ბრძანება N 9690
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 9690
04 მაისი 2026
ბ რ ძ ა ნ ე ბ ა
ი/მ ---ის (ს/ნ ---)
(---) 2026 წლის 14 აპრილის
საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის პირველი მაისის სხდომაზე (ოქმი №35) განიხილა ი/მ ---ს (ს/ნ ---) №27134/2/2026 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 17 მარტის №CB1882789 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი დაჯარიმებულია შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებისთვის. 2026 წლის 9 მარტს შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები ესტუმრნენ ობიექტს, რომელიც ეწევა სარესტორნო მომსახურებას. განმარტავს, რომ ადგილზე დაუტოვეს შესავსები ფორმა, რომლის ინსტრუქცია და ვალდებულებები არ უთქვამთ მიმდინარე კონტროლის პროცედურის განმახორციელებელ უფლებამოსილ პირებს. ადგილზე გააფრთხილეს, რომ შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია უნდა დაეტოვებინა შემოსავლების სამსახურის ფილიალში. გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოსავლების სამსახურის ფილიალში მიიტანეს საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც შესავსებ ფორმასთან ერთად ჩაიბარა კანცელარიამ. მეორე დღეს, ვადის მიწურულს დაახლოებით 17:30 საათზე დაურეკეს კანცელარიიდან და დაიბარეს და დაეხმარნენ წარსადგენი ფორმის შევსებაში, რათა საბუთების წარუდგენლობაში არ ჩათვლოდა. რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ დაუკავშირდნენ და განუმარტეს, რომ ფორმის ყველა გრაფა არ იყო შევსებული და ამის გამო ჩაუთვალეს, რომ ვითომ საქონელი უსაბუთოდ ჰქონდა შეძენილი. გადამხდელი აღნიშნავს, რომ ბაზრის პროდუქტების გარდა, ყველა პროდუქციაზე ეთანამშრომლებიან დისტრიბუციასა და სტაბილურ მომწოდებლებს, ვინც ოფიციალურად საბუთებით აწვდის საქონელს. ამდენად, ნებისმიერ შესყიდულ პროდუქციაზე შეუძლია სასაქონლო ზედნადებების წარმოდგენა. საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ ინფორმაციის არასრული მიწოდების შედეგად ფორმა ვერ შეავსეს სწორად, რამაც გამოიწვია მისი დაჯარიმება. ფაქტია, რომ მოხდა რამდენჯერმე კომუნიკაცია ოფიცრებთან, რომ სრული ინფორმაცია მიეღო, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათი მხრიდან მოხდა აღიარება, რომ არ იცოდნენ, რომ ეს ფორმა სრულად იყო შესავსები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტების აღწერა:
სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2026 წლის 9 მარტის №ბ-14846/2026 ბრძანების საფუძველზე, ი/მ ---ის (ს/ნ ----) ეკონომიკური საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილას ჩატარდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაცია. ი/მ ---ის (ს/ნ ---) საქმიანობის სახეს წარმოადგენს სარესტორნო მომსახურება. ინვენტარიზაციის დაწყებისას ი/მ ---მ (ს/ნ ---) დაადასტურა, რომ ყველა შეძენილი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებული აქვს შემოსავალში, ხოლო რეალიზებული ჩამოწერილი აქვს გასავალში. საინვენტარიზაციო კომისიამ მოახდინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ფაქტიური ნაშთების აღწერა. ჩატარებული აღწერის მონაცემები კომისიის მიერ შეტანილ იქნა სასაქონლომატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაციის აღწერის შესახებ ოქმში (დანართი №22/1).
ი/მ ----ის (ს/ნ ---) კუთვნილ ობიექტში 2026 წლის 9 მარტის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 3219.3 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საინვენტარიზაციო კომისიამ, დანართი №22/1-ის საფუძველზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (ბუღალტრული) მონაცემების „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №22/4) გადამოწმების შემდეგ, 2026 წლის 16 მარტს შეადგინა ოქმი “სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ” (დანართი №22/5). აღნიშნულის საფუძველზე გამოვლინდა 2460.2 ლარის აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ 2026 წლის 17 მარტს შედგენილ იქნა №CB1882789 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 1230.1 ლარის ოდენობით. გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი განმარტავს, რომ შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (ბუღალტრული) მონაცემების „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი (დანართი №22/4) თანდართულ მასალებთან (აღრიცხული საქონლის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან) ერთად, რომელიც, როგორც გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, ჩააბარა კანცელარიაში, შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოდიოდა შესაბამისობაში ფაქტიურად აღწერილ საქონელთან. მაგალითად, ერთ-ერთი შეძენის დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები №---, რომლითაც ი/მ ---ს (ს/ნ ----) ერთ-ერთი კომპანიისგან შეძენილი აქვს სამწვადე ნეკნი 12.1 კილოგრამის ოდენობით და წარმოდგენილი აქვს ფაქტიურად აღწერილი საქონლის - ღორის ხორცის 110 კილოგრამის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტად, გაწერილია 2026 წლის 9 მარტის 17:34:24 საათზე, ხოლო შერჩევითი ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანება გადამხდელს ჩაბარდა 2026 წლის 9 მარტს 14:53 საათზე.
ამდენად, აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი გაწერილია შერჩევითი ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ, რის გამოც არ ჩაითვალა კონკრეტული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ღორის ხორცის) შეძენის დოკუმენტად. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულყოფილად არის შესწავლილი და ყველა ის დოკუმენტი არის გათვალისწინებული, რომელიც თანხვედრაში იყო ფაქტობრივად აწერილ საქონელთან. ამდენად, გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ მის მიერ წარმოდგენილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა შესწავლილი, არ შეესაბამება რეალობას, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ ის დოკუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, რომელიც შესაბამისობაში არ იყო შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს ფაქტიურად აღწერილ საქონელთან.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, სააღრიცხვო დოკუმენტაცია არის პირველადი დოკუმენტები (მათ შორის, პირველადი საგადასახადო დოკუმენტები), ბუღალტრული აღრიცხვის რეგისტრები და სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება გადასახადებით დაბეგვრის ობიექტები, დაბეგვრასთან დაკავშირებული ობიექტები და დგინდება საგადასახადო ვალდებულებები. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღურიცხველი და პირველადი საგადასახადო დოკუმენტის გარეშე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების გამოვლენა იწვევს პირის დაჯარიმებას გამოვლენის მომენტში ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 50 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (ბუღალტრული) მონაცემების „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმი (დანართი №22/4) თანდართულ მასალებთან (აღრიცხული საქონლის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტებთან) ერთად, რომელიც, როგორც გადამხდელი საჩივარში აღნიშნავს, ჩააბარა კანცელარიაში, შესწავლილ იქნა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ ზოგიერთი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი არ მოდიოდა შესაბამისობაში ფაქტიურად აღწერილ საქონელთან. მაგალითად, ერთ-ერთი შეძენის დოკუმენტი, სასაქონლო ზედნადები №---, რომლითაც ი/მ ---ს (ს/ნ ---) ერთ-ერთი კომპანიისგან შეძენილი აქვს სამწვადე ნეკნი 12.1 კილოგრამის ოდენობით და წარმოდგენილი აქვს ფაქტიურად აღწერილი საქონლის - ღორის ხორცის 110 კილოგრამის შეძენის დამადასტურებელ დოკუმენტად, გაწერილია 2026 წლის 9 მარტის 17:34:24 საათზე, ხოლო შერჩევითი ინვენტარიზაციის შესახებ ბრძანება გადამხდელს ჩაბარდა 2026 წლის 9 მარტს 14:53 საათზე, ამდენად, აღნიშნული შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტი გაწერილია შერჩევითი ინვენტარიზაციის დაწყების შემდეგ, რის გამოც არ ჩაითვალა კონკრეტული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (ღორის ხორცის) შეძენის დოკუმენტად. აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები სრულყოფილად არის შესწავლილი და ყველა ის დოკუმენტი არის გათვალისწინებული, რომელიც თანხვედრაში იყო ფაქტობრივად აწერილ საქონელთან.
ამდენად, გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტი, რომ მის მიერ წარმოდგენილი შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იქნა შესწავლილი, არ შეესაბამება რეალობას, რადგან საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ მხოლოდ ის დოკუმენტები არ იქნა გათვალისწინებული, რომელიც შესაბამისობაში არ იყო შერჩევითი ინვენტარიზაციის დროს ფაქტიურად აღწერილ საქონელთან. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, ფაქტობრივი გარემოებებისა და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, ვინაიდან დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელის მხრიდან ადგილი ჰქონდა სადავო ოქმში აღნიშნული საგადასახადო სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ი/მ ---ს (ს/ნ ---) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხები:
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმით დაკისრებული ფულადი ჯარიმის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
სადავო ოქმითა და საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონაცემებით მეწარმის კუთვნილ ობიექტში 2026 წლის 9 მარტის მდგომარეობით სულ აღმოჩნდა 3219.3 ლარის საბაზრო ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. საინვენტარიზაციო კომისიამ, დანართი №22/1-ის საფუძველზე და გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შერჩევითი ინვენტარიზაციის ჩატარების თაობაზე სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების სააღრიცხვო (ბუღალტრული) მონაცემების „სააღრიცხვო დოკუმენტებში აღრიცხული შერჩევითი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთის შესახებ“ ოქმის (დანართი №22/4) გადამოწმების შემდეგ, 2026 წლის 16 მარტს შეადგინა ოქმი “სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების შერჩევითი ინვენტარიზაციის შედეგების შესახებ” (დანართი №22/5). აღნიშნულის საფუძველზე გამოვლინდა 2460.2 ლარის აღურიცხავი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები. აღნიშნულიდან გამომდინარე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სამართალდამრღვევს შეეფარდა ჯარიმა 1230.1 ლარის ოდენობით.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ ექვემდებარება გაუქმებას.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 286 (4).