გადაწყვეტილება №24264/2/2024

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 13.12.2024
№ დოკუმენტი 24264/2/2024
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№ 24264/2/2024

13 დეკემბერი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „--------“ (ს/ნ „--------“ )

მოპასუხე: საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 21.11.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „---------“-ის 10.11.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24264/2/2024).

 

დავის საგანი:

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის №ID:----------- გადაწყვეტილება;

2. შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №22990 ბრძანება.

 

ფაქტების აღწერა

კომპანიის საქმიანობის სფეროა ობიექტების კომპლექსური დამხმარე მომსახურება.

29.10.2024 წელს კომპანიამ დაარეგისტრირა ხუთი განაცხადი (№ID:-----------; №ID:-----------; №ID:-----------; №ID:-----------; №ID:-----------) კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის №ID:----------- გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.10.2024 წლის №22990 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 563 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით, „ცალკეულ შემთხვევებში გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის, საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის/დადასტურების და სასაქონლო ზედნადების გამოწერის უფლების შეზღუდვის და გადასახადის გადამხდელის მიერ გამოწერილი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების სპეციალური წესის განსაზღვრის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 16 თებერვლის №3751 ბრძანების პირველი მუხლის პირველი პუნქტით, მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 პუნქტით და განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სადავო გადაწყვეტილება შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოსავლების სამსახურს წარედგინა მოთხოვნილი ყველა ინფორმაცია, თუმცა უკვე მეხუთედ ეთქვა უარი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სპეცტექნიკით (ექსკავატორი) მომსახურება და მათი დამკვეთი საწარმო წარმოადგენს დღგის გადამხდელს, რომელიც ყოველთვიურად მოითხოვს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გაწერას. გამომდინარე იქიდან, რომ დამკვეთის კანონიერ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებენ, საკითხი დგას მათსა და დამკვეთს შორის არსებული ხელშეკრულების გაუქმებაზე და საშიშროება ემუქრება მათ საწარმოს საერთოდ გაჩერების, რადგან ანალოგიური საქმიანობით დაკავებული ყველა მათი პოტენციური დამკვეთი დღგ-ის გადამხდელია და ყველას ექნება დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურის გაწერის მოთხოვნა.

საწარმოს ყოფილი დირექტორი და ერთ-ერთი დამფუძნებელი ---------- (პ/ნ ----------), 10.09.2024 წლიდან აღარ არის არც დირექტორი და არც დამფუძნებელი, წარმოადგენს სხვა საწარმოს 100% დამფუძნებელს და დირექტორს. სრულ მზადყოფნას გამოთქვამს შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ ქვედანაყოფთან ყველანაირი თანამშრომლობის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გადასახადის გადამხდელი ითხოვს სადავო დოკუმენტების გაუქმებას და კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭოს განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმის საფუძველზე მომჩივნის მოწვევის გარეშე საჩივრის განხილვა შესაძლებელია, როდესაც საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები, ამასთანავე, ფაქტობრივი გარემოებები, რომელსაც გადაწყვეტილება ეფუძნება არ არის სადავო ან სადავოა თუმცა დადგენილია დავის განმხილველი ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ეტაპზე.

საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილებით დამტკიცებული „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის“ 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.

საბჭო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებიდან სადავო საკითხთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები სრულად ვერ დგინდება, ხოლო მათი ნაწილი სადავოა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 29.10.2024 წლის №22990 ბრძანება;

3. საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

უარი დღგ-ის კვალიფიციური გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობის სფეროა ობიექტების კომპლექსური დამხმარე მომსახურება. 29.10.2024 წელს კომპანიამ დაარეგისტრირა ხუთი განაცხადი კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭების შესახებ. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 11.10.2024 წლის გადაწყვეტილებით მომჩივანს უარი ეთქვა კვალიფიციური დღგ-ის გადამხდელის სტატუსის მინიჭებაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 29.10.2024 წლის №22990 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

საბჭო მიიჩნევს, რომ საჩივარი, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს;302(6)