გადაწყვეტილება №21006/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№21006/2/2023
20 ნოემბერი 2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 10.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება „----------“ 6.10.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №21006/2/2023).
დავის საგანი:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება;
3. იმპორტირებულ სმფ-ებზე დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-691 საგადასახადო მოთხოვნა;
2. შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანება.
დარიცხული თანხა: 1 548 716 ლარი.
მათ შორის:
გადასახადი - 875 918
დღგ - 560 811
საშემოსავლო გადასახადი - 315 107
ჯარიმა - 403 574
საურავი - 269 224
პროცედურული გარემოებები
გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიაში ღვინის წარმოება-დაფასოებისთვის საჭირო მასალებით.
აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის კამერალური საგადასახადო შემოწმების აქტით შემოწმებულია მომჩივნის საქმიანობის 1.01.2019 წლიდან 1.07.2022 წლამდე პერიოდი.
შემოწმების აქტის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №006-691 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
სადავო საკითხები:
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა ბუღალტრული აღრიცხვა. შემოწმების პროცესში წარადგინა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელს უფიქსირდებოდა როგორც ადგილობრივი შეძენები, ისე საბაჟო ოპერაციები. შეძენილი საქონლის დაახლოებით 90% იყო იმპორტირებული. 20.06.2022 წელს ჩატარდა ინვენტარიზაცია, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელის სასაქონლო-მატერიალური მარაგების ნაშთმა საბაზრო ფასებში შეადგინა 954 763 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით და გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. კერძოდ, შემოწმებამ გამოიყენა გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი, რომელიც დადგინდა გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის შეძენისა და რეალიზაციის ღირებულებების შეპირისპირებით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის შესაბამისად. შეძენები ჩაიშალა ადგილობრივ და იმპორტირებულ ჯგუფებად და მათზე გავრცელდა შესაბამისი ფასნამატები. გადასახადის გადამხდელის შეძენილი საქონლის ღირებულება გაიზარდა 126 475 ლარით, რაც გამოწვეული იყო დოკუმენტური შეძენების ანალიზით. გადასახადის გადამხდელს შეძენილი საქონლის ღირებულებით შემცირებული ჰქონდა საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში სმფ-ის ხარჯი. აღნიშნულმა კორექტირებამ გამოიწვია შესამოწმებელ პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ზრდა და შესაბამისად, შემოსავლის ზრდა. ამასთანავე, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული წლიური ფასნამატები შესაბამის წლებში იყო: 9%, 2%, 7%, ხოლო შემოწმების მიერ განსაზღვრული ფასნამატები ბევრად აღემატებოდა გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულს, კერძოდ, საშუალო ფასნამატმა შეადგინა 80%.
შემოწმებამ იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის მე-100, 105-ე, 145-ე, 159-ე მუხლებით და 161-ე მუხლის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი, დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ და მე-3 ნაწილებზე, 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტზე, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 73-ე მუხლის მე5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, მე-80 მუხლის პირველ ნაწილზე, მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 72-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 105-ე მუხლზე, 145-ე მუხლზე, მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტზე, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, 163-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 164-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
მომჩივანი არ ეთანხმება არაპირდაპირ მეთოდს და მის საფუძველზე განსაზღვრულ ფასნამატს.
მიუთითებს, რომ აწარმოებდა და აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პერიოდში წარადგინა ბუღალტრული აღრიცხვის ფაილი და სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მაგრამ შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ იყო არასრულყოფილი. აცხადებს, რომ დეკლარირებული წლიური ფასნამატი შესაბამისობაშია საბაზრო ფასებთან და ჯამურად ფასნამატის განსაზღვრა არასწორია, რადგან სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა ფასნამატი აქვს. ასევე, შესამოწმებელ პერიოდში წარმოდგენილ საშემოსავლო გადასახადის წლიურ დეკლარაციებში შემოსავალი შეცდომით ჩაწერილია დღგ-ის ჩათვლით თანხით. შესაბამისად, თვითღირებულებიდანაც არ არის გამიჯნული დღგ. აცხადებს, რომ 2019 წელს საშუალო ფასნამატი შეადგენს 40%, 2020 წელს 52%, ხოლო 2021 წელს 40%.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
შემოწმების აქტში აღნიშნულია, რომ გადასახადის გადამხდელის შეძენილი საქონლის ღირებულება გაიზარდა 126 475 ლარით, რაც გამოწვეულია დოკუმენტური შეძენების ანალიზით. გადასახადის გადამხდელს შეძენილი საქონლის ღირებულებით შემცირებული ჰქონდა წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში სმფ-ის ხარჯი. აღნიშნულმა კორექტირებამ გამოწვია შესამოწმებელი პერიოდში რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულების ზრდა და შემოსავლის ზრდა - რაც სრულიად გაუგებარია, რადგან სმფ-ის თვითღირებულების ზრდა იწვევს შემოსავლის შემცირებას. წლიური დასაბეგრი შემოსავალი = წლის განმავლობაში მიღებული შემოსავალი -რეალიზებული პროდუქციის (სმფ-ის) თვითღირებულება.
ასევე, შემმოწმებელს საგადასახადო ვალდებულებები არ უნდა განესაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული წლიური ფასნამატები შესაბამისობაშია საბაზრო ფასებთან, ჯამურად ფასნმატის განსაზღვრა არასწორია, რადგან სხვადასხვა პროდუქტს სხვადასხვა ფასნამატი აქვს.
ამასთან, შესამოწმებელ პერიოდში, წარდგენილ წლიურ საშემოსავლო დეკლარაციებში შემოსავალი, შეცდომით, ჩაწერილია დღგ-ის ჩათვლით თანხებით. შესაბამისად თვითღირებულებებიდანაც არ არის გამიჯნული დღგ. იმპორტირებული და ადგილობრივ ბაზარზე შეძენილი სმფ-ების თვითღირებულებების სწორად დაანგარიშების შემთხვევაში 2019 წელს საშუალო ფასნამატი 40%-ს, 2020- წელს 52%-ს და 2021 -წელს 40%-ს შეადგენს. საგადასახდო მოთხოვნაში მოცემული გადასახადები/თანხა არ შეესაბამება შემოწმების აქტით დარიცხულ თანხებს.
მიუთითებს, რომ აწარმოებდა და აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას. შემოწმების პერიოდში წარდგენილ იქნა ბუღალტრული აღრიცხვის ფაილი და სააღრიცხვო დოკუმენტაცია, მაგრამ შემმოწმებელმა მიიჩნია, რომ ეს იყო არასრულყოფილი და ამ მიზეზის გამო მიიჩნია, რომ არ იწარმოებოდა ბუღალტრული აღრიცხვა, რაც არასწორია. ბუღალტრული აღრიცხვის ფაილი თან ერთვოდა შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარს.
წარდგენილი ჰქონდა ყველა დოკუმენტაცია და ბუღალტრული ფაილი და გაუგებარია შემოსავლების სამსახურის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ „გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები“, შემოსავლების სამსახურს თვითონ უნდა ემსჯელა საჩივარში მითითებულ ყველა სადავო საკითხებზე და თვითონ მიეღო გადაწვეტილებები, მათ შორის მიმდინარე გადასახდელების 185 611 ლარით შემცირებაზე და იმპორტირებულ სმფ-ებზე დღგ-ის ჩათვლაზე 2019-2020 წლების საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე, ჯამში 39 104 ლარზე, რაზეც არ იმსჯელა.
ამასთან, წარმოადგენს კეთილსინდისიერ გადასახადის გადამხდელს, ის ახდენს ღვინის წარმოებადაფასოებისთვის საჭირო მასალების რეალიზაციას ღვინის მწარმოებელ კომპანიებზე, 2019 წელს ბიუჯეტში გადარიცხული აქვს 128 473,74 ლარი, 2020 წელს 97 372,55 ლარი, 2021 წელს 92 793,74 ლარი და 2022 წელს 199 817,18 ლარი. ჯამში აღნიშნულ წლებში გადახდილი თანხები შეადგენს 518 457,21 ლარს. გასათვალისწინებელია აგრეთვე, რომ შესამოწმებელი პერიოდი ემთხვევა პანდემიას. მაშინ როცა საქართველოში კომპანიების უმეტესობას საქმიანობა შეჩერებული ჰქონდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვს, ბათილად იქნას ცნობილი აუდიტის დეპარტამენტის 26.12.2022 წლის შემოწმების აქტი, ამავე დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33733 ბრძანება და №006-691 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების თანახმად:
1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.
3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.
საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომლის დროსაც დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.
საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
2. მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33733 ბრძანების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 250 360 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 185 611 ლარით.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილზე და ყურადღებას ამახვილებს მომჩივნის არგუმენტაციაზე, სადაც აღნიშნავს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33733 ბრძანების თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა მიმდინარე გადასახდელები 250 360 ლარი და შეუმცირდა მიმდინარე გადასახდელები 185 611 ლარით, თუმცა საგადასახადო შემოწმების აქტში არ არის ასახული მიმდინარე გადასახდელების 185 611 ლარით შემცირება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
გაუგებარია აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №33733 ბრძანებაში მოცემული ჩანაწერი - ი.მ. „----------“ (ს/ნ ----------) დაერიცხოს მიმდინარე გადასახდელები 250 360 ლარი და შეუმცირდეს მიმდინარე გადასახდელები 185 611 ლარით - ვინაიდან, შემოწმების აქტში არ არის ასახული მიმდინარე გადასახდელების 185 611 ლარით შემცირება.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 155-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, საწარმო და მეწარმე ფიზიკური პირი, რომელთა საანგარიშო პერიოდია კალენდარული წელი (საქმიანობის იმ ნაწილში, რომლისთვისაც დაბეგვრის ობიექტი კალენდარული წლის მიხედვით განისაზღვრება), ვალდებული არიან, მიმდინარე გადასახდელების თანხები ბიუჯეტში შეიტანონ წინა საანგარიშო პერიოდის წლიური გადასახადის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
ა) არაუგვიანეს 15 მაისისა – 25 პროცენტი;
ბ) არაუგვიანეს 15 ივლისისა – 25 პროცენტი;
გ) არაუგვიანეს 15 სექტემბრისა – 25 პროცენტი;
დ) არაუგვიანეს 15 დეკემბრისა – 25 პროცენტი.
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით, მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
3. იმპორტირებულ სმფ-ებზე დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება
ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები
აღნიშნული საკითხი შემოწმების აქტში გამოკვეთილი არ არის.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, შესაბამის პერიოდში მოქმედ საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველ ნაწილზე და მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე და მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტზე, 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე.
მომჩივანი ითხოვს მის მიერ იმპორტირებულ სმფ-ებზე დღგ-ის ჩათვლას 2019-2020 წლების საბაჟო დეკლარაციების საფუძველზე, ჯამში 39 104 ლარზე.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მომჩივნის არგუმენტაცია
იმპორტირებულ სმფ-ებზე არ მომხდარა დღგ-ის ჩათვლა შემდეგ საბაჟო დეკლარაციებზე: 2019 წელი A---------- – 13 517 ლარი; A---------- -14 709 ლარი; A---------- 5 405 ლარი და 2020 წელს A---------- - 5 473 ლარი. ჯამში 39 104 ლარი. ეს თანხა უნდა გაეთვალისწინებინა შემმოწმებელს და შესაბამისი პერიოდის გადასახდელები შეემცირებინა ზემოთ აღნიშნული თანხებით.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ჩათვლის დოკუმენტია საბაჟო დეკლარაცია.
საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის 1.01.2021 წლამდე მოქმედი რედაქციით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.
შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
1. საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა არაპირდაპირი მეთოდით;
2. მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერება;
3. იმპორტირებულ სმფ-ებზე დღგ-ის ჩათვლის გათვალისწინება.
ფაქტობრივი გარემოებები
1. შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით, საგადასახადო ვალდებულებების არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
2. შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით, მიმდინარე გადასახდელების დარიცხვის მართლზომიერების საკითხთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს სადავო საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
3. შემოსავლების სამსახურის 15.09.2023 წლის №22776 ბრძანებით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხის დაზუსტების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს დაევალა, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს სადავო საკითხი და დღგ-ის ჩათვლის მიღებასთან დაკავშირებით კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სამივე სადავო ნაწილში შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება მართლზომიერია და არ არსებობს აღნიშნული გადაწყვეტილებისგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
დასაბუთება
ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5); 102(1„ა“); 105; 155(1).
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“); 173(1).