გადაწყვეტილება №27236/2/2026

ფინანსთა სამინისტროს დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 03.06.2026
№ დოკუმენტი 27236/2/2026
სტატუსი მოქმედი
მიმღები კოლეგიური ორგანო
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

№27236/2/2026

03 ივნისი 2026

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

 

მომჩივანი: შპს „-------“ (ს/ნ -------)

მოპასუხე: აუდიტის დეპარტამენტი

 

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა დავების განხილვის საბჭომ, 28.05.2026 წელს განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება შპს „-------“-ის 25.04.2026 წელს რეგისტრირებულ საჩივარზე (რეგისტრაციის №27236/2/2026).

 

დავის საგანი:

შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15982 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

გასაჩივრებული გადაწყვეტილება:

1. აუდიტის დეპარტამენტის 2026 წლის 12 თებერვლის №006-27 საგადასახადო მოთხოვნა;

2. შემოსავლების სამსახურის 2026 წლის 6 აპრილის №7924 ბრძანება.

 

დარიცხული თანხა: 99 407.62 ლარი.

მათ შორის:

გადასახადი - 58 737.67

დღგ - 1 110.61

საშემოსავლო გადასახადი - 57 627.06

ჯარიმა - 29 006.55

საურავი - 11 663.40

 

ფაქტების აღწერა

შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 7 თებერვლის №2023 და 27 მარტის №5751 ბრძანებების საფუძველზე ჩატარდა კომპანიის საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელი პერიოდი განისაზღვრა 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე, ხოლო სალაროში ნაღდი ფულის ინვენტარიზაციის მიზნებისთვის - 2025 წლის 7 თებერვლის ჩათვლით პერიოდი. შემოწმების შედეგები აისახა 2025 წლის 28 მარტის საგადასახადო შემოწმების აქტში, საიდანაც ირკვევა, რომ სადავო დარიცხვა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

1. ბუღალტრული აღრიცხვით, გადასახადის გადამხდელს სალაროში (1110 და 1430 ანგარიშზე) უფიქსირდება უძრავი ნაშთები. შემოსავლების სამსახურის უფროსის 2019 წლის 8 ივლისის №22708 ბრძანების მიხედვით, გაანგარიშდა გონივრული ნაშთის ოდენობა (საკასო შემოსავლის და საკასო ხარჯის მეათედი). დადგინდა სხვაობა განსაზღვრულ ყოველთვიურ სალაროს (1110, 1430) უძრავ ნაშთსა და შესაბამისი თვის გონივრულ ნაშთს შორის. საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, არაგონივრული ნაშთიდან მინიმალური ნაშთი ჩაითვალა 2023 წლის ივნისის საანგარიშო პერიოდში გაცემულ ხელფასად. ამასთან, 2025 წლის 7 თებერვალს განხორციელდა საწარმოს სალაროში ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრის პროცედურა, რის შედეგადაც გამოვლინდა ნაღდი ფულის ნაშთი 2 862 ლარის ოდენობით. აღნიშნულის გათვალისწინებით, აღნიშნული თარიღისათვის დადგინდა სალაროს უძრავი ნაშთი (1110, 1430), რასაც გამოაკლდა საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ დადგენილი ნაღდი ფულის ფაქტიური ნაშთი და 2023 წლის ივნისში ხელფასად განხილული ნაშთი, სხვაობა დაკვალიფიცირდა 2025 წლის თებერვლის თვეში გაცემულ ხელფასად. ხელფასად განხილული თანხები, საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის საფუძველზე, ჩართულ იქნა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრ ბაზაში. მომჩივანს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

