ბრძანება N 5733

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 27.03.2025
№ დოკუმენტი 5733
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული ვალის მართვის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 5733

27 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2025 წლის 16 მარტის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 21 მარტის სხდომაზე (ოქმი №22) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) №94587/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №039-723 შეტყობინებას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ გასაჩივრებულ შეტყობინებაში გაუგებარია, რა ცრუმაგიერობაზეა საუბარი. შპს „-------“ წარმოუდგენელია იყოს რომელიმე პირის ცრუმაგიერი პირი, რადგან არავის მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნია და არც რაიმე ქონება მიუღია უსასყიდლოდ ან შეღავათით. არც დავალიანების ოდენობა არ არის მითითებული გასაჩივრებულ შეტყობინებაში, რაც კანონის იმპერატიული მოთხოვნაა. ამასთან, შპს „-------“ უძრავი ქონებები შეძენილი აქვს შპს „-------“, რომელიც წარმოადგენს სს „-------“ თავდებ პირს და საგადასახადო ორგანოსთან 2020 წლის 6 ნოემბერს გაფორმებული აქვს თავდებობის ხელშეკრულება. აღნიშნულის გამო 2020 წლის 9 ნოემბერს №039-2213 და №039-2214 შეტყობინებებით საგადასახადო გირავნობა/იპოთეკით დაიტვირთა კომპანიის ყველა უძრავი ქონება 1 900 000 ლარის ფარგლებში.

გადამხდელის განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილში მითითებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის გავრცელება წარმოადგენს საგადასახადო ორგანოს უფლებას და არ არის სავალდებულო. ამასთან, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან გადასახადის გადამხდელის უფლებები. მოცემულ შემთხვევაში, შპს „-------“ უძრავ ქონებებზე ისედაც გავრცელებულია საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლებები და დამატებით კიდევ ერთი საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გავრცელება არ წარმოადგენს არავითარ უზრუნველყოფას და მხოლოდ აზიანებს გადასახადის გადამხდელის უფლებებს. ხოლო თუ სასამართლო წესით დადგინდება ცრუმაგიერობა, ავტომატურად შესაძლებელი იქნება უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს, ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამავე დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №21-17/15361 წერილით ------- რაიონულ სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (სნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------) სს „-------“ (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის მე-4 ნაწილის და 239-ე მუხლის საფუძველზე, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2025 წლის 6 მარტის №039-723 შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 23-ე ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანება არის გადასახადის გადამხდელის მიერ დადგენილ ვადაში გადაუხდელი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხასა და ზედმეტად გადახდილი გადასახადების ან/და სანქციების (მათ შორის, საბაჟო სანქციის) თანხას შორის სხვაობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველსაყოფად განახორციელოს შემდეგი ღონისძიებები:

ა) საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა;

ბ) მესამე პირზე გადახდევინების მიქცევა;

გ) ქონებაზე ყადაღის დადება;

დ) ყადაღადადებული ქონების რეალიზაცია;

ე) საბანკო ანგარიშზე საინკასო დავალების წარდგენა;

ვ) გადასახადის გადამხდელის სალაროდან ნაღდი ფულის ამოღება;

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების რიგითობას ირჩევს საგადასახადო ორგანო, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა არის სახელმწიფოს უფლება, საგადასახადო დავალიანების გადახდევინება უზრუნველყოს გადასახადის გადამხდელის, სხვა ვალდებული პირის ქონებიდან, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის რეგისტრაციის უფლება წარმოიშობა საგადასახადო დავალიანების წარმოშობასთან ერთად და მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან და ვრცელდება საგადასახადო დავალიანების ფარგლებში, პირის საკუთრებაში არსებულ ან/და მის ბალანსზე რიცხულ ქონებაზე (გარდა ლიზინგით მიღებულისა), საგადასახადო დავალიანების წარმოქმნის შემდეგ შეძენილი ქონების ჩათვლით. საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების გამოყენება შესაძლებელია ამ კოდექსის 265-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 246-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირი გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად მიიჩნევა, თუ ეს პირი მოსალოდნელი ან არსებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის თავის არიდების მიზნით გამოიყენება, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარება ხდება სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარდგენასთან ერთად ამ პირის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების ფარგლებში. თუ სასამართლო არ დააკმაყოფილებს პირის გადასახადის გადამხდელის ცრუმაგიერ პირად აღიარების შესახებ საგადასახადო ორგანოს შუამდგომლობას, საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა უქმდება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ ვალის მართვის დეპარტამენტმა ------- რაიონულ სასამართლოს 2025 წლის 6 მარტს №21-17/15361 წერილით წარუდგინა შუამდგომლობა შპს „-------“ (ს/ნ -------), შპს „-------“ (სნ -------), შპს „-------“ (ს/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------, ------- (პ/ნ -------), ------- (პ/ნ -------) და ------- (პ/ნ -------) სს „-------“ (ს/ნ -------) ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „-------“ (ს/ნ -------) მთელ ქონებაზე 2025 წლის 6 მარტის №039-723 შეტყობინებით გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება. ამასთან, 2025 წლის 21 მარტის მდგომარეობით სს „-------“ (ს/ნ -------) ერიცხება საგადასახადო დავალიანება.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

რაც შეეხება მომჩივნის მოთხოვნას საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ სადავო შეტყობინების ბათილობასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სადავო შეტყობინება არ ეწინააღმდეგება კანონს, ასევე არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს ბათილად იქნეს ცნობილი ვალის მართვის დეპარტამენტის სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ამავე დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №21-17/15361 წერილით სასამართლოს წარედგინა შუამდგომლობა ცრუმაგიერ პირებად აღიარების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანის მთელ ქონებაზე შეტყობინების საფუძველზე გავრცელდა საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლება.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ სადავო შეტყობინება საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის უფლების წარმოშობის შესახებ გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 239; 246(4);