ურთიერთობა ფიქსირებულ დაწესებულებასა და სათაო ოფისს შორის

ევროპის კავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს (CJEU) გადაწყვეტილება 23.03.2006
№ დოკუმენტი C-210/04
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო

📄 სრული ტექსტი

#assignedTableId-1674198813686 {width: 490.5pt; border: none; margin-left: 6.75pt; margin-right: 6.75pt; margin: 0 auto !important; }წევრი სახელმწიფო

იტალია

საქმის ნომერი

C-210/04

მხარეები

Ministerodell’Economia e delle Finanze (Ministry of Economic Affairs

andFinance) and Agenzia delle Entrate (Revenue Agency) v. FCE Bank plc

თარიღი

23/03/2006

სამართლებრივი

საფუძველი

· 1977 წლის17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის (2006 წლის 28 ნოემბრისდირექტივის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი)

· 1977 წლის17 მაისის დღგ-ის მე-6 დირექტივის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის (2006 წლის 28 ნოემბრისდირექტივის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილი)

საქართველოსსაგადასახადო კოდექსის შესაბამისი ნორმები

· 159-ე მუხლის1-ლი ნაწილი

· 158-ე მუხლის1-ლი ნაწილი

ურთიერთობა ფიქსირებულ დაწესებულებასა და სათაო ოფისს შორის

ფაქტობრივი გარემოება

FCE IT არის გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული კომპანიის, FCE Bank-ის ფილიალი იტალიაში. მის საქმიანობას წარმოადგენს ფინანსური მომსახურების გაწევა. FCE Bank-მა FCE IT-ს გაუწია საკონსულტაციო, მენეჯმენტის, პერსონალის ტრენინგის, მონაცემთა დამუშავებისა და აპლიკაციის პროგრამული უზრუნველყოფის მიწოდების/მართვის მომსახურებები. აღნიშნულ მომსახურებებთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს ფილიალი. აღნიშნული ანაზღაურება ფილიალმა ჯერ უკუდაბეგვრის წესით დაბეგრა დღგ-ით, გადაიხადა შესაბამისი დღგ ბიუჯეტში, შემდეგ კი მოითხოვა ამ დღგ-ს უკან დაბრუნება იმ საფუძვლით, რომ იგი არ წარმოადგენდა დამოუკიდებელ იურიდიულ პირს და შესაბამისად, ეს ოპერაციაც არ იყო დღგ-ით დასაბეგრი.

საგადასახადო ორგანომ უარი უთხრა ფილიალს გადახდილი დღგ-ის დაბრუნებაზე, მიიჩნია რა, რომ ფილიალი წარმოადგენს დამოუკიდებელ დასაბეგრ პირს და შესაბამისად, სათაო ოფისის მიერ გაწეული მომსახურებების ანაზღაურების მიზნით გაწეული ხარჯები იბეგრება დღგ-ით. საგადასახადო დავამ გადაინაცვლა ეროვნულ სასამართლოში, რომელმაც საკითხის გადასაწყვეტად, დირექტივის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის ინტერპრეტაციის მიზნით მიმართა ევროპის სასამართლოს.

დასმული კითხვა

1.სხვა სახელმწიფოში დაფუძნებული ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, განიხილება თუ არა დასაბეგრ პირად სათაო ოფისის მიერ გაწეული მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებისას?

2.სათაო ოფისის მიერ გაწეული მომსახურებების ხარჯების ანაზღაურება წარმოადგენს თუ არა სათაო ოფისის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ გადახდილ ანაზღაურებას, მიუხედავად ანაზღაურების ოდენობისა და მიუხედავად იმისა მიიღო თუ არა მოგება სათაო ოფისმა?

სასამართლოს გადაწყვეტილება

2006 წლის 28 ნოემბრის დირექტივის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებია დასაბეგრი პირის მიერ ქვეყნის ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა. მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად კი, დღგ-ით დასაბეგრ პირად განიხილება ნებისმიერი პირი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე დამოუკიდებლად ახორციელებს ნებისმიერი სახის ეკონომიკურ საქმიანობას, მიუხედავად ამ საქმიანობის მიზნისა და შედეგისა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სიტყვა „დამოუკიდებლად“ გამორიცხავს პირებს შორის რაიმე სახის ურთიერთდაქვემდებარების არსებობას.

როგორც სასამართლომ C-16/93 საქმეზე (Tolsma) დაადგინა, გაწეული მომსახურება დასაბეგრია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს სამართლებრივი ურთიერთობა მომსახურების მომწოდებელსა და მიმღებს შორის და აღნიშნული ითვალისწინებს გარკვეულ ანაზღაურებას.

იმის დასადგენად, არსებობს თუ არა ასეთი სამართლებრივი ურთიერთობა არარეზიდენტ კომპანიასა და მის ერთ-ერთ ფილიალს შორის, აუცილებელია დადგინდეს, ახორციელებს თუ არა ფილიალი დამოუკიდებელ ეკონომიკურ საქმიანობას. ამასთან დაკავშირებით აუცილებელია განისაზღვროს, შეიძლება თუ არა ფილიალი ჩაითვალოს დამოუკიდებელ ბანკად. უნდა დადგინდეს, გააჩნია თუ არა მას ეკონომიკური რისკები ბიზნეს საქმიანობის განხორციელების პროცესში.

გენერალურმა ადვოკატმა აღნიშნა, რომ ფინანსური ინსტიტუტის საქმიანობასთან დაკავშირებული ეკონომიკური რისკი, როგორიცაა მაგალითად კლიენტის მიერ სესხის გადაუხდელობა, ფილიალს არ ეკისრება. ამ სახის რისკებს კისრულობს ბანკი. ფილიალს აგრეთვე არ გააჩნია საწესდებო კაპიტალი. შესაბამისად, ეკონომიკურ აქტივობასთან დაკავშირებული რისკები მთლიანად ეკისრება FCE ბანკს. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ FCE IT არის დამოკიდებული სათაო კომპანიაზე და მასთან ერთად წარმოადგენს ერთ დასაბეგრ პირს.

ამდენად, ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სხვა სახელმწიფოში დაფუძნებული ფიქსირებული დაწესებულება, რომელიც არ წარმოადგენს დამოუკიდებელ იურიდიულ პირს, არ განიხილება დასაბეგრ პირად სათაო ოფისის მიერ გაწეული მომსახურებების ხარჯების ანაზღაურებისას.

ვინაიდან ფილიალი არ წარმოადგენს დამოუკიდებელ დასაბეგრ სუბიექტს, არ არსებობს მეორე კითხვაზე პასუხის გაცემის საჭიროება.