგინა (მთლიანი შემოსავალის დაახლოებით 79,06% წარმოადგენს ჯამურად დაბრუნებული. თაინებს). გამოისოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე თუ გადამხდელის განმარტებას დაეყრდნობოდა შემმოწმებელი, როგორც საჩივარშია აღნიშნული, რომ ერთობლივ შემოსავალში არა სხვაობა არამედ მთლიანი შემოსავალია დეკლარირებული მაშინ მილიან შესამოწმებელ პერიოდზე გამოქვითვები გადააჭარბებს შემოსავალს (კაზინო გავა ზარალზე) და გადამხდელს იმის საშუალებაც არ ექნებოდა დეკლარირებული მოგების ქონების გადასახადი გადაეხადა, რაც რეალობას არის მოკლებული, შესაბამისად გამოთხოვილი ინფორმაციით გამყარდა პოზიცია, რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზით დადგინდა, რომ მომჩივანს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს თანხებს შორის, საბჭო იზიარებს საგადასახადო ორგანოს აღნიშნულ პოზიციას სადავო თანხების გადაანგარიშებაზე უარის თაობაზე და მიაჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2.07.2015 წლის No081-140 „საგადასახადო მოთხოვნა" გამოცემულია შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის N95650 ბრძანების შესაბამისად, და საგადასნდო კოდექსის 301 ე მუხლის „თ" ქვეპუნქტის თანახმად, მართებულია შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის N12868 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე.
მტკიცებულება: 02.03.2017 წლის გადაწყვეტილება (ტ.1.ს/ფ.103-11-4).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია;
5.2. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია:
5.3. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
5.4. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 25-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
6.2.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეხუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის ქმის შესახებ. ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი. სემოაღნიშნული. ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული აქტები წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.
სადავო ადმ. აქტები - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის N2515 საგადასახადო შემოწმების აქტი; სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 9 დეკემბერის N5(0921 ბრძანება 2014 წლის 9 დეკემბერის საგადასახადო მოთხოვნა N081-98; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 30 ივნისის N N778. დასკვნა: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2015 წლის 1 ივლისის აუდიტის დეპარტამენტის N23610-ის ბრძანება; შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 2 ივლისის სგდასანადო მოთხოვნა NN081-140; შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის 1288 ბრძანება 7,03,2017 წლის საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (საჩივარი N12034/2/16 და საჩივარი N13012/2/16) გადაწყვეტილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე 2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
6.4. სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის ანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებას და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება – და ფუმის იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოში დავა დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოშობილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი, როგორც ეს ცნობილია, შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. სწორედ მტკიცების ტვირთსა და მის სწორ განაწილებაზეა დამოკიდებული დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება;
6... ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეიის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რელიზება უმეტესწილად დამოკიდებულია და გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთი, ადმინისტრაციული აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით,ადმინისტრაციული წარმოების დროს ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს ეკისრება, რაც არ გამორიცხავს მოწინააღმდეგე მხარის ვალდებულებას, წარმოადგინოს ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები.
კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრივად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელი და რომელი არა, ესაა სარჩელის საგანი მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი, მოპარესის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ-სამართლებრივი ნორმა.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთ გადაწყვეტილებაში უთითებს, რომ ეროვნული სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა პასუხობდეს მსარის მიერ სამართლებრივ და პროცედურულ საკითნებთან დაკავშირებით წარმოდგენილი არგუმენტების ძირითად ასპექტებს (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე RuiÆ Torija v. Spain, $$ 29-30). შესაბამისად, უფლება მოსმენაზე მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს. წინაშე არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობას, არამედ - სასამართლოს ვალდებულებას, გადაწყვეტილების დასაბუთებაში მიუთითოს _ მიზეზები, რომელთა საფუძველზეც გაიზიარა ან უარყო შესაბამისი არგუმენტები. სასამართლომ შეიღება აუცილებლად არ მიიჩნიოს იმგვარ არგუმენტებზე პასუნის გაცემა, რომლებიც აშკარად არარელევანტური, დაუსაბუთებელი ან სხვაგვარად დაუშვებელი მსგავსი არგუმენტების მიმართ არსებული სამართლებრივი დებულებების ან მყარად დადგენილი _ სასამართლო პრაქტიკის საფუძველზე, თუმცა ყველა გადაწყვეტილება უნდა იყოს ნათელი და საქმეში მონაწილე მხარეებს შესაძლებლობას უნდა ალევდეს გაიგონ, თუ რატომ გაითვალისწინა სასამართლომ მხოლოდ კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები (იხ. გადაწყვეტილება საქმეზე Serytin and others v. Ukraine $$ 55-62). სასამართლოს აქვს ვალდებულება, სათანადოდ იმსჯელოს მხარეთა მიერ წარდგენილ დოკუმენტებზე, არგუმენტებსა და მტკიცებულებზე (იხ.kraska v. Switzerland, § 30; Van de Hurk v. the Netherlands. § 59; Perez v France. § 80). 503b55, მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ - იავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავიარებით. რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის დენს მის (იხ. Milatova and others v. The Czech republic $59: niderost-huber v. Switzerland. § 24; kus. & finland § 21; ასევე - სუსგ No ას-1191-1133-2014, 14.05.2015 წ.):
6.7. განსახილველ შემთხვევაში უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის საქმიანობას წარმოადგენდა სათამაშო ბიზნესი. საზოგადოებას საქმინობერებულის 2012 წლის მეორე ნახევრიდან.
საქმის მასალებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 16 ივნისის N30237 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „--------" (ს/ნ "------" ) საქმიანობის საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 01.01.2008 წლიდან 01.04.2014 წლამდე. შემოწმების შედეგებზე 2014 წლის 05 დეკემბერს შედგენილი იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებზე გამოცემულ იქნა 2014 წლის 09 დეკემბრის N081–98 „საგადასახადო მოთხოვნა“, რომლის მიხედვით, გადამხდელს დამატებით ბიუჯეტში გადასახდელად დაერიცხა სულ 1 827 906.27 ლარი, მათ შორის, გადასინადის ძირითად ნაწილში - 716 021 ლარი, ჯარიმა 355 135 ლარი და საურავი 756 750,27 ლარი. (ტ.1.ს/ფ. 26-87).
2015 წლის 25 თებერვალს შემოსავლების სამსახურის N5650 ბრანებიი ნაწილობრივ დააკმაყოფილა შპს „------“-ის ანკარი და აუდიტის დეპარტამენტს დაევალა ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი. პირებზე არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით დარიცხული იანხების კორექტირება.
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 30 ივნისის N778 დასკვნის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული აქტები გადაანგარიშებას არ დაუქვემდებარა. რის შემდეგაც გამოიცა. 2015 წლის 1 ივლისის აუდიტის დეპარტამენტის ბრძანება N23610 და 2015 წლის 2 ივლისის საგადასახადო მოთხოვნა N081-140 რითაც საწარმოს დარიცხული თანხები არ შეუმცირდა, (ტის/ფ93- 100).
საქმის მასალებით - 02.03.2017 წელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს (საჩივარი N12034/2 16 და საჩივარი N13012/2/16) გადაწყვეტილებით შპს „------- -ის “ საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილების თანახმად დავის საგანია 2008-2010 წლებში ფიზიკურებზე გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლა და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადით (12% ის ნაცვლად 25%- 20%-იანი განაკვეთით) დაბეგვრა;
2. ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით
3. საჩივრის განუხილველად დატოვება გასაჩივრებული გადაწყვეტილების. იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემის გამო.
