გადაწყვეტილება №19369/2/2023
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
№19369/2/2023
11.05.2023
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
მომჩივანი: „----------“ (ს/ნ ----------)
მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 11.05.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ------------- 10.04.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №19369/2/2023).
დავის საგანი:
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების პროცედურა და შედეგები.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება:
1.საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 10.01.2022 წლის №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი;
2. შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5461 ბრძანება.
დარიცხული თანხა:
ჯარიმა - 38 572 ლარი.
ფაქტების აღწერა
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №22150 ბრძანების საფუძველზე მომჩივანთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა 385 724.40 ლარის საბაზრო ღირებულების დანაკლისი. საინვენტარიზაციოს კომისიის მიერ შევსებულ დანართში, საშუალო შეწონილი ფასნამატი (20%) მიღებული იქნა შეძენილი და რეალიზებული საქონლის ფასთა სხვაობიდან (სასაქონლო ზედნადებებით) გამომდინარე. ფასი დანაკლისად მიჩნეულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობებზე განსაზღვრული იქნა შემდეგი პრინციპით: თვითღირებულება + ფასნამატი + დღგ. ვინაიდან, მომჩივნის სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების მოძრაობას (შეძენა-რეალიზაციას) არ აღრიცხავდა სასაქონლო ნომენკლატურის (დასახელებების) მიხედვით, სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების თანხობრივმა ნაშთმა თვითღირებულებით შეადგინა 272 404.24 ლარი. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილ სამართალდარღვევაზე 10.01.2022 წელს შედგენილ იქნა №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რომლის მიხედვითაც, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
სადავო დოკუმენტი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომლის 21.03.2023 წლის №5461 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.
შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი
შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 70-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-8 მუხლის მე-11 ნაწილით, 269-ე მუხლის პირველი ნაწილით, 270-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილით, 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით და განმარტავს, რომ მომჩივანმა წარმოდგენილ საჩივარს თან არ დაურთო ისეთი მტკიცებულებები, რომელიც გავლენას მოახდენდა (შეამცირებდა) ინვენტარიზაციის შედეგებზე, შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა დაუსაბუთებელია, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მომჩივნის არგუმენტაცია
მომჩივნის განცხადებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან გამოითხოვა ინვენტარიზაციის მასალები, რომლის მიხედვითაც ინვენტარიზაცია ჩატარდა იურიდიულ მისამართზე (------------), მაშინ, როდესაც ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი იყო ქ. ----------
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება ინვენტარიზაციის შედეგებს და განმარტავს, რომ ინვენტარიზაცია ჩატარდა უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად. არ ჩაბარებია ინვენტარიზაციის აქტები და სრულიად გაუგებარია, ციფრები როგორ იქნა დათვლილი. კომპანიას დღესაც გააჩნია საქონლის ნაშთი, რომელიც არსად არ არის გათვალისწინებული.
მომჩივანი ითხოვს სადავო საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმებას.
დავების განხილვის საბჭო
მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ, გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.
საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-11 ნაწილის თანახმად, დანაკლისი არის გადასახადის გადამხდელის ბუღალტრულ ჩანაწერებთან შედარებისას გამოვლენილი (მათ შორის, ინვენტარიზაციის საშუალებით) სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ან/და ძირითადი საშუალებების ნაკლებობა.
საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელთან ამ კოდექსით გათვალისწინებული დანაკლისის გამოვლენა ითვლება მისი აღმოჩენის მომენტში საბაზრო ფასით განხორციელებულ მიწოდებად. ამასთანავე, თუ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების დანაკლისი საგადასახადო ორგანოს მიერ ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა,პირი დამატებით ჯარიმდება ამ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების საბაზრო ღირებულების 10 პროცენტის ოდენობით.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 31.12.2010 წლის №994 ბრძანების 26-ე მუხლის პირველი პუნქტის და მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით:
1. ინვენტარიზაციის მიზანია დროის გარკვეული პერიოდისთვის მოხდეს გადასახადის გადამხდელის მფლობელობაში არსებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების (შემდგომში – სმფ), წარმოების და მათი შენახვის ადგილზე სამეურნეო საქმიანობის პროცესში გამოყენებული ნედლეულის, მასალების, ნახევარფაბრიკატების, მარაგ-ნაწილების, ტარისა და მზა პროდუქციის (საქონლის) ნაშთების ფაქტობრივი მდგომარეობის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში აღრიცხულ ნაშთებთან შედარება.
