ბრძანება N 11788
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
ბრძანება N 11788
30.05.2023
ფ/პ ---- ---------ის (პ/ნ -----------)
(მის.: ქ. ----------------------------)
2023 წლის 2 მაისის საჩივრის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 10 მაისის სხდომაზე (ოქმი №51) განიხილა ფ/პ ---- ---------ის (პ/ნ --------------------) №75222/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №21-11/34026 გადაწყვეტილებას და პირადი აღრიცხვის ბარათზე დარიცხულ ქონების გადასახადს.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადამხდელი საჩივარში განმარტავს, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი (ს/კ ---------) წარმოადგენს სამი ნაკვეთის გაერთიანებას. აქედან ერთი ნაკვეთი მიწის რეფორმით მიიღო 1992 წელს, მეორე - სამკვიდრო მოწმობით 2009 წელს, ხოლო მესამე - 2018 წელს საკუთრების უფლების მოწმობით. შესაბამისად, ორ ნაკვეთზე არ ეკუთვნის ქონების გადასახადი.
ფაქტების აღწერა:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემებისა და მომსახურების დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ქონების გადასახადში 2019-2020 წწ. მიწის გადასახადები დარიცხულია საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად 2021 წლის 25 აგვისტოს (83-83 ლარის ოდენობით), ------ის მუნიციპალიტეტის სოფ. ----- მდებარე სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (1,0895 ჰა) (ს/კ -------), ხოლო 2021-2022 წწ. გადასახადი დარიცხულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად - ავტომატურ რეჟიმში.
მიწის ნაკვეთი (ს/კ -------) რეგისტრირებულია სამი ნაკვეთის ს/კ ------- (საკუთრების უფლების მოწმობა №--, დამოწმების თარიღი 12.10.2018 წ., ------ის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისია); ს/კ ------- (მიღება ჩაბარების აქტი №--) და ს/კ -------- (სამკვიდრო მოწმობა №--, დამოწმების თარიღი 15.06.2009 წ.) ნაკვეთების გაერთიანების შედეგად (უფლების რეგისტრაცია 05.11.2018 წელი).
გადამხდელმა მომსახურების დეპარტამენტს მიმართა განცხადებით და ითხოვდა დარიცხვის განხორციელებას მხოლოდ ს/კ ---------- რეგისტრირებულ ნაკვეთზე. ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლით არ დგინდებოდა საგადასახადო შეღავათის საფუძველი, გადამხდელს უარი ეცნობა მომსახურების დეპარტამენტის 2023 წლის 25 აპრილის №21-11/34026 გადაწყვეტილებით.
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, 2023 წლის 10 მაისის მდგომარეობით ფ/პ ---- ---------ის (პ/ნ --------------------) პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება საგადასახადო დავალიანება: გადასახადი 332 ლარი, საურავი 81.46 ლარი.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:
ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;
გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.
შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისათვის.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, ფიზიკურ პირს უფლება აქვს, არ წარადგინოს ქონების გადასახადის დეკლარაცია, თუ:
ა) ამ კოდექსით დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით მას საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულება არ წარმოეშობა. ამასთანავე, თუ ფიზიკური პირი გასული საგადასახადო წლის მიხედვით იყო ქონების გადასახადის მიხედვით დეკლარანტი, იგი დეკლარაციის არწარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას საგადასახადო ორგანოს აცნობებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმით, არა უგვიანეს საგადასახადო წლის 1 ნოემბრისა;
ბ) საანგარიშო წლის წინა პერიოდის მიხედვით ქონების გადასახადის დეკლარაცია წარდგენილია ან დარიცხულია ქონების გადასახადი საგადასახადო ორგანოს მიერ. წინა საანგარიშო წლის მონაცემების მიხედვით საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელს პროგრამულად არიცხავს ქონების გადასახადს. ამ შემთხვევაში ითვლება, რომ გადასახადის გადამხდელმა განახორციელა საგადასახადო ანგარიშგება, ხოლო საგადასახადო ორგანომ მას წარუდგინა საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, საგადასახადო ვალდებულება შესაბამისი პერიოდის მიხედვით ბოლო დეკლარირებულის (დარიცხულის) ტოლია. ამასთანავე, თუ დეკლარირება შემდგომ განხორციელდება აღნიშნული პერიოდების მიხედვით, იგი ჩაითვლება შესწორებულ დეკლარაციად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის „ტ“ ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია 2004 წლის 1 მარტის მდგომარეობით ფიზიკური პირის საკუთრებაში არსებული 5 ჰექტრამდე ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები. (შენიშვნა: ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება კომლის წევრის ან პირველი/მეორე რიგის მემკვიდრის მიერ აღნიშნული ქონების ჩუქებით/ მემკვიდრეობით მიღების შემთხვევაშიც).
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი (ს/კ ---------) რეგისტრირებულია სამი ნაკვეთის ს/კ ---------. გაერთიანების შედეგად და უფლების რეგისტრაციის თარიღია 05.11.2018 წელი.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარატმენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
1. ფ/პ ---- ---------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. ქუთაისი, ვიქტორ კუპრაძის ქ. №11), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი აღნიშნავს, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენს სამი ნაკვეთის გაერთიანებას.ერთი ნაკვეთი მიწის რეფორმით მიიღო 1992 წელს, მეორე - სამკვიდრო მოწმობით 2009 წელს, ხოლო მესამე - 2018 წელს საკუთრების უფლების მოწმობით. შესაბამისად, ორ ნაკვეთზე არ ეკუთვნის ქონების გადასახადი.
ფაქტობრივი გარემოებები
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია სამი ნაკვეთის გაერთიანების შედეგად და უფლების რეგისტრაციის თარიღია 05.11.2018 წელი.
გადაწყვეტილება
სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე და საქმეზე არსებული მასალების შესწავლის შედეგად, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ მომსახურების დეპარატმენტის მიერ სადავო გადაწყვეტილება გამოცემულია საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
დასაბუთება
შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 206(1„ტ“);