N 388 - 27/08/2025 - „თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მთავრობის დადგენილებაში ცვლილება 27.08.2025
№ დოკუმენტი 388
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №388

2025 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

„თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №115 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №115 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 16/04/2025, 340150000.10.003.025005) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „თამბაქოს წარმოების ლიცენზირების წესისა და პირობების“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ლიცენზიის გამცემი ვალდებულია, ლიცენზიის გაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენიდან 30 დღის ვადაში. თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება ლიცენზიის გაცემის ან ლიცენზიის გაცემაზე უარის თქმის შესახებ, ლიცენზია გაცემულად ჩაითვლება.“.

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე