გადაწყვეტილება №5512/2/2018-2
📄 სრული ტექსტი
№5512/2/2018
30.10.2018
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: ი/მ ,,--------------‘’ (ს/ნ------------)
შემმოწმებელი: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ 30.10.2018 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ი/მ ,,-----‘’ (ს/ნ -------) 15.03.2018 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე.
დავის საგანი:
შენობა-ნაგებობაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების და დარიცხვის მართლზომიერება;
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. შემოსავლების სამსახურის 26.02.2018 წლის №----------- ბრძანება;
2. აუდიტის დეპარტამენტის 18.12.2017 წლის №------------- საგადასახადო მოთხოვნა;
დარიცხული თანხა: სულ - ----ლარი.
მათ შორის:
ძირითადი - ------- ლარი, (დღგ - ----- ლარი, ქონების გადასახადი - ----- ლარი);
ჯარიმა - ----- ლარი;
საურავი ----- ლარი.
პროცედურული გარემოებები
შემოსავლების სამსახურის 17.07.2017 წლის N----------- ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა გადამხდელის 1.01.2014 წლიდან 1.07.2017 წლამდე პერიოდის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტში. აღნიშნული აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2017 წლის 15 დეკემბრის №------------ ბრძანება და 2017 წლის 18 დეკემბრის №------------- „საგადასახადო მოთხოვნა“.
გადასახადის გადამხდელმა აღნიშნული აქტები გაასაჩივრა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურმა 26.02.2018 წლის №-------------- ბრძანებით სადავო საკითხზე წარდგენილი საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ: გადამხდელის მიერ შენობა-ნაგებობების უსასყიდლოდ მიწოდების დამატებული ღირებულების გადასახადით დასაბეგრ ბაზად განხილვის შედეგად დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებში გადასახადის თანხის შემცირება და ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და პირი, სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდა 2017 წლის 18 დეკემბრის N--------- საგადასახადო მოთხოვნით ამ ნაწილებში დარიცხული ჯარიმებისაგან.
სადავო საკითხი:
შენობა-ნაგებობაზე ქონების გადასახადის გაანგარიშების და დარიცხვის მართლზომიერება;
ფაქტების აღწერა
აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 12 დეკემბრის საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, გადამხდელს 2013-2015 წლებში მიღებული აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის გამოც სსკ-ის მოთხოვნების შესაბამისად მას 2014-2016 წლებში წარმოეშვა ქონების გადასახადის ვალდებულება. იგი სრულად არ ახდენდა ქონების გადასახადის დეკლარირებას. გადამხდელი 2013 წლის განმავლობაში ფლობდა ------- ში მდებარე შენობა-ნაგებობების (ყოფილი ჩაის ფაბრიკა) და მასზედ მიმაგრებული 15 968 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნახევარს (უძრავი ქონების მე-2 ნახევარი ------- მ აჩუქა თავის ძმას 2011 წელს). აღნიშნული ქონების ღირებულება უნდა ასახულიყო ფიზიკური პირის 2014 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში. ასევე, 2015 წელს გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია, თუმცა 2014 წლის ივლისამდე პერიოდში საკუთრებაში გააჩნდა რამდენიმე შენობა-ნაგებობა.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით გადამხდელს 2014-2015 წლებში დაერიცხა ქონების გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისი ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის არგუმენტაცია
სსკ-ის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის გ.ა ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე;
სსკ-ის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს;
სსკ-ის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ ვინაიდან 2013-2015 წლებში გადამხდელს მიღებული ჰქონდა 40 000 ლარზე შემოსავალი, შესაბამისად, 2014-2016 საანგარიშო წლებში წარმოეშვა ქონების გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება, ამდენად, საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში ძირითადი გადასახადის დარიცხვა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან.
სსკ-ის 275-ე მუხლის თანახმად:
1.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2.პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
საქმეში არსებული მასალებით, ზემოაღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით და დავების განხილვის საბჭოს სხდომაზე გამოთქმული მოსაზრებების გათვალისწინებით, დავების განხილვის მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირების სახით გამოწვეულია გადამხდელის შეცდომით/არცოდნით და ფ.პ „----------------“ (ს/ნ -------------) სსკ-ის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე უნდა გათავისუფლდა ქონების გადასახადის დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირებისათვის სსკ-ის 275-ე მუხლით დაკისრებული ჯარიმისაგან.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი ნაწილობრივ ეთანხმება შემმოწმებლის პოზიციას რაც გამოწვეულია მექანიკური შეცდომით და ადგილი არ ჰქონია გადასახადებისაგან თავის არიდებას, მაგრამ არ ეთანხმება ქონების გადასახადის გაანგარიშებას, კერძოდ 2014 წელს ------- ში მდებარე შენობა-ნაგებობის ღირებულება 950 000/1,18=805 085 ლარი, შემოწმებელმა დღგ-ის თანხაც გაითვალისწინა ქონების ღირებულებაში, ასევე 2015 წლის ქონების გადასახადის გაანგარიშება მისი შეფასებით არ არის სწორი, რადგან 2014 წლის ივლისამდე პერიოდში საკუთრებაში გააჩნდა რამდენიმე შენობა-ნაგებობა და შესაბამისად ქონების გადასახადის გაანგარიშება უნდა მოხდეს თვეების მიხედვით.
მისი გაანგარიშებით, 2014-2015 წლებში დარიცხული ქონების გადასახადი არსებითად განსხვავდება აუდიტორების მიერ გაანგარიშებული თანხებისაგან და ისინი შედარებით მათზე ნაკლებია. მისთვის გაურკვეველია, თუ რა პროპორციებით, პრინციპებით და რა მექანიზმით მოხდა აღნიშნული გაანგარიშება და მოითხოვს აუდიტორების მიერ გათვალისწინებული იქნას კომპანიის მოყვანილი გარემოებები და შემმოწმებლების მიერ ხელახლა მოხდეს ქონების გადასახადის გაანგარიშება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.
ამავე კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია: ა) ფიზიკური პირის დასაბეგრი ქონება (გარდა მიწისა), თუ ამ პირის ოჯახის მიერ მიმდინარე კალენდარული წლის წინა წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლები არ აღემატება 40 000 ლარს.
საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 მაისის N52923-21-14 წერილის მიხედვით, გადამხდელს 2013-2015 წლებში მიღებული აქვს 40 000 ლარზე მეტი შემოსავალი, რის გამოც სსკ-ის მოთხოვნების შესაბამისად მას 2014-2016 წლებში წარმოეშვა ქონების გადასახადის ვალდებულება. იგი სრულად არ ახდენდა ქონების გადასახადის დეკლარირებას. გადამხდელი 2013 წლის განმავლობაში ფლობდა ------- ში მდებარე შენობა-ნაგებობების (ყოფილი ჩაის ფაბრიკა) და მასზედ მიმაგრებული 15 968 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ნახევარს (უძრავი ქონების მე-2 ნახევარი ფ/პ ,,-----------------‘’ აჩუქა თავის ძმას 2011 წელს). აღნიშნული ქონების ღირებულება უნდა ასახულიყო ფიზიკური პირის 2014 წლის ქონების გადასახადის დეკლარაციაში. ასევე, 2015 წელს გადამხდელს წარდგენილი აქვს ქონების გადასახადის ნულოვანი დეკლარაცია, თუმცა 2014 წლის ივლისამდე პერიოდში საკუთრებაში გააჩნდა რამდენიმე შენობა-ნაგებობა.
საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის და 205-ე მუხლის მე-12 ნაწილის მიხედვით გადამხდელს 2014-2015 წლებში დაერიცხა ქონების გადასახადი და სსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით, შესაბამისი ჯარიმა, ვინაიდან სსკ-ის 202-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური პირისათვის ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზა განისაზღვრება ამ ქონების საბაზრო ღირებულებით, ხოლო საბაზრო ღირებულება მოიცავს დღგ-ს, ქონების გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრა საბაზრო ფასით დღგ-ს ჩათვლით.
ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს და აღნიშნულის გამო წარმოეშვა ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება, რაც გადამხდელს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, არ ჰქონდა დეკლარირებული და დაბეგრილი, მართებულია საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ქონების გადასახადის დამატებით დარიცხვის თაობაზე.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 305-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გადაწყვიტა:
1. სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.