ბრძანება N 2745
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 2745
15.02.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.:----------)
2022 წლის 28 ოქტომბრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2022 წლის 28 ოქტომბრის №196182/21-11 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 სექტემბრის №038-20 „საგადასახადო მოთხოვნასთან“ დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ ჯართის შესყიდვის ღირებულებას. განმარტავს, რომ ძირითადად ფიზიკური პირებისგან შეძენილი ჯართის დოკუმენტაცია გაიბნა ან შეძენის დროს ვერ გაფორმდა, თუმცა საწარმოს რეალიზაცია არ დაუმალავს და სრულად ასახა საგადასახადო და საბუღალტრო დოკუმენტაციაში. მიუთითებს, რომ ნაწილობრივ მოიძია შესყიდვის დოკუმენტაცია და ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებას.
2. გადამხდელი განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სალაროს ნაშთის და განკარგვადი თანხის გაანგარიშებისას არ იქნა გათვალისწინებული დამფუძნებლის შენატანები, რითაც ხდებოდა ჯართის სხვადასხვა პარტიის შესყიდვა. აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წარმოადგენს ბუღალტრულ აღრიცხვას, სადაც ასახულია პარტნიორის კუთვნილი თანხის მოძრაობა, ასევე დებიტორული დავალიანებები. ითხოვს გადაანგარიშებისას გათვალისწინებულ იქნას დებიტორული დავალიანებები და პარტნიორის მიერ კუთვნილი თანხების მოძრაობა საწარმოს კაპიტალში.
3. გადამხდელი არ ეთახმება ფიზიკური პირისთვის ანაზღაურებული იჯარის თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.
4. გადამხდელი არაპირდაპირი მეთოდით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ არ იქნა გათვალისწინებული საკუთარი საჭიროებისათვის გამოყენებული ქვიშა-ღორღის რაოდენობა. ამასთან, საწარმოსთვის გაუგებარია 227%- იანი ფასნამატის ოდენობა.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის №3256 ბრძანების საფუძველზე შპს „----------“ (ს/ნ ----------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 2 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 სექტემბრის №24890 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №038-20 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 274 931 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 152 115 ლარი, ჯარიმა 76 872 ლარი და საურავი 45 944 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:
1. გადამხდელის მიერ წარდგენილი შავი და ფერადი ლითონის აღრიცხვის ჟურნალების, სასაქონლო ზედნადებებით შეძენილი საქონლის და რეალიზებული შავი ლითონის ჯართის რაოდენობრივი ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ რეალიზებული ჯართი აღემატება დოკუმენტაციით შეძენილი ჯართის ოდენობას. ამასთან, გადახდის წყაროსთან არ დაბეგრილა ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები. რეალიზაციის დოკუმენტაციის და გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთების შესახებ ინფორმაციის დამუშავების საფუძველზე გაანგარიშდა შეძენილი ჯართის რაოდენობა, ხოლო შეძენის ფასები განისაზღვრა გადამხდელის მიერ წარდგენილი შავი და ფერადი ლითონების აღრიცხვის ჟურნალებში დაფიქსირებული ფასებით. შედეგად დადგინდა, რომ სასაქონლო ზედნადების გარეშე შეძენილი შავი ლითონის ჯართის ხარჯი შეადგენს 580 587 ლარს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
2. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადამხდელის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილია ყოველთვიური გადახდის წყაროსთან დაკავებას დაქვემდებარებული გადასახადების ნულოვანი დეკლარაციები. საგადასახადო შემოწმების შედეგად, გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დებიტორ-კრედიტორული ნაშთის გათვალისწინებით, პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლით განსაზღვრული ჯართის შეძენის ხარჯების გათვალისწინებით განხორციელდა ფულის მოძრაობის ანალიზი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის და „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების №9 დანართის მიხედვით, საკასო შემოსავლის და ხარჯის გათვალისწინებით, გაანგარიშებული სალაროს გონივრული ნაშთის (2019 წელს - 29 326 ლარი, 2020 წელს - 28 092 ლარი და 2021 წელს - 26 862 ლარი) გათვალისწინებით, შემოწმებით გაანგარიშდა განკარგვადი თანხა (სულ 493 569 ლარი, მათ შორის: 2019 წელს - 125 827 ლარი, 2020 წელს - 148 388 ლარი და 2021 წელს - 219 354 ლარი) საანგარიშო პერიოდების მიხედვით, რომელიც განხილულ იქნა საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად, საანგარიშო პერიოდების მიხედვით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
3. გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტების მიხედვით 2019 წლის სექტემბრიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე სატვირთო ავტომანქანის იჯარის თანხები (ყოველთვიურად 500 ლარი ხელზე) ანაზღაურებულია ფიზიკური პირისთვის, რომლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები არ გააჩნია და არც ხელშეკრულება არ არის წარმოდგენილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად, გადახდილი თანხები დაექვემდებარა გადახდის წყაროსთან დაბეგვრას. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.
4. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ და გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაციის დამუშავების შედეგად დადგინდა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს „----------“ გადასახადის გადამხდელად დარეგისტრირდა 2012 წლის 25 იანვარს, დღგ-ის გადამხდელად - 2016 წლის 19 ოქტომბერს.
შესამოწმებელ პერიოდში, გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს: შავი ლითონის ჯართის (1 063 183 ლარის რეალიზაცია) და სხვა ნაკეთობების შეძენა-რეალიზაცია (67 465 ლარის რეალიზაცია), ქვიშა-ღორღის შეძენა-რეალიზაცია და სატვირთო ავტომანქანებით გადაზიდვის მომსახურების გაწევა.
გადამხდელს ეკონომიკური საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები, არ აქვს ჯართის შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია სრულად (რეალიზაციით ფიქსირდება 1 585 ტ ჯართის რეალიზაცია, საწარმოს მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით ფიქსირდება 576 ტ ჯართის შეძენა).
გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით საწარმოს სასაქონლომატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ერიცხება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადის ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელის მიერ შეძენილია 10 208 მ 3 ქვიშა-ხრეში, ხოლო დოკუმენტით რეალიზებულია 7 841 მ 3 ქვიშა-ხრეში (მათ შორის: გამოწერილი სასაქონლო ზედნადებების მიხედვით რეალიზებულია - 2 241 მ 3 ქვიშა-ხრეში, შპს „----------“ (ს/ნ ----------) გაფორმებული შეთანხმების და ავანსის საგადასახადო ანგარიშფაქტურის მიხედვით რეალიზებულია 5 600 მ 3 ). გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 720 მ 3 ქვიშაღორღი გამოყენებული იქნა საქმიანობის ფაქტობრივი ადგილის მოსასწორებლად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, სხვაობა (1 643 მ 3 ) ქვიშა-ხრეში დაექვემდებარა რეალიზაციას გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით (227%) 7 762 ლარის ოდენობით.
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი გაანგარიშდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი საბანკო ანგარიშის ამონაწერების და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის დამუშავების შედეგად. შესამოწმებელ პერიოდში ადგილობრივი გადაზიდვის მომსახურების გაწევით მიღებული შემოსავალი შეადგენს 99 726 ლარს, ხოლო საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებით გაწევით მიღებული შემოსავალი - 20 200 ლარს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ განხორციელებულია დღგ-ის 18%-იანი განაკვეთით დასაბეგრი ოპერაციები - 204 813 ლარის ოდენობით, ხოლო დღგ-ის ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული ბრუნვა - 1 083 383 ლარის ოდენობით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე, მე-8, 73-ე, 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე და 160-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, შემდეგ გარემოებათა გამო:
პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1333 მუხლის თანახმად:
1. საქართველოს ფინანსთა მინისტრი უფლებამოსილია განსაზღვროს იმ საქონლის ჩამონათვალი, რომლის მიწოდებით ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი იბეგრება გადახდის წყაროსთან 3- პროცენტიანი განაკვეთით, საქონლის შემძენი პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გადახდის წყაროსთან დაბეგვრის წესი გამოიყენება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მიწოდებისას სასაქონლო ზედნადები გამოწერილი არ არის.
3. ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი, რომელიც ამ მუხლის შესაბამისად დაიბეგრა, ამ პირის ერთობლივ შემოსავალში არ ჩაირთვება და შემდგომ დაბეგვრას არ ექვემდებარება.
,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 393 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადახდის წყაროსთან 3-პროცენტიანი განაკვეთით იბეგრება ფიზიკური პირის მიერ:
ა) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი;
ბ) შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენების მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავალი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ამ კოდექსის 1333 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკურ პირს უნაზღაურებს მისგან შეძენილი საქონლის ღირებულებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული ჯართის ოდენობა აღემატება დოკუმენტაციით შეძენილი ჯართის ოდენობას. ამასთან, გადამხდელს გადახდის წყაროსთან არ აქვს დაბეგრილი ფიზიკურ პირებზე ანაზღაურებული თანხები.
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ფიზიკური პირებისგან მოიძია ჯართის შესყიდვის დოკუმენტაცია და ითხოვს აღნიშნული დოკუმენტაციის გათვალისწინებას.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტები). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილი წერილობითი განმარტების მიხედვით, საწარმოს ბუღალტრული აღრიცხვა არ აქვს ნაწარმოები. ასევე, დებიტორ-კრედიტორული დავალიანების შესახებ წერილობითი ახსნა-განმარტების მიხედვით, დებიტორული დავალიანება განსაზღვრულია 11 000 ლარის ოდენობით, რაც გათვალისწინებულია განკარგვადი თანხის გაანგარიშებაში, ხოლო პარტნიორის წინაშე ვალდებულება არ არის დაფიქსირებული. აგრეთვე, პარტნიორიდან დამატებით თანხების მობილიზების საჭიროება შემოწმებით არ დგინდება.
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).
მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2019 წლის სექტემბრიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე სატვირთო ავტომანქანის იჯარის თანხები ანაზღაურებული აქვს ფიზიკური პირისთვის, რომლის იდენტიფიცირებისთვის საჭირო მონაცემები საწარმოს არ გააჩნდა შემოწმების პროცესში და არც ხელშეკრულება არ იყო წარმოდგენილი. შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ დავის წარმოების პროცესშიც ვერ იქნა წარმოდგენილი საჩივარში მითითებული არგუმენტების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ასევე საქმის ზეპირი განხილვისას გადამხდელმა ვერ წარმოადგინა დასაბუთებული არგუმენტები, რომელიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. ხოლო დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი ფორმითა და წესით. შესაბამისად, საწარმოს სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა. ასევე, გადამხდელის მიერ წარდგენილი ახსნა-განმარტების მიხედვით, საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ნაშთი არ ერიცხება. ამასთან, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციით, გადამხდელის მიერ შეძენილია 10 208 მ 3 ქვიშა-ხრეში, ხოლო დოკუმენტით რეალიზებულია 7 841 მ 3 ქვიშა-ხრეში. გადასახადის გადამხდელის განმარტებით, 720 მ 3 ქვიშა-ღორღი გამოყენებული იქნა საქმიანობის ფაქტობრივი ადგილის მოსასწორებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მიხედვით, ქვიშა-ხრეშის სხვაობა (1 643 მ 3 ) მართლზომიერად დაექვემდებარა რეალიზაციას გადასახადის გადამხდელის დოკუმენტური ფასნამატით (227%).
ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი შესაბამისი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.
ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად და არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მ.შ. ნოტარიულად დამოწმებული შესყიდვის აქტები);
ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საწარმოს უფლებამოსილ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვის საფუძვლით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.