ბრძანება N 31052
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 31052
15/10/2020
ა(ა)იპ ----------
(მის.: ----------)
სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2020 წლის 25 სექტემბერს გამართულ სხდომაზე (ოქმი №72) განიხილა ა(ა)იპ ----- ს 2020 წლის 24 იანვრის №48971/1/2020 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 27 დეკემბრის №007-660 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
არ ეთანხმება სახელმწიფოსაგან უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთების დაბეგვრას ქონების გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2019 წლის 20 აგვისტოს №29050 ბრძანების საფუძველზე ა(ა)იპ ----- ს საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. 2016 წლის საანგარიშო პერიოდის შემოწმების შედეგებზე, 2019 წლის 26 დეკემბერს შედგა საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტი, რომლის საფუძველზეც გამოიცა 2019 წლის 27 დეკემბრის №46788 ბრძანება და გადამხდელს წარედგინა ამავე თარიღის №007-660 საგადასახადო მოთხოვნა. გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულება დამატებით განისაზღვრა სულ 162 772 ლარით, მათ შორის: გადასახადი 77 212 ლარი, ჯარიმა 40 777 ლარი. ხოლო, საურავი 44 783 ლარი.
საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შესამოწმებელი პერიოდისთვის ორგანიზაციას საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ასევე, სახელწიფოსგან 49 წლიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომელიც მდებარეობს ქ.-------ში, ქ.-------ში უზუფრუქტით მიღებული მიწის ნაკვეთები ორგანიზაციას გადაცემული აქვს იჯარით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების შედეგად, ქონების გადასახადით დაიბეგრა, როგორც ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული მიწები. ასევე, სახელმწიფოსგან უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთები.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 204-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთები კონკრეტული მიწის ნაკვეთისათვის, მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის გათვალისწინებით, გაიანგარიშება შემდეგი წესით:
ა) გადასახადის საბაზისო განაკვეთი დგინდება წელიწადში მიწის ერთ კვადრატულ მეტრზე 0.24
ლარის ოდენობით;
ბ) მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს გადაწყვეტილებით, შესაბამისი საბაზისო განაკვეთი მრავლდება ტერიტორიულ კოეფიციენტზე. ამასთანავე, ტერიტორიული კოეფიციენტი არ შეიძლება იყოს 1,5-ზე მეტი.
აღნიშნულ ნორმებზე და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ორგანიზაციას სახელწიფოსგან 49 წლიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლითაც სარგებლობს ორგანიზაცია. კერძოდ უზუფრუქტით მიღებული მიწის ნაკვეთები გაცემული აქვს იჯარით და იღებს შესაბამის შემოსავლებს საიჯარო მომსახურებიდან. ამასთან, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით დამატებით დგინდება, რომ უზუფრუქტით მიღებული მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემამდე ორგანიზაციამ მიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს იჯარით გაცემის ნებართვაზე, რომლის პასუხადაც სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ გასცა თანხმობა და აგრეთვე განუმარტა, რომ ქონების იჯარის უფლების გაცემით, ხელი არ უნდა შეეშალოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ხოლო ვალდებულებათა დარღვევის შემთხვევაში საანგენტოს წინაშე პასუხისმგებელი იქნება ა(ა)იპ ------- .
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახელმწიფოსგან 49 წლიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ქონების გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ა(ა)იპ ------- ს საჩივარი სადავო საკითხთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება სახელმწიფოსაგან უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთების დაბეგვრას ქონების გადასახადით.
ფაქტობრივი გარემოებები
საგადასახადო შემოწმების შუალედური აქტის მიხედვით, სადავო საკითხთან დაკავშირებით დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შესამოწმებელი პერიოდისთვის ორგანიზაციას საკუთრებაში აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. ასევე, სახელწიფოსგან 49 წლიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული აქვს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, უზუფრუქტით მიღებული მიწის ნაკვეთები ორგანიზაციას გადაცემული აქვს იჯარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, შემოწმების შედეგად, ქონების გადასახადით დაიბეგრა, როგორც ორგანიზაციის საკუთრებაში არსებული მიწები. ასევე, სახელმწიფოსგან უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული მიწის ნაკვეთები.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ სახელმწიფოსგან 49 წლიანი უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულებით გადაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ქონების გადასახადით დაბეგვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან და არ არსებობს მომჩივნის მიერ შემოსავლების სამსახურში წარმოდგენილი საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203,,ბ“; 204(2)