ბრძანება N 33116

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 27.12.2023
№ დოკუმენტი 33116
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33116

27 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-----“ (ს/ნ ----)

(მის.: -------)

2023 წლის პირველი ნოემბრის საჩივრის

ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 7 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №127) განიხილა შპს „-----ს“ (ს/ნ -----) №84583/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 ოქტომბრის №006-516 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ გაანგარიშების პრინციპს, მიუთითებს, რომ ქონების საბაზრო ღირებულება უკვე მოიცავდა დღგ-ს და ვალდებულებები უნდა განსაზღვრულიყო დღგ-ის გარეშე თანხით.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 20 ივნისის №14073 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „-----ს“ (ს/ნ ----) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შენატანის დაბრუნების საფუძველზე წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების დეკლარირების სისწორის დადგენის მიზნით. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 29 სექტემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 ოქტომბრის №25384 ბრძანება და ამავე თარიღის №006-516 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 232 396 ლარი, მათ შორის, გადასახადი 131 191 ლარი, ჯარიმა 65 596 ლარი, საურავი 35 609 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 28 მარტს ჩატარდა საწარმოს პარტნიორთა კრება, რომლის თანახმად, საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ------მა 50% წილის დათმობის სანაცვლოდ, მოახდინა საწესდებო კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანა, მისამართზე: ------, -----ს ქუჩა №---, 3000 მ 2 მიწის ფართობი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულებამ 2022 წლის 01 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 394 200 ლარი. აღნიშნული უძრავი ქონება ფ/პ ------ს 2018 წლის 10 ოქტომბრის დოკუმენტის საფუძველზე, გადაცემული ჰქონდა შპს „-----თვის“, საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიის დამფუძნებელს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა ფულადი სახსრები. კომპანიის მიღებული შემოსავლებიდან, აღნიშნული თანხები სრულად იქნა დაბრუნებული დამფუძნებელზე და აღნიშნულ ნაწილში 2022 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, კომპანია ფულადი სახით ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე არ ჰქონია. კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებამ შეადგინა 50 000 დოლარი (131 275 ლარი). საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160 მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის, 97-ე, 981 და 130-ე მუხლების მიხედვით, გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

ამავე კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2 და მე-8−91 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია განაწილებული მოგება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 981 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განაწილებული მოგება არის მოგება, რომელიც საწარმოს მიერ მის პარტნიორზე დივიდენდის სახით, ფულადი ან არაფულადი ფორმით ნაწილდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის 12-ე ნაწილის თანახმად, დივიდენდი არის აქციონერის/მოწილის მიერ აქციებიდან ან უფლებებიდან (წილებიდან) მიღებული (მათ შორის, პრივილეგირებული აქციებიდან პროცენტის სახით მიღებული) ნებისმიერი შემოსავალი, რომელიც მიიღება მოგების განაწილების შედეგად და რომელსაც იურიდიული პირი უნაწილებს აქციონერებს/მოწილეებს, კაპიტალში მათი კუთვნილი აქციების/უფლებების პროპორციულად ან პროპორციის დაცვის გარეშე; რეპო შეთანხმების, ფასიანი ქაღალდების გასესხებისა და ფინანსური გირავნობის შემთხვევაში გამყიდველის/გამსესხებლის მიერ მყიდველისგან/მსესხებლისგან მიღებული საკომპენსაციო თანხა, რომელიც არის ასეთი გარიგების მოქმედების პერიოდში ფასიანი ქაღალდებიდან რეალურად მიღებული დივიდენდი.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 130-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს მიერ ფიზიკური პირისთვის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის ან არარეზიდენტი საწარმოსთვის გადახდილი დივიდენდები იბეგრება გადახდის წყაროსთან გადასახდელი თანხის 5-პროცენტიანი განაკვეთით.

ამავე კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, რეზიდენტი საწარმო, რომელიც პირს უხდის დივიდენდს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ანაზღაურების სანაცვლოდ, საქონლის მიწოდებად ასევე განიხილება საწარმოს ან ამხანაგობის მიერ, შესაბამისად, პარტნიორისთვის ან ამხანაგობის წევრისთვის, წილის სანაცვლოდ საქონლის საკუთრებაში გადაცემა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 160-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტის მიხედვით, „ვ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის საბაზრო ფასი, დღგ-ის გარეშე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

მომჩივანი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ გაანგარიშების პრინციპს, მიუთითებს, რომ ქონების საბაზრო ღირებულება უკვე მოიცავდა დღგ-ს და ვალდებულებები უნდა განსაზღვრულიყო დღგ-ის გარეშე თანხით. მომჩივნის განმარტებით დამფუძნებელზე გადაცემული ქონების საბაზრო ღირებულება შეადგენს 394 200 ლარს, ვინაიდან კომპანია წარმოადგენს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ პირს და ქონების შეფასება საექსპერტო დასკვნით შეფასებულია 394 200 ლარად, ფასში უკვე შედის დღგ და ქონების ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენს 394 200 ლარს. შესაბამისად შემოწმებას 394 200 ლარიდან უნდა ამოეღო დღგ და ისე განესაზღვრა ვალდებულებები, რის შედეგადაც დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა განისაზღვრებოდა 334 067,8 ლარით ნაცვლად მთლიანი ფასის 394 200 ლარისა. აქედან გამომდინარე უნდა გადაანგარიშდეს დასაბეგრი მოგებაც, დღგ-ის დასაბეგრ ბრუნვას გამოაკლდეს კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულება და ასევე შემცირდეს საშემოსავლო გადასახადიც.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ: დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქონლის საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1. შპს „------“ (ს/ნ ----) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ: დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქონლის საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საწარმოს საწესდებო კაპიტალიდან ქონების გატანის საფუძველზე განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს, კერძოდ გაანგარიშების პრინციპს, მიუთითებს, რომ ქონების საბაზრო ღირებულება უკვე მოიცავდა დღგ-ს და ვალდებულებები უნდა განსაზღვრულიყო დღგ-ის გარეშე თანხით.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ 2022 წლის 28 მარტს ჩატარდა საწარმოს პარტნიორთა კრება, რომლის თანახმად, საწარმოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა 50% წილის დათმობის სანაცვლოდ, მოახდინა საწესდებო კაპიტალიდან უძრავი ქონების გატანა, 3000 მ 2 მიწის ფართობი, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით. გადასახადის გადამხდელის მიერ, შემოწმებისთვის წარმოდგენილ იქნა აღნიშნულ ქონებასთან დაკავშირებით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვით ქონების საბაზრო ღირებულებამ 2022 წლის 01 აპრილის მდგომარეობით შეადგინა 394 200 ლარი. აღნიშნული უძრავი ქონება ფ/პ -ს 2018 წლის 10 ოქტომბრის დოკუმენტის საფუძველზე, გადაცემული ჰქონდა საწარმოსთვის, საწესდებო კაპიტალში შეტანის გზით. ამასთან, გადასახადის გადამხდელის ახსნა-განმარტებით, კომპანიის დამფუძნებელს კაპიტალში შეტანილი ჰქონდა ფულადი სახსრები. კომპანიის მიღებული შემოსავლებიდან, აღნიშნული თანხები სრულად იქნა დაბრუნებული დამფუძნებელზე და აღნიშნულ ნაწილში 2022 წლის 01 აპრილის მდგომარეობით, კომპანია ფულადი სახით ვალდებულება დამფუძნებლის წინაშე არ ჰქონია. კაპიტალში შეტანილი ქონების ღირებულებამ შეადგინა 50 000 დოლარი (131 275 ლარი). გადამხდელს დაერიცხა დღგ, მოგების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამდენად, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში მითითებული არგუმენტების გათვალისწინებით, დამატებით შეისწავლოს სადავო საკითხი, კერძოდ: დღგ-ით დასაბეგრი თანხა განსაზღვროს საქონლის საბაზრო ფასით, დღგ-ის გარეშე და აღნიშნულის გათვალისწინებით, განახორციელოს შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 96"ა", 97(1"ა"), 981(1), 8(12), 130(1), 154(1"ზ"), 159(1"ა""ბ"), 163(3"ვ"), 164(2).