ბრძანება N 12222

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 04.06.2026
№ დოკუმენტი 12222
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 12222

04 ივნისი 2026

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „-------“ (ს/ნ -------)

(მის.: -------, -------)

2026 წლის 14 მაისის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2026 წლის 28 მაისს გამართულ სხდომაზე (ოქმი №44) განიხილა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2026 წლის 14 მაისის №102372/1/2026 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 8 აპრილის №007-92 კორექტირებულ საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი საგადასახადო შემოწმების გადაანგარიშების შედეგებთან დაკავშირებით:

გადამხდელი გადაანგარიშების შედეგებთან მიმართებით აცხადებს, რომ ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დარიცხულ საშემოსავლო გადასახადის ნაწილში რჩება საკითხი, რომელიც შეეხება შესამოწმებელი პერიოდის ბოლოსთვის გატანილ თანხას, 100 000 ლარს, რაც გადასახადის გადამხდელს დაბეგრილი ჰქონდა 2025 წლის იანვრის თვის მოგების გადასახადის დეკლარაციით, არაგონივრული ნაშთის წარმოშობიდან 3 თვის ვადაში, სალაროში ნაღდი ფულის შესახებ მეთოდური მითითების მიხედვით (წინა რედაქციით). გადამხდელი ითხოვს, აღნიშნული თანხა განხილულ იქნეს მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხად (ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად) და მოხდეს გადასახადების გადაანგარიშება. ასევე, გადამხდელი ითხოვს საურავის შემცირებას, აცხადებს, რომ საურავის შემცირების შემთხვევაში გააფორმებენ საგადასახადო შეთანხმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმეში არსებული მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 იანვრის №548 ბრძანებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „-------“ (ს/ნ -------) 2025 წლის 21 დეკემბრის საჩივარი, კერძოდ, ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მიხედვით:

„1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ფულის ნაშთზე განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებების დაზუსტების მიზნით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტები;

ბ) გადასახადის გადამხდელის მიერ ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, შეისწავლოს წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;”

შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 იანვრის №548 ბრძანების აღსრულების მიზნით, აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2026 წლის 6 აპრილის დასკვნა საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე, რომლის მიხედვით, გადამხდელს საგადასახადო შემოწმებით დარიცხული გადასახადი შეუმცირდა ჯამში 15 186 ლარით, მათ შორის, გადასახადი 10 124 ლარით და ჯარიმა 5 062 ლარით. აღნიშნულზე, გადასახადის გადამხდელს წარედგინა 2026 წლის 8 აპრილის №007-92 კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა.

 

საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშების თაობაზე გამოცემული დასკვნის მიხედვით დგინდება შემდეგი:

შპს „-------“ (ს/ნ -------) მიერ, ბრძანებით დადგენილ ვადებში აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარმოდგენილი იქნა დეკორატიული მცენარეების და ამ მცენარეების მოვლაზე გაწეული ხარჯების დოკუმენტაცია (შესყიდვის და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, აგრეთვე მცენარეების არსებობის დამადასტურებელი ფოტო მტკიცებულებები). ამასთან, დადგინდა, რომ მცენარეთა მოვლის მომსახურებები საწარმოს მიღებული აქვს არამეწარმე ფიზიკური პირისგან, შესაბამისად აღნიშნული მომსახურებები ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 იანვარის N548 ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილი იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები და განხორციელდა გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის 21 ნაწილის თანახმად, თუ გასაჩივრებული გადაწყვეტილება/საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია დავის განმხილველი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, დავის განმხილველი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ საკითხს იხილავს ის ორგანო, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვითაც იქნა გამოცემული გასაჩივრებული გადაწყვეტილება/ საგადასახადო მოთხოვნა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს დადგენილ გარემოებებზე, რომლის თანახმად, შემოსავლების სამსახურის ბრძანების შესაბამისად შემოწმებამ გადაიანგარიშა გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებები, კერძოდ, შესწავლილი იქნა დეკორატიული მცენარეების და ამ მცენარეების მოვლაზე გაწეული ხარჯებთან დაკავშირებით გადამხდელის წარდგენილი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები (შესყიდვის და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, აგრეთვე მცენარეების არსებობის დამადასტურებელი ფოტო მტკიცებულებები). ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე განხორციელდა გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც გადასახადის გადამხდელს შეუმცირდა დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

ხოლო, რაც შეეხება სალაროს ნაშთის ნაწილის მოგების გადასახადით დაბეგრვას (სესხად განხილვას) და საურავის შემცირებას, შემოსავლების სამსახური მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს მითითებული აქვს ისეთი ფაქტობრივი გარემოებები, რაც თავდაპირველ საჩივარში სადავოდ არ გაუხდია, ასევე, არ დაკმაყოფილდა შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 იანვრის №548 ბრძანებით და შესაბამისად, არ ყოფილა დავალებული შესასრულებლად აუდიტის დეპარტამენტისთვის.

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „-------“ (ს/ნ -------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

გადამხდელი ითხოვს ფულადი სახსრების მოძრაობის ანალიზის შედეგად დადგენილი თანხის მოგების გადასახადით დასაბეგრ თანხად განხილვას (ფიზიკურ პირზე გაცემულ სესხად) და მოხდეს გადასახადების გადაანგარიშება.

 

ფაქტობრივი გარემოებები

მომჩივანის მიერ, ბრძანებით დადგენილ ვადებში აუდიტის დეპარტამენტში დამატებით წარმოდგენილი იქნა დეკორატიული მცენარეების და ამ მცენარეების მოვლაზე გაწეული ხარჯების დოკუმენტაცია (შესყიდვის და მომსახურების მიღება-ჩაბარების აქტები, აგრეთვე მცენარეების არსებობის დამადასტურებელი ფოტო მტკიცებულებები). ამასთან, დადგინდა, რომ მცენარეთა მოვლის მომსახურებები საწარმოს მიღებული აქვს არამეწარმე ფიზიკური პირისგან, შესაბამისად აღნიშნული მომსახურებები ექვემდებარება დაბეგვრას გადახდის წყაროსთან, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 21 იანვარის N548 ბრძანების აღსრულების მიზნით შესწავლილი იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები და განხორციელდა გადაანგარიშება, რომლის შედეგადაც შემცირებას დაექვემდებარა შემოწმების შედეგად დარიცხული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო გადასახადის ნაწილში.

 

გადაწყვეტილება

საქმეზე არსებული მტკიცებულებების, აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილი დასკვნის და შესაბამისად, განხორციელებული გადაანგარიშების შედეგებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარმოდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 304(21)