გადასახადის გადამხდელის მიერ მიერ გასაჩივრებული იქნა 1. აუდიტის დეპარტამენტის 9.12.2014 წლის N0081-98 საგადასახადო მოთხოვნა;2. შემოავლების სამსახურის 25.02.2015 წლის N95650 ბრძანება.3. აუდიტის დეპარტამენტის 207,2015 წლის N9081-1400საგადასახადო მოთხოვნა და 4. შემოსავლების სამსახურის 11,05,2016 წლის 12868 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 827 906 ლარი.მათ შორის: მოგების გადასახადი (ძირითადი– 680 219, ჯარიმა - 340 110, საურავი - 709 936); საშემოსავლო გადასახადი - (ძირითადი - 28 384, ჯარიმა - 11 316, საურავი - 38 305 ლარი); ქონების გადასახადი (ძირითადი - 7 418, ჯარიმა - 3 709, საურავი - 8 508 ლარი);
6.8. სასამართლო დავის საგანთან მიმართებით, რაც შეეხება 2008-2010 წლებში ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად ჩათვლას და შესაბამისი პერიოდების მიხედვით საშემოსავლო გადასახადით (12%-ის ნაცვლად 25%-20%-იანი განაკვეთით) დაბეგვრას, იზიარებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში (2008-2010წწ.) საზოგადოებას დეკლარირებული აქვს ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც დაბეგრილი აქვს 12%-ით. ვინაიდან შემოწმებისას და ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარმოდგენილი შესაბამისი (საბუღალტრო) დოკუმენტაცია, რაც 2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის პირობას დააკმაყოფილებდა, შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხების სკის 10-ე მუხლის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სანიი განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლს იანასმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბაიროდ ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ – სარჩელის წარდგენის, მენვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. დასახელებული ნორმის საფუძველზე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული ტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოდით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნინავს, რომ კანონის. ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან. რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის მიხედვით, გადასახადებით დაბეგვრისავის გამოიყენება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის ოფიციალურად გამოქვეყნებული და ძალაში შესული ის ნორმატიული აქტები, რომლებიც მოქმედებს საგასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის.
საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის 2011 წლამდე მოდი 174-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიხედვით, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. ამავე კოდექსის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის (2011 წლამდე მოქმედი 38 ე მუხლის მე-2 ნაწილი) შესაბამისად, „საგადასახადო აგენტი არის პირი, რომელმაც ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში და დადგენილი წესით უნდა შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება.
საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (2011 წლამდე მოქმედი 218-ე მუხლის პირველი ნაწილი) მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია _ ან მეწარმე ფიზიკური პირი, კეროდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტის მიხედვით, „გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასანადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები".
2011 წლამდე მოქმედი სსკ-ის 281-ე მუხლის 23-ე ნაწილის შესაბამისად, 2008 წლის 1 იანვრიდან 2011 წლის 1 იანვრამდე საგადასახადო პერიოდების მიხედვით ფიზიკური პირის ქვემოთ ჩამოთვლილ დასაბეგრ შემოსავლებზე საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი შეადგენს 12%-ს: ა) გრანტით მიღებული სახსრებიდან. გრანტის მიმღები ორგანიზაციის მიერ გაცემული ანაზღაურება; ბ) საქართველოში არსებული, დიპლომატიური სტატუსის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ანაზღაურება; გ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით სოციალური გადასახადისაგან გათავისუფლებული ანაზღაურება; დ) სასამართლო გადაწყვეტილებით პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მოთავსებული პირებისათვის გადახდილი თანხები; ე) შრომისუნარიანობის რებით დაკარგვის შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ანაზღაურების ვ) სხვა ანაზღაურება, რომელიც 2007 წლის 31 დეკემბრისათვის საქართველოს კანონმდებლობით არ იბეგრებოდა სოციალური გადასახადით.
განსახილველ შემთხვევაში, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში (2008-2010წ.) საზოგადოებას დეკლარირებული აქვს ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც დაბეგრილი აქვს 12%-00, დადგენილია, ადმინისტრაციული წარმოების დროს გადამხდელის მის დან წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია (ასეთი არც სასამართლო განხილესოს იქნა წარმოდგენილი), რაც 2011 წლამდე მოქმედ სსკი-ის 28-ე მუხლის 23-წაწალის პირობას დააკმაყოფილებდა. აღნიშნულის გამო, შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხები სხდის შესაბამისად (ძვ. 174) ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით.
სასამართლოს მიჩნია, რომ ვინაიდან, სადავო შემთხვევაში, მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა ფიზიკურ პირებზე დეკლარირებული განაცემების არსებობა, რომლის მეშვეობითაც მოხდებოდა განაცემების დადასტურება, მართებულია შემოწმებით ამ განაცემების ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით – გაცემულად ჩათვლა და გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა.
სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ შესამოწმებელ პერიოდზე, რაც მოიცავს. 2008 წლის პირველი იანვრიდან 2014 წლის პირველ აპრილამდე განხორციელებული დროს, მეწარმე არ აწარმოებდა სრულ ბუღალტრულ აღრიცხვას, ხოლო სადავო არ არის 2012 წლის მეორე ნახევრამდე _ მეწარმე სუბიექტის ბიზნეს აქტივობა, რაც აუცილებლად გულისხმობს ბუღალტერიის წარმოებას, რადგან ბუღალტრული აღრიცხვა. არის ეკონომიკური ხასიათის ინფორმაციის მიღების, დამუშავების და გამოყენების პროცესი დასაბუთებული შეფასებებისა და გადაწყვეტილებების მიღების ისნით. ბუღალტრული აღრიცხვა ერთადერთი მოდელია, რომელიც იძლევა ინფორმაციას საწარმოთა მთელი საფინანსო ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, ხოლო საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს გადასანადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოს თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასანადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.
მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია რადგან გადასახადის გადამხდელის მიერ სათანადო მტკიცებულებათა წარუდგენლობის შემთხვევაში (ასეთი მტკიცებულება მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არც საქმის განხიდვისას შემმოწმებლის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე სხვაგვარი დაწყვეტილება ვერ იქნებოდა მიღებული.
6.9. სასამართლო დავის საგანთან მიმართებით, რაც შეცდება ერთობლივი შემოსავლების გაზრდა დეკლარირებული გამოქვითვების შემცირებით იზიარებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო. შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის მხრიდან (2008-2011წწ) საბუღალტრო და აურიდიული დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, რის მიხედვითაც დეკლარირებული გამოქვითვების რეალობა დადგინდებოდა.
მოსარჩელის წარმომადგენლელის განმარტებით,სრული საბუღალტრო ჩანაწერები ნამდვილად ვერ იქნა წარმოდეგნილი,რადგან ბუღალტერი გარდაიცვალა და ვერ მოხდა მის ხელთ არსებული მასალების მოძიება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით - გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე,ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს,რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილით-თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,გადასახადის გადამხდელი შემოსავლებისა და ხარჯების აღსარიცხავად იყენებს საკასო ან დარიცხვის მეთოდს,იმის მიხედვით,თუ რომელ მეთოდეს იყენებს ბუღალტრული აღრიცხვისთვის.
3.გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია,რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე,მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
სასამართლომ მუღალტრული აღრიცხვის აუცილებლობის შესახებ ამავე გადაწყვეტილებაში უკვე იმსჯელა და დამატებით განმარტავს,რომ მუღალტრული ჩანაწერი უნდა არსებობდეს მატერიალური სახით,საწარმოს საბუღალტრო-სააღრიცხვო პროცესის მართვა ,აუცილებლად გულისხმობს კომპანიის ოპერაციების ზუსტი,დროული და საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისი აღრიცხვის წარმოების კონტროლს,რაც შესაბამისად უნდა იყოს აღრიცხული.ასევე თანამედროვე ტექნოლოგიები ითვალისწინებს კომპიუტერული პროგრამის საშუალებით,იგივე მონაცემების შენახვას და საჭიროებისას დაინტერესებული (მაკონტროლებელი და ა.შ)პირისადმი წარდგენას. აღნიშნული მოაცემები ცხადია უნდა ემთხვეოდეს მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნეს ატივობისას გადამხდელის სახელზე გამოწერილ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის და სხვა დოკუმენტაციას,რაც აუცილებელია ერთობლივი შემოსავლის დასადგენად.სხვა შემთხვევაში ცხადია მაკონტროლებელი უფლებამსილების ფარგლებში მოიძიებს მტკიცებულებებს და იღებს გადაწყვეტილებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია,რომ შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები,არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენტაცია,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი,საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი.მიღებული შედეგით დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები.
