გადაწყვეტილება №20460/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 26.01.2024
№ დოკუმენტი 20460/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20460/2/2023

26 იანვარი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------ (ს/ნ -----)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.12.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------ს 2.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20460/2/2023).

 

დავის საგანი:

1. შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა;

2. საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა;

3. წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობაში გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 28.12.2022 წლის №001-260 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 30.06.2023 წლის №15386 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 1 340 497 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 719 478

დღგ - 330 910

მოგების გადასახადი - 377 158

ქონების გადასახადი - 11 410

ჯარიმა - 357 938

საურავი - 263 081

 

პროცედურული გარემოებები

საწარმოს საქმიანობაა ბეტონის წარმოება. აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.12.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა 28.12.2022 წლის №33378 ბრძანება და №001-260 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 30.06.2023 წლის №15386 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება ქვიშა-ხრეშის, ცემენტის და სხვა ნედლეულის შეძენა-რეალიზაცია, აგრეთვე ბეტონის წარმოება-რეალიზაცია. საწარმოს გამოწერილი აქვს 42 487 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სატრანსპორტო, ავტომანქანის იჯარის და სხვა მომსახურებებზე.

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 972 349 ლარს, რაც არის სრულად დოკუმენტური ბრუნვა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დეკლარაციების მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი აქვს დღგ 597 279 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 3 915 497 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის და მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული არსებითად აჭარბებს/შეუსაბამოა საწარმოს დეკლარირებულ შემოსავლებთან.

აღნიშნული 3 915 497 ლარიდან შპს „------ზე“ სხვადასხვა საწარმოების მიერ გამოწერილია 1 880 825 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ძირითადი ნაწილი ჩათვლილია. აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით (ბუღალტრული პროგრამით) უფიქსირდება სალაროდან თანხების გადახდა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებას დაადასტურებდა.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების და 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს გაუუქმდა აღნიშნული ჩათვლილი დღგ-ის თანხები, ხოლო გაწეული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ/მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი განმარტავს, რომ საწარმოს შეძენილი აქვს მომსახურებები სხვადასხვა კომპანიებისაგან.

1) შპს ----- (ს/ნ ----), აღნიშნულმა საწარმომ 2021 წლის მარტსა და აპრილში მოახდინა ქვის სამტვრევი დანადგარის რემონტი, რაშიც გადახდილი იქნა 219 679,82 ლარი, გამოწერილი ანგარიშფაქტურები აუდიტის დეპარტამენტმა გაურკვეველი საფუძვლით გააუქმა დღგ-ს ჩათვლა, ხოლო მომსახურება განიხილა არაეკონომიკურ საქმიანობად და გადახდილი თანხა მთლიანად დაბეგრა მოგების გადასახადით, თუ რატომ ითვლება ქვის სამტვრევი დანადგარის რემონტი არაეკონომიკურ საქმიანობად ამის დასაბუთება შემოწმების აქტში არ დააფიქსირა, მითუმეტეს, რომ მიღებულია შემოსავლები ქვის სამტვრევი დანადგარის მუშაობით.

2) შპს ------ (ს/ნ -----), აღნიშნულმა საწარმომ 2019 წლიდან 2020 წლის ბოლომდე და 2021 წლის მაისში გაუწია 425 060 ლარის სხვადსხვა მომსახურება, როგორიცაა ექსკავატორით და სხვა ტექნიკით, თვითმცლელებით მომსახურება, აუდიტმა აღნიშნული მომსახურების შეძენაც ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ჩათვალა არაეკონომიკურ საქმიანობად გააუქმა დღგ-ის ჩათვლები და დაბეგრა მოგების გადასახადით.

3) შპს ------ (ს/ნ -----), აღნიშნული საწარმოდან შეძენილია 188 110 ლარის (სრულად გადახდილია თანხა) ექსკავატორით და თვითმცლელებით მომსახურება, მომსახურება შეძენილია 2019 წლის ივნისი, ივლისის და ოქტომბრის თვეებში, ასევე 2020 წლის თებერვალში და აპრილში.

4) შპს ------ (ს/ნ ------), აღნიშნული საწარმოდან შეძენილია 210 150 ლარის, როგორც მომსახურება ისე საქონელი, მომსახურება გაგვიწია გზის დაგებაში, ექსკავატორით, თვითმცლელებით და სხვა ტექნიკით, შეძენილია ღორღი.

5) შპს ------ (ს/ნ -----), აღნიშნული საწარმოდან შეძენილია 210 150 ლარის, როგორც მომსახურება ისე საქონელი, საქონელი, მომსახურება გაუწია ექსკავატორით, თვითმცლელებით და სხვა ტექნიკით, შეძენილია ბაზალტის ღორღი.

6) შპს ------ (ს/ნ -------), აღნიშნული საწარმოდან შეძენილია 159 630 ლარის (სრულად გადახდილია თანხა) ექსკავატორით და თვითმცლელებით მომსახურება, 2021 წლის მარტი, აპრილი და ივნისი თვეებში.

7) შპს ------ (ს/ნ -----), აღნიშნული საწარმოდან შეძენილია 127 600 ლარის (სრულად გადახდილია თანხა) ექსკავატორით და თვითმცლელებით მომსახურება, 2021 წლის ივლისი, აგვისტო და სექტემბრის თვეებში.

8) შპს ------ (ს/ნ -----), აღნიშნული საწარმოდან შეძენილია 106 450 ლარის, როგორც მომსახურება ისე საქონელი, საქონელი, მომსახურება გაუწია 2022 წლის თებერვლის და მარტის თვეებში ექსკავატორით, თვითმცლელებით და სხვა ტექნიკით, შეძენილია ბალასტი.

9) შპს ------ (ს/ნ -----) აღნიშნული საწარმოდან შეძენილია 59 800 ლარის (სრულად გადახდილია თანხა) ექსკავატორით და თვითმცლელებით მომსახურება, 2022 წლის იანვრის და თებერვლის თვეებში.

ყველა ზემოთ აღნიშნული საწარმოებიდან შეძენილი მომსახურებაზე/საქონელზე მიღებული აქვს ანგარიშ-ფაქტურები, ხოლო აუდიტის მიერ ჩაითვალა, როგორც არაეკონომიკური საქმიანობაზე გადახდილი თანხები გააუქმა დღგ-ის ჩათვლები და დაბეგრა მოგების გადასახადით, ხოლო დასაბუთება თუ რის საფუძველზე მოახდინა ასეთი ფორმულირება გაუგებარია. აქედან გამომდინარე, მოითხოვს ზემოთ დასახელებული საქმიანობა წარმოადგენს ეკონომიკურ საქმიანობას, რის გამოც აღდგენილი უნდა იქნას დღგ-ის ჩათვლები და გაუქმდეს მოგების გადასახადის სახით დარიცხული თანხები.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

დადგენილია, რომ საწარმოს გამოწერილი აქვს 42 487 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სატრანსპორტო, ავტომანქანის იჯარის და სხვა მომსახურებებზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 972 349 ლარს, რაც არის სრულად დოკუმენტური ბრუნვა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დეკლარაციების მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი აქვს დღგ 597 279 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 3 915 497 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის და მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული არსებითად აჭარბებს/შეუსაბამოა საწარმოს დეკლარირებულ შემოსავლებთან. აღნიშნული 3 915 497 ლარიდან შპს „-------ზე“ სხვადასხვა საწარმოების მიერ გამოწერილია 1 880 825 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ძირითადი ნაწილი ჩათვლილია. აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით (ბუღალტრული პროგრამით) უფიქსირდება სალაროდან თანხების გადახდა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებას დაადასტურებდა. 2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლების, ასევე ამავე კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს გაუუქმდა აღნიშნული ჩათვლილი დღგ-ის თანხები, ხოლო გაწეული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მომჩივნის მიერ დასახელებული კომპანიები, რომლებიც მომჩივნისათვის საქონლის მიწოდებას/მომსახურების გაწევას ახორციელებდნენ, ეკონომიკურ საქმიანობას არ ეწევიან, არ ჰყავთ დაქირავებული თანამშრომელი, მხარეებს შორის ანაზღაურება ფიქსირდება მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორებით და არ ხდება უნაღდო ანგარიშსწორება, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტში არ აქვთ შესაბამისი გადასახადები გადახდილი.

