ბრძანება N 5455
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
N 5455
13 მარტი 2024
ბრძანება
შპს „------ -ის “ (ს/ნ "------")
(მის.:"-------")
2024 წლის 25 იანვრის საჩივრის
ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე
შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის სხდომაზე (ოქმი №18) განიხილა შპს „------ - ის “ (ს/ნ "------") 2024 წლის 25 იანვრის №87132/1/2024 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 28 დეკემბრის №006-743 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.
გადასახადის გადამხდელის პოზიცია:
გადასახადის გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე6 ნაწილის მიხედვით აქციზით დაბეგვრას და ამავე კოდექსის 1881 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის უმაღლესი განაკვეთის გამოყენებას. მიუთითებს, რომ კომპანიას დაგეგმილი ჰქონდა მინი ბოთლებში „------“ ბრენდის შემოტანა უკრაინიდან, მაგრამ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარე ომიდან გამომდინარე აღნიშნული ვეღარ მოხერხდა, შედეგად, დარჩა გასააქტიურებელი და დასაბრუნებელი აქციზური მარკები. ვინაიდან აქციზურ მარკებს დაბრუნების ვადა გაუვიდა კომპანიამ მათი შეძენიდან 6 თვის თავზე უზრუნველყო კანონმდებლობით განსაზღვრული გადასახადით დაბეგვრა. შესაბამისად, კომპანიას გაუაქტიურებელი აქციზური მარკები ისევ გააჩნია საკუთრებაში/მფლობელობაში და მათი რაიმე ფორმით დანაკლისი სახეზე არ არის. აღნიშნულის დასამტკიცებლად საჩივარზე თანდართული აქვს აქციზური მარკების ფოტოსურათები და შეძენილი საქონლის ინვოისი.
ამასთან, გადასახადის გადამხდელი მიუთითებს, რომ გაუგებარია საგადასახადო შემოწმების აქტის დასკვნითი ნაწილი, სადაც მითითებულია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 811 მუხლის მე-4 ნაწილი და მიაჩნია, რომ აღნიშნული ჩანაწერი არასრულია და შეუძლებელია მისი შინაარსის აღქმა. ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2023 წლის 21 ივლისის №17796 ბრძანების საფუძველზე ჩატარდა შპს „------- -ის “ (ს/ნ "------") საქმიანობის გასვლითი საგადასახადო შემოწმება 2020 წლის პირველი იანვრიდან 2023 წლის პირველ ივნისამდე საანგარიშო პერიოდებში აქციზით დაბეგვრის სისწორის დადგენის მიზნით. საგადასახადო შემოწმების შედეგებზე 2023 წლის 25 დეკემბერს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი, გამოიცა 2023 წლის 28 დეკემბრის №33501 ბრძანება და ამავე თარიღის №006-743 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს დამატებით გადასახდელად განესაზღვრა სულ 190 499 ლარი, მათ შორის, გადასახადი 103 846 ლარი, ჯარიმა 53 069 ლარი, საურავი 33 584 ლარი.
სადავო საკითხთან დაკავშირებით საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით დარიცხვა განპირობებულია შემდეგი გარემოებით:
შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემაში არსებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის დამუშავებით გამოვლინდა, რომ საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შერჩეული პირისგან შპს „N 2- ს“ შეძენილი აქვს როგორც ადგილობრივი წარმოების საქონლის, ასევე იმპორტირებული საქონლისთვის განსაზღვრული აქციზური მარკები. ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის მიზნით, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტიდან გამოთხოვილ იქნა შერჩეული პირის მიერ შპს „------ სთვის “ გაცემული აქციზური მარკების გამოყენების და დაბრუნებული აქციზური მარკების შესახებ მონაცემები. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს 2021 წლის 27 ივლისს გატანილი აქვს 6 000 ცალი ალკოჰოლის აქციზური მარკა, რომელიც განკუთვნილი იყო იმპორტული საქონლისთვის. აღსანიშნავია, რომ გატანილი აქციზური მარკებიდან აქტივაციას დაექვემდებარა 1 219 ცალი აქციზური მარკა, ხოლო გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების ფაქტი არ ფიქსირდება. საწარმოს 2022 წლის იანვრის თვეში დაუბრუნებელი აქციზური მარკების გათვალისწინებით (4 781 ცალი აქციზური მარკა) დეკლარირებული აქვს 0.3 თეთრი განაკვეთით ერთ აქციზურ მარკაზე. ასევე, აღსანიშნავია „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 801 მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის შესაბამისად, შერჩეული პირისთვის მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარდგენილი შეკვეთა-განაცხადი არ საჭიროებს აქციზური საქონლის მოცულობისა და შემადგენლობის დაკონკრეტებას. შედეგად, დაუბრუნებელ აქციზურ მარკებთან მიმართებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განხორციელდა უმაღლესი განაკვეთის (22.5 ლარი, რომელიც ესადაგება ერთ ლიტრ 100% სპირტის შემცველ სასმელებს) დარიცხვა, რამაც ჯამში შეადგინა 105 573 ლარი. შედეგად, გადასახადის გადამხდელს დაერიცხა აქციზი და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლით განსაზღვრული ჯარიმა.
შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.
სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 182-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, აქციზის გადამხდელია პირი, რომელიც ახორციელებს აქციზური საქონლის იმპორტს საქართველოში. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 183-ე მუხლის თანახმად, აქციზით დაბეგვრის ობიექტია:
ა) დასაბეგრი ოპერაცია;
ბ) აქციზური საქონლის იმპორტი;
გ) აქციზური საქონლის ექსპორტი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 185-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზით დასაბეგრი ოპერაციის, აქციზური საქონლის იმპორტისა და აქციზური საქონლის ექსპორტის თანხა განისაზღვრება ალკოჰოლიანი სასმლისთვის – ალკოჰოლიანი სასმლის მოცულობით ან ალკოჰოლიან სასმელში სუფთა ალკოჰოლის მოცულობით ან ალკოჰოლის შემცველობის პროცენტული მაჩვენებლის მიხედვით.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ ნაწილით გათვალისწინებული ალკოჰოლიანი სასმელები იბეგრება აქციზის შემდეგი განაკვეთებით: სასმელი ეთილის სპირტის მაღალი კონცენტრაციით (გარდა საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 2208 20, 2208 60, 2208 90 330 00, 2208 90 380 00, 2208 90 480 00 და 2208 90 710 00 კოდებით გათვალისწინებული საქონლისა) 1 ლიტრი სუფთა სპირტი 22.5 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილების მიხედვით:
6. ამ კარის მიზნებისთვის აქციზური მარკების დანაკლისი ნებისმიერი ფორმით (დაკარგვა, განადგურება და სხვა შემთხვევები, ფორსმაჟორული შემთხვევების გარდა) ითვლება იმპორტიორის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის იმპორტად და მიწოდებად, ხოლო ადგილობრივი მწარმოებლის მხრიდან – მის მიერ აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლის მიწოდებად და იბეგრება პირის მიერ 1 ცალი/ლიტრი წარმოებული/იმპორტირებული აქციზური მარკის შესაბამისი სახეობის საქონლისათვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით.
7. იმპორტიორების მიერ აქციზური მარკების მიღებიდან 6 თვეში საქონლის იმპორტის განუხორციელებლობის შემთხვევაში აქციზური მარკები ექვემდებარება დაბრუნებას. 6-თვიანი პერიოდის გასვლიდან მეორე დღესვე აქციზური მარკების დაუბრუნებლობა ამ კარის მიზნებისთვის ითვლება აქციზური მარკების სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული საქონლის ქვეყნის შიგნით მიწოდებად და შესაბამისად დაიბეგრება აქციზით, ხოლო შემდგომ პერიოდში, დაუბრუნებელი აქციზური მარკებით ნიშანდებული საქონლის იმპორტისას, მოხდება გადასახდელად დარიცხული აქციზის გადაანგარიშება ფაქტობრივად განხორციელებული იმპორტის ოდენობის პროპორციულად.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, აქციზის დეკლარაციას, განხორციელებული დასაბეგრი ოპერაციების აღნიშვნით, საგადასახადო ორგანოს ყოველი საანგარიშო პერიოდის მიხედვით, არა უგვიანეს საანგარიშო პერიოდის მომდევნო თვის 15 რიცხვისა წარუდგენს ამ კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით გათვალისწინებული აქციზის გადამხდელი, იმავე ნაწილებით გათვალისწინებული აქციზით დაბეგვრის ვალდებულების წარმოშობისას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96–ე მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, საწარმოს შესამოწმებელ პერიოდში შერჩეული პირისგან შეძენილი აქვს, როგორც ადგილობრივი წარმოების საქონლის, ასევე იმპორტირებული საქონლისთვის განსაზღვრული აქციზური მარკები. შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან მიღებული ინფორმაციისა და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე დადგინდა, რომ საწარმოს 2021 წლის 27 ივლისს გატანილი აქვს 6 000 ცალი ალკოჰოლის აქციზური მარკა, რომელიც განკუთვნილი იყო იმპორტული საქონლისთვის. აღსანიშნავია, რომ გატანილი აქციზური მარკებიდან აქტივაციას დაექვემდებარა 1 219 ცალი აქციზური მარკა, ხოლო გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების ფაქტი არ ფიქსირდება. საწარმოს 2022 წლის იანვრის თვეში დაუბრუნებელი აქციზური მარკების გათვალისწინებით დეკლარირებული აქვს 0.3 თეთრი განაკვეთით ერთ აქციზურ მარკაზე. შემოწმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, გამოუყენებლ აქციზურ მარკებზე განხორციელდა უმაღლესი განაკვეთის (22.5 ლარი, რაც ესადაგება ერთ ლიტრ 100% სპირტის შემცველ სასმელებს) დარიცხვა.
შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელის არგუმენტთან, „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის 811 მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენებასთან, დაკავშირებით, მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის წარმომადგენლის განმარტებაზე, რომლის მიხედვით, საგადასახადო შემოწმების აქტში აღნიშნულ საკანონმდებლო ნორმასთან მიმართებით დაშვებულია შეცდომა და აღნიშნული მუხლის ნაცვლად უნდა იყოს მითითებული ზემოაღნიშნული ინსტრუქციის 801 მუხლი.
შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის არგუმენტზე, აქციზური მარკების რაიმე ფორმით დანაკლისის არარსებობის თაობაზე და საჩივარზე თანდართულ დოკუმენტაციაზე, კერძოდ, მომჩივანის მიერ წარმოდგენილ ინვოისზე და განმარტავს, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, გადასახადის გადამხდელის მიერ აქციზური მარკების გატანა განხორციელდა ინვოისში მითითებული საქონლის, კერძოდ, „ბრენდის“ შემოტანის მიზნით. ასევე, გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ გადასახადის გადამხდელმა 6 თვის გასვლის შემდეგ თავად უზრუნველყო დასაბრუნებელი აქციზური მარკების კანონმდებლობის შესაბამისად დაბეგვრა და აქციზის გადახდა. შედეგად, სახეზე არ გვაქვს აქციზური მარკების დანაკლისი და შესაბამისად, არ იკვეთება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 ნაწილის გამოყენების საფუძველი.
ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების, საქმეში არსებული მასალების და გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი არგუმენტების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საჩივარზე თანდართული ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შპს „------- -ის “ (ს/ნ "-------") საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. სადავო საკითხთან დაკავშირებით, დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საჩივარზე თანდართული ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება);
3. დანარჩენ ნაწილში საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
4. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.
სადავო საკითხი
გადამხდელი არ ეთანხმება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე6 ნაწილის მიხედვით აქციზით დაბეგვრას და ამავე კოდექსის 1881 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული აქციზის უმაღლესი განაკვეთის გამოყენებას.
ითხოვს საგადასახადო შემოწმების აქტის გაუქმებას.
ფაქტობრივი გარემოებები
საწარმოს 2021 წლის 27 ივლისს გატანილი აქვს 6 000 ცალი ალკოჰოლის აქციზური მარკა, რომელიც განკუთვნილი იყო იმპორტული საქონლისთვის. აღსანიშნავია, რომ გატანილი აქციზური მარკებიდან აქტივაციას დაექვემდებარა 1 219 ცალი აქციზური მარკა,ხოლო გამოუყენებელი აქციზური მარკების უკან დაბრუნების ფაქტი არ ფიქსირდება.საწარმოს 2022 წლის იანვრის თვეში დაუბრუნებელი აქციზური მარკების გათვალისწინებით დეკლარირებული აქვს 0.3 თეთრი განაკვეთით ერთ აქციზურ მარკაზე. შერჩეული პირისთვის მატერიალური ფორმის მარკების შეძენის შესახებ წარდგენილი შეკვეთა-განაცხადი არ საჭიროებს აქციზური საქონლის მოცულობისა და შემადგენლობის დაკონკრეტებას. შედეგად, დაუბრუნებელ აქციზურ მარკებთან მიმართებით, შემოწმებამ იხელმძღვანელა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 1881 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, განხორციელდა უმაღლესი განაკვეთის დარიცხვა.გადამხდელს დაერიცხა აქციზი და ჯარიმა.
გადაწყვეტილება
შემოსავლების სამსახური მიიჩნევს, რომ სადავო საკითხი საჭიროებს დამატებით შესწავლას, კერძოდ, უნდა დაევალოს აუდიტის დეპარტამენტს საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრისას იხელმძღვანელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-7 ნაწილის და საჩივარზე თანდართული ინვოისის შესაბამისად და დასაბრუნებელი აქციზური მარკები დაბეგროს ინვოისში მითითებული საქონლის სახეობისთვის დადგენილი აქციზის უმაღლესი განაკვეთით და აღნიშნულის გათვალისწინებით განახორციელოს საგადასახადო ვალდებულებების კორექტირება (შემცირება).
დასაბუთება
შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს:
182,183,185,1881,191,192.