ბრძანება N 3105

შემოსავლების სამსახურის დავების გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 20.02.2023
№ დოკუმენტი 3105
სტატუსი მოქმედი
მიმღები შემოსავლების სამსახურის უფროსი/დავების საბჭოს თავმჯდომარე
სტრუქტურული ერთეული აუდიტის დეპარტამენტი

📜 საკანონმდებლო ნორმები

ცალკეულ შემთხვევაში დაბეგვრის ობიექტისა და საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრადაბეგვრის ობიექტიგაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არისერთობლივი შემოსავალიხელფასის სახით მიღებული შემოსავლებიეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიგადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავების წესიდღგ-ით დასაბეგრი პირიდღგ-ით დასაბეგრი ოპერაციებიდაბეგვრის დრო საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდასაბეგრი თანხა საქონლის მიწოდებისას/მომსახურების გაწევისასდღგ-ის ჩათვლით სარგებლობის წესისაგადასახადო დეკლარაციაში/გაანგარიშებაში გადასახადის შემცირებადღგ-ისათვის გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევასხვა ჯარიმები

📄 სრული ტექსტი

ბრძანება N 3105

20.02.2023

შპს „----------------ს“ (ს/ნ -----------------)

(მის.: -----------------------------------------)

2022 წლის 10 სექტემბრის საჩივრის

დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე

შემოსავლების სამსახურმა დავების განხილვის საბჭოს 2023 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი №4) განიხილა შპს „----------------ს“ (ს/ნ -----------------) 2022 წლის 10 სექტემბრის №74596/1/2022 საჩივარი, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 15 ივლისის №006-300 საგადასახადო მოთხოვნასთან დაკავშირებით.

სადავო საკითხები:

1. მიწის მესაკუთრისათვის გადაცემული 2 ავტოფარეხის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ მისთვის გაუგებარია საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების საფუძველი. აცხადებს, რომ ოპერაციის ფორმა სრულად შეესაბამება შინაარსის. აცხადებს, რომ შემმოწმებელს არ აქვს დასაბუთებული ზემოაღნიშნული მუხლის გამოყენების მოტივი

2. სალაროდან გასული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელი აცხადებს, რომ კრედიტორული დავალიანება გადახდილი არის სალაროდან სრულად. შესაბამისად, მისთვის გაურკვეველია თუ როგორ იქნა დადგენილი, რომ კრედიტორული დავალიანება არ იქნა გადახდილი.

3. ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ ერთ შემთხვევაში შემმოწმებელი უთითებს, რომ ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ თანხებია გადახდილი, ხოლო სამართლებრივი დასაბუთებისათვის უთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის იმ ნაწილს, რომელიც შეეხება ხელფასის სახით განაცემ თანხებს. შესაბამისად მიიჩნევს, რომ გამოყენებული არის არასწორი სამართლებრივი დასაბუთება, რადგანაც მომსახურების გაწევისათვის გადახდილი თანხა არ წარმოადგენს ხელფასს.

4. დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ სრულად იყო წარდგენილი ყველა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

5. მიღებულ დღგ-ის თანხის ჩათვლებთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ თვითონ შემმოწმებელმა განსაზღვრა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღად 2020 წლის 8 ივლისი, შესაბამისად მიიჩნევს, რომ ყველა დღგ-ის თანხის ჩათვლა არის კანონიერი და დროული.

6. გადამხდელი არ ეთანხმება შემოწმებით განსაზღვრულ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს.

7. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯთან დაკავშირებით, გადამხდელი განმარტავს, რომ ყველა ხარჯი რომელიც გაცემული ჰქონდა გადასახადის გადამხდელს დაკავშირებული იყო მის ეკონომიკურ საქმიანობასთან.

 

ფაქტების აღწერა:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2022 წლის 11 თებერვლის № 3279 ბრძანების საფუძველზე შპს „--------ს“ (ს/ნ ------) ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე 2022 წლის 28 ივნისს შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა 2022 წლის 15 ივლისის №18848 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და ამავე თარიღის №006-300 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 197 004 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 109 384 ლარი, ჯარიმა 55 877 ლარი და საურავი 31 743 ლარი.

 

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. 2018 წლის 19 ნოემბერს კომპანიას ფიზიკური პირისაგან აღნაგობისა და უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულებით, აღებული აქვს მიწა ქ. თბილისში, ----------- ქუჩა №---ში. შეთანხმების თანახმად, კომპანია მიწის ღირებულების სანაცვლოდ ფიზიკურ პირს გადასცემს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებსა და ავტოფარეხებს ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით. შპს „--------ს“ მშენებლობის მომსახურებას უწევს ქვეკონტრაქტორი შპს „-----------“ (ს/ნ --------). გადამხდელის წერილობითი ახსნა-განმარტებით, მშენებლობის პროცესი დაიწყო 2019 წლის ივლისის თვის საანგარიშო პერიოდში და ახლაც გრძელდება, სრულად დასრულებული არ არის. 2020 წლის 9 დეკემბერს ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადაეცა ორი ავტოფარეხი (ჯამურად 26 კვ.მ), აღნიშნული ოპერაცია კომპანიას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განუხილავს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-16 და მე-14 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, მიწის მესაკუთრისათვის გადაცემული 2 ავტოფარეხი, განხილულ იქნა შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დასაბეგრ ოპერაციად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა მიწის მესაკუთრეზე გადასაცემი საცხოვრებელი ფართების აშენებაზე გაწეული/გასაწევი ხარჯების (გარდა მიწის ღირებულებისა) (სამშენებლო მომსახურება სრულდება ქვეკონტრაქტორის მიერ) მიხედვით. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები.

2. შემოწმების პროცესში გადამხდელის მიერ წარდგენილი ინფორმაცია/დოკუმენტაციის შესწავლისა და აგრეთვე, მესამე პირისაგან გამოთხოვილი და წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 125 475 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ბუღალტრულად აღნიშნული თანხები აღრიცხულია როგორც გადახდილი სალაროდან. შემოწმების მიერ სალაროდან გასული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების დამუშავებისა და გადასახადის გადამხდელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის შესწავლა-ანალიზის საფუძველზე დგინდება, რომ შპს „-------------ს“ მიერ გაცემულია თანხა ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ 51 614 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაცემი არ არის გადახდის წყაროსთან დაბეგრილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებით დაკორექტირდა კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

4. კომპანიის მიერ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია გაწეული ხარჯის თანხები, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ განხორციელებული გადახდები განხილულ იქნა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის დასაბეგრ ოპერაციად. დარიცხულ იქნა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

5. საგადასახადო შემოწმების დროს შესწავლილ იქნა საგადასახადო ორგანოში შესამოწმებელ პერიოდში კომპანიის მიერ წარდგენილი დღგ-ის დეკლარაციები. შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების ანალიზის შედეგად დგინდება, რომ 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ მიღებულია დღგ-ის ჩათვლა იმ პერიოდის სამეურნეო ოპერაციებზე, რომელთა დროსაც გადასახადის გადამხდელი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. აგრეთვე, ჩათვლები მიღებულია ისეთ ოპერაციებზე, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის და 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხულ იქნა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

6. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ფიზიკური პირისაგან აღნაგობის უფლებით აქვს აღებული მიწა ქ. თბილისში, ------ ქუჩა №-----ში. მშენებლობის მომსახურებას უწევს ქვეკონტრაქტორი შპს „------“ (ს/ნ -----). კომპანიის განმარტებით, მშენებლობის პროცესი სრულად დასრულებული არ არის. შემოწმების პროცესში დამუშავებული იქნა შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემა, გადასახადის გადამხდელის მიერ მიწოდებული ინფორმაცია და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაცია. აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს განსაზღვრული რეალიზებული ბინის ღირებულებები. კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 15 სექტემბერს. შემოწმების მიერ დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2020 წლის 8 ივლისი (ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი). გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების შესაბამისად.

7. შესამოწმებელ პერიოდში შპს „------------ის" მიერ საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია თანხები სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად. შემოწმების შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, შემოწმების შედეგად შპს „--------------ის" მიერ გაწეული 72 388 ლარის ღირებულების ხარჯი განხილულ იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად. შესაბამისად, დარიცხულ იქნა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

შემოსავლების სამსახურმა განიხილა წარმოდგენილი საჩივარი და მიიჩნია, რომ გადასახადის გადამხდელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 302-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, დავის განმხილველი ორგანო საჩივარს განიხილავს მხოლოდ მომჩივნის მოთხოვნის ფარგლებში.

პირველ სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად:

1. საქონლის მიწოდებად ითვლება პირის მიერ სხვა პირისათვის საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა სასყიდლით (მათ შორის, საქონლის რეალიზაცია, გაცვლა, ხელფასის ან ნატურალური ფორმით ანაზღაურება) ან უსასყიდლოდ.

2. მომსახურების გაწევად განიხილება პირის მიერ სხვა პირისთვის მისივე ნებით, კომპენსაციის სანაცვლოდ ან უსასყიდლოდ ისეთი მოქმედების შესრულება, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-14 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, მომსახურებად ითვლება საქმიანობა, რომელიც არ არის საქონლის მიწოდება. თუ საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მომსახურებას მიეკუთვნება სამშენებლო-სამონტაჟო საქმიანობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-18 მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაცია საქონლის/მომსახურების მიმწოდებელი თითოეული მხარისათვის ითვლება საქონლის/მომსახურების საბაზრო ფასით რეალიზაციად, ხოლო საქონლის/მომსახურების თითოეული მიმღებისათვის – საქონლის/მომსახურების იმავე საბაზრო ფასით შეძენად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2018 წლის 19 ნოემბერს კომპანიას ფიზიკური პირისაგან აღნაგობისა და უძრავი ქონების გაცვლის ხელშეკრულებით, აღებული აქვს მიწა ქ. თბილისში, ----- ქუჩა №----ში. შეთანხმების თანახმად, კომპანია მიწის ღირებულების სანაცვლოდ ფიზიკურ პირს გადასცემს საცხოვრებელ და არასაცხოვრებელ ფართებსა და ავტოფარეხებს ე.წ. „თეთრი კარკასის“ მდგომარეობით.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის საფუძველზე მიწის მესაკუთრისათვის გადაცემული 2 ავტოფარეხის დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად განხილვა, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის თანხის მიწის მესაკუთრეზე გადასაცემი საცხოვრებელი ფართების აშენებაზე გაწეული/გასაწევი ხარჯების (გარდა მიწის ღირებულებისა) მიხედვით განსაზღვრა განხორციელდა მართლზომიერად.

ამასთან, მომჩივანი წარმოდგენილ საჩივარში ვერ უთითებს ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე თუ რა ნაწილში იქნა საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრული არამართლზომიერად და დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-2 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ რაიმე თანხა გამოიყენება კონკრეტული პირის ინტერესებისათვის, ჩაითვლება, რომ ეს თანხა მიღებული აქვს ამ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, კერძოდ პირი, რომელიც დაქირავებულს უხდის ხელფასს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, მესამე პირისაგან გამოთხოვილი და წარდგენილი ინფორმაციის მიხედვით გადამხდელს 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 125 475 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ბუღალტრულად აღნიშნული თანხები აღრიცხულია როგორც გადახდილი სალაროდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ სალაროდან გასული თანხები მართლზომიერად იქნა განხილული დირექტორზე გაცემულ ხელფასად.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-3 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-100 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ერთობლივ შემოსავალს განეკუთვნება ნებისმიერი ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლები, რომლებიც დაკავშირებული არ არის დაქირავებით მუშაობასთან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ეკონომიკური საქმიანობით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება საქონლის/მომსახურების მიწოდებით მიღებული შემოსავლები.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის მიხედვით, გადახდის წყაროსთან გადასახადის დაკავება ევალება საგადასახადო აგენტს, რომელიც არის იურიდიული პირი, საწარმო/ორგანიზაცია ან მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც გაწეული მომსახურების ღირებულებას უნაზღაურებს ფიზიკურ პირს (გარდა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული ფიზიკური პირისა, ნოტარიუსისა, კერძო აღმასრულებლისა, მიკრო ბიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა და ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე ფიზიკური პირისა, შესაბამისი საქმიანობის ნაწილში), რომელიც ინდივიდუალურ მეწარმედ დარეგისტრირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადასახადის გადამხდელს ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ გაცემული თანხა არ აქვს დაბეგრილი გადახდის წყაროსთან.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-4 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, რეზიდენტი საწარმოს მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის,მიეკუთვნება ხარჯი, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებული არ არის, თუ ეს ვალდებულება დადგენილია ამ კოდექსის შესაბამისად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა ხარჯი დოკუმენტურად უნდა იყოს დადასტურებული.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 72-ე მუხლის პირველ ნაწილის თანახმად, პირველადი საგადასახადო დოკუმენტი არის წერილობითი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელია სამეურნეო ოპერაციის მონაწილე მხარეთა იდენტიფიცირება, აქვს თარიღი და მოიცავს მიწოდებული საქონლის/გაწეული მომსახურების ჩამონათვალსა და ღირებულებას.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, კომპანიის მიერ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გაწეულია ხარჯები, როგორებიცაა ავტომობილის ნაწილების შეძენა, თბილისის მერიის მოსაკრებლის თანხა, სამეურნეო ხარჯები, საშუამავლო მომსახურება, სამშენებლო სამუშაოების შესრულება და სხვა, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელდა. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით კომპანიის მიერ განხორციელებული გადახდები მართლზომიერად იქნა განხილული მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტად.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-5 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს შესამოწმებელ პერიოდში მოქმედ საკანონმდებლო ნორმებზე, კერძოდ:

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლა არის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის უფლება, შეიმციროს გადასახდელი დღგ-ის თანხა მიღებული ჩათვლის დოკუმენტების საფუძველზე, გარდა ამ კარით გათვალისწინებული შემთხვევებისა

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ჩათვლის დოკუმენტია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა.ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლა ხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქონელი ან/და მომსახურება გამოიყენება ან გამოყენებული იქნება დასაბეგრ ოპერაციებში, გარდა ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული დასაბეგრი ოპერაციებისა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, დღგ-ის ჩასათვლელი თანხა არის დღგ-ის თანხა, რომელიც გადახდილია ან გადასახდელია ჩათვლის დოკუმენტების მიხედვით, მათ შორის, დღგ-ის რეგისტრაციის ძალაში შესვლის მომენტისათვის არსებულ სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ნაშთზე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება წარმოიშობა ჩასათვლელი დღგ- ის თანხის დარიცხვის ვალდებულების წარმოშობის (შესაბამისი ოპერაციის დღგ-ით დაბეგვრის) მომენტიდან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის უფლება აქვს მხოლოდ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ დასაბეგრ პირს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ საქონელი/მომსახურება გამიზნულია ან გამოიყენება დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის განხორციელებისთვის, დასაბეგრ პირს უფლება აქვს ჩაითვალოს საქართველოს ტერიტორიაზე სხვა დასაბეგრი პირისგან ამ საქონლის/მომსახურების შეძენისთვის გადახდილი/გადასახდელი დღგ.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველია ამ კოდექსის 175-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებითა და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში – საქონლის/მომსახურების შეძენასთან დაკავშირებით ამ კოდექსით დადგენილი წესით გამოწერილი საგადასახადო ანგარიშფაქტურა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვალდებულებათა შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში გადასახადის გადამხდელს ეკისრება ამ კოდექსით ან/და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდში კომპანიის მიერ მიღებულია დღგ-ის ჩათვლა იმ პერიოდის სამეურნეო ოპერაციებზე, რომელთა დროსაც გადასახადის გადამხდელი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. კერძოდ ისეთ ოპერაციებზე, როგორებიცაა: წვრილმანი სამშენებლო ინვენტარი, ქსელში ცვლილების საფასური, საკანცელარიო ნივთები, საოფისე ბეჭედი, პრინტერი და სხვა. აგრეთვე ჩათვლები მიღებულია ისეთ ოპერაციებზე, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. კერძოდ: ჯვრის დამზადების, შავი მიწა ყვავილნარისათვის, სადილი გატანით და სხვა.

აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ კომპანიის მიერ დღგ-ის ჩათვლის მიღების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-6 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, გადასახადებით დაბეგვრისათვის გამოიყენება საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის დღისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 156-ე მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გადამხდელად ითვლება:

ა) პირი, რომელიც რეგისტრირებულია დღგ-ის გადამხდელად;

ბ) პირი, რომელიც ვალდებულია გატარდეს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 157-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირი, რომელიც ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და რომლის მიერ ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში განხორციელებული, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს (გარდა ამ მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა):

ა) ვალდებულია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის მიმართოს საგადასახადო ორგანოს დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის 100 000 ლარზე გადაჭარბების დღიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა;

ბ) დღგ-ის გადამხდელად ითვლება იმ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების მომენტიდან (ამ ოპერაციის ჩათვლით), რომლის მიხედვითაც დასაბეგრი ოპერაციის საერთო თანხა გადააჭარბებს 100 000 ლარს.

ამავე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციას დაქვემდებარებული პირის რეგისტრაციის გარეშე გამოვლენისას საგადასახადო ორგანო ატარებს ამ პირს რეგისტრაციაში დღგ-ის გადამხდელად. ამასთანავე, პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 160-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დაბეგვრის ობიექტია დასაბეგრი ოპერაცია.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციაა, საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა.

შემოსავლების სამსახური მიუთითებს აუდიტის დეპარტამენტის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომლის თანახმად, 2020 წლის 8 ივლისს შპს „---- -----ს“ მიერ განხორციელდა მშენებარე კორპუსში საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია, ნასყიდობის თანხით 99 000 აშშ დოლარი, ეროვნული ბანკის მიერ დაფიქსირებული ვალუტის კურსით 302 464 ლარი. აღნიშნული საცხოვრებელი ბინის საჯარო რეეტრში მყიდველის სახელზე დარეგისტრირებაც განხორციელდა ამავე დღეს. მყიდველის მიერ ნასყიდობის თანხის ანაზღაურება განხორციელდა შეძენისთანავე. კომპანიის მიერ აღნიშნული ოპერაცია არ იქნა განხილული დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად. შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2020 წლის 8 ივლისი ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ საგადასახადო შემოწმების მიერ დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღის და შესაბამისად საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მე-7 სადავო საკითხთან დაკავშირებით, შემოსავლების სამსახური მიუთითებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულების განსაზღვრის მიზნით საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს სამეურნეო ოპერაციის ფორმისა და შინაარსის გათვალისწინებით შეცვალოს მისი კვალიფიკაცია, თუ ოპერაციის ფორმა არ შეესაბამება მის შინაარსს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 96-ე მუხლის მიხედვით, მოგების გადასახადის გადამხდელია რეზიდენტი საწარმო.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რეზიდენტი საწარმოს (გარდა ამ მუხლის მე-2, მე-8 და მე-9 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია გაწეული ხარჯი ან სხვა გადახდა, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლის მიზნებისათვის ხარჯს, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, მიეკუთვნება ხარჯი, რომლის გაწევის მიზანი არ არის მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება.

შემოსავლების სამსახური ყურადღებას ამახვილებს საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლის თანახმად, გადამხდელის მიერ საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია თანხები სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად, რომლის მიზნობრიობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი ვერ დგინდება. მათ შორისაა ისეთი გადახდები, როგორიცაა მიღებული მომსახურება შპს -----, ---- აპლიკაციით გადახდების, წიგნების საფასური, სადილის გატანა, ------ მომსახურების საფასური, ჯვრის დამზადების ღირებულება, საქონლის საფასური შპს ------, მომსახურებების საფასური------ და სხვა.

აღნიშნულიდან გამომდინარე შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ საგადასახადო შემოწმებით კომპანიის მიერ განხორციელებული გადახდები მართლზომიერად იქნა განხილული მოგების გადასახადით დასაბეგრ ოპერაციად. ამასთან, მომჩივანს დავის წარმოების პროცესშიც არ აქვს წარმოდგენილი არგუმენტები/მტკიცებულებები, რომლებიც შეცვლიდა საგადასახადო შემოწმების აქტით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი აღნიშნულ ნაწილში დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 304-ე მუხლის საფუძველზე,ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

 

1. შპს „----------ის“ (ს/ნ ----------) საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. აღნიშნული ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში (მის.: ქ. თბილისი, ვახტანგ გორგასლის ქ. №16) ან სასამართლოში (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64), საქართველოს საგადასახადო კოდექსის XIV კარით დადგენილი წესის შესაბამისად, ამ ბრძანების ჩაბარებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში.

 

სადავო საკითხი

გადამხდელი არ ეთანხმება;

1. მიწის მესაკუთრისათვის გადაცემული 2 ავტოფარეხის დღგ-ით დაბეგვრასთან დაკავშირებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე მუხლის მე-9 ნაწილის გამოყენების საფუძველს.

2. სალაროდან გასული თანხების დირექტორზე გაცემულ ხელფასად განხილვას.

3. ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თანხების გადახდის წყაროსთან დაბეგვრას.

4. დოკუმენტურად დაუდასტურებელ ხარჯად განხილვასთან დაკავშირებით გადამხდელი განმარტავს, რომ გადამხდელის მიერ სრულად იყო წარდგენილი ყველა ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

5. მიღებულ დღგ-ის თანხის ჩათვლებს,მიიჩნევს, რომ ყველა დღგ-ის თანხის ჩათვლა არის კანონიერი და დროული.

6. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღს.

7. ეკონომიკურ საქმიანობასთან დაუკავშირებელ ხარჯებს.

 

ფაქტობრივი გარემოებები

საქმის მასალებით ირკვევა, რომ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის № 3279 ბრძანების საფუძველზე მომჩივანს ჩაუტარდა საქმიანობის კამერალური საგადასახადო შემოწმება. შესამოწმებელ პერიოდად განისაზღვრა 2019 წლის 1 იანვრიდან 2022 წლის 1 იანვრამდე საანგარიშო პერიოდები. შემოწმების შედეგებზე შედგენილ იქნა საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა №18848 ბრძანება გადასახადების/გადასახდელების და საგადასახადო სანქციების თანხების დარიცხვის/შემცირების შესახებ და №006-300 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვით გადამხდელს საგადასახადო ვალდებულება განესაზღვრა სულ 197 004 ლარის ოდენობით, მათ შორის გადასახადი 109 384 ლარი, ჯარიმა 55 877 ლარი და საურავი 31 743 ლარი.

სადავო საკითხებთან დაკავშირებით, საგადასახადო შემოწმების აქტის მიხედვით, საგადასახადო ვალდებულებები განსაზღვრულია შემდეგი გარემოებებით:

1. კომპანიამ მიწის მესაკუთრე ფიზიკურ პირს საკუთრებაში გადსცა ორი ავტოფარეხი (ჯამურად 26 კვ.მ), აღნიშნული ოპერაცია კომპანიას დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად არ განუხილავს. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 73-ე, მე-16 და მე-14 მუხლების გათვალისწინებით, შემოწმების შედეგად, მიწის მესაკუთრისათვის გადაცემული 2 ავტოფარეხი, განხილულ იქნა შესაბამის პერიოდში მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 161-ე მუხლის შესაბამისად დასაბეგრ ოპერაციად, ხოლო დასაბეგრი ოპერაციის თანხა განისაზღვრა მიწის მესაკუთრეზე გადასაცემი საცხოვრებელი ფართების აშენებაზე გაწეული/გასაწევი ხარჯების (გარდა მიწის ღირებულებისა) (სამშენებლო მომსახურება სრულდება ქვეკონტრაქტორის მიერ) მიხედვით. ყოველივე ზემოხსენებულის გათვალისწინებით, დაკორექტირდა შესაბამისი პერიოდების დღგ-ის 18%-ით დასაბეგრი ბრუნვები.

2. შემოწმების პროცესში დადგინდა, რომ 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიას უფიქსირდება კრედიტორული დავალიანება 125 475 ლარის ოდენობით, მაშინ როდესაც ბუღალტრულად აღნიშნული თანხები აღრიცხულია როგორც გადახდილი სალაროდან. შემოწმების მიერ სალაროდან გასული თანხები დაკვალიფიცირდა დირექტორზე გაცემულ ხელფასად, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 101- ე და 154-ე მუხლების საფუძველზე, დაბეგრილ იქნა გადახდის წყაროსთან. შედეგად, გადამხდელს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე და 291-ე მუხლების შესაბამისად.

3. მომჩივანის მიერ გაცემულია თანხა ფიზიკურ პირებზე მომსახურების სანაცვლოდ 51 614 ლარის ოდენობით. აღნიშნული განაცემი არ არის გადახდის წყაროსთან დაბეგრილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლისა და ფაქტობრივი გარემოების გათვალისწინებით, შემოწმებით დაკორექტირდა კომპანიის საშემოსავლო გადასახადით დასაბეგრი ბაზა. შესაბამისად, პირს დაერიცხა საშემოსავლო გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

4. კომპანიის მიერ 2019-2021 წლების საანგარიშო პერიოდში საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია გაწეული ხარჯის თანხები, რომელთა დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა შემოწმების პროცესში არ განხორციელდა. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 982 მუხლის გათვალისწინებით, კომპანიის მიერ განხორციელებული გადახდები განხილულ იქნა შესაბამისი პერიოდის მოგების გადასახადის დასაბეგრ ოპერაციად. დარიცხულ იქნა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

5. 2020-2021 წლების საანგარიშო პერიოდებში კომპანიის მიერ მიღებულია დღგ-ის ჩათვლა იმ პერიოდის სამეურნეო ოპერაციებზე, რომელთა დროსაც გადასახადის გადამხდელი არ იყო რეგისტრირებული დღგ-ის გადამხდელად. აგრეთვე, ