ბრძანება N 10151
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 10151
10.05.2023
ფ/პ ------- --------------ს (ს/ნ ------- --)
(მის: -------------------------------------)
2023 წლის 11 აპრილის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ ------- --------------ს (ს/ნ -------------------) №63167/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის N21-11/26878 გადაწყვეტილებას. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 26 აპრილის სხდომაზე (ოქმი №44).
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში განმარტავს, რომ არსებული დავალიანების შესახებ არ ფლობდა არანაირ ინფორმაციას და ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები:
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ფ/პ ------- --------------ას (ს/ნ -------------------) ბარათზე 18.08.2021 წლის სავადო თარიღით დარიცხულია 2018-2020 წწ. ქონების გადასახადი -----ის მუნიციპალიტეტის სოფელ -------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.3241 ჰექტარ მიწის ფართზე (საკადასტრო კოდი --------) წლიურად 24 ლარის ოდენობით. 2021-2022 წწ. გადასახადები დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად - პროგრამულად. ზემოაღნიშნულ ქონების გადასახადებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნებიდან: 2018-2020 წწ. დარიცხულ ქონების გადასახადებზე 18.08.2021 წელს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები N022- 1279, N022-1280 და N022-1281 28.09.2021 წელს და 05.10.2021 წელს ფოსტის საშუალებით გაგზავნილია გადამხდელის მისამართზე, რომლებიც 30.09.2021 წელს და 08.10.2021 წელს უკან მობრუნებულია (მისამართზე არავინ იყო), ამიტომ ისინი გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე და გადამხდელს ჩაბარებულად ეთვლება 09.11.2021 წლიდან, ხოლო 2021-2022 წლების 06.11.2021 წელს და 02.22.2022 წელს გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები N011-31594 და N001-23198 გადამხდელთან არ არის გაგზავნილი. იგი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მომხმარებლად არ არის ავტორიზებული.
საჯარო რეესტრის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, -----ის მუნიციპალიტეტის სოფელ ------ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0.3241 ჰექტარი მიწის ფართი (საკადასტრო კოდი --------) ფ/პ ------- -------------ამ (ს/ნ -------------------) საკუთრებაში მიიღო 03.05.2016 წლის -----ის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების მოწმობა N---ის საფუძველზე და დღემდე მის საკუთრებაში ირიცხება.
2023 წლის 30 მარტის N55752/21-11 წერილით გადამხდელმა მოითხოვა საგადასახადო დავალიანების ჩამოწერა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის საფუძველზე. საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილსა და 205-ე მუხლის მე-13 ნაწილზე მითითებით, მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 31 მარტის N21-11/26878 გადაწყვეტილებით გადამხდელს უარი ეთქვა 2018-2020 წლების ქონების გადასახადის ჩამოწერაზე.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა საჩივარი და მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-8 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, აღიარებულია საგადასახადო დავალიანება, თუ:
ა) დარიცხვის საფუძველია საგადასახადო დეკლარაცია/საბაჟო დეკლარაცია;
ბ) პირს გაშვებული აქვს საგადასახადო ორგანოს მიერ მისთვის წარდგენილი საგადასახადო მოთხოვნის ან/და დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ამ კოდექსით დადგენილი ვადა;
გ) მისი შემცირების მიზნით შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება;
დ) დარიცხვის მართლზომიერების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ე) პირი წერილობითი/ელექტრონული განცხადებით უარს აცხადებს საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს გადაწყვეტილების გასაჩივრებაზე;
ვ) პირს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით საგადასახადო ორგანოში წარდგენილი აქვს წერილობითი განცხადება საგადასახადო მოთხოვნის გასაჩივრებაზე უარის თქმის შესახებ.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის 252- ე მუხლის მოთხოვნათა გაუთვალისწინებლად, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით ჩამოწეროს საგადასახადო დავალიანება, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა, თუ იგი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით აღიარებულად არ ითვლება, აღნიშნული დავალიანების თანხის დარიცხვასთან დაკავშირებით გადასახადის გადამხდელისათვის არ ყოფილა წარდგენილი საგადასახადო ორგანოს შეტყობინება/საგადასახადო მოთხოვნა და გასულია მისი წარდგენის ხანდაზმულობის ვადა.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ 2018-2020 წწ. მიწის გადასახადებზე გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე და ჩაბარებულად ითვლება 2021 წლის 9 ნოემბრიდან.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---- --------ს (ს/ნ-----------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანების გასაჩივრება შესაძლებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. 16) ან სასამართლოში, (მის: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი ითხოვს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 45-ე ნაწილის საფუძველზე დავალიანების ჩამოწერას.
ფაქტობრივი გარემოებები
მომსახურების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით დგინდება, რომ საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომჩივანის ბარათზე სავადო თარიღით დარიცხულია 2018-2020 წწ. ქონების გადასახადი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე წლიურად - პროგრამულად.რაზედაც გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები ფოსტის საშუალებით გაგზავნილია გადამხდელის მისამართზე, რომლებიც უკან მობრუნებულია (მისამართზე არავინ იყო), ამიტომ ისინი გამოქვეყნებულია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე და გადამხდელს ჩაბარებულად ეთვლება 09.11.2021 წლიდან.
ხოლო 2021-2022 წლების გამოცემული საგადასახადო მოთხოვნები გადამხდელთან არ არის გაგზავნილი. იგი შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე მომხმარებლად არ არის ავტორიზებული.
გადამხდელს უარი ეთქვა 2018-2020 წლების ქონების გადასახადის ჩამოწერაზე.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარტამენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 8(5); 205(13); 252; 302(6);309(45);