N 469 - 28/09/2026 - „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
📄 სრული ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №469
2026 წლის 28 სექტემბერი
ქ. თბილისი
„სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „სპეციალური საწარმოს სტატუსის მაძიებელი პირისთვის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განსახორციელებლად სპეციალური თანხმობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის №186 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/04/2019, 010080000.10.003.021201) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა თავდაპირველად გაიცემა არაუმეტეს 1 წლის ვადით, რომელიც შესაძლებელია, ყოველ მომდევნო ჯერზე გაგრძელდეს დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე, განცხადებაში მითითებული ვადით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე