ბრძანება N 9670

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 04.05.2026
№ დოკუმენტი 9670
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 9670

04 მაისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს ------- (ს/ნ ---------------)

(მის.: ----------------------------)

2026 წლის 6 თებერვლის და 13 მარტის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 1 და 22 აპრილის სხდომებზე (ოქმები №28 და №33) განიხილა შპს „-----“ (ს/ნ ------) 2026 წლის 6 თებერვლის №100625/1/2026 და 13 მარტის №101299/1/2026 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №002-221 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრას. განმარტავს, რომ 2021 წლის 22 სექტემბერს აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ ფ/პ ---- (პ/ნ ----) გადასცემდა 2 500 000 ლარს არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა. აცხადებს, რომ საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არაურთიერთდამოკიდებულ პირთან განხორციელებული ოპერაციის საბაზრო ფასის შესაბამისად დაბეგვრას. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში არ არსებობს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტი. გადამხდელი ითხოვს დაევალოს შესაბამის სამსახურს სრულად შეისწავლოს დაბეგვრასთან დაკავშირებული მონაცემები, რათა მოხდეს კომპანიის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლების გათვალისწინებას. აცხადებს, რომ სრულად არ აქვს ჩათვლები მიღებული.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე. აცხადებს, რომ გადამხდელის მიერ დაშვებული შეცდომები გამოწვეულია არცოდნით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად ითხოვს სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 20 ოქტომბრის №22364 ბრძანების საფუძველზე დაინიშნა შპს „-----“ (ს/ნ -------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1იანვრიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2025 წლის 26 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 29 დეკემბრის №28740 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №002-221 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 1 813 860 ლარი, მათ შორის, გადასახადი 967 136 ლარი, ჯარიმა 484 406 ლარი და საურავი 362 318 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აშენებული აქვს ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი ----- რაიონში, დაბა ბაკურიანში, 25 მეტრიანების მიმდებარედ (ს/კ -----). შემოწმების პროცესში გადამხდელმა წარმოადგინა ბუღალტრული აღრიცხვა, რომელიც ნაწარმოები აქვს პროგრამა ინფოში. გადამხდელის მხრიდან ასევე წარმოდგენილია შემოწმების მიერ მოთხოვნილი პირველადი დოკუმენტაცია (ბანკის ცნობები და ამონაწერები, ხელშეკრულებები და სხვა). შემოწმების პროცესში გამოვლინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოება: 2019 წლის 23 ივლისს შპს „-----“ (ს/ნ ------) და მიწის მეპატრონეს ფ/პ ------ (პ/ნ ------) შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირი კომპანიას გადასცემდა 2 262 კვ.მ მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურინში (ს/კ ------) და აღნიშნულ მიწაზე ასაშენებელი მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურულ პროექტს, რაზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, რის სანაცვლოდაც შპს „------“ (ს/ნ -----) ფ/პ ----- გადაცემდა აშენებულ კომპლექსში 900 კვ.მ სასარგებლო ფართს. 2021 წლის 22 სექტემბერს (ამ პერიოდისათვის შენობის აშენებისათვის გაწეული ხარჯის 70%-მდე უკვე გაწეული იყო და მიმდინარეობდა მშენებლობა) კომპანიასა და მიწის მეპატრონეს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა მიწის ნასყიდობის ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, შპს „-----“-მა (ს/ნ -----) აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ ფ/პ ----- (პ/ნ -----) გადასცემდა

2 500 000 ლარს არაუგვიანეს 2024 წლის 31 დეკემბრისა. გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას მიწის მეპატრონისათვის სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორების წესით გადახდილი აქვს 2023 წელს 1 300 000 ლარი და 2024 წელს 1 200 000 ლარი, რაც ჯამში ანგარიშსწორების დღეებისათვის არსებული ვალუტის კურსის გათვალისწინებით შეადგენს 940 606 აშშ დოლარს. სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს 2025 წლის 24 დეკემბრის №----- დასკვნის მიხედვით განხორციელდა 2 262.00 კვ.მ. არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მდებარე: რაიონი ------, 25 მეტრიანების მიმდებარედ (ს/კ------) საბაზრო ღირებულების განსაზღვრა 2021 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით და მიწის საბაზრო ღირებულებამ შეადგინა 421 000 ლარი. შემოწმების შედეგად განხორციელდა შპს „------“ (ს/ნ ------) მიერ ფ/პ----- (პ/ნ ------) შეძენილი მიწის ნაკვეთის (ს/კ ------), მშენებლობის პროექტისა და ნებართვის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა, კერძოდ, მიწის საბაზრო ღირებულებას, 421 000 ლარს, დაემატა პროექტისა და მშენებლობის ნებართვის ღირებულება 340 279 ლარი (მშენებლობის სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე საშუალოდ შენობის აშენებაზე გაწეული ხარჯების 10%), რამაც ჯამში შეადგინა 761 279 ლარი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე, 981 მუხლების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად სხვაობა შპს „------“ (ს/ნ -----) მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ 2 500 000 ლარსა და საბაზრო ღირებულებას შორის, რამაც შეადგინა 1 738 721 ლარი, დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში ასევე დამუშავდა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო პორტალზე არსებული ინფორმაცია (კონპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი ბინების შესახებ სრული ინფორმაცია), გადამხდელის წარმოდგენილი ბუღალტრული პროგრამის, პირველადი დოკუმენტაციისა და გასს-ში არსებული მონაცემების ანალიზით დგინდება, რომ შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელის მიერ დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს ჯამში 161 832 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 163 517 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლილი თანხა გაიზარდა 1 683 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საჩივრების განხილვა საგადასახადო ორგანოში ჩაინიშნა 2026 წლის 1 აპრილს 13:45 საათზე გადამხდელის მონაწილეობით. გადამხდელს ეცნობა (მ.შ. ელექტრონულ ფოსტაზე გაეგზავნა ინფორმაცია) საჩივრების განხილვის დროისა და ადგილის შესახებ, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრების ზეპირ განხილვაზე და არც განცხადება წარმოუდგენია საჩივრების განხილვის გადადებასთან დაკავშირებით.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8−91 და 93 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება საწარმოს მიერ საშემოსავლო გადასახადისაგან/მოგების გადასახადისაგან გათავისუფლებულ პირთან (გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციისა, საჯარო სამართლის იურიდიული პირისა – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოსი და საქართველოს ეროვნული ბანკისა) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს გარიგების შედეგად გაწეულ ხარჯსა და გარიგების საბაზრო ფასს შორის სხვაობას, თუ გარიგების შედეგად გაწეული ხარჯი აღემატება გარიგების საბაზრო ფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-3 და მე-7 ნაწილების თანახმად:

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

7. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასის განსაზღვრისას გამოიყენება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასების შესახებ ინფორმაციის ოფიციალური წყაროები, აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საინფორმაციო ბაზა, საგადასახადო ორგანოებისათვის გადასახადის გადამხდელთა მიერ მიწოდებული ინფორმაცია, აგრეთვე სხვა სარწმუნო ინფორმაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2019 წლის 23 ივლისს გადამხდელსა და მიწის მეპატრონეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირი კომპანიას გადასცემდა 2 262 კვ.მ მიწის ნაკვეთს დაბა ბაკურინში და აღნიშნულ მიწაზე ასაშენებელი მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურულ პროექტს, რაზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, რის სანაცვლოდაც გადამხდელი მიწის მეპატრონეს გადაცემდა აშენებულ კომპლექსში 900 კვ.მ სასარგებლო ფართს. 2021 წლის 22 სექტემბერს, როდესაც შენობის აშენებისათვის გაწეული ხარჯის 70%- მდე უკვე გაწეული იყო და მიმდინარეობდა მშენებლობა, კომპანიასა და მიწის მეპატრონეს შორის გაფორმდა დამატებითი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც შეიცვალა მიწის ნასყიდობის ანგარიშსწორების წესი, კერძოდ, გადამხდელმა აიღო ვალდებულება, რომ მიწის ნაკვეთის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვის სანაცვლოდ მიწის მეპატრონეს გადასცემდა 2 500 000 ლარს. გადამხდელის ბუღალტრული პროგრამის ანალიზით დგინდება, რომ კომპანიას აღნიშნული თანხა მიწის მეპატრონისათვის გადახდილი აქვს სალაროდან ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმების შედეგად განხორციელდა გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტისა და ნებართვის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა. კერძოდ, მიწის საბაზრო ღირებულება განისაზღრა ვალის მართვის დეპარტამენტის 2025 წლის 24 დეკემბრის №62235/12/25 ექსპერტიზის დასკვნით, რამაც შეადგინა 421 000 ლარი. აღნიშნულ თანხას დაემატა პროექტისა და მშენებლობის ნებართვის ღირებულება 340 279 ლარი (მშენებლობის სფეროში დამკვიდრებული პრაქტიკიდან გამომდინარე საშუალოდ შენობის აშენებაზე გაწეული ხარჯების 10%), რამაც ჯამში შეადგინა 761 279 ლარი. შემოწმებით გამოვლინდა სხვაობა გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის 1 738 721 ლარის ოდენობით, რომელიც დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 401 მუხლის მე-2 მაგალითში მოცემულ შენიშვნის „ბ“ პუნქტზე, რომლის თანახმად, საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ პირად, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში, ჩაითვლება პირი, რომელიც ახორციელებს საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებულ სანებართვო საქმიანობას (მაგალითად: აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირი).

