ბრძანება N 18334
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 18334
14 აგვისტო 2025
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ფ/პ ------- (პ/ნ -------)
(მის.: -------, -------)
2025 წლის 17 ივლისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 11 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №66) განიხილა ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2025 წლის 17 ივლისის №113051/21 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე გამოცემულ 2025 წლის 17 ივნისის №12639 ბრძანებასთან და 2025 წლის 27 ივნისის №053-4 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე გამოცემულ 2025 წლის 17 ივნისის №12639 ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას. მიიჩნევს, რომ ფიზიკური პირები არ არიან ქონების გადასახადის გადამხდელი სუბიექტები. აცხადებს, რომ მისთვის ინფორმაცია არავის მიუწოდებია ქონების გადასახადთან დაკავშირებით. ამდენად, მიიჩნევს, რომ არ არსებობს მისი მხრიდან მიწაზე ქონების გადასახადის გადახდის სამართლებრივი საფუძველი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 17 ივნისის №12639 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 ივნისამდე საანგარიშო პერიოდების მიწაზე ქონების გადასახადის დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 27 ივნისის №14003 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №053-4 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 26 173 ლარი, მათ შორის, გადასახადი 16 198 ლარი, ჯარიმა 8 099 ლარი და საურავი 1 876 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემისა და საჯარო რეესტრის ერთიანი ელექტრონული ბაზების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) -------, ------- (სხვადასხვა სოფელში), საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/საკარმიდამო) მიწის ნაკვეთები, რომლებიც შესაბამისად შეძენილია/მიღებულია სხვადასხვა პერიოდში. აღნიშნული მიწების გარკვეულ ნაწილზე ფ/პ ------- საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული აქვს საკომლო ჟურნალი და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია 1994-1997 წლებში. გარდა საკუთრებაში არსებული მიწებისა, ------- სახელმწიფოსაგან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული აქვს 4 სხვადასხვა საკადასტრო მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთი (სასოფლო-სამეურნეო, ალპური საძოვრები), რასთან დაკავშირებითაც 2023 წელს ------- მუნიციპალიტეტთან გაფორმებული აქვს სასყიდლიანი იჯარის ხელშეკრულებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე, 206-ე მუხლების და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ფ/პ ------- (პ/ნ -------) 2022, 2023 და 2024 წლების საანგარიშო პერიოდზე წარმოეშვება ქონების (მიწის) დეკლარაციის წარდგენის ვალდებულება. ვინაიდან ------- მის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული მიწების ძირითად ნაწილზე და სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულ მიწებზე არ ჰქონდა დეკლარირებული შესაბამისი გადასახადი, მის საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულად, ხოლო თანასაკუთრებაში არსებულ მიწებზე კუთვნილი წილის პროპორციულად, განხორციელდა შესაბამისი ქონების გადასახადის გამოანგარიშება და დარიცხვა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში გააკონტროლონ გადასახადების გამოანგარიშების სისწორე და სისრულე და მათი დროულად გადახდა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმებები ამ კოდექსით დადგენილი წესით და ამ შემოწმებათა ჩატარებისას გააცნონ გადასახადის გადამხდელს თავისი უფლებები და ვალდებულებები.
ამავე კოდექსის 262-ე მუხლის შესაბამისად, საგადასახადო შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კამერალური საგადასახადო შემოწმება ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე, ამ ბრძანებით განსაზღვრულ კონკრეტულ საკითხზე.
საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ ფ/პ ------- (პ/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი; გ
) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასოფლოსამეურნეო დანიშნულებისა და ტყის მიწებზე ქონების გადასახადის წლიური საბაზისო განაკვეთები დიფერენცირებულია ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებისა და მიწის კატეგორიების მიხედვით და დგინდება 1 ჰექტარზე გაანგარიშებით, ლარში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის მიხედვით, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტარამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები.
შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/მემკვიდრეობით მიღების, აგრეთვე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ წევრებისაგან (მეპაიეებისაგან) ამ ქონების შენატანის (პაის) სახით მიღების შემთხვევებშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, ფ/პ ------- (პ/ნ -------) -------, ------- (სხვადასხვა სოფელში), საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/საკარმიდამო) მიწის ნაკვეთები, რომლებიც შეძენილია/მიღებულია სხვადასხვა პერიოდში. აღნიშნული მიწების გარკვეულ ნაწილზე ფ/პ ------- საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული აქვს საკომლო ჟურნალი და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია 1994-1997 წლებში. გარდა საკუთრებაში არსებული მიწებისა, ------- სახელმწიფოსაგან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, აღებული აქვს 4 სხვადასხვა საკადასტრო მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთი (სასოფლო-სამეურნეო, ალპური საძოვრები), რასთან დაკავშირებითაც 2023 წელს ------- მუნიციპალიტეტთან გაფორმებული აქვს სასყიდლიანი იჯარის ხელშეკრულებები.
საქმეში არსებულ მასალებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ------- მის საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული მიწების ძირითად ნაწილზე და სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულ მიწებზე არ ჰქონდა დეკლარირებული და დარიცხული შესაბამისი გადასახადი. საგადასახადო შემოწმებით მის საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულად, ხოლო თანასაკუთრებაში არსებულ მიწებზე კუთვნილი წილის პროპორციულად, განხორციელდა შესაბამისი ქონების გადასახადის გამოანგარიშება და დარიცხვა.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ------- (პ/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება აუდიტის დეპარტამენტის მიერ კამერალური საგადასახადო შემოწმების თაობაზე გამოცემულ ბრძანებას და ითხოვს მის გაუქმებას.
2. გადამხდელი არ ეთანხმება მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვას.
ფაქტობრივი გარემოებები
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით მომჩივანს (სხვადასხვა სოფელში), საკუთრებაში/თანასაკუთრებაში აქვს სასოფლო-სამეურნეო (სახნავი/საკარმიდამო) მიწის ნაკვეთები, რომლებიც შეძენილია/მიღებულია სხვადასხვა პერიოდში. აღნიშნული მიწების გარკვეულ ნაწილზე საკუთრების უფლების დამდგენ დოკუმენტად მითითებული აქვს საკომლო ჟურნალი და სხვა პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტები, რომლებიც გაცემულია 1994-1997 წლებში. გარდა საკუთრებაში არსებული მიწებისა, სახელმწიფოსაგან იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე აღებული აქვს 4 სხვადასხვა საკადასტრო მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთი, რასთან დაკავშირებითაც გაფორმებული აქვს სასყიდლიანი იჯარის ხელშეკრულებები.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ მომჩივანს საკუთრებაში/თანასაკუთრებაში არსებული მიწების ძირითად ნაწილზე და სახელმწიფოსაგან იჯარით აღებულ მიწებზე არ ჰქონდა დეკლარირებული და დარიცხული შესაბამისი გადასახადი. საგადასახადო შემოწმებით მის საკუთრებაში არსებულ მიწებზე სრულად, ხოლო თანასაკუთრებაში არსებულ მიწებზე კუთვნილი წილის პროპორციულად, განხორციელდა შესაბამისი ქონების გადასახადის გამოანგარიშება და დარიცხვა.
გადაწყვეტილება
საქმის ირგვლივ არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შესახებ ბრძანება გამოცემულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საკანონმდებლო ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საგადასახადო შემოწმების შედეგად მიწაზე ქონების გადასახადის განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 263(1)