ბრძანება N 4993
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 4993
15.03.2023
შპს „----------“ (ს/ნ ----------)
(მის.: ----------)
2023 წლის 3 თებერვლის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის პირველი მარტის სხდომაზე (ოქმი №20) განიხილა შპს „----------“ (ს/ნ ----------) 2023 წლის 3 თებერვლის №78817/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 22 დეკემბრის №021-130 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
სადავო საკითხები:
1. მომჩივანი არ ეთანხმება 2019 წლის მაისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას 56 125 ლარის ოდენობით.
2. გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის ოდენობას, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით დგინდება, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 5 ივლისის №17568 და 16 დეკემბრის №31732 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ მაისამდე საანგარიშო პერიოდები, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის გასაზღვრის მიზნებისთვის 2022 წლის 8 ივნისის ჩათვლით საანგარიშო პერიოდები. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 16 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2022 წლის 22 დეკემბრის №32483 ბრძანება და ამავე თარიღის №021–130 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 337 983 ლარი, მათ შორის გადასახადი 185 970 ლარი, ჯარიმა 90 546 ლარი და საურავი 61 467 ლარი.
საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით:
ებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებით: შპს „----------“ საქმიანობაა მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა, ქალაქ ქუთაისში. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გადამხდელს მიღებული თანხები არასრულად ჰქონდა დაბეგრილი დღგ-ით. კერძოდ, გადამხდელის მიერ შესამოწმებელ პერიოდში დეკლარირებული 18%-იანი დასაბეგრი ბრუნვა შეადგენდა 1 654 770 ლარს, ხოლო შემოწმებამ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა დაადგინა - 1 907 894 ლარი. შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე და 159-ე მუხლების საფუძველზე, გაიზარდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა დღგ და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოში განხორციელდა სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგების მიხედვითაც 2022 წლის 9 ივნისის მდგომარეობით სალაროში თანხა შეადგენდა 0-ს. (2022 წლის 8 ივნისის ბრძანება №14304). შესაბამისად, შემოწმებით, შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა 636 261 ლარი (დარიცხული) შესამოწმებელი პერიოდების წლების შესაბამისად ჩაითვალა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად და დაიბეგრა გადახდის წყაროსთან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
საწარმოს 2018 წლის 1 აგვისტოსა და 2018 წლის 25 ნოემბერს ფიზიკურ პირებთან: ი/მ ----------(ს/ნ ----------) და ფ/პ ----------- (პ/ნ ------------) გაფორმებული აქვს ხელშეკრულება სანაცვლო შესრულების პირობით საკუთრების გადაცემის შესახებ, რომლის მიხედვით მესაკუთრეები საკუთრებაში გადასცემენ, ხოლო კომპანია საკუთრებაში იღებს ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ ქონებას, კერძოდ 800 კვ.მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთს (ს/კ: ------------), სანაცვლო შესრულების პირობით. კომპანია იღებს ვალდებულებას გადასცეს საკუთრების უფლება მიწის ნაკვეთზე აშენებულ მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსში ხელშეკრულებით განსაზღვრულ ინდივიდუალურ ფართებზე (კერძოდ, 60 კვ.მ. საცხოვრებელი ფართი ------------, ხოლო ----------- 300.98 კვ.მ კომერციული ფართი). 2021 წლის 30 ივნისს ფიზიკურ პირებთან გაფორმებულია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც შპს „----------“ მათ საკურებაში გადასცემს ფართებს. აღნიშნული ფართები თავის მხრივ, შპს „----------“ დაბეგრა 2021 წლის ივნისის თვეში. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ბარტერის ფარგლებში გადაცემული ფართები, დაექვემდებარა დაბეგვრას, მიწოდებული საქონლის საბაზრო ღირებულებით. შესაბამისად, საწარმოს დაერიცხა გადასახადები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით,შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა: ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.
ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა; ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ: ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია შესაბამის საგადასახადო ორგანოში წარადგინოს დღგ-ის დეკლარაცია ყოველ საანგარიშო პერიოდზე არა უგვიანეს ამ პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს დღგ
2021 წლიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, დასაბეგრი პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ანაზღაურების სანაცვლოდ საქონლის მიწოდება/მომსახურების გაწევა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 163-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:
1. საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის დღგ-ით დაბეგვრა ხორციელდება საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის მომენტში, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
2. თუ თანხა სრულად ან ნაწილობრივ ანაზღაურებულია საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, ანაზღაურებული თანხის შესაბამისი დღგ-ის გადახდა ხორციელდება ანაზღაურების თანხის გადახდის საანგარიშო პერიოდის მიხედვით, გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 164-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, დღგ-ით დასაბეგრი თანხა არის საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის სანაცვლოდ მიღებული/მისაღები ანაზღაურება დღგ-ის გარეშე, საქონლის/მომსახურების ფასთან პირდაპირ დაკავშირებული სუბსიდიის ჩათვლით. აღნიშნული დებულება გამოიყენება საქონლის/მომსახურების გაცვლის ოპერაციის (ბარტერული ოპერაციის) შემთხვევაშიც.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული დასაბეგრი პირი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს დღგ-ის დეკლარაცია არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა და ამავე ვადაში გადაიხადოს გადასახადი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
წარმოდგენილ საჩივარში მომჩივანი არ ეთანხმება 2019 წლის მაისის თვის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის ოდენობას და ითხოვს მის შემცირებას 56 125 ლარის ოდენობით. აცხადებს, რომ 2019 წლის მაისში დაბეგრა 2018 წელსა და 2019 წლის იანვარ-თებერვალში მიღებული ავანსის თანხები. შემოწმებით 2019 წლის იანვარ-თებერვალში მიღებულმა ავანსმა შეადგინა 66 227 ლარი (დასაბეგრი თანხა 56 125 ლარი), რომელიც შემმოწმებლებმა დაბეგრეს 2019 წლის იანვარ-თებერვლის თვის საანგარიშო პერიოდში, თუმცა მაისის თვეში აღნიშნული თანხით არ მოუხდენიათ დასაბეგრი ბრუნვის შემცირება. ამდენად, 2019 წლის მაისში დღგ-ის ბრუნვაში აისახა 2019 წლის იანვარ-თებერვლის თვეში მიღებული ავანსებიც. შესაბამისად, გაორმაგდა დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეზე არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვის დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დოკუმენტაცია) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 491 მუხლის თანახმად:
1. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია განახორციელოს ზოგადი ანალიტიკური პროცედურები.
