გადაწყვეტილება №19540/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 15.06.2023
№ დოკუმენტი 19540/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

№19540/2/2023

15.06.2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს --- (ს/ნ ---)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 15.06.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ის 27.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19540/2/2023).

 

დავის საგანი:

საბჭოს 2.02.2023 წლის 18282/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის №033-4 საგადასახადო მოთხოვნა.

 

დარიცხული თანხა: 305 178 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 176 287

დღგ - 44 098

მოგების გადასახადი - 132 189

ჯარიმა - 82 189

საურავი - 46 702~

 

ფაქტების აღწერა/დარიცხვის საფუძვლები

გადასახადის გადამხდელის საქმიანობაა საცალო ვაჭრობა არასპეციალიზებულ მაღაზიებში, უპირატესად საკვები პროდუქტებით, სასმელებით და თამბაქოს ნაწარმით.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 14.01.2019 წლიდან 1.02.2022 წლამდე პერიოდის (გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2.04.2019 წლის №8762 ბრძანებით მოცული საკითხებისა) კამერალური საგადასახადო შემოწმება.

შემოწმების შედეგები აისახა 29.06.2022 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: კომპანია შესამოწმებელ პერიოდში არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობითი დადგენილი წესით, კერძოდ საანგარიშო პერიოდში არ გააჩნია რეალიზაციის სახეობრივი და რაოდენობრივი გაშიფვრა. არ წარუდგენია სრული სააღრიცხვო დოკუმენტაცია/ინფორმაცია, რითაც შესაძლებელი გახდებოდა დაბეგვრის ობიექტის და მიღებული შემოსავლის სისწორის დადგენა.

გადამხდელი ასევე დაჯარიმებულია ნაღდი ანგარიშსწორებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობისთვის (5.06.2019 წლის №CB995683 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი) და სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის (11.02.2020 წლის №CB1073471 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი).

საგადასახადო კოდექსის 136-ე და 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან დოკუმენტით რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება ყოველ წელს მთლიანი შეძენების 5%-ზე მეტია დღგ-ის ბრუნვის განსაზღვრის მიზნით გამოყენებულია გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატი.

საწარმოს დოკუმენტებზე დაყრდნობით იდენტიფიცირებულია 1 800 საქონლის საშუალო შეწონილი ფასნამატი (აღნიშნულმა მოიცვა მთლიანი შეძენების 85%), დარჩენილი საქონელი დაიყო ჯგუფებად და იდენტიფიცირებულია ჯგუფის საშუალო შეწონილი ფასნამატი.

გადამხდელის მიერ დეკლარირებული ფასნამატი შეადგენს 10%, ხოლო შემოწმების შედეგად ფასნამატების საშუალო შეწონილი დადგინდა 13%. შესაბამისი ფასნამატები გავრცელებულია შესაბამის დოკუმენტის გარეშე რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულებაზე, შედეგად გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

ასევე, შემოწმების პროცესში არ არის წარდგენილი ინფორმაცია შესაბამისი პერიოდების მიხედვით არსებული დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების შესახებ. გადამხდელის მიერ არ არის წარდგენილი აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია და ხარჯის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელის განმარტებით შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს სალაროში ნაშთი არ ფიქსირდება, საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით განისაზღვრა რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლები, გამოაკლდა დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯები და სხვაობა ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. შედეგად საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №18296 ბრძანება და 12.07.2022 წლის №033-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 18.07.2022 და 31.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.11.2022 წლის №27699 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.02.2023 წლის №18282/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27699 ბრძანება.

მომჩივანს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს პოზიცია; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში წარდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ჯამში 82 620 ლარით, მათ შორის გადასახადი 55 000 ლარით და ჯარიმა 27 540 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის ბრძანება და ამავე თარიღის №033-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

სადავო დასკვნის შედეგად სულ დარიცხული 341 077 ლარიდან დარჩა 258 457 ლარი. დარჩენილი დარიცხვა გამოწვეულია ბუღალტრის შეცდომა/არცოდნით, აღნიშნულიდან გამომდინარე ითხოვს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გათვალისწინებით გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის მიხედვით, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა. საბჭოს 2.02.2023 წლის №18282/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27699 ბრძანება, მომჩივანს მიეცა წინადადება, გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითების შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს პოზიცია; ხოლო აუდიტის დეპარტამენტს დაევალა მომჩივნის მიერ ამ გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში წარდგენილი პოზიციის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

მომჩივანმა საბჭოს გადაწყვეტილებით დადგენილ ვადაში საშემოსავლო გადასახადის ნაწილში შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანებით დამტკიცებული „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით“ მეთოდური მითითების შესაბამისად წარადგინა ახსნა-განმარტება, რომლითაც მოითხოვა შემოწმებით განსაზღვრული ფულის ნაშთი ხელფასის ნაცვლად განხილულიყო დირექტორზე გაცემულ სესხად. აღნიშნულის და საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად განხორციელდა ოპერაციაზე კვალიფიკაციის შეცვლა და საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად შესწავლილია საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 2.02.2023 წლის №18282/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად. მომჩივანი ითხოვს ბუღალტრის შეცდომის/არცოდნის გათვალისწინებით, საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე გათავისუფლდეს დაკისრებული სანქციისგან.

საბჭო მიუთითებს, რომ ვერ იმსჯელებს აღნიშნულ საკითხებზე, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში სადავოა (გასაჩივრებულია) საბჭოს 2.02.2023 წლის №18282/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების საკითხი - რამდენად სწორად და სრულად აღსრულდა აღნიშნული გადაწყვეტილება აუდიტის დეპარტამენტის მიერ. შესაბამისად, საბჭო ვერ გასცდება აღნიშნულ ფარგლებს.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საბჭოს 2.02.2023 წლის 18282/2/2022 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 12.07.2022 წლის №18296 ბრძანება და 12.07.2022 წლის №033-1 საგადასახადო მოთხოვნა, რაც 18.07.2022 და 31.08.2022 წელს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 3.11.2022 წლის №27699 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

საბჭოს 2.02.2023 წლის №18282/2/2022 გადაწყვეტილებით საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნაწილობრივ გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 3.11.2022 წლის №27699 ბრძანება.

საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულების შედეგად, აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნის საფუძველზე, განხორციელდა საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება) ჯამში 82 620 ლარით, მათ შორის გადასახადი 55 000 ლარით და ჯარიმა 27 540 ლარით. დასკვნის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 6.04.2023 წლის ბრძანება და ამავე თარიღის №033-4 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

აუდიტის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად შესწავლილია საგადასახადო დავის წარმოების ეტაპზე არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია და მიიჩნევს, რომ აუდიტის დეპარტამენტის 31.03.2023 წლის დასკვნა გამოცემულია საბჭოს 2.02.2023 წლის №18282/2/2022 გადაწყვეტილების შესაბამისად, საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304 (21); 269 (7).

შემოსავლების სამსახურის უფროსის 8.07.2019 წლის №22708 ბრძანება „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითების დამტკიცების თაობაზე.''