გადაწყვეტილება №23752/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 15.10.2024
№ დოკუმენტი 23752/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№23752/2/2024

15 ოქტომბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს ------- (ს/ნ ------)

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 27.09.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ----ს 21.08.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №23752/2/2024).

 

დავის საგანი:

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №007-18 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16817 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 25 212.89 ლარი.

მათ შორის:

დღგ - 24 772.03

საურავი - 440.86

 

ფაქტების აღწერა

მომჩივანს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 20 ივნისის №002404 ბრძანებით დაერიცხა დღგ 24 772.03 ლარი. აღნიშნულზე წარედგინა 2024 წლის 20 ივნისის №007-18 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16817 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად, საგადასახადო ორგანო დოკუმენტს პირს უგზავნის ან/და წარუდგენს წერილობითი ან ელექტრონული ფორმით. დოკუმენტის გაგზავნის ან/და წარდგენის ფორმას ირჩევს საგადასახადო ორგანო.

საგადასახადო კოდექსის 305-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შემოსავლების სამსახურის მიერ მომჩივნისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ამ მომჩივანს უფლება აქვს, გადაწყვეტილება გაასაჩივროს მისი ჩაბარებიდან 20 დღის ვადაში.

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს თუ გასულია საჩივრის წარდგენის ვადა.

საგადასახადო კოდექსის 44-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს მიერ პირისათვის ელექტრონული ფორმით გაგზავნილი დოკუმენტი ჩაბარებულად ითვლება ადრესატის მიერ მისი გაცნობისთანავე.

საგადასახადო კოდექსის 299-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საჩივრის წარდგენის ვადის გასვლის შემდეგაც, თუ მომჩივანი დაამტკიცებს, რომ გასაჩივრების ვადის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზით იყო გამოწვეული.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16817 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2024 წლის 18 ივლისს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2024 წლის 7 აგვისტო. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 21 აგვისტოს.

მომჩივანს სატელეფონო კომუნიკაციისას ეცნობა გასაჩივრების ვადის დარღვევის შესახებ და ეთხოვა შესაბამისი არგუმენტაციის/მტკიცებულებების წარმოდგენა გასაჩივრების ვადის დარღვევის მისგან დამოუკიდებელი მიზეზების შესახებ.

მომჩივანს აღნიშნულის თაობაზე რაიმე არგუმენტი/მტკიცებულება არ წარმოუდგენია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, საბჭო მიიჩნევს, რომ სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

დღგ-ის დარიცხვის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ხდება ისეთი დოკუმენტ(ებ)ის გამოვლენა, რომელზეც დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელს მოცემულ საანგარიშო პერიოდში არ წარმოუდგენია დეკლარაცია ან/და წარმოადგინა დეკლარაცია შემცირებული დასაბეგრი თანხით.

2024 წლის ივნისის თვეში გადამხდელთან განხორციელდა სატელეფონო კომუნიკაცია, ასევე გაეგზავნა წერილობითი შეტყობინება, განემარტა დასაბეგრი სხვაობის შესახებ და მოთხოვნილ იქნა დეკლარაციის დაზუსტება, რაზეც გადამხდელმა განაცხადა რომ დააზუსტებდა დეკლარაციას განსაზღვრულ ვადაში. თუმცა გადამხდელმა დეკლარაცია არ დააზუსტა. დასაბეგრ სხვაობაზე მოხდა დღგ-ის თანხის დარიცხვა. აღნიშნულზე წარედგინა 2024 წლის 20 ივნისის საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16817 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელი შემოსავლების სამსახურის 2024 წლის 16 ივლისის №16817 ბრძანებას გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდზე გაეცნო 2024 წლის 18 ივლისს, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2024 წლის 7 აგვისტო. დავების განხილვის საბჭოში საჩივარი წარმოდგენილია გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით - 2024 წლის 21 აგვისტოს.

 

გადაწყვეტილება

საბჭო მიიჩნევს, ვინაიდან დარღვეულია საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა და ამასთან არ იკვეთება დარღვეული ვადის აღდგენის საფუძველი, სახეზეა საჩივრის განუხილველად დატოვების, საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 301 (ე)