ბრძანება N 1711
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 1711
02.02.2023
შპს „----------” (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 15 იანვრის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 იანვრის სხდომაზე (ოქმი №6) განიხილა შპს „----------” (ს/ნ ----------) №78059/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 16 დეკემბრის №006-569 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ აღნიშნული სანქცია მძიმე ტვირთს წარმოადგენს საწარმოსთვის, ამასთან, საწარმოს დირექტორი საგადასახადო სამართალდარღვევის პერიოდში იყო სხვა პირი.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 27 ივლისის №20076 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „----------” (ს/ნ ----------) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 24 დეკემბრიდან 2022 წლის 1 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2021 წლის 18 იანვრის №352 ბრძანებით მოცული საკითხებისა. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 12 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 15 დეკემბრის №31580 ბრძანება და 16 დეკემბრის №006-569 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 16 917 ლარი, მათ შორის გადასახადი 10 228 ლარი, ჯარიმა 5 379 ლარი, საურავი 1 310 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით: შპს „----------” (ს/ნ ----------) საქმიანობის საგანს წარმოადგენს საავტომობილო მომსახურების გაწევა (სათადარიგო ნაწილების გამოცვლა, რემონტი) როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. საწარმო მიღებულ შემოსავალს ასახავს საკონტროლო-სალარო აპარატის (ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას) და საბანკო ანგარიშების მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ, წარმოდგენილი მასალების (ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ბუღალტრული აღრიცხვა) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ საქონლის და მომსახურების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის შესაბამისად, მონაცემები არ არის ასახული გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში სრულად (ფიქსირდება დაუდეკლარირებული შემოსავალი). 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის და 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, პირს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შპს „----------” (ს/ნ ----------) ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში შპს „----------”-სგან (ს/ნ ----------) შეიძინა ავტომობილის ნაწილები. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომწოდებელმა წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე, 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელს გამოუწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ავ----------, რომლის განაშთვის მიზნით 2021 წლის დეკემბრის თვეში შპს „----------” (ს/ნ ----------) საწარმოს გამოუწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ეა----------. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა-ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა ჩაითვალა როგორც მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხები, ასევე მისი განაშთვის მიზნით მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში (ეა----------) ასახული დღგ-ის თანხები. გარდა ამისა, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში, გაადასახადის გადამხდელმა შპს „----------”-სგან (ს/ნ ----------) მიღებული პროდუქციის ნაწილი უკან დაუბრუნა მომწოდებელს, რომლის შედეგადაც განხორციელდა შპს „----------”-სგან მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების კორექტირება (შემცირება), თუმცა საწარმოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შემცირება შესაბამის პერიოდზე არ განუხორციელებია. 2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების, ასევე 2021 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს შეუმცირდა ჩასათვლელი დღგ-ის თანხა, დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში, გადამხდელი ქირაობს თანამშრომლებს ანაზღაურების სანაცვლოდ. საწარმოს მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილი მასალებით (ბუღალტრული აღრიცხვა; საბანკო ამონაწერები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (გადამხდელის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების) შესწავლა-ანალიზით, საბანკო გადარიცხვების გზით ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დასაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხები, არ ედრება საწარმოს მიერ, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებს. გარდა ამისა, შემოწმების პროცესში აღმოჩნდა, რომ საწარმოს დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან 24 681 ლარი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს უკან არ დაბრუნებია და არც შესბამისი თანხის გახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დააფიქსირა პოზიცია, რომლის თანახმადაც 24 681 ლარი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის და 101-ე მუხლის საფუძველზე, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების მიზნით საწარმომ, შესამოწმებელი პერიოდის ფარგლებში, შეიძინა ძირითადი საშუალებები: საოფისე ინვენტარი, კომპიუტერული ტექნიკა, შენობა ნაგებობები და სხვა. გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილ ბუღალტრულ რეგისტრებში, აღნიშნული ქონება ფიქსირდება როგორც კომპანიის ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებები, გარდა 17 896 ლარის ღირებულების (დღგ-ის გარეშე) ძირითადი საშუალებებისა. გადასახადის გადამხდელის მიერ, 2019, 2020 და 2021 წლების საანგარიშო პერიოდების შესაბამისად, დეკლარირებულ ქონების გადასახადის დეკლარაციებში ასახულ მონაცემებსა (დეკლარაციაში მითითებული ძირითადი საშუალებების ღირებულება) და მის მიერ ამავე პერიოდში შეძენილ ძირითადი საშუალებების ღირებულებებს შორის ფიქსირდება უზუსტობები (შემცირებულია ღირებულებები). აღნიშნულ საკითხზე საწარმოს მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილი პოზიციის გათვალისწინებით და ასევე, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის საფუძველზე, ქონების გადასახადის ნაწილში, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.
შემოწმების მიერ გამოვლენილი დარღვევების შედეგად (დეკლარირებულ მონაცემებსა და განაცემთა შესახებ ინფორმაციას შორის სხვაობა), შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს წარმოეშვა გაცემული თანხის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. გადამხდელი ვალდებული იყო, "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთვის წარედგინა ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ. აღნიშნული სამართალდარღვევისთვის პირი დაჯარიმდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის შესაბამისად 100 ლარით.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად:
1. პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, −იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
2. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.
21. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.
22. საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირება, თუ შემცირებული გადასახადის თანხა ამ დეკლარაციაში/გაანგარიშებაში აღნიშნული გადასახადის თანხის 5 პროცენტზე მეტია და 20 პროცენტს არ აღემატება, −იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 25 პროცენტის ოდენობით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლის თანახმად, პირის მიერ ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, რისთვისაც ამავე კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა, მაგრამ არ არის განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა, – იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე7 ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------” (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, მისი ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილზე მითითებით ითხოვს დაკისრებული ჯარიმა/საურავისგან გათავისუფლებას. განმარტავს, რომ აღნიშნული სანქცია მძიმე ტვირთს წარმოადგენს საწარმოსთვის, ამასთან, საწარმოს დირექტორი საგადასახადო სამართალდარღვევის პერიოდში იყო სხვა პირი.
ფაქტობრივი გარემოებები
მომჩივანის საქმიანობის საგანს წარმოადგენს საავტომობილო მომსახურების გაწევა (სათადარიგო ნაწილების გამოცვლა, რემონტი) როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის. საწარმო მიღებულ შემოსავალს ასახავს საკონტროლო-სალარო აპარატის (ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას) და საბანკო ანგარიშების მეშვეობით. გადასახადის გადამხდელის მიერ, წარმოდგენილი მასალების (ამონაწერები საბანკო ანგარიშებიდან, ბუღალტრული აღრიცხვა) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა/ანალიზით აღმოჩნდა, რომ საქონლის და მომსახურების რეალიზაციით მიღებული შემოსავლის შესაბამისად, მონაცემები არ არის ასახული გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დღგ-ის ყოველთვიურ დეკლარაციებში სრულად (ფიქსირდება დაუდეკლარირებული შემოსავალი).
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, შესამოწმებელი პერიოდის ჭრილში შეიძინა ავტომობილის ნაწილები. აღნიშნულთან დაკავშირებით, მომწოდებელმა წინასწარი ანაზღაურების საფუძველზე, 2021 წლის ნოემბრის თვის საანგარიშო პერიოდზე გადასახადის გადამხდელს გამოუწერა ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რომლის განაშთვის მიზნით 2021 წლის დეკემბრის თვეში საწარმოს გამოუწერა დღგ-ის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლა-ანალიზით დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელმა ჩაითვალა როგორც მიღებული ავანსის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხები, ასევე მისი განაშთვის მიზნით მიღებულ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურაში ასახული დღგ-ის თანხები. გარდა ამისა, ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში, გაადასახადის გადამხდელმა მიღებული პროდუქციის ნაწილი უკან დაუბრუნა მომწოდებელს, რომლის შედეგადაც განხორციელდა მიღებული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის ღირებულების კორექტირება (შემცირება), თუმცა საწარმოს ჩასათვლელი დღგ-ის თანხის შემცირება შესაბამის პერიოდზე არ განუხორციელებია.
ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების პროცესში, გადამხდელი ქირაობს თანამშრომლებს ანაზღაურების სანაცვლოდ. საწარმოს მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილი მასალებით (ბუღალტრული აღრიცხვა; საბანკო ამონაწერები) და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია/დოკუმენტაციის (გადამხდელის მიერ წარდგენილი საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების) შესწავლა-ანალიზით, საბანკო გადარიცხვების გზით ფიზიკურ პირებზე გაცემული ხელფასის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან დასაკავებული საშემოსავლო გადასახადის თანხები, არ ედრება საწარმოს მიერ, საგადასახადო ორგანოში წარდგენილ საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიურ დეკლარაციებში ასახულ მონაცემებს. გარდა ამისა, შემოწმების პროცესში აღმოჩნდა, რომ საწარმოს დირექტორზე საქვეანგარიშოდ გაცემული თანხებიდან 24 681 ლარი შესამოწმებელი პერიოდის განმავლობაში საწარმოს უკან არ დაბრუნებია და არც შესბამისი თანხის გახარჯვის დამადასტურებელი ინფორმაცია/დოკუმენტაცია შემოწმებისთვის არ წარმოუდგენია. აღნიშნულთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელმა დააფიქსირა პოზიცია, რომლის თანახმადაც 24 681 ლარი განხილულ იქნა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
შემოწმების მიერ გამოვლენილი დარღვევების შედეგად (დეკლარირებულ მონაცემებსა და განაცემთა შესახებ ინფორმაციას შორის სხვაობა), შესამოწმებელ პერიოდში, გადამხდელს წარმოეშვა გაცემული თანხის გადახდის წყაროსთან დაკავების ვალდებულება. გადამხდელი ვალდებული იყო, "გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 39-ე მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოსთვის წარედგინა ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და წყაროსთან დაკავებული გადასახადის შესახებ.
გადაწყვეტილება
საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს არ ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები, ამასთან, მომჩივანი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რომლითაც დადასტურდება, რომ გადასახადის გადამხდელი საგადასახადო ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულებისას მოქმედებდა სამართლებრივი შეცდომის არეალში. შესაბამისად, საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული სანქციების მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101(1); 154(1„ა“); 159(1„ა“); 272; 275; 291.
(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“); 173.