გადაწყვეტილება №24478/2/2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№ 24478/2/2024
25 თებერვალი 2025
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: -------- (ს/ნ -------)
მოპასუხე: მომსახურების დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 31.01.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------- 19.12.2024 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №24478/2/2024).
დავის საგანი:
დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. მომსახურების დეპარტამენტის 13.11.2024 წლის №036-33/1 ბრძანება;
2. შემოსავლების სამსახურის 9.12.2024 წლის №25817 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 1 615.14 ლარი.
ფაქტების აღწერა
5.06.2024 წლიდან 30.08.2024 წლამდე პერიოდში დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის მომჩივანს, მომსახურების დეპარტამენტის 23.10.2024 წლის №036-33 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით, შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ჯარიმა 188,14 ლარის ოდენობით.
ამასთან, მომჩივანმა 12.11.2024 წელს წარადგინა 2024 წლის ივნისის და ივლისის თვეების დღგ-ის დეკლარაციები, რაზეც მომსახურების დეპარტამენტის 13.11.2024 წლის №036-33/1 ბრძანებით დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 1 427 ლარი (ჯარიმა თანხით 188,14 ლარის ნაცვლად 1 615,14 ლარი).
მომსახურების დეპარტამენტის აღნიშნული ბრძანება გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 9.12.2024 წლის №25817 ბრძანებით დაავალა მომსახურების დეპარტამენტს შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურის 9.12.2024 წლის №25817 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 43-ე, 269-ე, 270-ე, 282-ე, 269-ე მუხლებზე და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში უნდა დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, შემოსავლების სამსახურის უფროსის 2022 წლის 11 აპრილის №9021 ბრძანების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს დარიცხული ჯარიმის კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივანი განმარტავს, რომ მიზანი არ ყოფილა გადასახადის დამალვა, აღმოჩენისთანავე (9.09.2024) წელს მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის, რომელიც ეკუთვნოდა 5.06.2024 წლიდან. ამასთან, წარადგინა დღგ-ის დეკლარაციები და გადაიხადა კუთვნილი გადასახადი.
ეკონომიკური საქმიანობის დაწყების დღიდან დღემდე არ ყოფილა დაჯარიმებული და დროულად იხდიდა გადასახადებს. აღნიშნავს, რომ დავალიანებაზე გაფორმებული აქვს გრაფიკის ხელშეკრულება. ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
მომსახურების დეპარტამენტის 25.12.2024 წლის №------- წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, ი/მ ------ (ს/ნ -------) 2024 წლის 9 სექტემბერს წარადგინა განაცხადი (განმეორებითი) დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ID: -------, სადაც რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი მიუთითა 5.06.2024 წელი. ამდენად, მომჩივანმა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა განახორციელა 5.06.2024 – 30.08.2024 წ.წ. პერიოდში. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 23 ოქტომბერს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი №036-33 და საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ზემოაღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 188.14 (2024 წლის აგვისტოს განცხადება 3762.71*5%=188.14) ლარის ოდენობით.
ამასთან, მომჩივნის მიერ 12.11.2024 წელს წარდგენილია 2024 წლის ივნისის და ივლისის თვის დღგის დეკლარაციები, დამატებით დარიცხვას დაექვემდებარა 1 427 ლარი. განისაზღვრა ჯარიმა თანხით 1 615.14 ლარი, (ნაცვლად 188.14 ლარისა). აღნიშნულზე 13.11.2024 წელს გამოიცა მომსახურების დეპარტამენტის ბრძანება №036-33/1.
მომჩივანი განმარტავს, რომ მიზანი არ ყოფილა გადასახადის დამალვა, აღმოჩენისთანავე მიმართა საგადასახადო ორგანოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის. ასევე, ეკონომიკური საქმიანობის დაწყების დღიდან დღემდე არ ყოფილა დაჯარიმებული და დროულად იხდიდა გადასახადებს. აღნიშნავს, რომ დავალიანებაზე გაფორმებული აქვს გრაფიკის ხელშეკრულება. ითხოვს გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისაგან საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა საბჭოს სხდომაზე სადავო საკითხის ზეპირი განხილვისას დამატებით განაცხადა, რომ მომჩივანმა წარადგინა შესაბამისი პერიოდის დღგ-ის დეკლარაციები.
ამასთან, დავალიანებაზე გაფორმებული ჰქონდა გადავადების შესახებ ხელშეკრულება (გრაფიკი), რომელიც დაფარულია იანვრის თვეში.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებების და მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 13 ნოემბრის №036-33/1 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის 2024 წლის 13 ნოემბრის №036-33/1 ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან;
3. დაევალოს მომსახურების დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
დღგ-ის რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაკისრებული სანქციისგან გათავისუფლება საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის 25.12.2024 წლის წერილით წარმოდგენილი ინფორმაციით, მომჩივანმა 2024 წლის 9 სექტემბერს წარადგინა განაცხადი (განმეორებითი) დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ , სადაც რეგისტრაციის ძალაში შესვლის თარიღი მიუთითა 5.06.2024 წელი. ამდენად, მომჩივანმა დღგ-ს რეგისტრაციის გარეშე საქმიანობა განახორციელა 5.06.2024 – 30.08.2024 წ.წ. პერიოდში. აღნიშნულ სამართალდარღვევაზე მომსახურების დეპარტამენტის მიერ 2024 წლის 23 ოქტომბერს ელექტრონულად შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და გადამხდელს ფინანსური სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა.
გადაწყვეტილება
საჩივარი დაკმაყოფილდეს;
საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები იძლევა იმ ვარაუდის საფუძველს, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენა გამოწვეულია მისი შეცდომით. შესაბამისად, მომჩივანი, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, უნდა გათავისუფლდეს მომსახურების დეპარტამენტის ბრძანებით დაკისრებული ჯარიმისგან.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს; 269(7)