ბრძანება N 30970

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება საჩივრის თაობაზე 11.12.2023
№ დოკუმენტი 30970
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 30970

11 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

შპს „----------“ (ს/ნ ----------)

(ფაქტ. მის.: ----------;

იურ. მის.: ----------)

2023 წლის 22 ივნისის, 18 ივლისის და 23 აგვისტოს საჩივრების თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ნოემბრის სხდომაზე (ოქმი №120) განიხილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 ოქტომბრის №82391/1/2023 გადაწყვეტილებით არსებითად/ხელახლა განსახილველად დაბრუნებული შპს „----------“ (ს/ნ ----------) №106591/21-11 საჩივარი, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში წარდგენილი 2023 წლის 18 ივლისის №82391/1/2023 და 23 აგვისტოს №20641/2/2023 საჩივრები, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხები:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. კერძოდ:

1. აცხადებს, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2017-2018 წლებში საწარმოს მიერ დაბეგრილი ავანსის თანხები. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის შემცირებას.

2. არ ეთანხმება ავტოსადგომის შემოწმებით განსაზღვრული ღირებულების საფუძველზე დღგის დარიცხვას. აცხადებს, რომ ავტოსადგომის მყიდველ ფიზიკურ პირს ხელშეკრულება შემმოწმებელთან გაგზავნილი აქვს ორჯერ. კერძოდ, პირველად გაგზავნილია ხელმოუწერელი ხელშეკრულება 14 000 აშშ დოლარის ღრებულებაზე, ხოლო მეორედ გაიგზავნა ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელშიც ავტოსადგომის ფასი მითითებულია 5 000 ლარი. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა იმ ხელშეკრულებით, რომელიც არ იყო ხელმოწერილი.

3. არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული წმინდა მოგების და სალაროს ნაშთის ოდენობას. აცხადებს, რომ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული შეძენილი მიწის ღირებულება 627 000 ლარი და სესხზე გადახდილი პროცენტები, რომელიც იფარებოდა როგორც შესამოწმებელ, ასევე ხანდაზმულ პერიოდებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მზად არის წარმოადგინოს საბუღალტრო პროგრამა ორისი.

4. გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებს. აცხადებს, რომ აღნიშნული გამოცემულია აუდიტორის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, რომელიც მას არ ჩაბარებია და მისი დასაბუთებული არგუმენტაციის გაცნობის გარეშეა წარმოდგენილი.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის ირგვლივ არსებული მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 4 აგვისტოს №20982 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „----------“ (ს/ნ ----------) საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 მაისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 20 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, რაზეც გამოიცა 2022 წლის 26 დეკემბრის №32816 ბრძანება და ამავე თარიღის №006-629 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადასახადის გადამხდელს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით განესაზღვრა სულ 1 091 180 ლარი, მათ შორის, გადასახადი 561 989 ლარი, ჯარიმა 280 995 ლარი, საურავი 248 196 ლარი.

ზემოაღნიშნული დავალიანების გათვალისწინებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 241- ე და 243-ე მუხლების საფუძველზე, გადასახადის გადამხდელის მთელ ქონებას შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 7 ივნისის №011-2646 ბრძანებით დაედო ყადაღა, ხოლო 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 ბრძანებით გადამხდელის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი იქნა საინკასო დავალება

ზემოაღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა და ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებები გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში, რომლის 2023 წლის 13 ივლისის №17002 ბრძანებით საჩივარი აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დარჩა განუხილველი, ხოლო ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 და 7 ივნისის №011-2646 ბრძანებებთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა. შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №17002 ბრძანება გადამხდელის მიერ გასაჩივრებულ იქნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2023 წლის 11 ოქტომბრის №82391/1/2023 გადაწყვეტილებით გაუქმდა შემოსავლების სამსახურის 2023 წლის 13 ივლისის №17002 ბრძანება და საჩივარი არსებითად/ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა შემოსავლების სამსახურს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებულია შემდეგი:

„აღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს სადავო აქტების ელექტრონულად გაცნობის თარიღიდან (20.06.2023 წელი). ვინაიდან, საჩივარი შემოსავლების სამსახურში წარდგენილია 22.06.2023 წელს, გასაჩივრების ვადა დაცულად უნდა ჩაითვალოს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საბჭო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ამ ნაწილში შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება უნდა გაუქმდეს და საჩივარი არსებითად განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.

პირველ დავის საგანზე მიღებული გადაწყვეტილების გათვალისწინებით, საბჭოს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე რიცხული აღიარებული საგადასახადო დავალიანების არსებობის და აღნიშნულის გამო საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 03.06.2023 წლის №011-2023- 088055 ბრძანებისა და ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ვალის მართვის დეპარტამენტის 07.06.2023 წლის №011- 2646 ბრძანების წარდგენის მართლზომიერების საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას. ამ მიზნით, შემოსავლების სამსახურის 13.07.2023 წლის №17002 ბრძანება ამ ნაწილში უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს შემოსავლების სამსახურს.“

 

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, სადავო საკითხებთან დაკავშირებით, დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:

1. გადასახადის გადამხდელის საქმიანობის სახეს წარმოადგენს შერეული ფუნქციის (სავაჭრო, საოფისე და საცხოვრებელი) შენობა-ნაგებობის მშენებლობა ----------ში. საწარმოს მშენებლობა დაწყებული აქვს 2011 წლიდან, ხოლო ფართების რეალიზაცია ხორციელდება 2015 წლიდან. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. შემოწმებით შესწავლილ იქნა პირის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერები, შემოსავალების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაცია, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრირებული დოკუმენტაცია. საწარმოს 2017-2018 წლებში ავანსის სახით დეკლარირებული აქვს 917 174 ლარი დღგ-ის გარეშე, თუმცა ამავე პერიოდებში რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულებების მიხედვით, დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა ბევრად აღემატება დეკლარირებულს და შეადგენს 1 916 268.38 ლარს დღგ-ის გარეშე. ამასთან, პირის მიერ არ განხორციელდა დეკლარირებული ავანსის თანხების გაშიფვრა. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შემოწმება დაეყრდნო საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში არსებულ ინფორმაციას. შესაბამისად, გამოვლინდა სხვაობა საწარმოს მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვებს შორის. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

2. შემოწმების პროცესში, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 70-ე მუხლის შესაბამისად, გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია მესამე მხარეებისგან (მყიდველი ფიზიკური პირებისგან). შემოწმებით დადგინდა, რომ ----------საკადასტრო კოდზე რიცხული ავტოსადგომი საწარმოს მიერ წარდგენილ ნასყიდობის ხელშეკრულებაში რეალიზებულია 5 000 ლარად, ხოლო მყიდველის მიერ წარმოდგენილ ხელშეკრულებაში ნასყიდობის ფასად დაფიქსირებულია 14 000 აშშ დოლარი. ხელშეკრულება დამოწმებულია ორივე მხარის მიერ. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირის საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპირი მეთოდის გამოყენებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 2021 წლამდე მოქმედი 161-ე მუხლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

3. შემოწმების მიმდინარეობისას, შემოსავლების სამსახურის 2011-2019 წლების საანგარიშო პერიოდების გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად, გამოანგარიშებულ იქნა საწარმოს წმინდა მოგების ნაშთი 2019 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რამაც შეადგინა 1 362 134 ლარი. პირის მიერ აღნიშნული ინფორმაცია არ არის წარმოდგენილი. გადასახადის გადამხდელი არ აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ვებგვერდზე არ არის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებები. შედეგად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, საწარმოს საგადასახადო ვალდებულებები განისაზღვრა არაპირდაპრიი მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, გაანგარიშებულ იქნა სალაროში ნაღდის ფულის ნაშთი. შემოსავალში გათვალისწინებული იქნა ბინების რეალიზაციიდან მიღებული თანხები, ხოლო ხარჯის ნაწილში გათვალისწინებული იქნა შეძენილი მომსახურება და მასალები, საკომისიო და ბიუჯეტში გადახდილი თანხები. თავისუფალი ფულადი ნაშთი (562 622 ლარი) და 2019 წლამდე დარჩენილი ფულადი ნაშთი (1 362 134 ლარი) განხილული იქნა საწარმოს დირექტორზე გაცემულ ხელფასად. გადასახადის გადამხდელს დაერიცხა გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის შესაბამისად.

 

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საჩივრები შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან მიმართებით უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 306-ე მუხლის მე-2 თანახმად, დავის განმხილველი ორგანოს ძალაში შესული გადაწყვეტილების შესრულება სავალდებულოა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

 

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

შესაბამის საანგარიშო პერიოდში მოქმედი „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის (შემდგომში – საკომპენსაციო თანხა) გადახდის შემთხვევაში, ოპერაცია მიღებული საკომპენსაციო თანხის ოდენობით ექვემდებარება დამატებული ღირებულების გადასახადით დაბეგვრას თანხის მიღების მომენტში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2017-2018 წლებში საწარმოს მიერ დაბეგრილი ავანსის თანხები.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ავანსის თანხების დღგ-ით ორმაგად დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

მე-2 და მე-3 სადავო საკითხებთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კოდექსის დებულებათა გათვალისწინებით საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ დამოუკიდებლად განსაზღვრონ გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით (მათ შორის, გადასახადის გადამხდელის დანახარჯების შესახებ) ან შედარების მეთოდით – სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელების შესახებ ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი არ წარადგენს საგადასახადო კონტროლის განსახორციელებლად საჭირო სააღრიცხვო დოკუმენტაციას ან დადგენილი წესის დარღვევით აწარმოებს ბუღალტერიას, აგრეთვე ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, პირის საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვროს არაპირდაპირი მეთოდების გამოყენებით (აქტივების სიდიდის, საოპერაციო შემოსავლებისა და ხარჯების, პირის შესახებ ინფორმაციის მისი საქმიანობის სხვა საგადასახადო პერიოდთან ან სხვა ამგვარი გადასახადის გადამხდელის შესახებ მონაცემების შედარების, აგრეთვე სხვა მსგავსი ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე) თუ პირს არ აქვს სააღრიცხვო დოკუმენტაცია ან სააღრიცხვო დოკუმენტაციით შეუძლებელია დაბეგვრის ობიექტის დადგენა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა:

ა) საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

ა.ა) დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრება დღგ-ის გადამხდელის მიერ მიღებული ან მისაღები კომპენსაციის თანხის მიხედვით, ხოლო ამ ნაწილის „ა.ბ.დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – მიღებული კომპენსაციის თანხის მიხედვით (გადასახადების, მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების ჩათვლით) დღგ-ის ან/და პირგასამტეხლოს გარეშე, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა;

ა.ბ) დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროდ ითვლება საქონლის მიწოდების ან მომსახურების გაწევის მომენტი, მაგრამ:

ა.ბ.დ) არაუგვიანეს მისაწოდებელი საქონლის/გასაწევი მომსახურების საკომპენსაციო თანხის/თანხის ნაწილის გადახდის მომენტისა, თუ თანხის გადახდა ხორციელდება საქონლის მიწოდებამდე/მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ ნაწილის „ა.ბ.ბ“ და „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავებისას:

ა) გადასახადის დაკავებისა და ბიუჯეტში მისი გადარიცხვისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება შემოსავლის გადამხდელს;

ბ) გადასახადის თანხის დაუკავებლობის შემთხვევაში შემოსავლის გადამხდელი ვალდებულია ბიუჯეტში შეიტანოს დაუკავებელი გადასახადის თანხა ფაქტობრივად გადახდილი ანაზღაურების შესაბამისად და მასთან დაკავშირებული სანქციები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ავტოსადგომის მყიდველ ფიზიკურ პირს ხელშეკრულება შემმოწმებელთან გაგზავნილი აქვს ორჯერ. კერძოდ, პირველად გაგზავნილია ხელმოუწერელი ხელშეკრულება 14 000 აშშ დოლარის ღრებულებაზე, ხოლო მეორედ გაიგზავნა ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელშიც ავტოსადგომის ფასი მითითებულია 5 000 ლარი. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა იმ ხელშეკრულებით, რომელიც არ იყო ხელმოწერილი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ ავტოსადგომის ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული სესხზე გადახდილი პროცენტები, რომელიც იფარებოდა როგორც შესამოწმებელ, ასევე ხანდაზმულ პერიოდებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მზად არის წარმოადგინოს საბუღალტრო პროგრამა ორისი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და გადასახადის გადამხდელის არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურს მიაჩნია, რომ გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გადახდილი სესხის პროცენტებთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივრები შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებთან მიმართებით და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, საგადასახადო დავალიანების გაუქმებასთან ერთად უქმდება მისი გადახდევინების უზრუნველსაყოფად დაწყებული ამ თავით გათვალისწინებული ნებისმიერი ღონისძიება, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს არ განიხილავს, თუ არ არსებობს დავის საგანი.

ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, პირს 2023 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი, ზედმეტობა 5 655.27 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 112 699.89 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №081-2023-166313 ბრძანებით გაუქმდა პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალება, ხოლო 2023 წლის 25 ოქტომბრის №011-5065 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 7 ივნისის №011-2646 ბრძანება.

მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გაუქმულია პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალება და საწარმოს ქონებაზე დადებული ყადაღა, არ არსებობს დავის საგანი და სახეზეა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 და 7 ივნისის №011-2646 ბრძანებების ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე და 304-ე მუხლების საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

 

1.შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 26 დეკემბრის №006-629 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2.პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

3. მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

4. მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით:

ა) გადასახადის გადამხდელს მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გადახდილი სესხის პროცენტებთან დაკავშირებით;

ბ) ამ ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტით განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

5. შპს „----------“ (ს/ნ ----------) საჩივრები ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებთან დაკავშირებით დარჩეს განუხილველი;

6. დანარჩენ ნაწილში საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;

7. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების შედეგებს. კერძოდ:

1. აცხადებს, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2017-2018 წლებში საწარმოს მიერ დაბეგრილი ავანსის თანხები. ითხოვს აღნიშნულის გათვალისწინებით დარიცხული დღგ-ის შემცირებას.

2. არ ეთანხმება ავტოსადგომის შემოწმებით განსაზღვრული ღირებულების საფუძველზე დღგის დარიცხვას.

3. არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრული წმინდა მოგების და სალაროს ნაშთის ოდენობას.

4. გადამხდელი არ ეთანხმება შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 „საბანკო ანგარიშებიდან გადასახადის, საურავის და ჯარიმის თანხების ჩამოწერის შესახებ“ და 7 ივნისის №011-2646 „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ ბრძანებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

1. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ 2019 წლის დღგ-ით დასაბეგრ ბრუნვაში შემოწმების მიერ არ არის გათვალისწინებული 2017-2018 წლებში საწარმოს მიერ დაბეგრილი ავანსის თანხები.

2. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ ავტოსადგომის მყიდველ ფიზიკურ პირს ხელშეკრულება შემმოწმებელთან გაგზავნილი აქვს ორჯერ. კერძოდ, პირველად გაგზავნილია ხელმოუწერელი ხელშეკრულება 14 000 აშშ დოლარის ღრებულებაზე, ხოლო მეორედ გაიგზავნა ხელმოწერილი ხელშეკრულება, რომელშიც ავტოსადგომის ფასი მითითებულია 5 000 ლარი. აღნიშნავს, რომ შემმოწმებელმა იხელმძღვანელა იმ ხელშეკრულებით, რომელიც არ იყო ხელმოწერილი.

3. წარმოდგენილ საჩივარში გადასახადის გადამხდელი განმარტავს, რომ შემოწმების მიერ ხარჯებში არ არის გათვალისწინებული სესხზე გადახდილი პროცენტები, რომელიც იფარებოდა როგორც შესამოწმებელ, ასევე ხანდაზმულ პერიოდებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, მზად არის წარმოადგინოს საბუღალტრო პროგრამა ორისი.

4. ვალის მართვის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით, პირს 2023 წლის 12 ოქტომბრის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 0 ლარი, ჯარიმა 0 ლარი, საურავი 0 ლარი, ზედმეტობა 5 655.27 ლარი, არაღიარებული საგადასახადო დავალიანება 1 112 699.89 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საგადასახდო კოდექსის 238-ე მუხლის მე-6 ნაწილის საფუძველზე, ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ოქტომბრის №081-2023-166313 ბრძანებით გაუქმდა პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალება, ხოლო 2023 წლის 25 ოქტომბრის №011-5065 ბრძანების საფუძველზე გაუქმდა „ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ“ 2023 წლის 7 ივნისის №011-2646 ბრძანება. მითითებულ სამართლებრივ ნორმებსა და ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ ვინაიდან გაუქმულია პირის საბანკო ანგარიშებზე წარდგენილი საინკასო დავალება და საწარმოს ქონებაზე დადებული ყადაღა, არ არსებობს დავის საგანი და სახეზეა შემოსავლების სამსახურის ვალის მართვის დეპარტამენტის 2023 წლის 3 ივნისის №011-2023-088055 და 7 ივნისის №011-2646 ბრძანებების ნაწილში საჩივრების განუხილველად დატოვების საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.

 

გადაწყვეტილება

საბჭომ მიიჩნია, რომ სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, ავანსის თანხების დღგ-ით ორმაგად დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მეორე სადავო საკითხთან დაკავშირებით, ავტოსადგომის ღირებულების დაზუსტების მიზნით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს, დამატებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მესამე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელს უნდა მიეცეს წინადადება ამ ბრძანების ჩაბარებიდან 15 კალენდარული დღის ვადაში აუდიტის დეპარტამენტს წარუდგინოს საჩივრებში მითითებული არგუმენტაციის დოკუმენტურად დადასტურებული მტკიცებულებები გადახდილი სესხის პროცენტებთან დაკავშირებით. განსაზღვრულ ვადაში მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს შეისწავლოს გადამხდელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შესწავლის შედეგების გათვალისწინებით, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება). მეოთხე სადავო საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საჩივრები აღნიშნულ ნაწილში საქართველოს საგადასახადო კოდექსის 301-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე უნდა დარჩეს განუხილველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(5,9); 101(1„ა“); 154(1„ა“); 238(6); 301.

(2021 წლამდე მოქმედი): 160(ა); 161(1„ა“)