აღნიშნული მოტივაციით სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ მაკონტროლებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ ვარაუდებით მიიღო გადაწყვეტილება, რადგან აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე, მოგების მარჟა განისაზღვრა საშუალოდ 26 %. მიღებული შემოსავლებიდან კლიენტებზე დაბრუნებული თანხები შეადგენს 74%-ს. სადავო შემთხვევაში კი დაბრუნებული თანხები შეადგენს დაახლოებით 45-50% ს.
საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტის მიხედვით: 1. რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.
ბ.ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად:1 ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება. 2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია - პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი. საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასხანადო ვალდებულებები.
საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.
განსახილველ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, გადამხდელის მრან (2008- 2011წწ) საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია წარდგენილია ყველა, რის მიხედვითაც დეკლარირებული გამოქვითვების რეალობა დადგინდებოდა. შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენტაცია სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული. განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. მიღებული შედეგით. დაკორექტირდა (შემცირდა) დეკლარირებული გამოქვითვები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ მაკონტროლებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოითხოვა. მოგების მარჟის თაობაზე სათანადო ინფორმაცია და დაეყრდნო არასწორ მონაცემებს, რადგან. საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან (კაზინო) ინფორმაცია – გამოთხოვილი იქნა როგორც თბილისში, ასევე ბათუმში მოქმედი მეწარმეებისგან. (ტ.1.ს.ფ. 93–96).
იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომ გადასახადის გადამხდელს არ გააჩნდა საბუღალტრო და პირველადი საგადასახადო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა რეალობის დადგენა და იმის გათვალისწინებით, რომ შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის N95650 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, გამოეთხოვა ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან, მათი მოგების მარჟის გადამხდელისაგან გამოთხოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოეხდინა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება, საქმეზე არსებული მასალების შესწავლით და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულად გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მიიღო დასაზეთებული გადაწყვეტილება, რაც ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის საფლუძველია.
6.10. სასამართლო დავის საგანთან მიმართებით, რაც შეეხება საჩივრის განუხილველად დატოვებას - გასაჩივრებული გადაწყვეტილების იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გამოცემის გამო, იზიარებს დავების საბჭოს გადაწყვეტილებას და აღნიშნავს - საქმის მასალებით, შემოსავლების სამსახურის 25.02.2015 წლის N95650 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგა 2015 წლის 30 ივნისის დასკვნა, რომლის თანახმად, ირკვევა, რომ სსკ-ის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასთან დაკავშირებით, რომელმაც საშუალოდ 26% ეადგინა. გამოთხოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე ვინაიდან დადგინდა, რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაება ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს თანხებს შორის, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის არგუმენტაციას იმის შესახებ, რომ მაკონტროლებელმა ადმინისტრაციულმა ორგანომ არ გამოითხოვა მოგების მარჟის თაობაზე სათანადო პირებიდან ინფორმაცია და დაეყრდნო არასწორ მონაცემებს, რადგან საქმის მასალებით უტყუარად დადგენილია, რომ ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან (კაზინო), ინფორმაცია გამოთხოვილი იქნა, როგორც თბილისში, ასევე ბათუმში მოქმედი მეწარმე სუბიექტებისგან. (ტ. 1. ს.ფ. 93-96).
საქმეში წარმოდგენილია შპს „-------“-ს, შპს „-------“-ს, შპს „-------" -ის,მიერ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტზე მიწოდებული ინფორმაცია. დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მოწოდებულ ინფორმაციაში მითითებული არ არის პერიოდი, ანუ მათ მიერ მიწოდებული მოგების მარჟა მოიცავს მის შესამოწმებელ პერიოდს თუ დროის სხვა მონაკვეთის საშუალო მაჩვენებელს,არადგან მაკონტროლებელი ორგანოსათვის ანალოგიური საქმიანობის შესახებ მოდებული ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურის 2015 წლის 25 თებერვლის N 5650 გრმანების (ტ.1.ს.ფ.88-92) შინაარსიდან გამომდინარე, ცხადია ეხება მოსარჩელის სტქმიანობას 2012 წლის მეორე ნახევრამდე.