2. გამოვლინდა სხვაობები გადასახადის გადამხდელის მიერ დეკლარირებულ და შემოწმებით დადგენილ დღგ-ის ბრუნვებს შორის. საგადასახადო ორგანოს მიერ, წარდგენილი ბუღალტრული პროგრამის და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, გაანგარიშდა კომპანიის დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვები. ამასთან, 1410 ანგარიშზე ცალკეულ პირებთან უფიქსირდებათ კრედიტორული ნაშთები, რაც გადასახადის გადამხდელის განმარტებით წარმოადგენს ზედმეტად გადახდილ თანხებს, რის უკან დაბრუნებაც არ ხდება, ვინაიდან აღნიშნულ პირებთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობა, აღნიშნული ნაშთები საგადასახადო ორგანოს მიერ დაკვალიფიცირდა ავანსად და დაიბეგრა დღგ-ით. საგადასახადო კოდექსის 159-ე, 160-ე მუხლებისა და შემოწმებით დადგენილი 18%-ით დასაბეგრი ბრუნვების მიხედვით, დაკორექტირდა საწარმოს დეკლარირებული მონაცემები. მომჩივანს დაერიცხა დღგ და დაეკისრა საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2025 წლის 8 აპრილის №6718 ბრძანება და №006-77 საგადასახადო მოთხოვნა. მომჩივანს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა 96 724.61 ლარი.

აღნიშნული საგადასახადო მოთხოვნა 2025 წლის 29 აპრილს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 15.07.2025 წლის №15982 ბრძანებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა საჩივარი:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შეისწავლოს კრედიტორული ნაშთების ავანსად განხილვის საკითხი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს დებიტორ-კრედიტორების განაშთვის საკითხი და შესწავლის შედეგებიდან გამომდინარე, სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება);

დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15982 ბრძანების აღსრულების შედეგად, გამოიცა აუდიტის დეპარტამენტის 2.02.2026 წლის დასკვნა, 12.02.2026 წლის №3012 ბრძანება და №006-27 საგადასახადო მოთხოვნა, რომელთა შესაბამისად მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 6 344 ლარით.

კორექტირებული საგადასახადო მოთხოვნა 2026 წლის 10 მარტს გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში, რომელმაც 2026 წლის 6 აპრილის №7924 ბრძანებით არ დააკმაყოფილა საჩივარი, რაც გასაჩივრდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში.

 

შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების შინაარსი

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 302-ე, 304-ე მუხლებზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან წარდგენილი ქვითრებით (სსა ჩეკებით) გადახდილი თანხების ანაზღაურება არ ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ ხელფასად განხილული თანხიდან, პირველ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აგრეთვე, კრედიტორული ნაშთების მიღებულ ავანსად განხილვის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ისთან მიმართებით, ვინაიდან განსაზღვრული არ არის მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება, ასევე არ არის განსაზღვრული რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება, აღნიშნული პირების მიერ ზედმეტად გადახდილი ანაზღაურება არ ჩაითვლება დასაბეგრ თანხად, რის შედეგადაც კომპანია სრულად შეუმცირდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხები ნაცვლად 5 263 ლარისა შემცირდა 4 229 ლარით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტით ავანსად განხილული და დღგ-ით დაბეგრილი თანხების გარდა, შემოწმებით ასევე გამოვლენილი იყო სხვაობა შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ. რაც შეეხება ავანსად განხილულ და დღგ-ით დაბეგრილ თანხებს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის შესაბამისად, ზედმეტად გადახდილი ანაზღაურების ნაწილში შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად შემცირებას.

საქმეში არსებული მტკიცებულებების და აუდიტის დეპარტამენტის დასკვნის შედეგების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილების აღსრულება განხორციელებულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევის/შესწავლის საფუძველზე, გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის შინაარსი შეესაბამება დავის განხილვისას მიღებულ გადაწყვეტილებას და არ არსებობს წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

მომჩივნის არგუმენტაცია საკითხი

1. აუდიტორის შეფასებას არ ეთანხმება შემდეგი გარემოებების გამო: 2025 წლის 7 თებერვალს განხორციელებული კომპანიის სალაროს ნაღდი ფულის რაოდენობის განსაზღვრისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სალაროში ფულის ინვენტარიზაციის პროცედურისას, საწარმოს ფულადი ნაშთი (1110; 1430) უფიქსირდებოდა 21 667 ლარი. აქედან, 1110-ზე - 2 862 ლარი, ხოლო დანარჩენი - 18 805 ლარი 1430-ზე საქვეანგარიშოდ ერიცხებოდა ანგარიშვალდებულ პირს. აღნიშნული თანხა გაიხარჯა იმავე თვეში საზოგადოების ეკონომიური საქმიანობისთვის, რაც დასტურდება თანდართული დოკუმენტებით. 1.01.2025-1.03.2025 პერიოდში ბანკიდან საქვეანგარიშოდ 1430-ზე გაცემულია 22 500 ლარი, ხოლო სალაროდან საქვეანგარიშოდ გაცემულია 6 000 ლარი, ჯამში - 28 400 ლარი. ამავე პერიოდში საქვეანგარიშო პირს გახარჯული აქვს 1430-იდან 31 316.30 ლარი, კომპანიას საქვეანგარიშო პირის მიმართ დარჩა კრედიტორული დავალიანება 1 412.59 ლარი. საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციაში წარმოდგენილია ორისიდან ამოღებული 1430-ის ბარათი, ასევე სალაროში კომპანიას უფიქსირდებოდა (1.01.2025) 196 300.08 ლარი, 1.03.2025 წლამდე - 198 154.7 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გაუგებარია რატომ არ მოხდა დარიცხული თანხის შემცირება.

საკითხი 2. აუდიტორის მიერ სრულად არ მოხდა დარიცხული თანხის შემცირება, ნაცვლად 5 263 ლარისა შეამცირა 4 229 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მომჩივანი ითხოვს გაუქმდეს სადავო აქტები და დაევალოს შესაბამის სამსახურს, კომპანიის პირადი აღრიცხვის ბარათზე განახორციელოს შესაბამისი კორექტირება შემცირების გზით.

 

დავების განხილვის საბჭო

მხარეთა არგუმენტაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის განხილვის შემდეგ საბჭომ მიიჩნია, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15982 ბრძანებით:

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, გადასახადის გადამხდელის მონაწილეობით და მისი არგუმენტების გათვალისწინებით, შეისწავლოს საჩივარზე თანდართული დოკუმენტაცია/მტკიცებულებები და სათანადო საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალა აუდიტის დეპარტამენტს, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის შესაბამისად, შეისწავლოს კრედიტორული ნაშთების ავანსად განხილვის საკითხი. ასევე, გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში წარდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით შეისწავლოს/გამოიკვლიოს დებიტორ-კრედიტორების განაშთვის საკითხი და სათანადო საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების შესაბამისი კორექტირება (შემცირება).

აუდიტის დეპარტამენტის დასკვნიდან დგინდება, რომ:

- ხელფასად განხილულ თანხებთან დაკავშირებით, საჩივარზე თანდართული მტკიცებულებები წარმოადგენს არაშესამოწმებელ პერიოდში (2025 წლის თებერვალში) მომწოდებლებზე გადახდილი თანხების გადახდის ქვითრებს (სსა ჩეკებს), რომლთა მიხედვითაც გადახდილი თანხა ჯამში შეადგენს 31 316 ლარს. შემოწმების აქტით დარიცხული თანხების გადაანგარიშებისას გადასახადის გადამხდელისგან დამატებით გამოთხოვილი იქნა 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდის ფულის მოძრაობის ამსახველი სრული ინფორმაცია, რაც მომჩივნის მიერ წარდგენილ იქნა ბუღალტრული პროგრამა ორისის ასლის სახით, რომელიც მოიცავს მოთხოვნილ პერიოდს. წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ ზემოთაღნიშნული თანხები (31 316 ლარი) გადახდილია საქვეანგარიშოდ გაცემული თანხიდან (1430), ამასთან, 2025 წლის 1 იანვარს (შესამოწმებელი პერიოდის ბოლოს) საქვეანგარიშოდ გაცემული თანხების საწყისი ნაშთი შეადგენს 1 403 ლარს, გადასახადის გადამხდელს 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში ბანკიდან საქვეანგარიშოდ (დ-1430; კ-1210) გაცემული აქვს 22 500 ლარი, ხოლო სალაროდან საქვეანგარიშოდ (დ- 1430; კ-1110 ) გაცემულია 6 000 ლარი. 2025 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 მარტამდე პერიოდში სალაროდან ბანკში თანხის გადატანა არ ხდება, ხოლო სალაროში მითითებულ პერიოდში ისევ უფიქსირდება უძრავი ნაშთი (მინიმალური) 194 669 ლარი. შესაბამისად, ვინაიდან წარდგენილი ქვითრებით (სსა ჩეკებით) გადახდილი თანხების ანაზღაურება არ ხდება შემოწმების მიერ ხელფასად განხილული თანხიდან, აღნიშნულ საკითხში დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა.

