ბრძანება N 33513

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 28.12.2023
№ დოკუმენტი 33513
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული მომსახურების დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 33513

28 დეკემბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ -----------------ის (პ/ნ --------------------)

(მის.: -------------------------------------------)

2023 წლის 6 დეკემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა ფ/პ -----------------ის (პ/ნ --------------------) №207521/21-11 საჩივარი, რომლითაც გადამხდელი არ ეთანხმება გპაბ-ზე ქონების გადასახადში დარიცხულ დავალიანებას და საურავს. აღნიშნული საჩივარი განხილული იქნა შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 22 დეკემბრის სხდომაზე (ოქმი №133).

 

გადასახადის გადამხდელის პოზიცია:

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა, რამაც გამოიწვია გადაუხდელ თანხაზე დამატებით საურავის დარიცხვაც, რასაც არ ეთანხმება. იჯარით ჰქონდა გაცემული ფართი და მოიჯარემ კუთვნილი იჯარის ქირაც არ გადაუხადა, რითაც დაზარალდა. ამასთან, 2017 წელს აღნიშნულ ფართზე იჯარის ხელშეკრულება უკვე შეწყვეტილიც იყო.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გადამხდელი ითხოვს დარიცხული გადასახადისა და საურავის გაუქმებას.

 

ფაქტების აღწერა:

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, ფ/პ -----------------ეს (პ/ნ --------------------) გპაბ-ზე 18.12.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 77,38 ლარი, მათ შორის 50 ლარი არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის სახით და 27,38 ლარი საურავის სახით.

18.11.2020 წლის სავადო თარიღით, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხა 2017 წლის ქონების გადასახადი თბილისში, -----ის რაიონში მდებარე 65,66 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (ს/კ -----------; გადასახადი დაანგარიშებულია წილობრივად 296 კვ/მ მიწის ფართიდან) და ასევე -----ის რაიონში მდებარე 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე (ს/კ ----------------) 50 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულ ქონების გადასახადის დარიცხვაზე 2020 წლის 18 ნოემბერს გამოცემული №011- 83402 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 1 დეკემბერს გაიგზავნა გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე, რომლის გაცნობა არ ფიქსირდება. გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტორიზებული მომხმარებელია 19.02.2020 წლიდან.

საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ფ/პ -----------------ის (პ/ნ --------------------) საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე დასტურდება 31.05.2004 წლის სამკვიდრო მოწმობით და 08.09.2004 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით.-----ის რაიონში მდებარე 296 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართიდან (ს/კ ---------) ქონების გადასახადით დაბეგრილია 65.66 კვ/მ მიწის ფართი - 33 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულია 98,45 კვ/მ კომერციული ფართის პროპორციულად 357,95 კვ/მ შენობის საერთო ფართიდან. აღნიშნული 98,45 კვ/მ შენობის დანიშნულება, --------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, 14.07.2014 წლიდან 21.07.2020 წლამდე ფლობდა „კომერციული ფართის“ დანიშნულების სტატუსს. რაც შეეხება 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს (ს/კ ---------), რომლის გადასახადი შეადგენს 17 ლარს, მიღებული დოკუმენტებით არ დასტურდება მასზე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი.

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების თანახმად, გადამხდელს 2023 წლის 22 დეკემბრის მდგომარეობით პირადი აღრიცხვის ბარათზე ერიცხება დავალიანება: გადასახადი - 50 ლარი, საურავი - 27.38 ლარი.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის თანახმად, მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელია პირი საგადასახადო წლის 1 აპრილის მდგომარეობით:

ა) მის საკუთრებაში არსებულ მიწაზე;

ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწაზე, რომლითაც სარგებლობს ან რომელსაც ფლობს იგი;

გ) მის მფლობელობაში ან/და სარგებლობაში არსებულ, გარდაცვლილი პირის სახელზე რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიწის ნაკვეთით სარგებლობა ხორციელდება იჯარის, ქირის, უზუფრუქტის ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქონების გადასახადის საგადასახადო პერიოდად ითვლება კალენდარული წელი. ამავე მუხლის მე-12 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონების გადასახადის დეკლარაციას საგადასახადო ორგანოს წარუდგენს არა უგვიანეს კალენდარული წლის 1 ნოემბრისა. დეკლარაციაში მონაცემები დასაბეგრი ქონების შესახებ შეიტანება გასული საგადასახადო წლის მიხედვით, ხოლო დასაბეგრი მიწის შესახებ – მიმდინარე საგადასახადო წლის მიხედვით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადასახადის დარიცხვის საფუძველია საგადასახადო ორგანოსთვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სხვა მარეგისტრირებელი ორგანოს, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ საგადასახადო ორგანოსთვის მიწოდებული ინფორმაცია (მონაცემები), მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის მიზნებისთვის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 205-ე მუხლის 131 ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე საგადასახადო ორგანოს მიერ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვისას პირი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. ამ შემთხვევაში საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემების საფუძველზე პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით. ხოლო ამავე მუხლის მე-14 ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირი ქონებაზე და მიწაზე ქონების გადასახადს იხდის არა უგვიანეს კალენდარული წლის 15 ნოემბრისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 206-ე მუხლის პირველი ნაწილის ჰ1 და ჰ2 პუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია მრავალბინიან სახლში მცხოვრები ფიზიკური პირის თანასაკუთრებაში არსებული ფართობის პროპორციულად განსაზღვრული დაბეგვრის ობიექტი (მიწის ნაკვეთი) და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე ან/და ავტოფარეხებზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს მიერ დადგენილი ფართობის ზღვრული ოდენობის ფარგლებში.

საურავთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 53-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებად ითვლება პირის ვალდებულება, გადაიხადოს ამ კოდექსით დაწესებული, აგრეთვე ამ კოდექსით დაწესებული და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ შემოღებული გადასახადი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირს საგადასახადო ვალდებულება ეკისრება საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ იმ გარემოებათა წარმოქმნის მომენტიდან, რომლებიც ითვალისწინებს გადასახადის გადახდას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების შესრულებად ითვლება გადასახადის თანხის დადგენილ ვადაში გადახდა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 269-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სამართალდარღვევად ითვლება პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), რომლისთვისაც ამ კოდექსით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა. საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პირს პასუხისმგებლობა შეიძლება დაეკისროს მხოლოდ ამ კოდექსით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 270-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია არის პასუხისმგებლობის ზომა ჩადენილი საგადასახადო სამართალდარღვევისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საგადასახადო სანქცია გამოიყენება გაფრთხილების, საურავის, ფულადი ჯარიმის, სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების უსასყიდლოდ ჩამორთმევის სახით, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლის თანახმად, საურავი არის საგადასახადო სანქცია, რომელიც პირს ეკისრება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის.

შემოსავლების სამსახური ყურადრებას ამახვილებს, რომ 296 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართიდან (ს/კ ---------) ქონების გადასახადით დაბეგრილია 65.66 კვ/მ მიწის ფართი - 33 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულია 98,45 კვ/მ კომერციული ფართის პროპორციულად 357,95 კვ/მ შენობის საერთო ფართიდან. აღნიშნული 98,45 კვ/მ შენობის დანიშნულება, -----------ის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, 14.07.2014 წლიდან 21.07.2020 წლამდე ფლობდა „კომერციული ფართის“ დანიშნულების სტატუსს. რაც შეეხება 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს (ს/კ -------------), რომლის გადასახადი შეადგენს 17 ლარს, მიღებული დოკუმენტებით არ დასტურდება მასზე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი.

ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიწაზე ქონების გადასახადი და საურავი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით,შესაბამისად არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ -----------------ის (პ/ნ --------------------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი წარმოდგენილ საჩივარში აღნიშნავს, რომ მიწაზე ქონების გადასახადის დარიცხვის თაობაზე მისთვის ცნობილი არ ყოფილა, რამაც გამოიწვია გადაუხდელ თანხაზე დამატებით საურავის დარიცხვაც, რასაც არ ეთანხმება.თხოვს დარიცხული გადასახადისა და საურავის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები

შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული მონაცემების მიხედვით, გადასახადის გადამხდელის გპაბ-ზე 18.12.2023 წლის მდგომარეობით ერიცხება საგადასახადო დავალიანება 77,38 ლარი, მათ შორის 50 ლარი არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის გადასახადის სახით და 27,38 ლარი საურავის სახით.18.11.2020 წლის სავადო თარიღით, საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გადასახადის გადამხდელს პირადი აღრიცხვის ბარათზე დაერიცხა 2017 წლის ქონების გადასახადი 65,66 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე და ასევე 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართზე 50 ლარის ოდენობით.

ზემოაღნიშნულ ქონების გადასახადის დარიცხვაზე 2020 წლის 18 ნოემბერს გამოცემული №011- 83402 საგადასახადო მოთხოვნა, 2020 წლის 1 დეკემბერს გაიგზავნა გადამხდელის ელექტრონულ გვერდზე, რომლის გაცნობა არ ფიქსირდება. გადამხდელი შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ავტორიზებული მომხმარებელია 19.02.2020 წლიდან.

ასევე,საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, მომჩივანს საკუთრების უფლება ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებაზე დასტურდება 31.05.2004 წლის სამკვიდრო მოწმობით და 08.09.2004 წლის სასამართლოს გადაწყვეტილებით. 296 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართიდან ქონების გადასახადით დაბეგრილია 65.66 კვ/მ მიწის ფართი - 33 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებულია 98,45 კვ/მ კომერციული ფართის პროპორციულად 357,95 კვ/მ შენობის საერთო ფართიდან. აღნიშნული 98,45 კვ/მ შენობის დანიშნულება, მომჩივანის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი განცხადებების საფუძველზე, 14.07.2014 წლიდან 21.07.2020 წლამდე ფლობდა „კომერციული ფართის“ დანიშნულების სტატუსს. რაც შეეხება 124 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართს , რომლის გადასახადი შეადგენს 17 ლარს, მიღებული დოკუმენტებით არ დასტურდება მასზე საცხოვრებელი შენობა-ნაგებობის განთავსების ფაქტი.

 

გადაწყვეტილება

სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე მიწაზე ქონების გადასახადი და საურავი დარიცხულია კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით,შესაბამისად არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 203; 205(1,131); 272;