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით არ არის დადგენილი პირის მიერ განხორციელებული საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან გათავისუფლებული სანებართვო საქმიანობა. ამდენად, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ საგადასახადო შემოწმებით არ არის დასაბუთებული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, კვალიფიკაციის შეცვლის საფუძველზე, გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის სხვაობის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოგების გადასახადით დაბეგვრის საკითხი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“, „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

ბ) ამ კარის შესაბამისად საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ.

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია:

ა) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, იმპორტის დეკლარაცია.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ბ) ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდებად ან მომსახურების გაწევად, განხილულ ოპერაციებთან დაკავშირებით გადასახდელი დღგ;

გ) საქონლის იმპორტისას გადახდილი/გადასახდელი დღგ;

ხოლო, მე-3 ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დასაბეგრ პირს უფლება არ აქვს ჩაითვალოს:

ა) დღგ, თუ იგი არ არის რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად;

ბ) იმ საქონელზე/მომსახურებაზე (გარდა ძირითადი საშუალებებისა) გაწეული ხარჯის ღირებულებაზე მიკუთვნებული დღგ-ის თანხა, რომელიც დასაბეგრი პირის მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციამდე პერიოდში გამოყენებულია დასაბეგრ ოპერაციებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში გადასახადის გადამხდელის დეკლარირებული დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენდა ჯამში 161 832 ლარს, ხოლო შემოწმებით დადგენილი დღგ-ის ჩასათვლელი თანხა შეადგენს 163 517 ლარს. შემოწმების შედეგად დღგის ჩასათვლილი თანხა გაიზარდა 1 683 ლარით.

ამასთან, საქმის ზეპირი განხილვისას აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლმა განმარტა, რომ შესამოწმებელ პერიოდში დღგ-ის ჩასათვლელ თანხებში გათვალისწინებულ იქნა ყველა გამოწერილი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

შემოსავლების სამსახური ასევე აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი ისეთი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს საჩივრების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

ამავე კოდექსის 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის;

2. საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:

1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

21 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

22 . საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-----“ (ს/ნ -----) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხასა და საბაზრო ღირებულებას შორის სხვაობის მოგების გადასახადით დაბეგვრას.

2. გადასახადის გადამხდელი ითხოვს დღგ-ის ჩათვლების გათვალისწინებას.

3. გადასახადის გადამხდელი მიუთითებს კეთილსინდისიერებაზე.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას აშენებული აქვს ერთი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი. 2019 წლის 23 ივლისს შპს-ს და მიწის მეპატრონეს ფ/პ-ს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ფიზიკური პირი კომპანიას გადასცემდა 2 262 კვ.მ მიწის ნაკვეთს

და აღნიშნულ მიწაზე ასაშენებელი მრავალფუნქციური შენობის არქიტექტურულ პროექტს, რაზეც გაცემული იყო მშენებლობის ნებართვა, რის სანაცვლოდაც შპს, ფ/პ -ს გადაცემდა აშენებულ კომპლექსში 900 კვ.მ სასარგებლო ფართს. შემოწმების შედეგად სხვაობა შპს მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ საბაზრო ღირებულებას შორის დაიბეგრა მოგების გადასახადით. შედეგად გადამხდელს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა. ასევე, შემოწმების შედეგად დღგ-ის ჩასათვლილი თანხა გაიზარდა 1 683 ლარით.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ შეძენილი მიწის ნაკვეთის, მშენებლობის პროექტის, ნებართვის საბაზრო ღირებულებასა და გადამხდელის მიერ მიწის მეპატრონისათვის მიწის, პროექტისა და მშენებლობის ნებართვისათვის გადახდილ თანხას შორის სხვაობის დაბეგვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:73(9);97(1);981(4);18(3,7);175(1);275;