ამ მიმართებით, სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს მოსარჩელის წარმომადგენელის მითითებას, რომ "------"- ს მიერ შემოსავლების სამსახურის უდიტის დეპარტამენტზე მიწოდებული ინფორმაცია შეეხება 2014 წელს, თუმცა აღნიშნულს არ შეუძლია არსებითი გავლენა მოახდინოს საქმის შედეგზე, რადგან საქმეს |წ ერთვის ასევე ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი სხვა სამი ბიზნეს სუბიექტის მიერ მიწოდებულ ინფორმაცია.
საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „თ" ქვეპუნქტის, თანახმად დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოცემულია იმავე პირის მიმართ იმავე დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის 2502 2015 წლის N5650 გადაწყვეტილებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საბჭომ ნაწილობრივ გაიზიარა გადამხდელის არგუმენტაცია და საგადასახადო ვალდებულების დრუსტების მიზნით აუდიტის დეპარტამენტს დაევალა: საგადასახადო კოდექსის 70 მუხლის თანახმად, გამოეთხოვა ინფორმაცია ანალოგიური საქმიანობის განმახორციელებელი პირებისაგან, მათი მოგების მარჟის თაობაზე და გადამხდელისაგან გამოოვილი, ასევე შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით მოეხდინა საკითხის დამატებით შესწავლა და შემოწმებით დარიცხული თანხების შესაბამისი კორექტირება.
აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე შედგა 2015 წლის 2 ივნისის დასკვნა. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, დგინდება, რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასთან დაკავშირებით,რომელმაც საშუალოდ 26% შეადგინა (მთლიანი შემოსავალის დაახლოებით 79,06% წარმოადგენს ჯამურად დაბრუნებულ თანხებს). გამოთხოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე დადგენილია,რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარიებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის.
იმ გარემოებებიდან გამომდინარე,რომ საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად,გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზით ვინაიდან დადგენილია,რომ მომჩივანს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი,არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის,სასამართლო იზიარებს საგადასახადო ორგანოს პოზიციას სადავო თანხების გადაანგარიშებაზე უარის თაობაზე და მიაჩნია,რომ აუდიტის დეპარტამენტის 02.07.2015 წლის N081-140 "საგადასახადო მოთხოვნა" გამოცემულია შემოსავლების სამსახურის "თ" ქვეპუნქტის თანახმად,მართებულია შემოსავლების სამსახურის 11.05.2016 წლის N12868 ბრძანება საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე,რაც სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილია მხარის ვალდებულება დაამტკიცოს სარჩელის საფუძვლიანობა და წარადგინოს შესაბამისის მტკიცებულებები.კერძოდ მოხმობილი მუხლის პირველი ნაწილით - თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი,რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.ამავე მუხლის მესამე ნაწილით - საქმის გარემოებები ,რომლებიც კანონის ტანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით,არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე,რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6.1 მუხლის თანახმად .თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება,იგი ვალდებულია ის უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.ადმინისტრაციულმა ორგანომ პასუხისმგებლობის უმაღლესი ხარისხით უნდა მაოხდინოს მის დისკრეციას მიკუთვნებული საკითხების განხილვა-გადაწყვეტა,რაც სამოქალაქო წესრიგის დაცვის აუცილებელი პირობა და გარანტია.