მომჩივნის წარმომადგენელმა ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს დასახელებული არგუმენტების საპირწონე, საწინააღმდეგო არგუმენტის ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამის მტკიცებულების წარმოდგენა, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს ამ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2. საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა

ფაქტების აღწერა

საწარმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 704 690 ლარის (313 049 ლიტრი) საწვავი, ძირითადად დიზელი (311 655 ლიტრი), რომელზეც ჩათვლილი აქვს დღგ 106 966 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით შპს „------ს“ 2020 წლის მარტის თვეში რეგისტრირებული აქვს 2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაციის-დოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით, საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარმოუდგენია საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ეკონომიკურ საქმიანობაში/დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებული საწვავის მოცულობის განსაზღვრის მიზნით, არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწვავის ხარჯები, კერძოდ, საკუთრებაში და იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე, 174-ე მუხლების და 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე, 175-ე მუხლების, ასევე, ამავე კოდექსის 97-ე და 982 მუხლების შესაბამისად, შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი-საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. გადამხდელს აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილით, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით, 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივანი აუდიტის დეპარტამენტის პოზიციას არ ეთანხმება, ვინაიდან საწარმოს საკუთრებაში ერიცხება სატვირთო ავტომობილები და იჯარითაც იღებდა სატვირთო ავტომობილებს, აღნიშნული ავტომობილებით შესრულებულია 16 051 რეისი და გავლილი აქვთ დაახლოებით 1 124 000 კილომეტრი, ხოლო ავტომობილები მოიხმარენ საწვავს და აუცილებელია ტრანსპორტირებისათვის, მისი საწვავის გამოყენებისათვის არაპირდაპირი მეთოდის გამოყენება თუ რა რაოდენობის საწვავი იქნა გამოყენებული ეკონომიკურ საქმიანობაში რბილად, რომ თქვას აბსურდია, მით უმეტეს, რომ საწვავის შეძენა განხორციელებულია სპეც. ფაქტურებით, ე.ი. საბაზრო ფასებით, სხვა რა მიზანი უნდა ყოფილიყო საწარმოს მხრიდან საწვავის შეძენის, გარდა მისი ტრანსპორტში გამოყენებისა, ამ მხრივ აუდიტის მხრიდან არ არის პოზიცია. აქედან გამომდინარე, საწარმოს მიერ საწვავი მთლიანად გამოყენებულია ტრანსპორტში და დღგ-ში გაუქმებული ჩათვლები უნდა იქნას აღდგენილი, ასევე დამატებით დარიცხული მოგების გადასახადი უნდა გაუქმდეს.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

1.01.2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ-ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

1.01.2021 წლიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

შემოწმებით დადგინდა, რომ საწარმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 704 690 ლარის (313 049 ლიტრი) საწვავი, ძირითადად დიზელი (311 655 ლიტრი), რომელზეც ჩათვლილი აქვს დღგ 106 966 ლარი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მოწოდებული ინფორმაციით შპს „------ს“ 2020 წლის მარტის თვეში რეგისტრირებული აქვს 2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია-დოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით, საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწვავის ხარჯები, კერძოდ, საკუთრებაში და იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი-საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. გადამხდელს აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამო იყო საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. შემოწმებისას არაპირდაპირი მეთოდით განისაზღვრა საწვავის ხარჯი, სხვ. ანალოგიური კომპანიის მიერ დაფიქსირებული მონაცემების მიხედვით.

მომჩივნის წარმომადგენელმა ვერ შეძლო წარმოედგინა არგუმენტები ან დოკუმენტურად დადასტურებული შესაბამისი მტკიცებულებები, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

3. წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობაში გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვა

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებით შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს უფიქსირდება ქვიშა-ხრეშის, ცემენტის და სხვა ნედლეულის შეძენა-რეალიზაცია, აგრეთვე ბეტონის წარმოება-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს წარმოებული/რეალიზებული აქვს 7 052მ3 სხვადასხვა სახეობის ბეტონი, რომელზეც გადამხდელის კალკულაციის მიხედვით გახარჯულია 2 973 ტონა ცემენტი. წარმოების ნორმებისა და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების აუდირებული მონაცემების/ექსპერტიზების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ჩამოწერილია ნორმასთან შედარებით მეტი ოდენობით ცემენტი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მოცულობის ცემენტის წარმოებაში გახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგენია. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წარმოების ნორმების და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების ანალიზის საფუძველზე, შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს მიერ წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობა. გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მიწოდებად, რის საფუძველზეც შესაბამის პერიოდში მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად, გაიზარდა საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. პირს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ამავე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით, 2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილით, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 164-ე მუხლის პირველი ნაწილით.

შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე მომჩივნის მხრიდან არ წარდგენილა მისი პოზიციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმებით, განხორციელებული დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობასთან, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ბეტონის წარმოების ნორმები, რომელსაც აფიქსირებს აუდიტის დეპარტამენტი, წარმოების ნორმირებისა და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების აუდირებული მონაცემების ექსპერტიზების ანალიზის საფუძველზე დგინდება - რომელი ექსპერტიზის მიერ არის დაწერილი ან დადგენილი ნორმები კონკრეტულად საგადასახადო ორგანო არ მიუთითებს სინამდვილეში ასეთი ექსპერტიზის ნორმა ან აუდირებული დასკვნა (აუდიტის მიერ, საერთოდ საინტერესოა ასეთი ნორმა თუ დაადგინა) არ არსებობს, მით უმეტეს, რომ ბეტონი ასევე შეიცავს სხვა კომპონენტებსაც (ქვიშ-ხრეში, ღორღი, დამტვრეული ქვა და სხვა დანამატები) სხვა კომპონენტებში სხვაობები ვერ დაადგინა მხოლოდ ცემენტში მოხდა ე.წ. „ნორმებით ცდომილება“ და ამ ცდომილებიდან იანგარიშა რა რაოდენობის ბეტონი იწარმოებოდა და შესაბამისად ბეტონის რეალიზაციად განიხილა მიღებული ცემენტის ცდომილება, რასაც არ ეთანხმება, ბოლოს და ბოლოს განეხილა მხოლოდ ცემენტის რეალიზაციად საბაზრო ფასებით და არა ბეტონად.

მთლიანობაში აუდიტის დეპარტამენტმა ვერ შეისწავლა და ვერ მოახდინა სწორი ანალიზი, თუნდა იმ ფაქტით, რომ არაეკონომიკურ ხარჯად განიხილა მთლიანი დანახარჯის 1 880 825 ლარის დღგ-ის ჩათვლით, ასევე 482 475,8 (დღგ-ს ჩათვლით) საწვავის შეძენა ტყუილად მოუხდენია, გამოდის, რომ 2 363 301 ლარის ხარჯი წარმოადგენს არაეკონომიკურ ხარჯებს, სულ აუდიტის დეპარტამენტის მიერ დადგენილი შემოსავალი შეადგენს 3 000 000 ლარს თუ აქედან ტყუილი ხარჯი არის 2 363 301 ლარი, გამოდის რომ საწარმო თუ დახარჯავდა დაახლოებით 700 000 ლარს მაინც მისი შემოსავალი იქნებოდა 3 000 000ლარი, ამ მონაცემებზე აუდიტის დეპარტამენტს არ აქვს აუდირებული ან ექსპერტიზის დასკვნები ანალოგიურ საწარმოებიდან მიღებული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

2021 წლის პირველ იანვრამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია:

ა) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება;

ბ) დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების გაწევა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული;

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

2021 წლის პირველი იანვრიდან მოქმედი საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს წარმოებული/რეალიზებული აქვს 7 052მ3 სხვადასხვა სახეობის ბეტონი, რომელზეც გადამხდელის კალკულაციის მიხედვით გახარჯულია 2 973 ტონა ცემენტი. წარმოების ნორმებისა და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების აუდირებული მონაცემების/ექსპერტიზების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ჩამოწერილია ნორმასთან შედარებით მეტი ოდენობით ცემენტი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მოცულობის ცემენტის წარმოებაში გახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგენია. საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, წარმოების ნორმების და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების ანალიზის საფუძველზე, შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს მიერ წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობა. გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მიწოდებად, რაც დაიბეგრა დღგ-ით.

საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირ განხილვაზე მომჩივნის წარმომადგენელმა ზოგადად ისაუბრა და ვერ შეძლო მოპასუხე ორგანოს გამაბათილებელი არგუმენტის ან დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულების წარმოდგენა, რაც შემოწმებისას დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში მომჩივნის საგადასახადო ვალდებულები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. შეძენილ მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად განხილვა;

2. საწვავის ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯად მიჩნევა და მოგების გადასახადით დაბეგვრა და დღგ-ის ჩათვლებში გაუთვალისწინებლობა;

3. წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობაში გამოვლენილი სხვაობის მიწოდებად განხილვა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. საწარმოს გამოწერილი აქვს 42 487 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები სატრანსპორტო, ავტომანქანის იჯარის და სხვა მომსახურებებზე. შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს დღგ-ით დასაბეგრი დეკლარირებული ბრუნვა შეადგენს 2 972 349 ლარს, რაც არის სრულად დოკუმენტური ბრუნვა. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს დეკლარაციების მიხედვით, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით ჩათვლილი აქვს დღგ 597 279 ლარის ოდენობით, რაც შეადგენს 3 915 497 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) საქონლის და მომსახურების ღირებულებას. აღნიშნული არსებითად აჭარბებს/შეუსაბამოა საწარმოს დეკლარირებულ შემოსავლებთან. აღნიშნული 3 915 497 ლარიდან მომჩივანზე სხვადასხვა საწარმოების მიერ გამოწერილია 1 880 825 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) ღირებულების მომსახურების ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა ძირითადი ნაწილი ჩათვლილია. აღნიშნულ ოპერაციებზე საწარმოს სააღრიცხვო მონაცემებით (ბუღალტრული პროგრამით) უფიქსირდება სალაროდან თანხების გადახდა. გადასახადის გადამხდელის მხრიდან არ იქნა წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, რაც აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობას, ეკონომიკურ საქმიანობასთან კავშირს, აგრეთვე დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციაში გამოყენებას დაადასტურებდა. ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, საწარმოს გაუუქმდა აღნიშნული ჩათვლილი დღგ-ის თანხები, ხოლო გაწეული ხარჯები დაიბეგრა მოგების გადასახადით.

2. საწარმოს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურებით შეძენილი აქვს 704 690 ლარის (313 049 ლიტრი) საწვავი, ძირითადად დიზელი (311 655 ლიტრი), რომელზეც ჩათვლილი აქვს დღგ 106 966 ლარი. შსს-დან მოწოდებული ინფორმაციით მომჩივანს 2020 წლის მარტის თვეში რეგისტრირებული აქვს 2 სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება. შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში პერიოდულად იჯარით აქვს აღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის და შემოწმების ხელთ არსებული ინფორმაცია-დოკუმენტაციის მონაცემების ანალიზით, საწვავზე გაწეული ხარჯი არსებითად შეუსაბამოა საწარმოს მიერ განხორციელებულ ოპერაციებთან. ამასთან, გადასახადის გადამხდელს არ წარუდგენია საწვავის გახარჯვასთან დაკავშირებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია. არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ იქნა საწვავის ხარჯები, კერძოდ, საკუთრებაში და იჯარით სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების განხორციელებული რეისების და ტიპის მიხედვით. შემოწმების მიერ გამოვლენილი სხვაობა დაკვალიფიცირდა არაეკონომიკურ ხარჯად და შესაბამისი საქონელი-საწვავი მიჩნეულ იქნა, რომ არ არის გამოყენებული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციებში. გადამხდელს აღნიშნულ ნაწილში გაუქმდა მიღებული ჩათვლილი დღგ-ის თანხა. გადამხდელს დაერიცხა დღგ და მოგების გადასახადი, ასევე დაეკისრა შესაბამისი ჯარიმა.

3. შესამოწმებელ პერიოდში სააღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, საწარმოს წარმოებული/რეალიზებული აქვს 7 052 მ3 სხვადასხვა სახეობის ბეტონი, რომელზეც გადამხდელის კალკულაციის მიხედვით გახარჯულია 2 973 ტონა ცემენტი. წარმოების ნორმებისა და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების აუდირებული მონაცემების/ექსპერტიზების ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ ჩამოწერილია ნორმასთან შედარებით მეტი ოდენობით ცემენტი. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული მოცულობის ცემენტის წარმოებაში გახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნა არ წარუდგენია. წარმოების ნორმების და სხვა ანალოგიური საქონლის მწარმოებელი კომპანიების ანალიზის საფუძველზე, შემოწმებით გაანგარიშდა საწარმოს მიერ წარმოებული ბეტონის მოცულობაზე ჩამოსაწერი ცემენტის ოდენობა. გამოვლენილი სხვაობა განხილულ იქნა მიწოდებად, რაც დაიბეგრა დღგ-ით.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია მართებულად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 97(1"ბ"), 982(1"ბ"), 174(1)(2)(3), 175(1"ა"), 73(5"ა"), 159(1"ა""ბ"), 163(1)(2), 164(1).

2021 წლამდე მოქმედი საგადასახადო კოდექსი: 160"ა", 161(1"ა"), 173(1), 174(1)(2"ა.ა").