2. ზოგადი ანალიტიკური პროცედურები გულისხმობს პირის შესახებ ინფორმაციის შეკრებას, ანალიზს და ამ ანალიზის საფუძველზე გადასახადების ადმინისტრირების ღონისძიებების დაგეგმვასა და ოპტიმიზაციას, მათ შორის, გადასახადით დასაბეგრი ობიექტის თაობაზე ინფორმაციის შეგროვებასა და ანალიზს, ასევე, საგადასახადო დავალიანებისა და ზედმეტობის წარმოშობის მიზეზების შესწავლას.
შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96- ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ საწარმოში განხორციელდა სალაროს ნაშთის ინვენტარიზაცია, რომლის თანახმად საწარმოს 2022 წლის 9 ივნისის მდგომარეობით სალაროს ნაშთი უფიქსირდებოდა 0 ლარი. შემოწმებით, გადამხდელის მიერ მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის გამოვლინდა სხვაობა.
წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება სალაროს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის ოდენობას, რომელიც ჩაითვალა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, კერძოდ:
ითხოვს პირველი სადავო საკითხის შესწავლის შედეგად სალაროს ნაშთის ოდენობის დაკორექტირებას;
ასევე, ითხოვს სალაროს ნაშთის შემცირებას 2018 წელს მშენებლობისთვის გაწეული ხარჯებით. მიუთითებს, რომ ვინაიდან 2018 წლის განმავლობაში მიღებული ავანსის თანხა ასახული იყო 2019 წლის მაისის თვეში და მონაწილეობა მიიღო სალაროს შემოსავლების ნაწილის გაანგარიშებაში, მაშინ სალაროს ნაშთი უნდა შემცირებულიყო 2018 წელს კომპანიის მიერ გაწეული ხარჯებით;
აცხადებს, რომ 400 910 ლარით არასწორად არის გაზრდილი შემოსავალი. მიუთითებს, რომ სალაროს ნაშთის გაანგარიშებაში საერთოდ არ მონაწილეობს 2019 წლის 1 იანვრისთვის არსებული ნაშთი და ყოველ შემოწმებულ წელზე დამატებულია წლის ბოლოსათვის არსებული კრედიტორული ნაშთი, რაც არამართლზომიერია, ვინაიდან რიგ წლებში იზრდებოდა კრედიტორული დავალიანება და რიგ წლებში მცირდებოდა. შესაბამისად, უნდა მომხდარიყო სხვაობის დამატება ან გამოკლება;
განმარტავს, რომ შემოწმების აქტით მიღებული ფულის გაანგარიშებაში შემმოწმებლებს ჩასმული აქვთ დღგ-ის მთლიანი ბრუნვა. ამ ბრუნვაში შედიოდა მიწის ნაკვეთის სანაცვლოდ მესაკუთრეებზე გადაცემული ბინები, რომელიც შემოწმებით განისაზღვრა საბაზრო ფასით. აცხადებს, რომ ვინაიდან მიწის მეპატრონეებისაგან არ მიუღია ფულადი თანხა, შესაბამისად სალაროს ნაშთის გაანგარიშებიდან ამოსაღებია შემოწმების აქტით საბაზრო ფასით გაანგარიშებული სხვაობის თანხა, რომელმაც შეადგინა 62 136 ლარი. აღნიშნულ არგუმენტთან დაკავშირებით, აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენელმა საქმის ზეპირი განხილვისას განმარტა, რომ დაშვებულია ტექნიკური ხარვეზი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტაციის გათვალისწინებით, მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ოპერაციის შინაარსის გათვალისწინებით, სალაროს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობა წარმოადგენს საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასს. თუმცა, სალაროს შემოსავლებსა და ხარჯებს შორის სხვაობის ოდენობის დაზუსტების მიზნით,გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით, შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დოკუმენტაცია და სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „----------“ (ს/ნ -----------) საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხებთან დაკავშირებით:
ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივარში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები; ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით შეისწავლოს/გამოიკვლიოს წარმოდგენილი მტკიცებულებები (მ.შ. 2018 წლის საანგარიშო პერიოდზე წარდგენილი დოკუმენტაცია და სალაროს ნაშთის გაანგარიშების საკითხი) და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.