N 5981 - 31/03/2025 - „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 31.03.2025
№ დოკუმენტი 5981
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი

📄 სრული ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის უფროსის

ბრძანება №5981

2025 წლის 31 მარტი

ქ.თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 23 მაისის №303 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანების პირველი პუნქტის:

ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) შეფასების ფორმა (დანართი №4);“;

ბ) „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) შეფასების შედეგების გასაჩივრების ფორმა (დანართი №8);“.

 

2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა შეფასების მიზნით შეფასების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2020 წლის 30 დეკემბრის №39802 ბრძანებით დამტკიცებული:

ა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის თანამშრომლის საქმიანობის შეფასების წესი და პირობები“ (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

ბ) „შეფასების ფორმა“ (დანართი №4) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

გ) „თვითშეფასების ფორმა“ (დანართი №5) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით;

დ) „შეფასების შედეგების გასაჩივრების ფორმა“ (დანართი №8) ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

 

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

 

ლევან კაკავა სამსახურის უფროსი

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე