ბრძანება N 21692

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 05.09.2023
№ დოკუმენტი 21692
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 21692

05 სექტემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს„---------“ (ს/ნ---------)

(მის.: ---------)

2023 წლის 8 თებერვლის საჩივრების

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 აგვისტოს სხდომაზე (ოქმი №85) განიხილა შპს „------------“ (ს/ნ -----------) 2023 წლის 8 თებერვლის №78927/1/2023 და №23294/21 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №007-379 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. აცხადებს, რომ შემოწმებამ წინარე ნასყიდობის ხელშეკრულებების მოთხოვნების პირობების გაუთვალისწინებლად დღგ-ით დაბეგრა ყველა ის ნასყიდობა, რომელსაც რეესტრში რეგისტრირებულ ნასყიდობებში ეწერა სრული გადახდა, მიუხედავად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობისა. ამასთან, დღგ-ით დასაბეგრ ნაწილში ჩართულ იქნა საჯარო რეესტრის ნასყიდობის ხელშეკრულების ის რეგისტრაციები, რომლებიც ეხება სხვა კორპუსის მშენებლობას. მომჩივანი აღნიშნავს, რომ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიდებში საჯარო რეესტრში მიწის საერთო საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული ნასყიდობები მკვეთრად განსხვავდება (მეტია) საბოლოო საკადასტრო კოდების მინიჭებით რეგისტრირებული ქონებისგან და ამ ნაწილში კომპანიას ზედმეტად დაერიცხა დღგ;

2. არ ეთანხმება ბარტერიის ოპერაციასთან მიმართებით შემოწმების მიერ განსაზღვრულ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვას;

3. არ ეთანხმება განკარგვადი თანხის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად განხილვის საფუძვლით დარიცხულ საშემოსავლო გადასახადის ოდენობას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 14 ივლისის №18599 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ აპრილამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 23 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32945 ბრძანება და ამავე თარიღის №007-379 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 394 519 ლარი, მათ შორის, გადასახადი 724 216 ლარი, ჯარიმა 388 788 ლარი, საურავი 281 515 ლარი.

 

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით სადავო საკითხებთან დაკავშირებით განხორციელებული დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

„1-2. შემოწმებით დადგინდა, რომ შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ სრულადაა რეალიზებული საცხოვრებელი კორპუსის ფართები. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ პორტალზე არსებული მონაცემებით, კომპანიის მიერ აშენებული საცხოვრებელი კორპუსის ფართები დარეგისტრირებულია მყიდველის სახელზე და ატვირთულია მყიდველებთან გაფორმებული უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ქონების ღირებულების გადახდის პირობები (ძირითადად გადახდა განხორციელებულია ნასყიდობის მომენტში სრულად). ასევე, საჯარო რეესტრის საინფორმაციო სისტემაში არსებული დოკუმენტაციით, შესრულებულია მიწის მესაკუთრესთან გაფორმებული აღნაგობის პირობა (მიწის სანაცვლოდ, ამავე მიწაზე აშენებულ კორპუსში გარკვეული ფართების მიწოდება).

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, საჯარო რეესტრის საინფორმაციო ბაზების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი სააღრიცხვო ინფორმაციის/დოკუმენტაციის შესწავლით დადგინდა, რომ ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დღგ-ის მიზნებისთვის სრულად არის ასახული დასაბეგრ ბრუნვაში. კომპანიის მიერ წარმოდგენილი არასრულყოფილი ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემების მიხედვით, ფართების მყიდველების მიერ შეძენილი ქონების საფასური არ არის გადახდილი სრულად, თუმცა ამ ნაწილში კომპანიის მხრიდან რაიმე სახის მტკიცებულება/დოკუმენტაცია არ წარმოდგენილა, ხოლო საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებში ცალსახად აღნიშნულია ინფორმაცია ფართების ღირებულების სრულად გადახდის შესახებ.

კომპანიის მიერ დეკლარირებული მონაცემებით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა შესამოწმებელ პერიოდში შეადგენს 1 402 271 ლარს, ამასთან, მიწის მესაკუთრესთან განხორციელებული ბარტერული ოპერაცია არ არის განხილული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

შემოწმება სრულად დაეყრდნო საჯარო რეესტრში ასახულ დოკუმენტაციას. შესწავლილი საქმის მასალების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური ოდენობა 3 301 387 ლარი (მათ შორის, ბარტერის ოპერაციით დასაბეგრი დღგ - 470 355 ლარი), სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, რამაც გამოიწვია დამატებული ღირებულების გადასახადისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.

3. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების ანალიზით ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს ფიქსირდება განკარგვადი ფულადი სახსრები. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ შემოწმებას ვერ წარმოუდგინა ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანებების შესახებ რაიმე ტიპის მტკიცებულება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, ასევე, კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მონაცემებით. რეალიზებული ფართების ღირებულება აღიარებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლად, ხოლო აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად. გადამხდელს დაერიცხა კუთვნილი მოგების და საშემოსავლო გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.“

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ და მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

ამავე კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა. რომლის დროსაც:

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის 161-ე მუხლის მე-7 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის თითოეული მხარისათვის დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება საქონლის/ მომსახურების საბაზრო ფასით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის გარეშე თუ დღგ-ის გადამხდელი დასაბეგრი ოპერაციის სანაცვლოდ იღებს ან უფლება აქვს, მიიღოს საქონელი/მომსახურება.

