ბრძანება N 4888

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 19.03.2025
№ დოკუმენტი 4888
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ტერმინთა განმარტებატერმინთა განმარტებაცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრაპირველადი საგადასახადო დოკუმენტიშემოსავლის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯებისაგადასახადო სამართალდარღვევა და საგადასახადო პასუხისმგებლობის ზოგადი პრინციპებიმომსახურების გაწევასაქონლის მიწოდებადაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებახელფასის სახით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესი

📄 სრული ტექსტი

N 4888

19 მარტი 2025

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „---ის“ (ს/ნ---)

(მის.: ---) 2025 წლის 17 იანვრის და 14 თებერვლის

საჩივრების ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2025 წლის 14 და 27 თებერვალს გამართულ სხდომებზე (ოქმები: №14, №17) განიხილა შპს „---ის“ (ს/ნ ---) 2025 წლის 17 იანვრის №93733/1/2025 და 14 თებერვლის №11117-21-14 (წერილის ნომერი: 557135) საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 18 დეკემბრის №083-40 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

მომჩივნის პოზიცია:

1. მომჩივანი არ ეთანხმება ნიგვზის გადამუშავებულ პროდუქტად განხილვას და მისი რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას. განმარტავს, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი აქვს როგორც გადამუშავებული ნიგოზი, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტი კაკალი, რომელზეც შეუძლია წარმოადგინოს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი აქტები. აცხადებს, რომ კაკალს რეალიზაციის დროს მინიჭებული აქვს სასაქონლო კოდი №00122 და დასახელებაში მითითებულია ნიგოზი, ხოლო ქართული ნიგოზი რეალიზებულია სასაქონლო კოდით №4445 და მასზე არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის დარიცხვა.

2. მომჩივანი არ ეთანხმება რეალიზებული პროდუქციის ნაწილის დღგ-ით დაბეგვრას და განმარტავს, რომ შესყიდული საქონელი არ არის იმპორტით შემოტანილი, ის შეძენილია ფიზიკური პირებისგან და შეუძლია აღნიშნულის დადასტურება შესაბამისი ურთიერთშედარების აქტებით.

3. სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის (ღერღილი, სიმინდის ფქვილი, საწებელი და სხვა) დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საქონლის ნაწილი გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და აღნიშნული საჭიროებს დამატებით შესწავლას.

4. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ გონივრული ვადის მიცემის შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები.

5. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეზე არსებული მასალებიდან დგინდება, რომ აუდიტის დეპარტამენტის 2024 წლის 2 თებერვლის №17974 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „---ის“ (ს/ნ ---) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2021 წლის პირველი იანვრიდან 2024 წლის პირველ ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2024 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2024 წლის 17 დეკემბრის №26482 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და 2024 წლის 18 დეკემბრის №083-40 საგადასახადო მოთხოვნა, რომლითაც გადასახადის გადამხდელს გადასახდელად განესაზღვრა სულ 252 157 ლარი, მათ შორის გადასახადი 149 665 ლარი, ჯარიმა 74 833 ლარი და საურავი 27 659 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა ხილ-ბოსტნეულის და კვების სხვადასხვა პროდუქტების შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდებოდა ნიგვზის რეალიზაცია, რომელსაც არ ბეგრავდა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 158-ე მუხლის პირველი ნაწილის, 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 160-ე მუხლის პირველი ნაწილის, 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და მე-8 მუხლის 62 ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, აგრეთვე, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტი 41-ის მიხედვით და ვინაიდან, ნიგოზი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.

ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ნიგოზი შემოწმების მიერ დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით უფიქსირდებოდა 2 007 824 ლარის დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა სასაქონლო ზედნადებებით მხოლოდ 38 367 ლარის პროდუქციის შესყიდვა ფიქსირდებოდა. შემოწმების მიმდინარეობისას, გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები და წარმოდგენილ იქნა მხოლოდ ელექტრონული ცხრილი, სადაც ფიქსირდებოდა შეძენილი პროდუქციის შესყიდვის თარიღი, გამყიდველის დასახელება, საიდენტიფიკაციო ნომერი, საქონლის დასახელება, წონის ერთეული, შესყიდული საქონლის დასახელება და ერთეულის ღირებულება.

საგადასახადო შემოწმების მიმდინარეობისას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის საფუძველზე გადამხდელთან გაგზავნილ იქნა №21-14/69366 წერილი, რომლითაც გადამხდელისგან მოთხოვნილ იქნა მომწოდებელთან (შერჩევით) ნოტარიულად გაფორმებული ურთიერთშედარების აქტები, რომლებიც გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ისაგან გათავისუფლებული პროდუქციის ნაწილი დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას, კერძოდ საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის 28% (აღნიშნული პროცენტი აღებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით) წარმოადგენდა იმპორტირებულ საქონელს, რომელზეც არ ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათი. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის საქონლის (ღერღილი, სიმინდის ფქვილი, საწებელი, თაფლი და სხვა) რეალიზაცია, რომელსაც საწარმო არ ბეგრავდა დამატებული ღირებულების გადასახადით. ვინაიდან გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შემოწმებით რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

4. გადასახადის გადამხდელმა მის მიერ წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნა, რომ არ აწარმოებდა ბუღალტრულ აღრიცხვას და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის ნაღდი ფულის ნაშთი არ გააჩნდა. შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა კომპანიაში შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციის თანხას (4 743 619 ლარი) გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი (925 309 ლარი), ასევე, კომპანიის გაწეულ ხარჯებს (პირველადი საგადასახადო დოკუმენტები, გადახდილი ხელფასები, ბიუჯეტში გადახდილი თანხები, ბანკის საკომისიო, საწესდებო კაპიტალის დაფარვა, 0256 სიტუაციური სახელმძღვანელოს შესაბამისად შემოწმებით დადგენილი ხარჯები) გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდისთვის არსებული კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი.

შემოწმებით დადგენილ ფულის შემოსვლასა და გასვლას შორის სხვაობას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, რის მიხედვითაც მიღებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. ვინაიდან გადამხდელი წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით აღნიშნავდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საშემოსავლო გადასახადით. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები. შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო ორგანოში 2025 წლის 14 თებერვალს 15:40 სთ-ზე ჩაინიშნა საჩივრის განხილვა მომჩივნის მონაწილეობით, რომელიც გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის საფუძველზე გადაიდო. აღნიშნულის შემდეგ, საჩივრის განხილვა ჩანიშნული იყო მომჩივნის მონაწილეობით 2025 წლის 27 თებერვალს 11:30 საათზე, თუმცა მომჩივანი არ გამოცხადდა საჩივრის განხილვაზე.

 

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 62 ნაწილის თანახმად, სოფლის მეურნეობის პროდუქცია არის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობიდან მიღებული პროდუქტი. ამასთანავე, სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებად (სასაქონლო კოდის შეცვლად) არ ითვლება ბიოლოგიური ტრანსფორმაციის შედეგად სასაქონლო კოდის შეცვლა, აგრეთვე ბიოლოგიური აქტივიდან ნაყოფის მიღება (პროდუქციის მოცილება ან ბიოლოგიური აქტივის სიცოცხლის პროცესის შეწყვეტა).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე, სხვა მსგავს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრ პირად (შემდგომ − დასაბეგრი პირი) განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. ამავე კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებული დასაბეგრი ოპერაციები დღგ-ისგან გათავისუფლებულია დღგ-ის ჩათვლის უფლებით, რაც ნიშნავს, რომ ამ ოპერაციების განხორციელების შემთხვევაში დასაბეგრ პირებს, უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩაითვალონ ამ ოპერაციებზე გაწეულ ხარჯებთან დაკავშირებული დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით, ასევე გათავისუფლებულია:

უ) საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის (გარდა სეს ესნ-ის 0407 11 000 00 და 0407 21 000 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა (კვერცხისა) და 0207 11 სუბპოზიციაში მითითებული საქონლისა (შინაური ქათამი აუქნელი, ახალი ან გაცივებული)) მიწოდება მის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე);

ფ) საქართველოში მთლიანად წარმოებული საქონლისაგან მიღებული სეს ესნ-ის 0201, 0203 11– 0203 19, 0204 10 000 00–0204 23 000 00, 0204 50 110 00–0204 50 390 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლის (მათ შორის, გატარებული/დაკეპილი ფორმით არსებულის (ფარშის)), საქართველოს ბინადარი ცხოველისგან მიღებული პროდუქტის სამრეწველო გადამუშავების შედეგად წარმოებული ყველის, აგრეთვე სეს ესნ-ის 0802 22 000 00 კოდით გათვალისწინებული საქონლის (ნაჭუჭგაცლილი თხილი) მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა ხილ-ბოსტნეულის და კვების სხვადასხვა პროდუქტების შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდებოდა ნიგვზის რეალიზაცია, რომელსაც არ ბეგრავდა დამატებული ღირებულების გადასახადით. ვინაიდან, ნიგოზი წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავების შედეგად მიღებულ პროდუქტს, მასზე ვერ გავრცელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილი საგადასახადო შეღავათი. ამდენად, შემოწმების მიერ, გადასახადის გადამხდელის მიერ სასაქონლო ზედნადებებით რეალიზებული ნიგოზი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში დამატებული ღირებულების გადასახადის დეკლარაციებით უფიქსირდებოდა 2 007 824 ლარის დღგ-ისაგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული პროდუქციის რეალიზაცია, თუმცა სასაქონლო ზედნადებებით მხოლოდ 38 367 ლარის პროდუქციის შესყიდვა ფიქსირდებოდა.

შემოწმების მიმდინარეობისას, გადასახადის გადამხდელის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის შესყიდვის დამადასტურებელი პირველადი საგადასახადო დოკუმენტები. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის 28% (აღნიშნული პროცენტი აღებულ იქნა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით) წარმოადგენდა იმპორტირებულ საქონელს, რომელზეც არ ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათი. აღნიშნულზე გადასახადის გადამხდელს დაერიცხა დღგ.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომელთა თანახმად, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას შეძენილი ჰქონდა როგორც გადამუშავებული ნიგოზი, ასევე სოფლის მეურნეობის პროდუქტი კაკალი, რომელზეც შეუძლია წარმოადგინოს ფიზიკური პირებისგან შესყიდვის დამადასტურებელი აქტები. აცხადებს, რომ კაკალს რეალიზაციის დროს მინიჭებული ჰქონდა სასაქონლო კოდი №00122 და დასახელებაში მითითებული იყო ნიგოზი, ხოლო ქართული ნიგოზი რეალიზებული იყო №4445 სასაქონლო კოდით და მასზე არ უნდა მომხდარიყო დღგ-ის დარიცხვა. იმპორტირებულ საქონლად განხილვასთან დაკავშირებით, მომჩივანი მიუთითებს, რომ შესყიდული საქონელი არ არის იმპორტით შემოტანილი, ის შეძენილია ფიზიკური პირებისგან და შეუძლია აღნიშნულის დადასტურება შესაბამისი ურთიერთშედარების აქტებით.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ პირველი და მე-2 სადავო საკითხები საჭიროებს დამატებით შესწავლას. კერძოდ, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით,დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის მიხედვით, გადასახადის გადამხდელს შესამოწმებელ პერიოდში სასაქონლო ზედნადებებით უფიქსირდებოდა სხვადასხვა სახის საქონლის (ღერღილი, სიმინდის ფქვილი, საწებელი, თაფლი და სხვა) რეალიზაცია, რომელსაც საწარმო არ ბეგრავდა დამატებული ღირებულების გადასახადით. ვინაიდან, გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შემოწმებით რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით. ამასთან, აღნიშნულ სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად, ხოლო დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი მისი არგუმენტაციის დამადასტურებელი ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების შედეგად განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებთან, წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ხოლო ამ მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას: ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს; ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების თანახმად, შემოწმების მიმდინარეობისას განხორციელდა კომპანიაში შემოსული და გასული ფულადი სახსრების ანალიზი, კერძოდ შესამოწმებელ პერიოდში საქონლის რეალიზაციიდან მიღებულ თანხას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არსებული დებიტორული დავალიანების ნაშთი, ასევე, კომპანიის მიერ გაწეულ ხარჯებს გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდისთვის არსებული კრედიტორული დავალიანების საბოლოო ნაშთი.

შემოწმებით დადგენილ ფულის შემოსვლასა და გასვლას შორის სხვაობას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, რის მიხედვითაც მიღებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. ვინაიდან, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებით გადამხდელი აღნიშნავდა, რომ საწარმოს შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის არ გააჩნდა ნაღდი ფულის ნაშთი, შემოწმებით დადგენილი ნაღდი ფულის ბუღალტრული ნაშთი ჩაითვალა საწარმოს ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა საშემოსავლო გადასახადით.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის საჩივარში მითითებულ არგუმენტაციაზე, რომლის თანახმად, მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას და განმარტავს, რომ გონივრული ვადის მიცემის შემთხვევაში შეუძლია წარმოადგინოს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ ფულის ნაშთის გაანგარიშებაში ხარჯების გათვალისწინების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. თავის მხრივ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

ამავე კოდექსის 272-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, გარდა ამ მუხლის პირველი, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, იწვევს დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 50 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს უფლება აქვს, გაათავისუფლოს კეთილსინდისიერი გადასახადის გადამხდელი ამ კოდექსით გათვალისწინებული სანქციისაგან, თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია გადასახადის გადამხდელის შეცდომით/არცოდნით.

შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადასახადის გადამხდელის კეთილსინდისიერება უკავშირდება მის მიერ დაშვებულ შეცდომას, გადამხდელი კეთილსინდისიერია იმ შემთხვევაში თუ სამართალდარღვევა გამოწვეულია მის მიერ დაშვებული შეცდომით (არცოდნით). კეთილსინდისიერება გულისხმობს პირის სუბიექტურ დამოკიდებულებას მის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი. პირი მოქმედებს საპატიებელი შეცდომის პირობებში ანუ მან არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა, რომ ჩადიოდა აკრძალულ ქმედებას (სამართალდარღვევას).

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის მიზანია საგადასახადო პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს პირი, რომელიც სამართლებრივი შეცდომის არეალში მოქმედებდა, რადგან სამართლებრივი შეცდომის დროს პირი არასწორად აფასებს ჩადენილი ქმედების სამართლებრივ არსს და ამ ქმედებით გამოწვეულ სამართლებრივ შედეგს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელს არასრულად ჰქონდა შესრულებული საგადასახადო ვალდებულებები და საგადასახადო შემოწმებით განსაზღვრულ ვალდებულებებზე სანქციის შეფარდება შეესაბამება კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამასთან, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული ჯარიმისა და საურავის მიმართ შემოსავლების სამსახურს მიზანშეწონილად არ მიაჩნია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის გამოყენება. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „---ს“ (ს/ნ ---) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან, კერძოდ, საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქტის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, ფულის ნაშთის გაანგარიშებაში ხარჯების გათვალისწინების მიზნით: ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში, აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. საჩივარზე თანდართული) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

5. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. მომჩივანი არ ეთანხმება ნიგვზის გადამუშავებულ პროდუქტად განხილვას და მისი რეალიზაციის დღგ-ით დაბეგვრას.

2. მომჩივანი არ ეთანხმება რეალიზებული პროდუქციის ნაწილის დღგ-ით დაბეგვრას და განმარტავს, რომ შესყიდული საქონელი არ არის იმპორტით შემოტანილი, ის შეძენილია ფიზიკური პირებისგან და შეუძლია აღნიშნულის დადასტურება შესაბამისი ურთიერთშედარების აქტებით.

3. სხვადასხვა საქონლის რეალიზაციის (ღერღილი, სიმინდის ფქვილი, საწებელი და სხვა) დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელი აცხადებს, რომ საქონლის ნაწილი გათავისუფლებულია დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით და აღნიშნული საჭიროებს დამატებით შესწავლას.

4. მომჩივანი არ ეთანხმება სალაროში არსებული ფულის ნაშთის ანგარიშვალდებულ პირზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

5. გადასახადის გადამხდელი კეთილსინდისიერებაზე მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის მე-7 ნაწილის საფუძველზე, ითხოვს საგადასახადო შემოწმების შედეგად განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობას წარმოადგენდა ხილ-ბოსტნეულის და კვების სხვადასხვა პროდუქტების შეძენა-რეალიზაცია. შესამოწმებელ პერიოდში გადამხდელს სასაქონლო ზედნადებით უფიქსირდებოდა ნიგვზის რეალიზაცია, რომელსაც არ ბეგრავდა დამატებული ღირებულების გადასახადით. შემოწმებით მასზე ვერ გავრცელდა საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათი და დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

2. გადასახადის გადამხდელის მიერ დღგ-ისაგან გათავისუფლებული პროდუქციის ნაწილი დაექვემდებარა დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას, კერძოდ საგადასახადო შემოწმებით ჩაითვალა, რომ გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონლის 28% წარმოადგენდა იმპორტირებულ საქონელს, რომელზეც არ ვრცელდებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილი საგადასახადო შეღავათი.

3. გადასახადის გადამხდელის მიერ რეალიზებული საქონელი არ აკმაყოფილებდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 172-ე მუხლის მე-4 ნაწილის „უ“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, შემოწმებით რეალიზებული საქონელი დაიბეგრა დამატებული ღირებულების გადასახადით.

4. შემოწმებით დადგენილ ფულის შემოსვლასა და გასვლას შორის სხვაობას გამოაკლდა შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გადასახადის გადამხდელის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა, რის მიხედვითაც მიღებულ იქნა საწარმოს ნაღდი ფულის ნაშთი შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის. გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, პირველი, მეორე და მეოთხე სადავო საკითხის ნაწილში, განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება); ხოლო მესამე და მეხუთე სადავო საკითხის ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73 ( 4,5,9); 8 (6 2); 159; 163; 164; 159; 172 (4); 101; 154; 105; 72; 269 (7).