სასამართლო აღნიშნავს,რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისსტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით,რომლის პირველი ნაწილი ადგენს,რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია,თუ იგი ეწინააღდგენა კანონს ,ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტების გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით,ან/და კანონის ისეთი დარღვევა,რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკლვეისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, სასამართლო რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრიციულ- სამართლებრივი აქტები სრულად შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
7. სასამართლო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაზიდის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ეგ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმისივნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილები იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის ამ წილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ის მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში , მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე–2 ნაწილით - სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯების გადადება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისგან, სამარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 (ხუთი ათასი ტ.1.ს/ფ.129) ლარის ოდენობით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი საქართველოს საქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნდა ჩაითვალოს სახ. ბიუჯეტში გადახდილად.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება;
8.1. მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 125 მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 331-ე; 261.3. მუხლებით, საქართველოს სამოქალქო პროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „-------“-ის (ს/ნ "-------" ) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 (ხუთი ათასი ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, (მის.ქ.ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N 32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N 11).
4. გადაწყვეტილების ასლები გადაეგზავნოთ მხარეებს.
მოსამართლე
მალხაზ ჩუბინიძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
ფაქტობრივი გარემოებები
აუდიტის დეპარტამენტის 2014 წლის 5 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში (2008-2010წწ.) საზოგადოებას დეკლარირებული აქვს ფიზიკურ პირებზე განაცემები, რომლებიც დაბეგრილი აქვს 12%-ით. გადამხდელის მხრიდან არ ყოფილა წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაცია.შემოწმების მსვლელობისას დეკლარირებული ფიზიკურ პირებზე გაცემული თანხიბი სსკ-ის 101-ე მუხლის შესაბამისად ჩაითვალა ანგარიშვალდებულ პირზე ხელფასის სახით განაცემად და დაიბეგრა პერიოდების მიხედვით 25%-20% განაკვეთით. გადამხდელის მხრიდან (2008-2011წწ) საბუღალტრო და იურიდიული დოკუმენტაცია წარდგენილი არ ყოფილა, რის მიხედვითაც დეკლარირებული გამოქვითვების რეალობა დადგინდებოდა. შემოწმების მსვლელობისას სსკ-ის 105-ე მუხლის შესაბამისად გამოქვითვებში გათვალისწინებული იქნა გადამხდელის სახელზე გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, არქივიდან გამოთხოვილი საბაჟო რეჟიმების ამსახველი დოკუმენცაცია, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, საშემოსავლო გადასახადში დეკლარირებული განაცემები და გამოქვითვას დაქვემდებარებული გადასახადი. მიღებული შედეგით დაკორექტირდა დეკლარირებული გამოქვითვები.სსკ- ის 70-ე მუხლის შესაბამისად გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია მოგების მარჟასიან დაკავშირებით, რომელმაც საშუალოდ 26% შეადგინა.
გამოთხოვილი ინფორმაციიდან გამომდინარე თუ გადამხდელის განმარტებას დაეყრდნობოდა შემმოწმებელი, როგორც საჩივარშია აღნიშნული, რომ ერთობლივ შემოსავალში არა სხვაობა არამედ მთლიანი შემოსავალია დეკლარირებული მაშინ მილიან შესამოწმებელ პერიოდზე გამოქვითვები გადააჭარბებს შემოსავალს (კაზინო გავა ზარალზე) და გადამხდელს იმის საშუალებაც არ ექნებოდა დეკლარირებული.გამოთხოვილი ინფორმაციით გამყარდა პოზიცია, რომ გადამხდელს ერთობლივ შემოსავალში არა მთლიანი შემოსავალი არამედ სხვაობა ჰქონდა დეკლარირებული მთლიან შემოსავალსა და გაცემულ მოგებებს/თანხებს შორის.ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები გადაანგარიშებას არ დაექვემდებარა.
გადაწყვეტილება
განსახილველ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებების გამოკლვეისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, სასამართლო რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრიციულ- სამართლებრივი აქტები სრულად შეესაბამება კანონს, იგი მიღებულია საქმის არსებითი გარემოებების გამოკვლევის და შეფასების შედეგად და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.
დასაბუთება
საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 125 მე-12; მე-13; 22-ე; 24-ე; 32-ე; 331-ე; 261.3. და საქართველოს სამოქალქო პროცესო კოდექსის 257-ე; მე-8; 53-ს; 243-ე; 244-ე; 364-ე; 369-ე მუხლებით