3.ინვენტარიზაციას ექვემდებარება ის სმფ-ები, რომელიც მოცემული გადასახადის გადამხდელის მფლობელობაშია და იმყოფება მის ტერიტორიაზე. აღნიშნული წესის 29-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების მიხედვით:
1. ფაქტობრივი აღრიცხვა ხორციელდება მათი ადგილმდებარეობის მიხედვითა და სმფ-ების შენახვაზე პასუხისმგებელი პირების უშუალო მონაწილეობით.
2. ფასეულობათა ფაქტობრივი არსებობა უნდა დადგინდეს აუცილებელი დათვლის, აწონვის, აზომვის გზით.
3. ფაქტობრივი აღრიცხვისას თითოეული საგანი უნდა იქნეს ვიზუალურად შემოწმებული და შეტანილ იქნეს დასახელებების მიხედვით საინვენტარიზაციო უწყისებში. სადავო საკითხზე საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 12.04.2023 წლის №21-12/31734 წერილით ირკვევა, რომ 8.07.2021 წლის №22150 ბრძანების საფუძველზე მომჩივნის საქმიანობის ფაქტობრივად განხორციელების ადგილზე (--------), სადაც განთავსებულია საწარმოს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, ჩატარდა სასაქონლომატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაცია. 21.07.2021 წელს გადამხდელს ჩაბარდა ბრძანება ინვენტარიზაციის ჩატარების შესახებ, თუმცა გადამხდელს არ განუსაზღვრავს საინვენტარიზაციო კომისია. 11.08.2021 წელს მომჩივანს გაეგზავნა შეტყობინება №21-12/101667 ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, რომელსაც 16.08.2021 წელს გაეცნო გადამხდელი, თუმცა არ იქნა მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოდგენილი, რაზეც შედგენილ იქნა №CB1255764 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. 10.01.2022 წელს კი საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად შედგენილ იქნა №CB1255612 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი.
მომჩივანი განმარტავს, რომ ინვენტარიზაციის მასალების მიხედვით, ინვენტარიზაცია ჩატარდა იურიდიულ მისამართზე (---------), მაშინ, როდესაც ფაქტობრივი საქმიანობის ადგილი იყო ქ. ---------. ინვენტარიზაცია ჩატარდა უფლებამოსილი პირის დაუსწრებლად. არ ჩაბარებია ინვენტარიზაციის აქტები და გაუგებარია, ციფრები როგორ იქნა დათვლილი. კომპანიას დღესაც გააჩნია საქონლის ნაშთი, რომელიც არსად არ არის გათვალისწინებული.
დღესაც გააჩნია საქონლის ნაშთი, რომელიც არსად არ არის გათვალისწინებული. „დავის განმხილველი ორგანოების რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილების 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავების განხილვის საბჭო უფლებამოსილია გააუქმოს შემოსავლების სამსახურის მიერ დავის განხილვისას მიღებული გადაწყვეტილება და საქმე დაუბრუნოს შემოსავლების სამსახურს ხელახლა განსახილველად, თუ შემოსავლების სამსახურს სათანადოდ არ გამოუკვლევია საქმისათვის არსებითად მნიშვნელოვანი სამართლებრივი ან/და ფაქტობრივი გარემოებები.
სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5461 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს.
საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:
1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5461 ბრძანება;
3. საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს;
4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარების პროცედურა და შედეგები.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 8.07.2021 წლის №22150 ბრძანების საფუძველზე მომჩივანთან ჩატარებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლინდა საბაზრო ღირებულების დანაკლისი.რომლის მიხედვითაც, მომჩივანს შეეფარდა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია.
გადაწყვეტილება
სადავო საკითხზე მართლზომიერი გადაწყვეტილების მიღების მიზნით, საბჭოს მიაჩნია, რომ საქმის არსებითი გარემოებები მოითხოვს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 21.03.2023 წლის №5461 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ამავე სამსახურს. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
დასაბუთება
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
304(1ბ);
საქართველოს მთავრობის 14.12.2011 წლის №473 დადგენილების 33-ე მუხლი.