N 476 - 01/10/2026 - „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ბრძანებაში ცვლილება 01.10.2026
№ დოკუმენტი 476
სტატუსი მოქმედი
მიმღები საქართველოს მთავრობა

📄 სრული ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №476

2026 წლის 1 ოქტომბერი

ქ. თბილისი

„ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ნარჩენი ზეთების მართვის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 25 მაისის №327 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 27/05/2020, 340170000.10.003.022040) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის:

1. მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 პუნქტი:

„4. მგვ ორგანიზაცია უფლებამოსილია, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ I-ის შესაბამისად განსაზღვრული მიზნობრივი მაჩვენებლების მიღწევისას, უპირატესობა მიანიჭოს ნარჩენების მართვის იერარქიით გათვალისწინებულ ნარჩენების მართვის იმ ღონისძიებას/ღონისძიებებს, რომელიც/რომლებიც ამავე იერარქიაში უპირატესია, იმ პირობით, რომ მიღწეული იქნება აღდგენის საერთო მაჩვენებელი.“.

 

2. დანართი I − „ნარჩენი ზეთების აღდგენისა და რეგენერაციის მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით“ ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დანართი I

 

ნარჩენი ზეთების აღდგენის (ენერგიის აღდგენა, რეგენერაცია) მიზნობრივი მაჩვენებლები წლების მიხედვით

 

#assignedTableId-1791202011735 {width:100.0%;mso-cellspacing:0in;mso-yfti-tbllook:1184;mso-padding-alt:0in 0in 0in 0in margin: 0 auto !important; }

2023

2024

2025

2026

2027

2028

2029

2030

2031

2032

 

აღდგენა

(ენერგიის აღდგენა,რეგენერაცია)

15%

18%

23%

25%

30%

35%

40%

45%

50%

50%.“.

 

მუხლი 2

დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

 

წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე