გადაწყვეტილება №25770/2/2025

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 01.10.2025
№ დოკუმენტი 25770/2/2025
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№25770/2/2025

01 ოქტომბერი 2025

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: ------------ი (ს/ნ ---------------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ,19.09.2025 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება ------------- ის 2.09.2025 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №25770/2/2025).

 

დავის საგანი:

1. საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრა;

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება;

3. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №070-3 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 59 461.08 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 35 791

საშემოსავლო გადასახადი - 35 670.28

ქონების გადასახადი - 120.72

ჯარიმა - 16 899.4

საურავი - 6 770.68

 

გადასახდელად დარიცხული გადასახადი, რომლის გადახდის ვადა მოთხოვნის გამოცემის თარიღისათვის არ დამდგარა:

საშემოსავლო გადასახადი - 11 135.7 ლარი.

 

პროცედურული გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის 27.06.2025 წლის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის 30.06.2025 წლის №14261 ბრძანება და №070-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

სადავო საკითხები:

1. საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა

გადასახადის გადამხდელს 2023 წლის პირველი მარტიდან მინიჭებული აქვს მცირე მეწარმის სტატუსი ტრანსპორტით მომსახურებაზე (გადაზიდვის მომსახურება, საქართველოს ტერიტორიაზე). 2023 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად პირს დაფიქსირებული აქვს 82 224 ლარი, ხოლო 2024 წელს - 89 718 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე ირკვევა, რომ ----------ი იღებს ორმხრივ ნებართვას (დგინდება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით) და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. 2023 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენს 148 791 ლარს, ხოლო 2024 წელს - 120 056 ლარს.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საგადასახადო კოდექსის 88-ე მუხლის, ასევე „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების გათვალისწინებით, მეწარმეს შეუმცირდა 1%-იანი საპროცენტო განაკვეთით დეკლარირებული ბრუნვა. ვინაიდან ფიზიკურმა პირმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით (ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით). 2023 წლის ხარჯი შეადგენს 54 640 ლარს: მათ შორის საწვავის ხარჯი 50 589 ლარი, სხვა ხარჯი 4 015 ლარი; 2024 წლის ხარჯი შეადგენს 45 818 ლარს: მათ შორის საწვავის ხარჯი 40 819 ლარი, სხვა ხარჯი 4 999 ლარი. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი 2023 წელს 18 830 ლარი, ხოლო 2024 წელს 14 848 ლარი. ასევე, დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა. ამასთან, შეუმცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული გადასახადი. შესაბამისად, 2023 წლის მდგომარეობით შეუმცირდა დარიცხული გადასახადი 822.24 ლარით, ხოლო 2024 წლის მდგომარეობით კი 897.19 ლარით.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილით, 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით, 88-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 89-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, „სპეციალური დაბეგვრის რეჟიმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №415 დადგენილების პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 84-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილების, 88-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 952 მუხლის, 953 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის და მე‑2 ნაწილისა და 955 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლით, საქართველოს მთავრობის №32 დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის” პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, მე13 მუხლის მე-4 პუნქტით, საგადასახადო კოდექსის 89-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, ამ მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 79-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილით, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით, მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლით, 81-ე მუხლის პირველი ნაწილით, მე-100 მუხლის პირველი ნაწილით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 102-ე მუხლით.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ გადასახადის გადამხდელი სარგებლობდა სპეციალური დაბეგვრის რეჟიმით, წარმოადგენდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკურ პირს და საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში ახორციელებდა მომსახურებას. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გადამხდელის საქმიანობა, საერთაშორისო გადაზიდვა, წარმოადგენს ნებართვას დაქვემდებარებულ საქმიანობას, მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმიანობას, რის საფუძველზეც აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავალი ექვემდებარება ჩვეულებრივი რეჟიმით, 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრას.

შემოწმებისას დადგინდა, რომ პირს 2023 წლის კალენდარული წლის მიხედვით მცირე ბიზნესის სტატუსის ფარგლებში მიღებულ შემოსავლად დაფიქსირებული ჰქონდა 82 224 ლარი, ხოლო 2024 წელს - 89 718 ლარი. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზების, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციისა და პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერების საფუძველზე, ირკვევა, რომ ----------ი იღებდა ორმხრივ ნებართვას (დგინდება სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციით) და საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალებით ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. 2023 წლის კალენდარული წლის განმავლობაში მისი მიღებული შემოსავალი (საერთაშორისო გადაზიდვიდან) შეადგენს 148 791 ლარს, ხოლო 2024 წელს - 120 056 ლარს. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების გათვალისწინებით, მეწარმეს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულებები და აგრეთვე, საგადასახადო შემოწმების ფარგლებში, შემცირებულ იქნა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

ამასთან, შემოსავლების სამსახურმა აღნიშნა, რომ მომჩივანი საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები არამართლზომიერად. ხოლო, დავის წარმოების პროცესში არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმებით დადგენილ გარემოებებს.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და იმის გათვალისწინებით, რომ გადასახადის გადამხდელი ახორციელებდა მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმიანობას, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აღნიშნული საქმიანობის ფარგლებში მიღებული შემოსავლის 20%-იანი განაკვეთით დაბეგვრა განხორციელდა, კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, მართლზომიერად. ამდენად, საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

ძირითადად ახორციელებს საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. აუდიტის დეპარტამენტის მიერ მითითებული გაანგარიშებით საერთაშორისო გადაზიდვის შედეგად 2023-2024 წლებში მიღებული შემოსავალი შეადგენს 268 847 ლარს, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს. ზემოაღნიშნულ პერიოდში გადამხდელის მიერ მიღებული შემოსავალი 2023 წელს შეადგენს 121 380 ლარს, ხოლო 2024 წელს შეადგენს 125 435 ლარს. ზემოაღნიშნული საკითხი საჭიროებს კორექტირებას.

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით ერთობლივი შემოსავალი არ დაექვემდებარა შესწავლას. გაურკვეველია ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი, ვინაიდან ეს საკითხი გადამხდელთან ერთად არ არის გავლილი, ამასთანავე აუდიტის დეპარტამენტს 2025 წლის 30 ივნისს მიმართა თხოვნით გაეგზავნა მეწარმის მიმართ დარიცხვის შესახებ ინფორმაცია და გაანგარიშება, რომლის პასუხად მიიღო მხოლოდ წლიური საშემოსავლო გადასახადის 2023 და 2024 წლის წლიური დეკლარაციის ექსელის ცხრილი, ხოლო ამ ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშების რაიმე დოკუმენტაცია მიღებული არ აქვს.

ხელთ არსებული ინფორმაციითა და გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებაში არსებობს განსხვავება, რომელიც 20 000 ლარს აღემატება და ზემოაღნიშნული საკითხი უნდა დაექვემდებაროს ხელახალ შესწავლას.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის. საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

დადგენილია, რომ მომჩივანი რეგისტრირებული იყო მცირე მეწარმის სტატუსით და ახორციელებდა საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებას. აღნიშნული მომსახურებით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით წარმოადგენს მცირე ბიზნესის სტატუსისთვის აკრძალულ საქმიანობას, მის მიერ 2023 წელს მიღებული შემოსავალმა შეადგინა - 148 791 ლარი, ხოლო 2024 წელს - 120 056 ლარი. აღნიშნული შემოსავლების (გამოსაქვითი ხარჯების გათვალისწინებით) მიხედვით, მეწარმეს განესაზღვრა საგადასახადო ვალდებულება საშემოსავლო გადასახადში, ხოლო შემცირდა მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირის ყოველთვიური დეკლარაციების მიხედვით დარიცხული საშემოსავლო გადასახადი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს, სადავო საკითხის ზეპირ განხილვისას მომჩივნის წარმომადგენლის განცხადებაზე, რომლის მიხედვით, მის ხელთ არსებული ინფორმაციითა და გაანგარიშებით ერთობლივი შემოსავლის გაანგარიშებაში არსებობს განსხვავება, რომელიც დაახლოებით 25 000 ლარამდეა. აღნიშნული საკითხი ექვემდებარება ხელახალ შესწავლას. მიუხედავად ამისა, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით აღნიშნული სადავო საკითხი არ დაექვემდებარა შესწავლას და არ მიეცა აღნიშნულის შესაძლებლობა. მოითხოვა მასთან ერთად მოხდეს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის საკითხის შესწავლა.

აღნიშნულზე მოპასუხე ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ შემოწმების მიმდინარეობისას, ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრისას მომჩივანმა გაუგზავნა მხოლოდ საბანკო ამონაწერი, ამიტომ შემოსავლის დასადგენად იხელმძღვანელა საბანკო ამონაწერით, ასევე, ვისთანაც მომჩივანი საქმიანი ურთიერთობით იყო დაკავშირებული, წარმოადგენდა აუდირებულს (შემოწმებული იყო საგადასახადო ორგანოს მიერ) და აღნიშნული პირის მონაცემების მეშვეობით. აქვე განაცხადა, რომ შესაძლოა ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის ნაწილში საკითხი ექვემდებარებოდეს დამატებით შესწავლას.

მხარეთა არგუმენტაციის შესწავლის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

 

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება

ფაქტების აღწერა

გადმოცემულია პირველი დავის საგნის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე3 ნაწილებით, 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 61-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 106-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 72-ე მუხლის პირველი ნაწილით, 111-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლით, ასევე, მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე.

შემოსავლების სამსახურმა ყურადღება გაამახვილა გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ითხოვა ტრანსპორტის მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯებისა და 2023 წელს შეძენილ სატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის ცვეთის ხარჯების გათვალისწინებას. აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებასა და მისაბმელთან დაკავშირებით. ასევე, მიუთითა, რომ 2024 წელს განადგურდა ხანძრის შედეგად და სრულად ექვემდებარება ერთობლივი შემოსავლიდან გამოქვითვას. ამასთან, მეწარმემ ითხოვა სამივლინებო ხარჯების გათვალისწინება.

სადავო საკითხთან, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მომჩივნის არგუმენტაცია

შემოწმების აქტში ასევე მითითებულია, რომ გადამხდელის ხარჯები გაანგარიშდა არაპირდაპირი მეთოდით და შემოსავლიდან გამოქვითულია საწვავის ხარჯები. ამავე დროს მითითებულია, რომ გადამხდელი ფლობს სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც აქტით დაერიცხა კუთვნილი ქონების გადასახადი. არაპირდაპირი მეთოდით ქონების გადასახადის გაანგარიშებისას აუცილებლად მხედველობაში უნდა იყოს მიღებული მიმდინარე საექსპლუატაციო ხარჯები, კერძოდ: საპოხი მასალების, სამუხრუჭე ხუნდების, საბურავების და ა.შ ხარჯები, რომელიც აუცილებელია ზემოაღნიშნული მომსახურების გაწევისთვის. ითხოვს ზემოაღნიშნული ხარჯების გათვალისწინებას სატვირთო მანქანებისთვის დადგენილი ნორმების შესაბამისად და ჩართულ იქნეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.

საჩივარში დაყენებული იყო რამდენიმე საკითხი, კერძოდ შეძენილი სატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის ცვეთის გათვალისწინება ერთობლივი შემოსავლიდან სრული გამოქვითვის მეთოდის გამოყენებით; ასევე სამივლინებო ხარჯების გამოქვითვა ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში.

სამივლინებო ხარჯების გამოქვითვასთან დაკავშირებით: აუდიტის დეპარტამენტის მიერ გაანგარიშებისას გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროს ერთიანი ელექტრონული ბაზების, შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზის, სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოდან, რის საფუძველზეც მოხდა ტრანსპორტირებისთვის გადახდილი თანხებით ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრა, ზემოაღნიშნული ინვოისი თან ახლავს ტვირთის სხვა საბაჟო დოკუმენტაციას, სადაც მითითებულია ტვირთის ტრანსპორტირების დაწყებისა და დასრულების ადგილი, საბაჟო საზღვრის კვეთები და სხვა ინფორმაცია. ვინაიდან აუდიტის დეპარტამენტს გააჩნია ერთობლივი შემოსავლის განმსაზღვრელი სრული ინფორმაცია, ითხოვს მიეწოდოს მომჩივნის საზღვრის კვეთის და ტვირთის ტრანსპორტირების დასრულების ქვეყნის შესახებ ინფორმაცია, რათა საშუალება მიეცეს სამივლინებო ხარჯების გაანგარიშება მოახერხოს არაპირდაპირი მეთოდით ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ნორმის შესაბამისად და აღნიშნული თანხით გაზრდილ იქნეს ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ოდენობა.

• ქონების გადასახადის ნაწილში მითითებულია, მეწარმეს დაერიცხა ქონების გადასახადი. ამასთანავე უნდა აღინიშნოს, რომ მეწარმეს სატრანსპორტო საშუალება და მისაბმელი შეძენილი აქვს 2023 წელს, მაგრამ ზემოაღნიშნული ხარჯი ცვეთის სახით გამოკლებული არ არის. მისი მხრიდან წარმოდგენილი იქნება ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შეძენის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ითხოვს აღნიშნული გათვალისწინებულ იქნეს ცვეთის ხარჯში. აქვე უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება და მისაბმელი ხანძრის შედეგად სრულად განადგურდა 2024 წელს, აქედან გამომდინარე, შეძენილი სატრანსპორტო საშუალების ღირებულება სრულად უნდა იქნეს გამოქვითული ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვით ხარჯებში სხვა დოკუმენტურ ხარჯებთან ერთად.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების მიხედვით:

1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა.

3. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე), თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილის შესაბამისად:

1. ერთობლივი შემოსავლიდან გამოიქვითება ყველა ხარჯი, რომელიც დაკავშირებულია მის მიღებასთან, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად გამოქვითვას არ ექვემდებარება.

2. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საგადასახადო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება ის ხარჯები, რომლებიც არ არის დაკავშირებული ეკონომიკურ საქმიანობასთან.

საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერულ) ოპერაციაზე გამოწერილ პირველად საგადასახადო დოკუმენტში საქონლის ღირებულების (მათ შორის, საქონლის ერთეულის ფასის) მითითება სავალდებულო არ არის.

საგადასახადო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობისათვის გამოყენებულ ძირითად საშუალებათა საამორტიზაციო ანარიცხები გამოიქვითება ამ მუხლით გათვალისწინებული პირობების მიხედვით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ძირითადი საშუალებები, რომლებიც ამორტიზაციას ექვემდებარება, ჯგუფდება ამორტიზაციის შემდეგი ნორმების მიხედვით: 1 ჯგუფი - 20% ამორტიზაციის ნორმა.

შემოწმების აქტის მიხედვით, ვინაიდან მომჩივანმა სრულყოფილად ვერ წარადგინა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები, მიღებული ერთობლივი შემოსავალი შეუმცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით, კერძოდ, ხარჯის მიღებულ შემოსავალთან შეპირისპირებით. 2023 წლის ხარჯმა შეადგინა 54 640 ლარს, მათ შორის საწვავის ხარჯი 50 589 ლარი, სხვა ხარჯი 4 015 ლარი. ხოლო 2024 წლის ხარჯმა შეადგინა 45 818 ლარი, მათ შორის საწვავის ხარჯი 40 819 ლარი, სხვა ხარჯი 4 999 ლარი.

შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

საბჭო ყურადღებას ამახვილებს შემოწმების აქტში არსებულ ჩანაწერზე, რომ ერთობლივი შემოსავალი შემცირდა ამავე პერიოდში დოკუმენტურად დადასტურებული ხარჯითა და არაპირდაპირი მეთოდით გაანგარიშებული ხარჯებით. გადაზიდვის მომსახურებასთან დაკავშირებული საწვავის ხარჯი გაანგარიშდა აუდირებული მსგავსი საქმიანობის განმახორციელებელი პირების დოკუმენტურად დადასტურებული მონაცემების მიხედვით.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების და შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანების შინაარსის გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

 

3. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა

ფაქტების აღწერა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველოს ინფორმაციით ირკვევა, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია სატრანსპორტო საშუალება. 2023 წლის დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა ქონების გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახურმა იხელმძღვანელა საგადასახადო კოდექსის საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტით, 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 205-ე მუხლის პირველი ნაწილით და მიუთითა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე.

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ აუდიტის დეპარტამენტის მიერ საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მომჩივნის არგუმენტაცია

2023 წლის 25 იანვარს შეიძინა 2006 წელს გამოშვებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება -------, სანომრე ნიშნით ------, Vin:---------; მისაბმელი - სახ. ნომრით ---------; აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შეძენა მოხდა სიტყვიერი ხელშეკრულების საფუძველზე და ამ ეტაპზე არ არსებობს დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისას მხარეებს შორის შეთანხმებულ ღირებულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე შუამდგომლობს, გამოთხოვილ იქნეს სატრანსპორტო საშუალება --------; Vin:--------; მისაბმელი - სახ. ნომრით -------; განბაჟების სატარიფო ღირებულება, რათა 2023 წლის 25 იანვრის ნასყიდობის ღირებულება განსაზღვრულ იქნეს ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალების საქართველოში იმპორტის დროს განსაზღვრული სატარიფო ღირებულიდან ცვეთის გამოკლებით მისი რეალიზაციის მომენტამდე (2023 წლის 25 იანვრამდე). აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებას ვერ ახერხებს მეწარმე, ვინაიდან მის მიერ არ მომხდარა ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებისა და მისაბმელის განბაჟება, ხოლო საქართველოში მის იმპორტიორთან და სატრანსპორტო საშუალების უშუალო გამყიდველ -----------თან (პ/ნ ------------) დაკავშირება ვერ ხერხდება.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აგვისტოს 18470 ბრძანებით მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადამხდელის საჩივარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭოს მომართავს შუამდგომლობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებისას საჩივარში დაფიქსირებული საკითხების უგულებელყოფის, ან/და არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში საჩივარში მითითებული საკითხების ხელახალი შესწავლისთვის.

შემოსავლების სამსახურის 2025 წლის 15 აგვისტოს 18470 ბრძანებით მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გადამხდელის საჩივარი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავების განხილვის საბჭოს მომართავს შუამდგომლობით, შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულებისას საჩივარში დაფიქსირებული საკითხების უგულებელყოფის, ან/და არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევაში საჩივარში მითითებული საკითხების ხელახალი შესწავლისთვის.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ქონების გადასახადის გადამხდელია ფიზიკური პირი მის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (მათ შორის, დაუმთავრებელ მშენებლობაზე, შენობა-ნაგებობაზე ან მათ ნაწილზე), იახტებზე (კატარღებზე), შვეულმფრენებზე, თვითმფრინავებსა და საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდით განსაზღვრულ მსუბუქ ავტომობილებზე.

საგადასახადო კოდექსის 202-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, ფიზიკური პირის დასაბეგრ ქონებაზე გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია გადასახადის გადამხდელის ოჯახის მიერ საგადასახადო წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლების მიხედვით და განისაზღვრება შემდეგი ოდენობით:

ა) 100 000 ლარამდე შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.05 პროცენტისა და არა უმეტეს 0.2 პროცენტისა;

ბ) 100 000 ლარის ან მეტი შემოსავლის მქონე ოჯახებისათვის – საგადასახადო პერიოდის ბოლოსთვის დასაბეგრი ქონების საბაზრო ღირებულების არანაკლებ 0.8 პროცენტისა და არა უმეტეს 1 პროცენტისა.

საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 და მე-14 ნაწილების მიხედვით, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით. ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

დადგენილია, რომ გადასახადის გადამხდელის საკუთრებაშია სატრანსპორტო საშუალება. მომჩივნის 2023 წლის დასაბეგრმა შემოსავალმა გადააჭარბა 40 000 ლარს. შედეგად, გადასახადის გადამხდელს, დაერიცხა ქონების გადასახადი.

საბჭო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხე ორგანოს განმარტებაზე, რომ სატრანსპორტო საშუალებაზე ფასის განსაზღვრა მოხდა ქვეყნის შიგნით ბაზარზე არსებული იდენტური, მსგავსი სატრანსპორტო საშუალების ღირებულების მიხედვით. მომჩივანი ვერ წარმოადგენს სათანადო არგუმენტებს ან დოკუმენტურად დადასტურებულ შესაბამის მტკიცებულებებს, რაც შემოწმებისას დადგენილი გარემოებების შეცვლის და შესაბამისად, ამ ნაწილში შემოწმების აქტით დარიცხული თანხების შემცირების საფუძველი გახდებოდა.

მხარეთა არგუმენტების, სადავო საქმეზე არსებული მასალების შესწავლის/შეფასების და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვინაიდან მომჩივანს საკუთრებაში ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება და მისმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2023 წელს გადააჭარბა 40 000 ლარს, საბჭოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ქონებაზე შემოწმებისას განსაზღვრული ღირებულებით, ქონების გადასახადის დარიცხვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ნაწილობრივ გაუქმდეს შემოსავლების სამსახურის 15.08.2025 წლის №18470 ბრძანება;

3. პირველი დავის საგნის ნაწილში დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის საკითხის შესწავლა მომჩივნის მონაწილეობით და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, დარიცხული თანხების კორექტირება (შემცირება);

4. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

1. საერთაშორისო გადაზიდვის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლის განსაზღვრა;

2. ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების გაანგარიშება;

3. ქონების გადასახადით დასაბეგრი ბაზის განსაზღვრა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა გადასახადის გადამხდელის საქმიანობის 1.01.2023 წლიდან 1.04.2025 წლამდე საანგარიშო პერიოდების კამერალური საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგები აისახა აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების აქტში, რომლის საფუძველზე გამოიცა ამავე დეპარტამენტის №14261 ბრძანება და №070-3 საგადასახადო მოთხოვნა, რაც გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში.

შემოსავლების სამსახურის №18470 ბრძანებით საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მე-2 სადავო საკითხთან, ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს მიეცა წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტისათვის წარედგინა საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები (მათ შორის მივლინებასთან დაკავშირებით). განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში დაევალა აუდიტის დეპარტამენტს წარდგენილი მტკიცებულებების შესწავლა და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

შემოსავლების სამსახურის №18470 ბრძანება გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ არგუმენტაციის შესწავლის, წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების და საქმეზე არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტს უნდა დაევალოს, მომჩივნის მონაწილეობით, შეისწავლოს ერთობლივი შემოსავლის განსაზღვრის საკითხი და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს მომჩივნის საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

ამასთან,ერთობლივი შემოსავლიდან გამოსაქვითი ხარჯების ნაწილში საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობს ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტების გათვალისწინების და შემოსავლების სამსახურის №18470 ბრძანებით მიღებული გადაწყვეტილებისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ხოლო, დარიცხული ქონების გადასახადი და ჯარიმის ნაწილშისაბჭოს მიაჩნია,რომ ვინაიდან მომჩივანს საკუთრებაში ჰქონდა სატრანსპორტო საშუალება და მისმა დასაბეგრმა შემოსავალმა 2023 წელს გადააჭარბა 40 000 ლარს, რომ აღნიშნულ ქონებაზე შემოწმებისას განსაზღვრული ღირებულებით, ქონების გადასახადის დარიცხვა მართებულია და არ არსებობს საჩივრის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5 „ა“); 100(1.3„ბ“); 102; 105(1); 106(,,ა“); 111(1); 201(1); 202(5); 205(1);