გადაწყვეტილება №21548/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება განუხლველად დარჩა 03.04.2024
№ დოკუმენტი 21548/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

📄 სრული ტექსტი

№21548/2/2023

03 აპრილი 2024

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს "-------" (ს/ნ "------")

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 8.02.2024 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს "------"-ის 9.12.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21548/2/2023).

 

დავის საგანი:

კომპანიის დირექტორზე გაცემული სესხის დაბეგვრით წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №059-5 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23763 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 258 729.26 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 133 980

დღგ - 662

მოგების გადასახადი - 65 249

საშემოსავლო გადასახადი - 68 069

ჯარიმა - 66 156

საურავი - 58 593.26

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილების ტექ-ინსპექტირების მომსახურების გაწევა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის 1.01.2020 წლიდან 1.03.2023 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 30.06.2023 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის და შემოწმების პერიოდში მოთხოვნის შედეგად წარდგენილი სესხის ხელშეკრულების შესწავლით დადგინდა, რომ 2020 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში კომპანიას დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 150 000 ლარის ოდენობით 3 წლის ვადით და 15%-იანი საპროცენტო განაკვეთით, თუმცა გადასახადის გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაცია არ არის დაბეგრილი.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გაცემული სესხი საგადასახადო შემოწმებით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას, ხოლო 101-ე მუხლის და „საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების თანახმად, 20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებულ თანხასა და მიღებულ სესხზე დარიცხულ პროცენტს შორის სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და 2021 წლის სექტემბრიდან 2023 წლის თებერვლის ჩათვლით (შემოწმების ბოლომდე) პერიოდებზე დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით.

მომჩივნის ბუღალტრული პროგრამის მიხედვით, სრულ შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე ფიქსირდება ფულის უძრავი ნაშთი. გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებით აღნიშნული თანხები გაცემულია ხელფასად კომპანიის დირექტორზე. საგადასახადო შემოწმების შედეგად, მოცემული ფულადი სახსრები საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

შემოწმების პროცესში დეტალურად იქნა შესწავლილი შემოსავლების სამსახურის ერთიანი ელექტრონული ბაზის მონაცემები, გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ამონაწერები და საბუღალტრო პროგრამა. შედეგად, გამოვლინდა მცირეოდენი სხვაობები შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში. სხვაობა გამოწვეულია გაწეული მომსახურების სრულყოფილად დამატებული ღირებულებით დასაბეგრ ბაზაში ჩაურთველობით.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №15996 ბრძანება და ამავე თარიღის №059-5 საგადასახადო მოთხოვნა. აღნიშნული აქტები გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23763 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 3.11.2023 წლის №84042/1/2023 გადაწყვეტილებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №059-5 საგადასახადო მოთხოვნაზე და მიუთითებს, რომ კომპანიამ 2019 წელს სესხად გასცა 150 000 ლარი, რაც შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული და დაიბეგრა. წარდგენილი იყო სესხის ხელშეკრულება და ახსნა-განმარტება. ითხოვს მოეხსნას დარიცხული გადასახადი.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არსებობს იმავე მომჩივნის მიმართ იმავე დავის საგანზე იმავე ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

მომჩივნის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში წარმოდგენილი საჩივრით სადავოა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №059-5 საგადასახადო მოთხოვნა და მასზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23763 ბრძანება.

გადასახადის გადამხდელთან აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგებზე შედგენილია 30.06.2023 წლის აქტი, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №15996 ბრძანება და ამავე თარიღის №059-5 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში და შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23763 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში. საბჭოს 3.11.2023 წლის №84042/1/2023 გადაწყვეტილებით, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანი კვლავ მომართავს საბჭოს საჩივრით და მიუთითებს, რომ კომპანიამ 2019 წელს სესხად გასცა 150 000 ლარი, რაც შემოწმებისას არ იქნა გათვალისწინებული და დაიბეგრა. წარდგენილი იყო სესხის ხელშეკრულება და ახსნა-განმარტება. ითხოვს მოეხსნას დარიცხული თანხა.

ამგვარად, ვინაიდან არსებობს იმავე მომჩივნის (შპს "------"-ის ) მიმართ იმავე დავის საგანზე (აუდიტის დეპარტამენტის 5.07.2023 წლის №059-5 საგადასახადო მოთხოვნა და შემოსავლების სამსახურის 28.09.2023 წლის №23763 ბრძანება), იმავე ორგანოს (საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს) მიერ მიღებული 3.11.2023 წლის №84042/1/2023 გადაწყვეტილება, საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დარჩეს განუხილველი;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

ფაქტობრივი გარემოებები

გადამხდელის საქმიანობაა ავტომობილების ტექ-ინსპექტირების მომსახურების გაწევა.აუდიტის დეპარტამენტის მიერ განხორციელდა მომჩივნის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. სესხის ხელშეკრულების შესწავლით დადგინდა, რომ 2020 წლის აგვისტოს საანგარიშო პერიოდში კომპანიას დირექტორზე გაცემული აქვს სესხი 3 წლის ვადით და 15%-იანი საპროცენტო განაკვეთით, თუმცა გადამხდელის მიერ აღნიშნული ოპერაცია არ არის დაბეგრილი.

გაცემული სესხი საგადასახადო შემოწმებით დაექვემდებარა მოგების გადასახადით დაბეგვრას.20%-იანი განაკვეთით გამოანგარიშებულ თანხასა და მიღებულ სესხზე დარიცხულ პროცენტს შორის სხვაობა ჩაითვალა ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებულ სარგებლად და დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს ასევე, დაეკისრა ჯარიმა.სრულ შესამოწმებელ პერიოდში ანგარიშვალდებულ პირზე ფიქსირდება ფულის უძრავი ნაშთი. გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნაგანმარტებით აღნიშნული თანხები გაცემულია ხელფასად კომპანიის დირექტორზე. საგადასახადო შემოწმების შედეგად, მოცემული ფულადი სახსრები საგადასახადო კოდექსის 101-ე და 154-ე მუხლის შესაბამისად ჩართულია საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საბჭოს მიაჩნია, რომ სახეზეა საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

301(ზ).