გადაწყვეტილება №20681/2/2023

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.11.2023
№ დოკუმენტი 20681/2/2023
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№20681/2/2023

24 .11. 2023

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს------ა (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 17.11.2023 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს ---ას 28.08.2023 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №20681/2/2023).

 

დავის საგანი:

1. საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რომელიც გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით (275.1);

2. პირის მიერ ყალბი საგადასახადო-ანგარიშ ფაქტურის გამოწერა (282);

3. 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „-----------გან“ მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრა;

4. მარაგების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით გამოვლენილი შეძენილი საქონლის, რომელიც არ ფიქსირდებოდა ნაშთად, რეალიზებულად განხილვა;

5. ხე-ტყის მასალების შეძენაზე გაწეული ხარჯის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მოგების გადასახადით დაბეგვრა;

6. მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 29.12.2022 წლის №022-31 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19960 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 428 999,76 ლარი.

მათ შორის: გადასახადი - 222 900

დღგ - 155 592

მოგების გადასახადი - 34 496

საშემოსავლო გადასახადი - 32 802

ქონების გადასახადი - 10

ჯარიმა - 124 470

საურავი - 81 629,76

 

პროცედურული გარემოებები

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა 2022 წლის 28 დეკემბერს შედგენილ საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 29 დეკემბრის №33578 ბრძანება და ამავე თარიღის №022-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 11.08.2023 წლის №19960 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, რომელიც გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულებების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით (275.1).

 

ფაქტების აღწერა

შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილი დეკლარაციებით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევა, როცა 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლილი აქვს 2022 წლის იანვრის საანგარიშო თვეში. გადასახადის გადამხდელს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლილი აქვს 2022 წლის იანვრის საანგარიშო თვეში. ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „--------გან“ მიღებული აქვს ავანსი 3 600 ლარი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული დადგენილების შესაბამისად, გადამხდელს რეალიზაციის ამსახველ კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ყალბი არარსებული სახერხის ცნობის ნომრების მიხედვით, გამოწერილი აქვს შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

კომპანიის ძირითადი საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით (საქმიანობის კოდი 46731) რაშიც მოიაზრება ხე-ტყისგან დამზადებული სხვადასხვა სახეობები ფიცარი, ძელი, ძელაკი და ასე შემდეგ.

2019 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-ტყის მასალის იმპორტი, რომლის ღირებულებამაც მომწოდებელს შპს ---------სს სრულად გადაუხადა უნაღდო ანგარიშსწორებით, რაც აუდიტორმა არ გაითვალისწინა და გამოიყენა სსკ-73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მხოლოდ გაწეულ ხარჯად იმპორტირებულ პროდუქციაზე ჩათვალა საწარმოს მიერ გაცხადებული 75%.

მომწოდებლისგან გამოთხოვილია ცნობა დავალიანების შესახებ და მიღებისთანავე დამატებით წარმოადგენს.

შეძენილი დახერხილი ხის მასალის ზედნადებებში მითითებული წარმოშობის დოკუმენტების შესახებ ინფორმაციის გადამოწმება მის მიერ შეუძლებელია ვინაიდან არ არსებობს ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული ბაზა. რაზედაც შემოსავლების სამსახურის მიერ 2022 წელს შემუშავებული ტექნიკური დავალების შესაბამისად მიმდინარეობს ხე-ტყის მოძრაობის და ნაშთების აღრიცხვის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა. აუდიტორის მიერ შედგენილი იქნა საქონლის მოძრაობა საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონელი წარმოშობის დოკუმენტების საფუძველზე და უკვე დოკუმენტურად რეალიზებული პროდუქცია სადაც თანხვედრა არ იყო შეძენილ და რეალიზებულ პროდუქციებში ცნობის ნომრების მიხედვით ,განახორციელა შეძენილი და რეალიზებული საქონლის კლასიფიცირება, საერთო განზომილებისა და ურთიერთშესადარის პარამეტრებში მოქცევით და ვითომცდა დაადგინა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის მოცულობა რომელიც გადაანაწილა შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად, სარეალიზაციო ფასად გამოიყენა საშუალო შეწონილი ფასი და შედეგად საწარმოს დაარიცხა ძირითადი გადასახადი და ჯარიმა როგორც დღგ-ის ნაწილში, მოგების და საშემოსავლო ნაწილში.

აუდიტორის აღნიშნული მეთოდით როგორც აღნიშნა უკვე რეალიზებული პროდუქცია ხელმეორედ იქნა რეალიზებული რამაც გამოიწვია არა გონივრული დანაკლისი და შედეგად გავლენა იქონია როგორც დღგ-ის ასევე მოგების და საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

ამდაგვარი მეთოდი პრაქტიკაში არასდროს გამოყენებულა ჯერ კიდევ 2018 წელს საგამოძიებო სამსახურის მიერ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ყველაზე მასშტაბური შემოწმებების დროსაც კი. პატივცემული აუდიტორი ვერ წარმოადგენს ვერცერთ შემოწმების აქტს სადაც კომპანიას რეალიზაციის დროს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებში დაშვებული შეცდომების გამო რეალიზებული, დაბეგრილი ოპერაციები ამოეღოს მიწოდებიდან და მიეჩნიოს დოკუმენტის გარეშე რეალიზაციად და გამოეყვანა არაგონივრული დანაკლისი.

პრაქტიკიდან გამომდინარე შემოწმების მიმდინარეობის დროს ყოველთვის ხდება ჯერ მიღებული დახერხილი ხის მასალის (ფიცარი, ძელი, ძელაკი და ა.შ) ჯამურად კუბურ-მეტრებში დაჯამება და ანალოგიურად რეალიზებული დახერხილი ხის მასალის დაჯამება კუბურ -მეტრებში. ამის შემდეგ ხდება ბუღალტრულ მონაცემებთან შედარება და შედეგების შესაბამისად ხდება სამართლებრივი შეფასება. სპეციფიკიდან და კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე ხდება დახერხილი ხის მასალის სხვადასხვა სახეობების დახერხვა/ გადამუშავება რაც ასახული იყო მის მიერ წარმოდგენილ ბუღალტრულ პროგრამაში და არ იქნა გაზიარებული აუდიტორის მიერ.

შემოსავლების სამსახური არ წარმოადგენს უფლება მოსილ ორგანოს დაადგინოს ხე-ტყის მასალა პირის მიერ მოპოვებულია თუ არა კანონიერი გზებით. სასაქონლო ზედნადებებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების რამოდენიმეჯერ მითითება არ წარმოადგენს საქონლის უკანონოდ მოპოვების დამადასტურებელ დოკუმენტს. სასაქონლო ზედნადების შევსებისას გადასახადის გადამხდელის მიერ არასწორი ინფორმაციის ჩაწერა ავტომატურად არ გულისხმობს მისთვის საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ამა თუ იმ პასუხისმგებლობის დაკისრებას. მხოლოდ შეცდომის არსებობა სასაქონლო ზედნადებში არ შეიძლება გახდეს სადაო შემთხვევების სასაქონლო ზედნადებების არარსებობასთან გაიგივების საფუძველი, რადგან სასაქონლო ზედნადებების არარსებობა შეუძლებელს ხდის /ართულებს კონტროლის განხორციელების შესაძლებლობას და იმთავითვე ქმნის გადასახადების გადახდისგან თავის არიდების საფრთხეს, ხოლო სასაქონლო ზედნადებებში დაშვებული გარკვეული შეცდომები ავტომატურად არ ქმნის იმ სამართლებრივ უკანონო შედეგებს, რაც მოყვება სასაქონლო ზედნადებების არარსებობას ან ფიქტიურ და უსაქონლო ოპერაციებს, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეის მდგომარეობით საგადასახადო კოდექსით ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების ფინანსთა მინისტრის N996 ბრძანებით დადგენილი წესით შეუვსებლობისათვის რაიმე სახის სანქცია გათვალისწინებული არ არის.

მომჩივანი მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 291-ე მუხლსა და 286-ე მუხლის მე9 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში რადგანაც ინვენტარიზაცია ჩატარდა 2022 წლის 25 ოქტომბერს კამერალური საგადასახადო შემოწმების დანიშვნის შემდეგ მიაჩნია, რომ გადამხდელს მიეცეს რეკომენდაცია გამოვლენილი დანაკლისი დაბეგროს კანონმდებლობის შესაბამისად დანაკლისის აღმოჩენის მომენტში.

ინვენტარიზაცია შპს -------ში განხორციელდა 2022 წლის 25 ოქტომბერს ანუ უკვე დანიშნული იყო კამერალური საგადასახადო შემოწმება. გადამხდელმა 2022 წლის ოქტომბრის თვის დღგ-ის დეკლარაციაში აღიარა და დაბეგრა 84 110,65 ლარის დანაკლისი დღგ-ის გარეშე და ბიუჯეტშიც გადაიხადა შესაბამისი გადასახადი.

აღნიშნული გარემოებაც არ არის გათვალისწინებული აუდიტორის მიერ დანაკლისის სხვადასხვა პერიოდში რეალიზებულად მიჩნევის დროსაც. მოცემულ შემთხვევაში დანაკლისთან დაკავშირებით აუდიტორს უნდა გაეცა რეკომენდაცია გადამხდელისთვის, ვინაიდან ინვენტარიზაციის პერიოდი არ მოიცავდა კამერალური შემოწმების პერიოდს და კომპანია თავად დაბეგრავდა დანაკლისს, რაც არა ერთ აქტშია ასახული.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ საგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის თანხის შემცირება, თუ იგი გამოწვეულია საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ პირის საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის მომენტის (პერიოდის) შეცვლით, − იწვევს პირის დაჯარიმებას შემცირებული გადასახადის თანხის 10 პროცენტის ოდენობით.

დადგენილია, რომ შესამოწმებელ პერიოდში საწარმოს მიერ წარდგენილი დეკლარაციებით ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების საფუძველზე მიღებული აქვს დღგ-ის ჩათვლები. შემოწმებისას გამოვლინდა შემთხვევა, როცა 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლილი აქვს 2022 წლის იანვრის საანგარიშო თვეში.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას/არგუმენტს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

2. პირის მიერ ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა (282)

ფაქტების

აღწერა საგამოძიებო სამსახურიდან მიღებული დადგენილებით შემოწმებას ეცნობა რეალიზაციის ამსახველ კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ყალბი არარსებული სახერხის ცნობის ნომრების შესახებ, რომელთა საფუძველზე საწარმოს გამოწერილი აქვს შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები. მომჩივანს დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლილი აქვს 2022 წლის იანვრის საანგარიშო თვეში. ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „--------გან“ მიღებული აქვს ავანსი 3 600 ლარი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული დადგენილების შესაბამისად, გადამხდელს რეალიზაციის ამსახველ კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ყალბი არარსებული სახერხის ცნობის ნომრების მიხედვით, გამოწერილი აქვს შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, პირის მიერ ფიქტიური გარიგების/უსაქონლო ოპერაციის ამსახველი ან ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა – იწვევს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამომწერი/გამცემი პირის დაჯარიმებას საგადასახადო ანგარიშფაქტურაში მითითებული დღგ-ის თანხის 200 პროცენტის ოდენობით.

გამოძიებით დადგენილია, რომ რეალიზაციის ამსახველ კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებულია ყალბი არარსებული სახერხის ცნობის ნომრები, რომელთა საფუძველზე საწარმოს გამოწერილი აქვს შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას/არგუმენტს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

3. 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „--------სგან“ მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრა

ფაქტების აღწერა

საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებისა და საწარმოს მიერ განხორციელებული მიწოდებების ურთიერთშეჯერების შედეგად გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „-----------გან“ მიღებულია ავანსი 3 600 ლარი, რომელიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. შემოწმებით მიღებული ავანსი დაიბეგრა, საწარმოს დაერიცხა დღგ და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

პირველ, მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს 2021 წლის დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა ჩათვლილი აქვს 2022 წლის იანვრის საანგარიშო თვეში. ასევე, 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „--------გან“ მიღებული აქვს ავანსი 3 600 ლარი, რომელიც არ აქვს დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში. აგრეთვე, საგამოძიებო ორგანოდან მიღებული დადგენილების შესაბამისად, გადამხდელს რეალიზაციის ამსახველ კონკრეტულ სასაქონლო ზედნადებებში დაფიქსირებული ყალბი არარსებული სახერხის ცნობის ნომრების მიხედვით, გამოწერილი აქვს შესაბამისი ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები.

ამასთან, შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა არის დასაბეგრი პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა საქონლის მიწოდებასთან/მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული ხარჯის სხვადასხვა კომპონენტის ღირებულებაზე პირდაპირ მიკუთვნებული დღგ-ის თანხით.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან.

შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხებისა და საწარმოს მიერ განხორციელებული მიწოდებების ურთიერთშეჯერების შედეგად გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც 2022 წლის სექტემბრის თვეში შპს „---------სგან“ მიღებულია ავანსი 3 600 ლარი, რომელიც არ იყო დაბეგრილი შესაბამის საანგარიშო პერიოდში.

მომჩივანი არ წარმოადგენს რაიმე მტკიცებულებას/არგუმენტს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და ამ ნაწილში დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების საფუძველი.

 

4. მარაგების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით გამოვლენილი შეძენილი საქონლის, რომელიც არ ფიქსირდება ნაშთად რეალიზებულად განხილვა ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახური გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ შეძენისა და რეალიზაციის ამსახველ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებისა და საწარმოში 2022 წლის 25 ოქტომბრის №26932 ბრძანებით ჩატარებული სმფების ინვენტარიზაციით გამოვლენილ საქონლის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით, შედგა საწარმოს სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ამსახველი ანგარიში. გაირკვა, რომ შეძენილი საქონელი, რომელიც გადამხდელს ნაშთად არ უფიქსირდება, რეალიზებულია სხვადასხვა პერიოდში, თუმცა არ არის ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში.

შემოწმებით განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული საქონელის კლასიფიცირება, საერთო განზომილებისა და ურთიერთშესადარის პარამეტრებში მოქცევით, დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის მოცულობა, რომელიც გადანაწილდა შემოწმებულ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. სარეალიზაციო ფასებად გამოყენებულ იქნა შესაბამის (ან უახლოეს) თვეში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასები. შედეგად საწარმოს დაერიცხა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანს წარმოდგენილი აქვს ყოველთვიური საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციები. შემოწმებით დადგენილ გარემოებებზე დაყრდნობით, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებისა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანების გათვალისწინებით, გამოვლინდა დადებითი სხვაობები სალაროს გონივრულ ნაშთსა და ანგარიშით მიღებულ თანხებს შორის. შემოწმებით აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორის სასარგებლოდ გაცემულ თანხებად. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის თანახმად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ, პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 3.10.2023 წლის 98780-21-14 წერილის მიხედვით ირკვევა, რომ ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებულ შეძენის და რეალიზაციის ამსახველ დოკუმენტებზე დაყრდნობით, საწარმოს მიერ წარმოდგენილი საბუღალტრო ჩანაწერებისა და საწარმოში 2022 წლის 25 ოქტომბრის 26932 ბრძანებით ჩატარებული სმფ-ების ინვენტარიზაციით გამოვლენილ საქონლის ფაქტობრივი აღრიცხვის მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს სასაქონლო მატერიალური მარაგების მოძრაობის ამსახველი ანგარიში. ანგარიშით გამოვლინდა, რომ შეძენილი საქონელი, რომელიც ნაშთად არ უფიქსირდება, რეალიზებულია სხვადასხვა პერიოდში, თუმცა არ არის ასახული შესაბამისი პერიოდების დღგ-ის დეკლარაციებში. შემოწმებით განხორციელდა შეძენილი და რეალიზებული საქონელის კლასიფიცირება, საერთო განზომილებისა და ურთიერთშესადარის პარამეტრებში მოქცევით, დადგინდა დოკუმენტის გარეშე რეალიზებული საქონლის მოცულობა, რომელიც გადანაწილდა შემოწმებულ პერიოდში დეკლარირებული ბრუნვების პროპორციულად. სარეალიზაციო ფასებად გამოყენებულ იქნა შესაბამის (ან უახლოეს) თვეში დაფიქსირებული საშუალო შეწონილი ფასები.

შემოწმებით დადგენილ გარემოებების საფუძველზე, გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ბუღალტრული ჩანაწერებისა და ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა საწარმოს ფულადი სახსრების მოძრაობის ანგარიში, რა დროსაც დამფუძნებლის მიერ კაპიტალში შენატანების გათვალისწინებით, გამოვლინდა დადებითი სხვაობები სალაროს გონივრულ ნაშთსა და ანგარიშით მიღებულ თანხებს შორის. შემოწმებით აღნიშნული თანხები ჩაითვალა დირექტორის სასარგებლოდ გაცემულ თანხებად.

მომჩივანს არ წარმოუდგენია დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. ხე-ტყის მასალების შეძენაზე გაწეული ხარჯის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მოგების გადასახადით დაბეგვრა ფაქტების აღწერა

საწარმო ხის მასალების ადგილობრივ ბაზარზე შეძენას ახორციელებს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში და გარემოს ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში ასახული ხე-ტყის მასალების წარმოშობის დამადასტურებელი მონაცემები, რა დროსაც გამოვლინდა ისეთი ცნობის ნომრები, რომლებიც ადრე უკვე იყო გამოყენებული სხვადასხვა, მ.შ. სხვა პირების რეალიზაციაში ან/და არ დასტურდება ამ გადამხდელის მონაწილეობა აღნიშნული ხის მასალის მიწოდებების ჯაჭვში. შემოწმებით აღნიშნული შეძენები განხილულ იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით დაბეგვრის ობიექტად, როგორც ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის. ვინაიდან ხარჯის ფაქტობრივად გაწევის ნამდვილობა და ამ ხარჯის საჭიროება არ არის სადავო, შემოწმებამ გამოიყენა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლება და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75% ჩათვალა გადამხდელის გაწეულ ხარჯად, ხოლო 25% ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში დაბეგრა მოგების გადასახადით. საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება, ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ საქმეზე წარმოდგენილი 3.10.2023 წლის 98780-21-14 წერილის მიხედვით ირკვევა, რომ საწარმო ხის მასალების ადგილობრივ ბაზარზე შეძენას ახორციელებს ელექტრონული სასაქონლო ზედნადებებით.

შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზებში არსებული ინფორმაციისა და გარემოს ეროვნული სააგენტოს ბაზებში არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით შესწავლილ იქნა შეძენის დამადასტურებელ სასაქონლო ზედნადებებში ასახული ხე-ტყის მასალების წარმოშობის დამადასტურებელი მონაცემები, რა დროსაც გამოვლინდა ისეთი ცნობის ნომრები, რომლებიც ადრე უკვე იყო გამოყენებული სხვადასხვა, მ.შ. სხვა პირების რეალიზაციაში ან/და არ დასტურდება ამ გადამხდელის მონაწილეობა აღნიშნული ხის მასალის მიწოდებების ჯაჭვში. შემოწმებით აღნიშნული შეძენები განხილულია როგორც ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის.

მომჩივანს არ წარმოუდგენია დასახელებული არგუმენტების დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც საგადასახადო ორგანოს მიერ დასახელებული არგუმენტების და შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგადასახადო შემოწმების შედეგად საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე, საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75%-ის განხილვა გადასახადის გადამხდელის მიერ გაწეულ ხარჯად, ხოლო 25%-ის ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში მოგების გადასახადით დაბეგვრა მართლზომიერია. შესაბამისად, არ არსებობს ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6. მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება

ფაქტების აღწერა

საწარმოს მიერ 2019 წლის ოქტომბრის თვეში განხორცილებულია რუსული წარმოშობის ხე-ტყის მასალის (ევროვაგონკა) იმპორტი, რომლის შესაბამისი თანხა საწარმოს დირექტორის განმარტებით ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორებით. შემოწმებისათვის არსებული დოკუმენტაციისა და ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით შემოწმებამ გამოიყენა საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილით მინიჭებული უფლება და შემოსავლების სამსახურის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით (დანართი №8) საწარმოს მიერ გაცხადებული ხარჯების 75% ჩაითვალა გადამხდელის გაწეულ ხარჯად, ხოლო 25% ხარჯის ფაქტობრივად გაწევის პერიოდებში დაიბეგრა მოგების გადასახადით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის შესაბამისად. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

საწარმოს მიერ შეძენილი და რეალიზებული საქონლის წარმოშობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი სასაქონლო-მატერიალური მარაგების მოძრაობის ანგარიშით გამოვლინდა ხე-ტყის მასალების რეალიზაცია, რომელიც ცნობის ნომრების მიხედვით არ ფიქსირდებოდა შეძენის დოკუმენტებში ან და აჭარბებდა აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მოცულობებს. ასეთი მიწოდებების მიხედვით შემოწმებამ გამოიყენა ხარჯების განსაზღვრის არაპირდაპირი მეთოდი და რეალიზებული საქონლის 75% ჩაითვალა დოკუმენტურ ხარჯად, ხოლო 25% საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლით დაიბეგრა, როგორც დოკუმენტურად დაუდასტურებელი ხარჯი. შედეგად საწარმოს დაერიცხა მოგების გადასახადი და დაეკისრა ჯარიმა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური აღნიშნავს, რომ მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით დამატებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ სადავო საკითხებთან დაკავშირებით დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

მომჩივნის არგუმენტები მოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მოგების გადასახადის გადამხდელია, რეზიდენტი საწარმო.

საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება, ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

მომჩივანი საბჭოში წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ 2019 წლის 24 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციიდან განხორციელდა წიწვოვანი ჯიშის დახერხილი ხე-ტყის მასალის იმპორტი, რომლის ღირებულებამაც მომწოდებელს შპს ---------სს სრულად გადაუხადა უნაღდო ანგარიშსწორებით, რაც აუდიტორმა არ გაითვალისწინა და გამოიყენა სსკ-73-ე მუხლის მე-5 ნაწილი და მხოლოდ გაწეულ ხარჯად იმპორტირებულ პროდუქციაზე ჩათვალა საწარმოს მიერ გაცხადებული 75%. მის მიერ გამოთხოვილია მომწოდებლისგან ცნობა დავალიანების შესახებ და მიღებისთანავე დამატებით წარმოადგენს.

შემოწმებით დადგენილია, რომ საწარმოს მიერ 2019 წლის ოქტომბრის თვეში განხორცილებულია რუსული წარმოშობის ხე ტყის მასალის (ევროვაგონკა) იმპორტი, რომლის შესაბამისი თანხა საწარმოს დირექტორის განმარტებით ანაზღაურებულია ნაღდი ანგარიშსწორებით (ან/და გზავნილის ტიპის გადარიცხვით), რომლის დამადასტურებელი დოკუმენტი შემოწმებას ვერ წარუდგინა.

აღსანიშნავია, რომ მომჩივანს არ წარმოუდგენია დასახელებული არგუმენტის დოკუმენტურად დადასტურებული რაიმე სახის მტკიცებულება, რითაც შემოწმების აქტით დადგენილი გარემოებების შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

საგადასახადო დეკლარაციაში გადასახადის თანხის შემცირება, (275.1); პირის მიერ ყალბი საგადასახადო-ანგარიშ ფაქტურის გამოწერა (282);2022 წლის სექტემბრის თვეში მიღებული ავანსის დღგ-ით დაბეგვრა; მარაგების მოძრაობის ანგარიშის მიხედვით გამოვლენილი შეძენილი საქონლის, რომელიც არ ფიქსირდებოდა ნაშთად, რეალიზებულად განხილვა; ხე-ტყის მასალების შეძენაზე გაწეული ხარჯის, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მოგების გადასახადით დაბეგვრა;. მოგების გადასახადით დაბეგვრის მართლზომიერება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს საბითუმო ვაჭრობა ხე-ტყის მასალით. შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა მომჩივნის საქმიანობის 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის №33578 ბრძანება და ამავე თარიღის №022-31 საგადასახადო მოთხოვნა, რომელიც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №19960 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ მომჩივნის საგადასახადო ვალდებულება განსაზღვრულია მართლზომიერად და არ არსებობს შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანების გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს73(4,5„ა“,9,,ბ“); 96(„ა“); 982(1„ა“, 3 „ზ“); 101(1); 154(1,,ა“); 159(1 „ა“ ); 163(1,2); 164(1); 174(1,2); 275(1); 282(3);

„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი პუნქტი;