N 15 - 03/07/2024 - „ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს N55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №15
2024 წლის 3 ივლისი
ქ. ახმეტა
„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №55 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
„ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 3 აგვისტოს №55 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04/08/2022, სარეგისტრაციო კოდი: 210020010.35.162.016591) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების დანართი №3-ის:
ა) პირველი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირებას ახორციელებს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.“.
ბ) მე-7 მუხლი ამოღებულ იქნეს.
2. დადგენილების დანართი №5-ის პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარის ოდენობით.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2024 წლის 1 ივნისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
ახმეტის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
იოსები ქარუმაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე