ბრძანება N 11864
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 11864
29 მაისი 2026
ბრძანება
ფ/პ „--------“ (პ/ნ „--------“)
(მის.: „--------“)
2026 წლის 15 აპრილის საჩივრების
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 30 აპრილს და 21 მაისს გამართულ სხდომებზე (ოქმები №34 და №41) განიხილა ფ/პ „--------“-ის (პ/ნ „--------“) №60013/21 და №60132/01 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 19 მარტის №011-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:
გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის გაანაგრიშებისას იხელმძღვანელა წინა შეფასების დასკვნით, რომელიც წარმოადგენს არარეალურ მონაცემებს. გადასახადის გადამხდელის მითითებით ქ. „--------“-ში და სოფელ „--------“-ში მდებარე უძრავი ქონებები შეფასებულია არაგონივრულად გაზრდილი ღირებულებით, რა შემთხვევაშიც არ არის გათვალისწინებული მთელი რიგი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც არსებით ზეგავლენას ახდენს ფასის ფორმირებაზე.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანებით აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 19 მაისის №011-2 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით 2025 წლის 18 ივნისის საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:
1. ფ/პ „--------“-ის (ს/ნ „--------“) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს ყოველმხრივ შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ახალი შეფასების ექსპერტიზის დასკვნა ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.“
შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 25 სექტემბრის №20852 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 12 მარტის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვითაც დარიცხული თანხები არ შემცრიდა. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 19 მარტის №011-2 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.
საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:
აუდიტის დეპარტამენტმა ყოველმხრივ შეისწავლა გადასახადის გადამხდელის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის ეტაპზე წარმოდგენილი ექსპერტიზის ახალი შეფასების დასკვნები - ქონების ღირებულების განსაზღვრის თაობაზე. შესწავლის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც არ იძლევა საფუძველს მოხდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის კორექტირება.
შემოწმების აქტით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებუელებების განსაზღვრა მოხდა გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შპს „--------“ 2024 წლის 29 თებერვლის შეფასების დასკვნით, რომლითაც განხორციელდა ექვსი დასაბეგრი უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება. გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილია შპს „------- - ის“ 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნა, ასევე, საშემფასებლო კომპანია „------“ 2024 წლის პირველი ოქტომბრის შეფასების დასკვნა. შპს „-------- -ის“ 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნით განმეორებით შეფასდა ექვსი ქონება, რომლეთაგან ხუთ ქონებაზე უცვლელად იქნა დატოვებული წინა, 2024 წლის 29 თებერვლის შეფასების დასკვნით დაფიქსირებული საბაზრო ფასები, ხოლო ერთ ქონებაზე ახალი შეფასების დასკვნით მნიშვნელოვნად განსხვავებული ღირებულებითაა შეფასებული. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია განმეორებით შეფასების დასკვნაში იგივე შესადარისი ობიექტების საბაზრო ფასიდან განხორციელებული სხვაფასხვა შესწორებებით.
შემოწმებით ჩატარებული ანალიზით 2024 წლის 17 ივნისის განმეორებით შეფასების დასკვნაში აღნიშნული შესწორებები წარმოადგენს არასწორ/არარეალურ შესწორებას.
საშემფასებლო კოპანია „------ -ს “ 2024 წლის პირველი ოქტომბრის შეფასების დასკვნით შეფასება გაკეთდა ოთხ ქონებაზე (რომელ ქონებებზე ქონების საბაზო ფასი უცვლელად დარჩა შპს „--------- - ის“ პირველ და მეორე შეფასების დასკვნებში).
შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, „--------“-ში მდებარე კაპიტალური ავტოფარეხების და საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული სარდაფის შეფასების ნაწილში გამოყენებულია შეუსაბამო შესადარისი ობიექტები ან/და არასწორი/არარეალური შესწორებები.
ამასთან, 2024 წლის 29 თებერვალს პირველი შეფასების დასკვნაში ხარვეზი არაა დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რის საფუძველზეც, წარმოდგენილი მეორე და მესამე შეფასების დასკვნები ვერ ჩაითვლება უპირატესად პირველი შეფასების დასკვნასთან შედარებით.
შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არ არსებობსი გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებუელებების კორექტირება (შემცირება).
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით.
მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემულ დასკვნაზე, რომლის თანახმად, გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილია შპს „------- ის “ 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნა, ასევე, საშემფასებლო კომპანია „------- -ს“ 2024 წლის პირველი ოქტომბრის შეფასების დასკვნა. შპს „-------- -ის “ 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნით განმეორებით შეფასდა ექვსი ქონება, რომლეთაგან ხუთ ქონებაზე უცვლელად იქნა დატოვებული წინა, 2024 წლის 29 თებერვლის შეფასების დასკვნით დაფიქსირებული საბაზრო ფასები, ხოლო ერთ ქონებაზე ახალი შეფასების დასკვნით მნიშვნელოვნად განსხვავებული ღირებულებითაა შეფასებული. აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია განმეორებით შეფასების დასკვნაში იგივე შესადარისი ობიექტების საბაზრო ფასიდან განხორციელებული სხვაფასხვა შესწორებებით, რომლებიც შემოწმების შეფასებით, წარმოადგენს არასწორ/არარეალურ შესწორებას. ამასთან, საგულისხმოა, რომ საშემფასებლო კოპანია „------- -ის “ 2024 წლის პირველი ოქტომბრის შეფასების დასკვნით შეფასება გაკეთდა ოთხ ქონებაზე (რომელ ქონებებზე ქონების საბაზო ფასი უცვლელად დარჩა შპს „-------- -ის “ პირველ და მეორე შეფასების დასკვნებში).
რაც შეეხება ქ. „--------“-ში, „--------“-ში მდებარე კაპიტალური ავტოფარეხების და საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული სარდაფის შესახებ დასკვნას, მოცემულ შემოთხვევაშიც, შემოწმების შეფასებით გამოყენებულია შეუსაბამო შესადარისი ობიექტები ან/და არასწორი/არარეალური შესწორებები.
ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრებში გამოთქმული პრეტენზიები საფუძველს მოკლებულია, ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი საჩივრებში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად.
საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. ფ/პ „--------“-ის (პ/ნ „--------“) საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელის მითითებით უძრავი ქონებები შეფასებულია არაგონივრულად გაზრდილი ღირებულებით.
ფაქტობრივი გარემოებები
შესწავლის შედეგად გამოვლინდა გარემოებები, რომლებიც არ იძლევა საფუძველს მოხდეს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო შემოწმების აქტის კორექტირება. შემოწმების აქტით ქონების გადასახადში საგადასახადო ვალდებუელებების განსაზღვრა მოხდა გადამხდელის მიერ წარმოდგენილი შეფასების დასკვნით.
გადაანგარიშების პროცესში წარმოდგენილია 2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნა, ასევე, საშემფასებლო კომპანიის 2024 წლის პირველი ოქტომბრის შეფასების დასკვნა.2024 წლის 17 ივნისის განმეორებითი შეფასების დასკვნით განმეორებით შეფასდა ექვსი ქონება, რომლეთაგან ხუთ ქონებაზე უცვლელად იქნა დატოვებული წინა შეფასების დასკვნით დაფიქსირებული საბაზრო ფასები, ხოლო ერთ ქონებაზე ახალი შეფასების დასკვნით მნიშვნელოვნად განსხვავებული ღირებულებითაა შეფასებული.აღნიშნული ცვლილება გამოწვეულია განმეორებით შეფასების დასკვნაში იგივე შესადარისი ობიექტების საბაზრო ფასიდან განხორციელებული სხვადასხვა შესწორებებით.
შემოწმებით ჩატარებული ანალიზით 2024 წლის 17 ივნისის განმეორებით შეფასების დასკვნაში აღნიშნული შესწორებები წარმოადგენს არასწორ/არარეალურ შესწორებას.შემოწმების მიერ ჩატარებული ანალიზით, კაპიტალური ავტოფარეხების და საცხოვრებელი მიზნით გამოყენებული სარდაფის შეფასების ნაწილში გამოყენებულია შეუსაბამო შესადარისი ობიექტები ან/და არასწორი/არარეალური შესწორებები. ამასთან, 2024 წლის 29 თებერვალს პირველი შეფასების დასკვნაში ხარვეზი არაა დადგენილი უფლებამოსილი ორგანოს მიერ, რის საფუძველზეც, წარმოდგენილი მეორე და მესამე შეფასების დასკვნები ვერ ჩაითვლება უპირატესად პირველი შეფასების დასკვნასთან შედარებით.შესაბამისად აუდიტის დეპარტამენტის მიერ შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არ არსებობსი გამო არ განხორციელდა საგადასახადო ვალდებუელებების კორექტირება.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს,რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოებების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(21).