ბრძანება N 22801

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 18.09.2023
№ დოკუმენტი 22801
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 22801

18 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „------” (ს/ნ -----)

(მის.: -------)

2023 წლის 23 იანვრის და 2 აგვისტოს საჩივრების

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 3 აგვისტოს და 7 სექტემბრის სხდომებზე (ოქმი №81, ოქმი №92) განიხილა შპს „------ს” (ს/ნ -----) №78406/1/2023 და №82808/1/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №024-85 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს. აცხადებს, რომ შემმოწმებელს საბაზრო ფასის დასადგენად არ აქვს გამოყენებული ქონების შეფასების მეთოდი. განმარტავს, რომ საქონლის მიწოდება თვითღირებულებაზე დაბალ ფასად განაპირობა ქ. ------ს ავტობაზრობაზე საწარმოს სპეცტექნიკის გაქურდვამ, რაზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე და დაკვებული იყო დაცვის ორი თანამშრომელი.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას. აცხადებს, რომ შემოწმებისთვის მიწოდებულ საბუღალტრო პროგრამაში არ იყო ასახული ვალის ურთიერთგაქვითვა, რადგან შემოწმების დროს აღნიშნული დოკუმენტი არ გააჩნდა ბუღალტერს. განმარტავს, რომ საწარმოს ჰქონდა დავალიანება არარეზიდენტ კომპანიებთან, რომელიც დაუფარა აღნიშნულმა ურთიერთდამოკიდებულმა პირმა.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას. აცხადებს, რომ შემმოწმებლის მიერ საკითხი არ არის სრულყოფილად შესწავლილი. განმარტავს, რომ 2018-2019 წლებში არარეზიდენტი ფიზიკური პირისთვის, რომელიც არის -----ს მოქალაქე, მიწოდებული აქვთ 327 400 დოლარის ღირებულების სატვირთო ავტომობილები, რაზეც ქ. ------ს სასამართლოდან გამოთხოვილი აქვთ საქმე არსებული დავალიანების გადახდასთან დაკავშირებით. ასევე, სისხლის სამართლის საქმე არის აღძრული ----- კომპანიასთან 63 048 ლარის დავალიანებასთან დაკავშირებით. ითხოვს აღნიშნულ ნაწილში დარიცხული საშემოსავლო გადასახადის გაუქმებას.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას. აცხადებს, რომ აღნიშნული თანხა საწარმოს ანგარიშზე ჩარიცხულ იქნა არარეზიდენტი კომპანიის მიერ საქონლის შესაძენად, თუმცა მყიდველმა აღარ ისურვა საქონლის შეძენა და ფულის უკან დაბრუნება მოითხოვა ნაღდი ანგარიშსწორებით (გამომდინარე იქიდან, რომ არ მომხდარიყო ბანკის მიერ საკომისიო თანხის ჩამოჭრა).

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 24 მაისის №13083 ბრძანების საფუძველზე განხორციელდა შპს „------ს” (ს/ნ -----) შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები, გარდა აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 29 მაისის №14306 ბრძანებით მოცული საკითხებისა. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ 2022 წლის 26 დეკემბრის №32745 ბრძანება და ამავე თარიღის №024-85 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 2 803 260 ლარი, მათ შორის, გადასახადი 1 458 581 ლარი, ჯარიმა 821 225 ლარი, საურავი 523 454 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საჩივრებში დასმულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სპეცტექნიკის (სატვირთო მანქანების ) შემოყვანა და უმეტესად რეექსპორტის რეჟიმით რეალიზაცია. გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის პროგრამა „ორისის“ და პირველადი დოკუმენტების შესწავლით დგინდება, რომ საწარმოს დიდი ოდენობით ტექნიკა მიწოდებული აქვს ------ს რესპუბლიკაში რეგისტრირებულ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიაზე „----”-ზე (------ დირექტორია ორივე კომპანიაში) თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების და 981 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ კომპანიაზე მიწოდების ფასი განისაზღვრა საბაზროთი (არაურთიერთდამოკიდებულებზე მიწოდებისას მოგების მარჟა 8%). გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ კომპანიასთან „------”-სთან ბუღალტრული აღრიცხვით უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 3 000 000 ლარამდე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა როგორც არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემული უპროცენტო სესხი, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის და ამავე მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით, ხოლო უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება (ეროვნული ბანკის მეირ დადგენილი შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთით) დაექვემდებარა დაბეგვრას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მიხედვით მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით საწარმოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 1 209 450 ლარი არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან 2018 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. გადამხდელმა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73 -ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, შემოწმებით აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. კომპანიის საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის შესწავლით დადგინდა, რომ 2019 წლის მაისისა და ივნისის თვეებში „------“ კომპანიიდან ბანკში ჩარიცხულია 972 930 ლარი. 971 412 ლარი დირექტორმა გაიტანა ბანკიდან და განაცხადა, რომ ნაღდი ფული დაუბრუნა კომპანიას უკან. ასევე, გადამხდელმა ვერ განმარტა თანხის ჩარიცხვის ან დაბრუნების მიზეზი. აღნიშნულს დოკუმენტურად ვერ ადასტურებს, ვერ მოხდა იდენტიფიცირება თუ ვინ მიიღო ფული ან როდის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის 9 ნაწილის თანახმად, აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154- ე მუხლის გათვალისწინებით გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად:

1. გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენება გარიგებაში საქონლის/მომსახურების ფაქტობრივი ფასი, თუ ამ კოდექსით საბაზრო ფასის ან სხვა ღირებულების გამოყენება არ არის გათვალისწინებული.

2. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასად ითვლება ფასი, რომელიც ყალიბდება საქონლის/მომსახურების ბაზარზე იდენტური (ხოლო მისი არარსებობის შემთხვევაში – მსგავსი) საქონლის/მომსახურების მოთხოვნისა და მიწოდების ურთიერთზემოქმედების შედეგად და შესაბამის ბაზარზე იმ პირებს შორის დადებული გარიგების საფუძველზე, რომლებიც ამ კოდექსის მე-19 მუხლის მიხედვით არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის გარიგება მხედველობაში მიიღება მხოლოდ იმ პირობით, რომ მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ მოახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

3. საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასი განისაზღვრება ბაზარზე ამ საქონლის/მომსახურების მიწოდების მომენტისათვის (ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში – რეალიზაციის მომენტის უახლოესი კალენდარული დღისათვის, რომელიც არა უმეტეს 30 კალენდარული დღით უსწრებს ან მოჰყვება ასეთი საქონლის/მომსახურების რეალიზაციის მომენტს) იდენტურ (მსგავს) საქონელზე/მომსახურებაზე დადებული გარიგების შესახებ, მათ შორის, საერთაშორისო და სხვა ბირჟებზე დაფიქსირებული ფასების შესახებ, ინფორმაციის საფუძველზე.

11. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადებით დაბეგვრის მიზნებისათვის გამოიყენოს საბაზრო ფასი შემდეგ შემთხვევებში: ა) თუ გარიგება განხორციელდა ურთიერთდამოკიდებულ პირებს შორის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას არ ახდენს ასეთი გარიგების შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ურთიერთდამოკიდებულ პირებად ითვლებიან ის პირები, რომელთა შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობამ შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი ან მათ მიერ წარმოდგენილი პირების საქმიანობის პირობებზე ან ეკონომიკურ შედეგებზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება და უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის მე-4 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების განაწილებად ითვლება:

ა) საწარმოს მიერ ურთიერთდამოკიდებულ პირთან (რომელიც მოგების გადასახადით არ იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით) განხორციელებული ოპერაცია, თუ მათ შორის დადებული გარიგების ფასი განსხვავდება მისი საბაზრო ფასისაგან და მათი ურთიერთდამოკიდებულება გავლენას ახდენს გარიგების შედეგზე. ასეთ შემთხვევაში განაწილებული მოგების ოდენობა შეადგენს:

ა.ა) გარიგების საბაზრო ფასსა და მიღებულ/მისაღებ შემოსავალს შორის სხვაობას, თუ გარიგების საბაზრო ფასი აღემატება მიღებულ/მისაღებ შემოსავალს ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის საქონლის მიწოდება ან მომსახურების გაწევა, რომლის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება, უსასყიდლოდ მიწოდებად ითვლება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს დიდი ოდენობით ტექნიკა მიწოდებული აქვს სომხეთის რესპუბლიკაში რეგისტრირებულ ურთიერთდამოკიდებულ კომპანიაზე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. შემოწმებით ურთიერთდამოკიდებულ კომპანიაზე მიწოდების ფასი განისაზღვრა საბაზრო ღირებულებით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ გადამხდელს საჩივარი წარმოდგენილი ჰქონდა 2023 წლის 23 იანვარს და 2 აგვისტოს. 2023 წლის 3 აგვისტოს საჩივრის ზეპირ განხილვაზე გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით 2 კვირის ვადაში წარმოედგინა მისი არგუმენტაციის შესაბამისი მტკიცებულებები, რაც გადამხდელის მიერ არ განხორციელდა.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ კომპანიასთან უფიქსირდება დებიტორული დავალიანება. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა როგორც არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემული უპროცენტო სესხი და დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით, ხოლო უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ საწარმოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან 2018 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. გადამხდელმა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. შემოწმებით აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილ დოკუმეტებზე და მიუთითებს, რომ აღნიშნული არ წარმოადგენს საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული საგადასახადო ვალდებულებების კორექტირების საფუძველს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოწმებით დადგენილი გარემოებაა, რომ კომპანიის საბანკო ანგარიშზე არარეზიდენტი კომპანიიდან ჩარიცხულია 972 930 ლარი, რომლიც საწარმოს დირექტორის მიერ არის გატანილი ნაღდი ანგარიშსწორებით. გადამხდელმა ვერ განმარტა თანხის ჩარიცხვის ან დაბრუნების მიზეზი. ვერ მოხდა იდენტიფიცირება თანხის მიმღები მხარის. შემოწმების მიერ აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად, დავის ეტაპზე გადამხდელმა წარმოადგინა ე.წ ,,თანხის გადახდის დოკუმენტი“, რომლითაც ვერ იდენტიფიცირდება აღნიშნული თანხის მიმღები არარეზიდენტი პირი ნამდვილად მუშაობს თუ არა კომპანიაში და აქვს თუ არა თანამდებობრივად და იურიდიულად უფლებამოსილება თანხის მიღების. ამასთან, აღნიშნული დოკუმენტი არ არის შესაბამისი წესით დამოწმებული.

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი მისი არგუმენტების შესაბამისი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს .

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------” (ს/ნ -----) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს და ფასნამატს.

2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ურთიერთდამოკიდებულ პირთან არსებული დებიტორული დავალიანების სესხად განხილვას და მოგების გადასახადით დაბეგვრას.

3. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება არარეზიდენტ პირებთან არსებული დებიტორული დავალიანების საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

4. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოდან გატანილი თანხის დირექტორზე გაცემულ ხელფასად დაბეგვრას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სპეცტექნიკის (სატვირთო მანქანების ) შემოყვანა და უმეტესად რეექსპორტის რეჟიმით რეალიზაცია. საწარმოს დიდი ოდენობით ტექნიკა მიწოდებული აქვს ურთიერთდამოკიდებულ კომპანიაზე თვითღირებულებაზე დაბალ ფასად. ურთიერთდამოკიდებულ კომპანიაზე მიწოდების ფასი განისაზღვრა საბაზროთი (არაურთიერთდამოკიდებულებზე მიწოდებისას მოგების მარჟა 8%). გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. საწარმოს ურთიერთდამოკიდებულ არარეზიდენტ კომპანიასთან ბუღალტრული აღრიცხვით უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 3 000 000 ლარამდე. შემოწმების მიერ აღნიშნული ოპერაცია დაკვალიფიცირდა როგორც არარეზიდენტ იურიდიულ პირზე გაცემული უპროცენტო სესხი, რომელიც დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით, ხოლო უსასყიდლოდ გაწეული მომსახურება (ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი შესაბამისი წლიური საპროცენტო განაკვეთით) დაექვემდებარა დაბეგვრას მოგების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

3. გადამხდელის ბუღალტრული აღრიცხვის ანალიზით საწარმოს უფიქსირდება დებიტორული დავალიანება 1 209 450 ლარი არარეზიდენტ ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან 2018 წლიდან შესამოწმებელი პერიოდის ბოლომდე. გადამხდელმა დავალიანების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ წარმოადგინა. შემოწმებით აღნიშნული დებიტორული დავალიანება დაკვალიფიცირდა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

4. კომპანიის საბანკო ამონაწერებისა და ბუღალტრული პროგრამის შესწავლით დადგინდა, რომ 2019 წლის მაისისა და ივნისის თვეებში სხვა კომპანიიდან ბანკში ჩარიცხულია 972 930 ლარი. 971 412 ლარი დირექტორმა გაიტანა ბანკიდან და განაცხადა, რომ ნაღდი ფული დაუბრუნა კომპანიას უკან. ასევე, გადამხდელმა ვერ განმარტა თანხის ჩარიცხვის ან დაბრუნების მიზეზი. აღნიშნულს დოკუმენტურად ვერ ადასტურებს, ვერ მოხდა იდენტიფიცირება თუ ვინ მიიღო ფული ან როდის. აღნიშნული თანხა დაკვალიფიცირდა დირექტორის მიერ მიღებულ ხელფასად. გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და შესაბამისი ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად. ამდენად, გადასახადის გადამხდელის საჩივრები დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 136(3), 61(3), 73(4)(9"ბ"), 18, 19(1), 97(1"ა","გ"), 981(4"ა.ა"), 982(3"ზ")(8), 983(1), 101(1), 154(1"ა"), 43(4).