N 14 - 07/08/2024 - „თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე" თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
📄 სრული ტექსტი
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №14
2024 წლის 7 აგვისტო
ქ. თერჯოლა
,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის № 10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5 მუხლების შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლის შემოღების, მისი ოდენობის განსაზღვრისა და შესაბამისი ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე’’ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის № 10 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 04.02.2015, სარეგისტრაციო კოდი: 210070000.35.126.016144) და
1. დადგენილების მე-3 მუხლის 1-ელი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი, სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით, შემდეგი ოდენობით:
1. ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარი;
ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარი;
გ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;
დ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ თამაშობებზე:
დ.ა) სამორინის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.ბ) სათამაშო აპარატების თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
დ.გ) ტოტალიზატორის თამაშობებზე − კვარტალში 250 000 ლარი;
ე) ლატარიების მოწყობაზე − ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობის 10%;
ვ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1500 ლარი;
ზ) თითოეული კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარი.“
2. ცვლილება შევიდეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 თებერვლის №10 დადგენილებით დამტკიცებულ ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის’’ №3 დანართში და დანართის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 3. მოსაკრებლის ობიექტები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის ობიექტებია:
ა) სამორინეს მაგიდა, კლუბის მაგიდა და სათამაშო აპარატი;
ბ) წამახალისებელი გათამაშების საპრიზო ფონდი;
გ) სამორინის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სამორინის თამაშობები, სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული სათამაშო აპარატების თამაშობები, ტოტალიზატორის მოწყობის ნებართვის საფუძველზე გაცემული სათანადო ნებართვის შესაბამისად სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული ტოტალიზატორის თამაშობები;
დ) ლატარიის რეალიზებული ბილეთების ჯამურ ღირებულებასა და საპრიზო ფონდს შორის სხვაობა;
ე) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვის საფუძველზე ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის სალარო.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის
საკრებულოს თავმჯდომარე
გიორგი ბარათაშვილი
წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე