ბრძანება N 16647-1

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 23.06.2020
№ დოკუმენტი 16647-1
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 16647

23/06/2020

შპს ----- ს

(მის: ქ. -------)

სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა განიხილა შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის 48278/1/2020 საჩივრი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნას. აღნიშნული საკითხი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 28 მაისის სხდომაზე (ოქმი N33).

მომჩივნის მიერ წარმოდგენილი სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას და აცხადებს, რომ 2017 წლამდე ბუღალტრულ აღრიცხვას აწარმოებდა ,,ექსელის’’ საშუალებით, რომელსაც წარუდგენს შემმოწმებელს. აღნიშნული დოკუმენტით დასტურდება დეკლარაციაში ასახული საგადასახადო ვალდებულებების სისწორე.

ფაქტობრივი გარემოებები:

განსახილველ საკითხთან დაკავშირებით არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 01 ივლისის N21871 ბრძანების საფუძველზე, ჩატარდა შპს ----- ს საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგებზე 2019 წლის 26 ნოემბრის შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 03 დეკემბრის N42126 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა 04 დეკემბრის N025-25 საგადასახადო მოთხოვნა. გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 412920.1 ლარით, მათ შორის: გადასახადი 209692 ლარი, ჯარიმა 116718 ლარი და საურავი 86510.1 ლარი.

საგადასახადო შემოწმების აქტის თანახმად სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

გადასახადის გადამხდელს ჩაუტარდა გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2016 წლის ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდამდე. მისი ეკონომიკური საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ფქვილის, პურ-ფუნთუშეულის წარმოება და რეალიზაცია, 2016 წლის საანგარიშო პერიოდზე ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ნაწარმოები არ აქვს. ბუღალტრულ პროგრამა ორისში აღრიცხვა ფიქსირდება 2017 წლიდან, სადაც საწყისი ნაშთების იდენტიფიცირება შესაძლებელია და შესაბამისობაშია 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციის საბოლოო ნაშთთან. საზოგადოების მიერ 2016 წლის მოგების გადასახადის დეკლარაციაში ერთობლივი შემოსავალი დაფიქსირებულია 2 052 905 ლარის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირის 2016 წლის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. 2016 წლის 12 სექტემბრის N26015 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ფაქტობრივად აღწერილი ნაშთებითა და წლის ბოლოსათვის დაფიქსირებული ნაშთების მიხედვით განისაზღვრა გადამხდელის საწარმოო პროპორცია (1-1.3), პირველადი ჩანაწერებისა და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების გათვალისწინებით მოხდა 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავლის გაანგარიშება, რასაც დაემატა წინა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი და 2016 წლის 12 სექტემბრის N26015 ბრძანების საფუძველზე ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამოვლენილი დანაკლისის საფუძველზე 2016 წლის ივლისისა და აგვისტოს საანგარიშო პერიოდების შემოსავალი. შედეგად გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები.

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს უფლება აქვთ, დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

ფაქტობრივი გარემოებებისა და ზემოაღნიშნული ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა განმარტა, რომ შემოწმებას შეეძლო არაპირდაპირი მეთოდით განესაზღვრა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება, რადგან არ იქნა წარდგენილი სათანადო სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამდენად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304–ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. შპს ----- ს 2019 წლის 27 დეკემბრის საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრება გადასახადის გადამხდელის მიერ შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვ. გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში (მის: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების მიღებიდან 20 დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

 

გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

 

შემოწმების აქტის თანახმად გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენს ფქვილის, პურ-ფუნთუშეულის წარმოება და რეალიზაცია, გადამხდელის ბუღალტრულ პროგრამაში აღრიცხვა ფიქსირდება 2017 წლიდან, სსკ-ს 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, პირის 2016 წლის საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრა განხორციელდა არაპირდაპირი მეთოდით. ჩატარდა სმფ-ების ინვენტარიზაცია. ფაქტობრივად აღწერილი ნაშთებითა და წლის ბოლოსათვის დაფიქსირებული ნაშთების მიხედვით განისაზღვრა გადამხდელის საწარმოო პროპორცია (1-1.3), პირველადი ჩანაწერებისა და გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების გათვალისწინებით მოხდა 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოსავლის გაანგარიშება, რასაც დაემატა წინა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილი შემოსავალი და ჩატარებული სმფ-ის ინვენტარიზაციის შედეგებიდან გამოვლენილი დანაკლისის საფუძველზე საანგარიშო პერიოდების შემოსავალი. შედეგად გაიზარდა ერთობლივი შემოსავალი და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. გადამხდელს დაერიცხა ძირითადი გადასახადი, ჯარიმა და საურავი.

 

გადაწყვეტილება

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ რადგან არ იქნა წარდგენილი სათანადო სააღრიცხვო დოკუმენტაცია, რომლითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ამდენად, შემოწმების მიერ არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

 

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,,ა“)