ბრძანება N 4890

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 05.03.2024
№ დოკუმენტი 4890
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 4890

05 მარტი 2024

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

„----------“ (პ/ნ ----------)

(ფაქტ. მის: ----------;

იურ. მის: ----------)

2024 წლის 7 თებერვლის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 23 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №19) განიხილა „----------“ (პ/ნ ----------) №22175/2/2024 საჩივარი, რომელიც ეხება შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2024 წლის 7 თებერვლის №EL240898 და №EL240900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმებს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია:

საჩივრის ავტორის განმარტებით, 2024 წლის 4 თებერვალს ---------- საბაჟო გამშვებ პუნქტზე შემოვიდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) ტვირთი წინასწარ დეკლარირებული ხე-მასალა მოხვდა „ყვითელ დერეფანში“. შპს „----------“ (ს/ნ ----------) მიერ განხორციელდა დღგ-ს გადახდა, რის შემდეგაც მომჩივანი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში და განახორციელა საქონლის გადმოტვირთვა, რაც მომჩივნის არასწორად ინფორმირებულობით არის გამოწვეული.

აღნიშნულზე და პირველ შემთხვევაზე მითითებით ითხოვს სადავო აქტებით დაკისრებულ ჯარიმებზე შეღავათს.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებითა და საბაჟო დეპარტამენტიდან წარმოდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ 2024 წლის 4 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტი „----------“ საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა „----------“ (პ/ნ ----------) მართვის ქვეშ მყოფი №---------- სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო შპს „----------“ (ს/ნ ----------) კუთვნილი, №---------- (31.01.2024) საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული, 15471,67 ლარის საბაჟო ღირებულების დახერხილი ხე-ტყის მასალა (საერთო წონა – 22 700 კგ). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შეირჩა „ყვითელი დერეფანი“ და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა გეზ „----------“.

შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2024 წლის 6 თებერვლის №---------- განცხადებით ცნობილი გახდა, რომ №---------- საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა.

2024 წლის 6 თებერვალს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა დაათვალიერა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონელი, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა (დათვალიერების აქტი №----------).

ვინაიდან „----------“ (პ/ნ ----------) მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის განკარგვა, ასევე ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონა „----------“ უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 7 თებერვალს შედგენილ იქნა №EL240898 და №EL240900 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სატრანსპორტო საშუალების და მასში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს – „----------“ (პ/ნ ----------) დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილითა და 170-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომჩივნის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-6 მუხლის მიხედვით:

საბაჟო კონტროლი არის საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიასა და უცხო ქვეყანას შორის გადაადგილებული საქონლის შემოტანის, ტრანზიტის, გადაადგილების, შენახვის, მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებისა და გატანის, აგრეთვე უცხოური საქონლის და მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსებისა და გადაადგილების მარეგულირებელი სხვა სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვის უზრუნველსაყოფად საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელი ცალკეული ქმედებები;

საბაჟო ზედამხედველობა გულისხმობს საბაჟო ორგანოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება.

ამავე კოდექსის 70-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქონელი მისი საბაჟო სტატუსის განსაზღვრამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩება და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მისი საბაჟო ზედამხედველობიდან გატანა ან განკარგვა არ შეიძლება. უცხოური საქონელი მისი საბაჟო სტატუსის შეცვლამდე, საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანამდე ან ამ კოდექსის XV თავის შესაბამისად განკარგვამდე საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ უნდა დარჩეს.

ამავე საკანონმდებლო აქტის 71-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანომ შეიძლება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლისთვის განსაზღვროს საბაჟო მარშრუტი ან/და დაადგინოს ვადა, რომლის განმავლობაშიც ეს საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უნდა გადაადგილდეს. ამ შემთხვევაში საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო მარშრუტითა და დადგენილ ვადაში გადაზიდვის/გადატანის ვალდებულება ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემომტან პირს ეკისრება.

საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-100 მუხლის მე-7 ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ დაუშვებელია საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი მოხსნა/მოცილება აუცილებელია სატრანსპორტო საშუალებაში ან შენობა-ნაგებობაში შენახული საქონლის ხელშეუხებლობის ან/და განადგურებისგან დაცვის უზრუნველყოფისთვის და ეს აუცილებლობა ამ კოდექსით გათვალისწინებული დაუძლეველი ძალის შედეგად წარმოიშვა.

„საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო ზედამხედველობის შესახებ ინსტრუქციის“ (დანართი №3) პირველი მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

ამავე ინსტრუქციის მე-2 მუხლის თანახმად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანმა პირმა, ან ნებისმიერმა პირმა, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანის შემდეგ იღებს მისი გადაზიდვის პასუხისმგებლობას, საქონელი დაუყოვნებლივ უნდა გადაზიდოს/გადაიტანოს შესაბამის საბაჟო კონტროლის ზონაში ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილზე.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საბაჟო სამართალდარღვევა არის პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა.

ამავე კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა/მოცილება ან/და სხვაგვარად გაუვარგისება/განადგურება, ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალების ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობის ან ნიშანდებული ბარგის/ხელბარგის დაზიანება, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება იმგვარად დადებული იდენტიფიკაციის საშუალებით, რომელიც მასში იდენტიფიკაციის საშუალების დაზიანების გარეშე შეღწევის საშუალებას იძლევა, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან ან საბაჟო კონტროლის ზონაში არსებული შენობა-ნაგებობიდან ან ნიშანდებული ბარგიდან/ხელბარგიდან საქონლის განკარგვა, დაკარგვა ან განადგურება, − იწვევს მფლობელის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების მიერ საბაჟო კონტროლის ზონის დატოვება, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის გადატვირთვა ან გადმოტვირთვა ან მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან გადახვევა იწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.

დადგენილია, რომ მომჩივნმა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, ნაცვლად საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე წარდგენისა, საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე გადაუხვია მოძრაობისთვის დადგენილი საბაჟო მარშრუტიდან და გამოცხადდა კომპანიის საწყობში. დადგენილია ასევე, რომ მომჩივანი არის საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც ავალდებულებს კანონმდებელი საბაჟო კონტროლის ზონაში დადგენილ ვადაში და უცვლელ მდგომარეობაში წარადგინოს საქონელი იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლად, ასევე უზრუნველყოს ნიშანდებულ სატრანსპორტო საშუალებაში შეუღწევადობა, რაც არ განუხორციელებია და საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალება იქნა ახსნილი, რის შედეგად მოხდა საქონლის განკარგვა.

აღნიშნული არის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლის ჩადენისთვისაც საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. ამდენად, სადავო ოქმით საქართველოს საბაჟო კოდექსის 166-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დაკისრებული პასუხისმგებლობა მართლზომიერია.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. „----------“ (პ/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესით, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას და სალაროდან გატანილი თანხის (მოკლევადიანი სესხის) მოგების გადასახადით დაბეგვრას. ითხოვს საგადასახადო მოთხოვნით განსაზღვრული სანქციისგან გათავისუფლებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2024 წლის 4 თებერვალს საბაჟო გამშვები პუნქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შემოვიდა მომჩივანის მართვის ქვეშ მყოფი სატვირთო სატრანსპორტო საშუალება, რომელშიც განთავსებული იყო კომპანიის კუთვნილი, საბაჟო დეკლარაციით თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში წინასწარ დეკლარირებული, 15471,67 ლარის საბაჟო ღირებულების დახერხილი ხე-ტყის მასალა (საერთო წონა – 22 700 კგ). აღნიშნული დეკლარაციისთვის მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ის მიერ შეირჩა „ყვითელი დერეფანი“ და დანიშნულების საბაჟო ორგანოდ განისაზღვრა ერტერთი გეზი. კომპანიის 2024 წლის 6 თებერვლის განცხადებით ცნობილი გახდა, რომ საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ზონაში გამოცხადების ნაცვლად, გამოცხადდა კომპანიის კუთვნილ საწყობში, სადაც საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე განხორციელდა საბაჟო ლუქის ახსნა და საქონლის გადმოტვირთვა. 2024 წლის 6 თებერვალს საბაჟო ორგანოს უფლებამოსილმა თანამშრომელმა დაათვალიერა ზემოაღნიშნულ საწყობში განთავსებული საქონელი, რის შედეგადაც დეკლარირებული საქონლის იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ვინაიდან მომჩივანის მხრიდან ადგილი ჰქონდა საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნას, რამაც გამოიწვია ნიშანდებული სატრანსპორტო საშუალებიდან საქონლის განკარგვა, ასევე ადგილი ჰქონდა სატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობისთვის განსაზღვრული საბაჟო მარშრუტიდან გადახვევას, გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტებზე, გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი პირის მიერ 2024 წლის 7 თებერვალს შედგენილ იქნა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმები, რომლებითაც სატრანსპორტო საშუალების და მასში განთავსებული საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებაზე პასუხისმგებელ პირს დაეკისრა საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სადავო ადმინისტრაციული აქტები და დაკისრებული პასუხისმგებლობა შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საბაჟო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 166(3); 170(1).