- შემოწმების მიმდინარეობისას წარდგენილი ინფორმაციით, გადასახადის გადამხდელს 1410 ანგარიშზე ცალკეულ პირებთან უფიქსირდება კრედიტორული ნაშთები, რაც მომჩივნის განმარტებით წარმოადგენს ზედმეტად გადახდილ თანხებს, რის უკან დაბრუნებაც არ ხდება, რადგან აღნიშნულ პირებთან აქვთ სავაჭრო ურთიერთობა. „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 481 მუხლის თანახმად, ვინაიდან განსაზღვრული არ არის მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება, ასევე არ არის განსაზღვრული რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება, აღნიშნული პირების მიერ ზედმეტად გადახდილი ანაზღაურება არ ჩაითვლება დასაბეგრ თანხად და ოპერაცია არ ექვემდებარება დღგ-ით დაბეგვრას. შესაბამისად, კომპანიას სრულად შეუმცირდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები.

გადაანგარიშების შედეგად, მომჩივანს შეუმცირდა დარიცხული თანხა 6 344 ლარით. მათ შორის, გადასახადი - 4 228 ლარი და ჯარიმა - 2 116 ლარი.

ამასთან, გადასახადის გადამხდელს დავის განხილვის არც ერთ ეტაპზე არ წარმოუდგენია იმგვარი დოკუმენტაცია/მტკიცებულებები, რაც გავლენას მოახდენდა გადაანგარიშების შედეგებზე და გახდებოდა დარიცხული თანხების კორექტირების საფუძველი.

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15982 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

საბჭომ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და გადაწყვიტა:

 

1. საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64) ამ გადაწყვეტილების მომჩივნისთვის ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხები:

შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15982 ბრძანების აღსრულების შედეგები.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახური მიუთითებს საგადასახადო კოდექსის მუხლებზე, საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და აღნიშნავს, რომ ვინაიდან წარდგენილი ქვითრებით (სსა ჩეკებით) გადახდილი თანხების ანაზღაურება არ ხდება საგადასახადო ორგანოს მიერ ხელფასად განხილული თანხიდან, პირველ საკითხში შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შემცირებას არ დაექვემდებარა. აგრეთვე, კრედიტორული ნაშთების მიღებულ ავანსად განხილვის საფუძველზე დარიცხულ დღგ-ისთან მიმართებით, ვინაიდან განსაზღვრული არ არის მისაწოდებელი საქონელი/გასაწევი მომსახურება, ასევე არ არის განსაზღვრული რაოდენობა/მოცულობა და ღირებულება, აღნიშნული პირების მიერ ზედმეტად გადახდილი ანაზღაურება არ ჩაითვლება დასაბეგრ თანხად, რის შედეგადაც კომპანია სრულად შეუმცირდა აღნიშნულ ნაწილში დარიცხული თანხები

გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ არგუმენტთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც მომჩივანი განმარტავს, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაანგარიშების ეტაპზე დღგ-ის ნაწილში დარიცხული თანხების შემცირებასთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, საგადასახადო შემოწმების აქტით ავანსად განხილული და დღგ-ით დაბეგრილი თანხების გარდა, შემოწმებით ასევე გამოვლენილი იყო სხვაობა შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარდგენილ ბუღალტრულ პროგრამასა და შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებულ მონაცემებს შორის, რაზეც მომჩივანს დაერიცხა დღგ. რაც შეეხება ავანსად განხილულ და დღგ-ით დაბეგრილ თანხებს, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ გადაანგარიშების ეტაპზე ზედმეტად გადახდილი ანაზღაურების ნაწილში შემოწმებით დამატებით დარიცხული თანხები დაექვემდებარა სრულად შემცირებას.

 

გადაწყვეტილება

ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, მხარეთა არგუმენტაციის გათვალისწინებით, საბჭომ მიიჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის 15.07.2025 წლის №15982 ბრძანება აღსრულებულია. შესაბამისად, შემოსავლების სამსახურის სადავო ბრძანება მართლზომიერია, არ არსებობს მისი გაუქმების და მომჩივნის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

დასაბუთება

საქართველოს ფინანსთა სამინისტორსთან არსებული დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 73(9); 101; 154; 159;