ბრძანება N 26130

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 24.10.2023
№ დოკუმენტი 26130
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📄 სრული ტექსტი

N 26130

24 ოქტომბერი 2023

ბ რ ძ ა ნ ე ბ ა

 

ფ/პ "-------"-ის (პ/ნ "-------" )

(მის.: "------ " )

2023 წლის 10 ოქტომბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

 

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 17 ოქტომბრის სხდომაზე (ოქმი №108) განიხილა ფ/პ "-------"-ის (პ/ნ "-------") 2023 წლის 10 ოქტომბრის №84000/1/2023 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 12 სექტემბრის №007-238 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

 

სადავო საკითხი:

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს. პირი აცხადებს, რომ მის მიერ მიღებული შემოსავალი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე შემოწმებით განსაზღვრული და ითხოვს საგადასახადო მოთხოვნის გაუქმებას.

 

ფაქტობრივი გარემოებები:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 13 ივლისის №16997 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა ფ/პ "-------"-ის (პ/ნ "--------" ) საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის 11 ივლისამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 აგვისტოს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 12 სექტემბრის №22123 ბრძანება და ამავე თარიღის №007-238 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 40 203 ლარი, მათ შორის, გადასახადი 25 076 ლარი, ჯარიმა 9 682 ლარი, საურავი 5 445 ლარი.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით

საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ფ/პ "--------" (პ/ნ "--------" ) ახორციელებს სესხის სახით გაცემული თანხის სანაცვლოდ საპროცენტო სარგებლის მიღებას. სესხად გაცემული ფულადი სახსრების უზრუნველყოფას ახორციელებს თანხის მსესხებელი პირის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, ნასყიდობაგამოსყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. შემოწმებამ მოახდინა გადამხდელის მიერ გაფორმებული ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების ანალიზი და კონკრეტულ ოპერაციებზე მისაღები სარგებლის განსაზღვრისთვის დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად დაბეგვრას დაექვემდებარა მეწარმის მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

პირს 2020 წელს რეალიზებული აქვს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება, ასევე დგინდება რომ 2022 წელს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, რომლის გამოსყიდვის ვალდებულებაც არ შეასრულა გადასახადის გადამხდელმა. ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად დაბეგვრას დაექვემდებარა მეწარმის მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმა.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დავის განმხილველ ორგანოებს უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ დისტანციურად, ტექნიკურ საშუალებათა გამოყენებით. მათ ასევე უფლება აქვთ, საჩივარი განიხილონ მომჩივნის დაუსწრებლად, თუ საქმეში არსებული მასალებიდან სრულად დგინდება დავის საგანთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სადავო საკითხთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია პირს დაარიცხოს გადასახადი თავის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, თუ პირი მას არ წარუდგენს გადასახადის დასარიცხად საჭირო ინფორმაციას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტი ფიზიკური პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი შემოსავალი, რომელიც განისაზღვრება, როგორც სხვაობა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ ერთობლივ შემოსავალსა და ამ პერიოდისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული გამოქვითვების თანხებს შორის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რეზიდენტის ერთობლივი შემოსავალი შედგება საქართველოში არსებული წყაროდან და საქართველოს ფარგლების გარეთ მიღებული შემოსავლებისაგან.

ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ფორმით ან/და საქმიანობით მიღებული შემოსავალი, კერძოდ, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება პროცენტების სახით მიღებული შემოსავლები, გარდა ფიზიკური პირის მიერ საბანკო დაწესებულებებსა და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში დეპოზიტებსა და ანაბრებზე ფულადი სახსრების განთავსებიდან პროცენტების სახით მიღებული შემოსავლებისა;

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს შემოწმებით დადგენილ გარემოებაზე, რომ პირი ახორციელებს სესხის სახით გაცემული თანხის სანაცვლოდ საპროცენტო სარგებლის მიღებას და სესხად გაცემული ფულადი სახსრების უზრუნველყოფას ახდენს მსესხებელი პირის საკუთრებაში მყოფი უძრავი ქონებით, ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებების საფუძველზე. შემოწმებამ მოახდინა გადამხდელის მიერ გაფორმებული ხელშეკრულებების ანალიზი და კონკრეტული ოპერაციებზე მისაღები სარგებლის განსაზღვრისთვის დაეყრდნო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას. ამასთან, პირს რეალიზებული აქვს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება, ასევე ნასყიდობაგამოსყიდვის ხელშეკრულებით გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, რომლის უკან გამოსყიდვაც არ მომხდარა. შემოწმებით, გადასახადის გადამხდელს, მის მიერ მიღებული შემოსავლებიდან გამომდინარე, განესაზღვრა საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბრუნვა.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. ფ/პ "-------"-ის (პ/ნ "--------" ) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ საგადასახადო ვალდებულებებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

ფაქტობრივი გარემოებისა და საკანონმდებლო ნორმების შესაბამისად დაბეგვრას დაექვემდებარა მეწარმის მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

პირს 2020 წელს რეალიზებული აქვს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულების საფუძველზე მის საკუთრებაში გადასული უძრავი ქონება, ასევე დგინდება რომ 2022 წელს ნასყიდობა-გამოსყიდვის ხელშეკრულებით გასხვისებული აქვს უძრავი ქონება, რომლის გამოსყიდვის ვალდებულებაც არ შეასრულა გადასახადის გადამხდელმა.დაბეგვრას დაექვემდებარა მეწარმის მიღებული შემოსავლები. გადასახადის გადამხდელს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა.

 

გადაწყვეტილება

შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით განსაზღვრული საგადასახადო ვალდებულებები შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, ასევე გადასახადის გადამხდელი ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესში არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დადგენილ გარემოებებს. ამდენად, გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

დასაბუთება

შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:

80,100,102,136(3).