გადაწყვეტილება №21678/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21678/2/2023
25 აპრილი 2024
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ „-------“ )
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 1.03.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“ -ს 21.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21678/2/2023).
დავის საგანი:
შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20863 ბრძანების აღსრულების შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 20.02.2023 წლის №005-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30509 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 195 893 ლარი.
მათ შორის:
მოგების გადასახადი - 106 282
ჯარიმა - 53 141
საურავი - 36 470
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 28.02.2018 წლიდან 1.06.2021 წლამდე პერიოდის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2021 წლის 30 ივლისის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის მიხედვით, სადავო დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 28 თებერვალს, ხოლო ვირტუალური ზონის სტატუსი მინიჭებული აქვს 2020 წლის 21 მაისს. გადასახადის გადამხდელს შექმნილი აქვს მთარგმნელობითი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მთარგმნელობით მომსახურებას უწევს არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. პროგრამა შექმნილია კომპანიის დამფუძნებლის "---------"-ს (პ/ნ "--------") მიერ და სხვა მუდმივად დაქირავებული პირი კომპანიას არ ჰყოლია. გადასახადის გადამხდელს აღნიშნული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი მოგება გატანილი აქვს დივიდენდის სახით და დაბეგრილი აქვს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით. საგადასახადო კოდექსის 99-ე მუხლის და „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული/განაწილებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლება კანონთან შესაბამისობაშია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროდუქტი შეიქმნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ვირტუალური ზონის სტატუსით მინიჭებული შეღავათების გამოყენების უფლება პირს არ აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში. ვინაიდან შემოწმებით აღნიშნული პროდუქტის საქართველოში შექმნა არ დადასტურდა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 17.08.2021 წლის №26746 ბრძანება და 18.08.2021 წლის №005-191 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 27.12.2021 წლის №40854 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 7.04.2022 წლის №15426/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 3.08.2022 წლის №20863 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 25 მარტის №7547 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების მიხედვით, სადავო საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №20863 ბრძანების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 8 თებერვლის დასკვნის მიხედვით, შემოწმებით დარიცხული თანხები არ შემცირდა, აღნიშნულის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 თებერვლის №005-23 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.
შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12744 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №20863 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, სადავო საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 7.06.2023 წლის №12744 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 29.09.2023 წლის №20158/2/2023) გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30509 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №20863 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
შემოსავლების სამსახურის 6.12.2023 წლის №30509 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, 306-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის შინაარსზე, რომლის მიხედვით აუდიტის დეპარტამენტმა დამატებით შეისწავლა ვირტუალური ზონის საწარმოს მიერ მიღებული გაუნაწილებელი მოგების განაწილების მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი, ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 მეთოდური მითითების მიხედვით. შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, შპს „------- -ს “ საგადასახადო შემოწმების აქტით განსაზღვრული ვალდებულება შემცირებას არ დაექვემდებარა, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, „საინფორმაციო ტექნოლოგიური ზონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველ ნაწილზე და ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-6 მუხლზე, საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 35-ე ნაწილზე, 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 981 მუხლის პირველ ნაწილზე, 99-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, რომ შპს „------- -ს “ დამფუძნებელი ამავდროულად წარმოადგენს კომპანიის მთავარ და ერთადერთ პროგრამისტს, კომპანიის ოფიციალურად დაქირავებულ პირს, რომლის მიერ პირადად არის შემუშავებული ის საინფორმაციო ტექნოლოგიები, რომელთა მიწოდებაც ხორციელდება საქართველოს ფარგლებს გარეთ არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე მეთოდური მითითების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებაზე და განმარტავს შემდეგს:
- თუ ადგილი აქვს საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტის დაქირავებით მუშაობას და ხორციელდება სახელფასო განაცემის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საგადასახადო ორგანოს მიერ სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი, მიუხედავად იმისა რეზიდენტია თუ არა დაქირავებული;
- თუ დამფუძნებელი რეზიდენტია, არის სპეციალისტი და შემოსავალი მიღებული აქვს დივიდენდის სახით, რომელიც დაბეგრილია წყაროსთან საშემოსავლო გადასახადის 5%-იანი განაკვეთით, შექმნილი პროგრამული პროდუქტი უნდა ჩაითვალოს საქართველოში შექმნილად და შესაბამისად, ასევე სადავო არ უნდა გახდეს მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობის საკითხი.
ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ საგადასახადო შემოწმებისას ხორციელდება სახელფასო განაცემის გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრა, საწარმოს ან შემმოწმებლის მიერ, მათ შორის შემოწმების მიერ საწარმოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის გათვალისწინებით, იმდაგვარად, რომ დაკმაყოფილდება ზემოთაღნიშნული პირობები, მოგების გადასახადში საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის დადგენილი ნორმები ჩაითვლება შესრულებულად.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №20863 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ზემოაღნიშნული განმარტების შესაბამისად, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებას ასაჩივრებს შემდეგ გარემოებათა გამო: მიუხედავად იმისა, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მიუთითებს, რომ შემმოწმებელმა შესაძლოა იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, დააკვალიფიციროს დივიდენდის ნაწილი ხელფასად, მიუხედავად იმისა, რომ აუდიტის დეპარტამენტს აქვს წინაპირობა, რომ ამ გადაწყვეტილების საფუძველზე დააკმაყოფილოს მომჩივნის მოთხოვნა, მიაჩნია, რომ დავების განმხილველი ორგანოს მითითება უნდა იყოს უფრო კონკრეტული და პირდაპირი იმისათვის, რომ გადაანგარიშებისას გამოირიცხოს სუბიექტური მიდგომა შემმოწმებელთა მხრიდან. კერძოდ, გადაწყვეტილებაში აუდიტის დეპარტამენტს პირდაპირ და იმპერატიულად უნდა მიეთითოს, რომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, გაითვალისწინოს კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (მთ შორის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით) და კომპანიის მიერ, მის დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდის ნაწილი დააკვალიფიციროს ხელფასად, დაბეგროს შესაბამისი გადასახადით, დივიდენდის დანარჩენი ნაწილი კი უახლესი მეთოდური მითითების მაგალითი პირველის შესაბამისად, გაათავისუფლოს მოგების გადასახადისაგან.
დავების განხილვის საბჭო მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
შემოწმებით დარიცხული თანხები არაერთხელ გასაჩივრდა გადასახადის გადამხდელის მიერ როგორც შემოსავლები სამსახურში, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
ასევე დადგენილია, რომ საბჭოს 29.09.2023 წლის №20158/2/2023) გადაწყვეტილებით საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს, რომელმაც სადავო 6.12.2023 წლის №30509 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შემოსავლების სამსახურის 2022 წლის 3 აგვისტოს №20863 ბრძანების სრულყოფილად აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 29 დეკემბრის №33544 ბრძანებით დამტკიცებული „ვირტუალური ზონის პირის მოგების გადასახადით დაბეგვრის თაობაზე“ მეთოდური მითითების და ბრძანების სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული განმარტების შესაბამისად, სადავო საკითხის შესწავლა და შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივანი მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო გადაწყვეტილებაში აუდიტის დეპარტამენტს პირდაპირ და იმპერატიულად უნდა მითითებოდა, რომ იხელმძღვანელოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით, გაითვალისწინოს კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია (მათ შორის ხელფასის ოდენობასთან დაკავშირებით) და კომპანიის მიერ, მის დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდის ნაწილი დააკვალიფიციროს ხელფასად, დაბეგროს შესაბამისი გადასახადით, დივიდენდის დანარჩენი ნაწილი კი, უახლესი მეთოდური მითითების მაგალითი პირველის შესაბამისად, გაათავისუფლოს მოგების გადასახადისაგან.
საქმესთან არსებული მასალების, ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელს მიაჩნია, რომ დავების განმხილველი ორგანოს მითითება უნდა იყოს უფრო კონკრეტული და პირდაპირი,მომჩივანი მიიჩნევს,რომ გადაწყვეტილებაში აუდიტის დეპარტამენტს უნდა მიეთითოს, რომ იხელმძღვანელოს სსკ-ის 73-ე მუხლით, გაითვალისწინოს კომპანიის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და კომპანიის მიერ, მის დამფუძნებელზე გაცემული დივიდენდის ნაწილი დააკვალიფიციროს ხელფასად, დაბეგროს შესაბამისი 4 გადასახადით, დივიდენდის დანარჩენი ნაწილი კი უახლესი მეთოდური მითითების მაგალითი პირველის შესაბამისად, გაათავისუფლოს მოგების გადასახადისაგან.
ფაქტობრივი გარემოებები
კომპანია გადასახადის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 28 თებერვალს, ხოლო ვირტუალური ზონის სტატუსი მინიჭებული აქვს 2020 წლის 21 მაისს. გადამხდელს შექმნილი აქვს მთარგმნელობითი პროგრამა, რომლის მეშვეობითაც მთარგმნელობით მომსახურებას უწევს არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. პროგრამა შექმნილია კომპანიის დამფუძნებლის მიერ და სხვა მუდმივად დაქირავებული პირი კომპანიას არ ჰყოლია. გადამხდელს აღნიშნული ოპერაციის შედეგად წარმოშობილი მოგება გატანილი აქვს დივიდენდის სახით და დაბეგრილი აქვს მხოლოდ საშემოსავლო გადასახადით. საინფორმაციო ტექნოლოგიური პროდუქტის საქართველოს ფარგლებს გარეთ მიწოდებით მიღებული/განაწილებული მოგების გადასახადისგან გათავისუფლება კანონთან შესაბამისობაშია იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული პროდუქტი შეიქმნებოდა საქართველოს ტერიტორიაზე. ვირტუალური ზონის სტატუსით მინიჭებული შეღავათების გამოყენების უფლება პირს არ აქვს საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული პროდუქტის მიწოდების შემთხვევაში. ვინაიდან შემოწმებით აღნიშნული პროდუქტის საქართველოში შექმნა არ დადასტურდა, გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საბჭო მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს :
73.