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის მიხედვით უძრავი ქონების მიწოდებისას, თუ არ დადგა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა, დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღი, ხოლო თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის თარიღი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდება არის მატერიალური ქონების განკარგვაზე მესაკუთრის უფლების გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1601 მუხლის თანახმად, მომსახურების გაწევა არის ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ არ დადგა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული პირობა, დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება გარდა ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, უძრავი ნივთის მიწოდებისას, საკუთრების უფლების რეგისტრაციისთვის მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის მომენტში, ხოლო, თუ საკუთრების უფლების რეგისტრაცია (გადაცემა) დამოკიდებულია ამ დოკუმენტის მხარის (მხარეების) მიერ გარკვეული ვალდებულების შესრულებაზე ან/და პირობის დადგომაზე − ასეთი ვალდებულების შესრულების/პირობის დადგომის მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 112-ე მუხლის 46-ე პუნქტის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში, როდესაც საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა განხორციელებულია 2021 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სანაცვლო საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა ხორციელდება 2021 წლის 1 იანვარს ან შემდგომ პერიოდებში, ამ ოპერაციის თითოეული მხარისათვის დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება ამ ოპერაციის ფარგლებში მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე, ხოლო დღგ-ით დაბეგვრის დროს წარმოადგენს საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ სრულადაა რეალიზებული საცხოვრებელი კორპუსის ფართები, დარეგისტრირებულია მყიდველების სახელზე და ატვირთულია უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები, სადაც დეტალურადაა აღწერილი ქონების ღირებულების გადახდის პირობები. ასევე, შესრულებულია მიწის მესაკუთრესთან გაფორმებული აღნაგობის პირობა (მიწის სანაცვლოდ, ამავე მიწაზე აშენებულ კორპუსში გარკვეული ფართების მიწოდება). საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ნასყიდობის ხელშეკრულებებში დაფიქსირებულია ინფორმაცია ფართების ღირებულების სრულად გადახდის შესახებ. ბინების რეალიზაციით მიღებული შემოსავალი დღგ-ის მიზნებისთვის სრულად არის ასახული დასაბეგრ ბრუნვაში. ამასთან, მიწის მესაკუთრესთან განხორციელებული ბარტერული ოპერაცია არ არის განხილული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საინფორმაციო ბაზაში ასახულ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით გაანგარიშდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას სრულად აქვს რეალიზებული საცხოვრებელი კორპუსის ბინები, გასაყიდია მხოლოდ 2 ავტოსადგომი, მიწის მესაკუთრესთან აღნაგობის პირობა/ბარტერი შესრულებულია. ბუღალტრული აღრიცხვა ნაწარმოებია არასრულყოფილად. საწარმოს კუთვნილი საბანკო ანგარიშებიდან და პირველადი სააღრიცხვო დოკუმენტაციიდან დადგენილი ინფორმაციით, საცხოვრებელ კორპუსში კარ-ფანჯრის ჩასმისა და ელექტროენერგიის გაყვანილობის ოპერაციები შესრულებულია 2019 წელს. კომპანიის მიერ წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ფართების მესაკუთრეების მიერ შეძენილი ქონების ღირებულება გადახდილი არ არის სრულად, თუმცა აღნიშნულ ნაწილში რაიმე სახის მტკიცებულება/დოკუმენტი არ წარმოდგენილა. ნასყიდობის ხელშეკრულებაში ცალსახად აღნიშნულია ინფორმაცია ფართების ღირებულების სრულად გადახდის შესახებ (შემოწმების პროცესში წარმოდგენილ იქნა წინარე ნასყიდობის ხელშეკრულების ქსეროასლები, რომლიც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს პორტალზე არ ფიქსირდება).

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ საგადასახადო დავის ეტაპზე გადამხდელის მხრიდან არ წარმოდგენილა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის შესაბამისი რაიმე დოკუმენტაცია/მტკიცებულება, რომელიც შეცვლიდა შემოწმებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა პირველ და მე-2 სადავო საკითხებთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ შემოწმების მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო წარმოდგენილი საჩივრები აღნიშნულ ნაწილებში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის მე-3 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადით იბეგრება ფიზიკურ პირზე ან არარეზიდენტზე სესხის გაცემა (გარდა უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟაზე განთავსებული სასესხო ფასიანი ქაღალდის შეძენისა).

ამავე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, თუ მოხდა გაცემული სესხის/გადახდილი ავანსის თანხის დაბრუნება ან გადახდილი ავანსის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიღება, პირი უფლებამოსილია სესხის/ავანსის თანხის დაბრუნების ან საქონლის/მომსახურების ფაქტობრივად მიღების საანგარიშო პერიოდში დაბრუნებული თანხის ან მიღებული საქონლის/მომსახურების საკომპენსაციო თანხის შესაბამისად გამოანგარიშებული მოგების გადასახადის ოდენობით ჩაითვალოს და ამ კოდექსით დადგენილი წესით დაიბრუნოს ადრე გადახდილი მოგების გადასახადის თანხა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად დამქირავებლის მიერ დაქირავებულისათვის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით სესხის გაცემისას – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთით გადასახდელი პროცენტის შესაბამისი თანხა.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის მიზნებისათვის საპროცენტო განაკვეთების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 28 იანვრის №34 ბრძანების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის წლიური საპროცენტო განაკვეთი დამტკიცებულია 20 პროცენტის ოდენობით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების ანალიზით, ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს, ფიქსირდება განკარგვადი ფულადი სახსრები. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ვერ წარმოადგინა

ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანებების შესახებ რაიმე ტიპის მტკიცებულება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მონაცემებით. რეალიზებული ფართების ღირებულება აღიარებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლად, ხოლო აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ვინაიდან კომპანიის მხრიდან არ არის წარმოდგენილი მტკიცებულება/ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები დებიტორული დავალიანების შესახებ, შემოწმება სრულად დაეყრდნო რეალიზაციის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და შესაბამისად, რეალიზებული ფართების ღირებულება აღიარებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლად. საწარმოს არ უფიქსირდება აღებული/გაცემული სესხი საბანკო დაწესებულებიდან ან/და კერძო/იურიდიული პირებისგან, საბანკო ამონაწერში კაპიტალში შენატანის შინაარსით ჩარიცხული თანხები კი წარმოადგენს ფართების მყიდველების მიერ გადახდილ თანხებს, რომლიც დამფუძნებელმა შეიტანა ბანკში მათ მაგივრად. საანგარიშო წლების ბოლოსა და შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს დადგენილი განკარგვადი ფულადი სახსრები გადასახადის გადამხდელის მოთხოვნით დაკვალიფიცირდა კომპანიის უფლებამოსილ პირზე (დირექტორზე) გაცემულ უპროცენტო სესხად.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 298-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში საგადასახადო დავის შედეგად დაუშვებელია მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების დამძიმება, გარდა გადამხდელის თანხმობით ამავე დავის ფარგლებში ჩატარებული შემოწმების შემთხვევისა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებაზე, რომლითაც ცვლილება შევიდა და ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა „სალაროში ნაღდი ფულის შესახებ“ მეთოდური მითითება (დანართი №9).

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით მიიჩნია, რომ საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები დებიტორული დავალიანების შესახებ, ხოლო აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). ამასთან, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, საწარმოს სალაროში დარჩენილ განკარგვად ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „-----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, კერძოდ, ნოტარიულად დამოწმებული შედარების აქტები დებიტორული დავალიანების შესახებ;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის შეისწავლოს წარმოდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, უზრუნველყოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

გ) დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, საწარმოს სალაროში დარჩენილ განკარგვად ნაღდი ფულის ნაშთზე საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს „ცალკეულ შემთხვევებში პირის საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრის მიზნით მეთოდური მითითებების დამტკიცების თაობაზე“ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის 2023 წლის 3 ივლისის №15615 ბრძანებით ჩამოყალიბებული დანართი №9-ის შესაბამისად და აღნიშნულის გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს

 

ფაქტობრივი გარემოებები

შესწავლილი საქმის მასალების მიხედვით გაანგარიშებულ იქნა დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჯამური ოდენობა. სხვაობა დეკლარირებულ და ფაქტობრივ მონაცემებს შორის დაექვემდებარა დღგ-ით დაბეგვრას, რამაც გამოიწვია დამატებული ღირებულების გადასახადისა და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის დარიცხვა.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოების მიხედვით, შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ მიღებული შემოსავლებისა და გაწეული ხარჯების ანალიზით, ყოველი საანგარიშო წლის ბოლოს, ფიქსირდება განკარგვადი ფულადი სახსრები. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიამ ვერ წარმოადგინა

ბუღალტრული აღრიცხვის მონაცემებში დაფიქსირებული დებიტორული დავალიანებების შესახებ რაიმე ტიპის მტკიცებულება, შემოწმებამ იხელმძღვანელა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და კომპანიის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების მონაცემებით. რეალიზებული ფართების ღირებულება აღიარებულ იქნა კომპანიის მიერ მიღებულ შემოსავლად, ხოლო აღნიშნული მეთოდით გაანგარიშებული განკარგვადი ფულადი სახსრები დაკვალიფიცირდა კომპანიის დირექტორზე გაცემულ უპროცენტო სესხად.

 

გადაწყვეტილება

საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:18(10);160(ა);161(1ა,7ა,2ა,8);171(1);159(1);1601;163(1,2,6);164(1);168(1);73(9,4);96(ა);97(1ბ);982(3ზ);101(1,2ბ);154(1ა);