ბრძანება N 8919

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 07.05.2025
№ დოკუმენტი 8919
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 8919

07 მაისი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ი/მ „------“(ს/ნ ------)

(მის.:---------)

2025 წლის 4 აპრილის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 აპრილისა და 2 მაისის სხდომებზე (ოქმები №31 და №34) განიხილა ი/მ -------- (ს/ნ ----------) №94936/1/2025 საჩივარი, რომლითაც გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2025 წლის 6 მარტის №CB1730001 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმს.

 

გადასახადის გადამხდელის არგუმენტაცია:

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისს, მაგრამ საჩივარში სადავო საკითხთან დაკავშირებით პოზიცია/არგუმენტები არ აქვს დაფიქსირებული.

 

ფაქტების აღწერა:

საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2024 წლის 12 ნოემბრის №23995 ბრძანების საფუძველზე, ამავე დეპარტამენტს დაევალა ი/მ ------- (ს/ნ -------) სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარება.

--------- რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2000 წლის 8 თებერვალს და მისი საქმიანობაა არასპეციალიზებულ მაღაზიაში საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობა.

ინვენტარიზაციის დაწყებამდე ი/მ ------- (ს/ნ --------) ჩაბარდა ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ ბრძანება. ბრძანების ჩაბარების შემდეგ ი/მ ------- (ს/ნ --------) მიერ 2024 წლის 12 ნოემბრის წერილით წარმოდგენილ იქნა საინვენტარიზაციო კომისიაში მონაწილე პირთა სია, რომელთა მონაწილეობითაც ჩატარდა სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ინვენტარიზაცია. ინვენტარიზაციის დაწყებისას გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი მასზედ, რომ შემოსავლისა და გასავლის ყველა დოკუმენტაცია ჩაბარებულია ბუღალტერიაში, ყველა მიღებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღებულია შემოსავალში, ხოლო გაცემული ჩამოწერილია გასავალში. ასევე, გადასახადის გადამხდელს ჩამოერთვა ხელწერილი, რომ მას არ ჩაუტარებია სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია და შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია ზედმეტობის ან/და დანაკლისის შესახებ, რომელსაც ასახავდა საგადასახადო ანგარიშგებაში ან/და მიაწვდიდა საგადასახადო ორგანოს ინვენტარიზაციის დაწყებამდე.

საინვენტარიზაციო კომისიის მიერ შედგენილი იქნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №16 (ოქმი სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვის შესახებ). ფაქტობრივად აღწერილი იქნა 888.95 ლარის ღირებულების სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები (პირვანდელი ღირებულებით).

ი/მ ------- (ს/ნ -------) საინვენტარიზაციო კომისიამ წარმოადგინა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივი ბუღალტრული ნაშთი 2024 წლის 12 ნოემბრის მდგომარეობით, რომელმაც თვითღირებულებით შეადგინა 61892.39 ლარი.

საანგარიშო პერიოდად აღებულ იქნა პერიოდი 2021 წლის პირველი იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე პერიოდი (12 ნოემბერი 2024 წ).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზედნადებებით მიღებულმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 118507 ლარი. ამასთან, ამავე პერიოდის განმავლობაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 56615 ლარი.

2021 წლის იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა გადამხდელის სალაროს და ბანკის ანგარიშების ამონაწერების მონაცემები, რომელმაც სულ შეადგინა 67644 ლარი.

ი/მ ------ (ს/ნ -------) ჩამოერთვა განმარტებითი ბარათი მასზე, რომ საინვენტარიზაციო კომისიამ, რომლის წევრებიც თვითონ არიან, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები აღწერა სწორად, კომისიასთან პრეტენზია არ გააჩნია და აღწერილ სასაქონლომატერიალურ ფასეულობებს იღებს თავისი პასუხისმგებლობის ქვეშ შესანახად.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების შედარებით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი, რომელმაც საბაზრო ღირებულებით შეადგინა 72453.78 ლარი.

გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 26 თებერვალს ჩაბარდა მიმდინარე კონტროლის განხორციელების ან/და საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგებთან დაკავშირებით გადაწვეტილების პროექტი და ეცნობა, რომ საწინააღმდეგო პოზიციის არსებობის შემთხვევაში უფლება აქვს პროექტის ჩაბარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტში წარმოადგინოს წერილობითი პოზიცია და მონაწილეობა მიიღოს საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მედიაციის საბჭოს მიერ საკითხის განხილვაში, პირადად ან წარმომადგენლის მეშვეობით.

წარდგენილ პროექტთან დაკავშირებით ი/მ ------ (ს/ნ -------) მიერ საწინააღმდეგო პოზიცია არ დაფიქსირებულა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის საფუძველზე, დაჯარიმდა 7245.38 ლარით, რაზეც 2025 წლის 6 მარტს შედგენილ იქნა №CB1730001 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის მიერ მოხდა გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაცია და მოწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 25 აპრილის სხდომაზე, რაზეც გადამხდელმა მოითხოვა საკითხის გადადება. ამის შემდგომ, გადასახადის გადამხდელთან კვლავ მოხდა კომუნიკაცია და მოწვეულ იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 2 მაისის სხდომაზე, მაგრამ გადასახადის გადამხდელი დავების განხილვის საბჭოს სხდომას არ დაესწრო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში, შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს პირს მოსთხოვოს მისი სააღრიცხვო დოკუმენტაციის ან/და მის დაბეგვრასთან დაკავშირებული ინფორმაციის (მათ შორის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური (უფლებამოსილი) ორგანოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის) წარდგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა. ისეთი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიმართ, რომელთა დასაწყობება ფიზიკურად შეუძლებელია (ელექტრო- და თბოენერგია, გაზი და წყალი), დანაკლისად ითვლება სხვაობა შეძენილ (შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით) და რეალიზებულ (გადასახადის გადამხდელისგან ფაქტობრივად გასულ) სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა შორის, თუ ვერ დგინდება დებიტორი (ამნაზღაურებელი) ან/და მიმთვისებელი. ამასთანავე, უფლებამოსილ ორგანოს შეუძლია დაადგინოს დანაკარგის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა. ასეთ შემთხვევაში დანაკლისად ჩაითვლება ამ ოდენობაზე მეტი დანაკარგი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა, პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.

საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად და იმის გათვალისწინებით, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივრებს თან არ ურთავს ისეთ მტკიცებულებებს, რომელიც გავლენას მოახდენს (შეამცირებს) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ი/მ ----- (ს/ნ -----) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი ასაჩივრებს ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი სასაქონლომატერიალური ფასეულობების დანაკლისს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

პირი რეგისტრირებულია ინდივიდუალურ მეწარმედ 2000 წლის 8 თებერვალს და მისი საქმიანობაა არასპეციალიზებულ მაღაზიაში საკვები პროდუქტებით საცალო ვაჭრობა. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მიხედვით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ზედნადებებით მიღებულმა სასაქონლო-მატერიალურმა ფასეულობებმა პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 118507 ლარი. ამასთან, ამავე პერიოდის განმავლობაში სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მიწოდებამ პირვანდელი ღირებულებით შეადგინა 56615 ლარი. 2021 წლის იანვრიდან ინვენტარიზაციის დაწყების მომენტამდე რეალიზებული სასაქონლომატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების ანგარიშის საფუძვლად აღებულ იქნა გადამხდელის სალაროს და ბანკის ანგარიშების ამონაწერების მონაცემები, რომელმაც სულ შეადგინა 67644 ლარი.

სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ბუღალტრული და ფაქტიური მონაცემების შედარებით გამოვლინდა სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გამოვლენილ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისზე, გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:8(11);286(9);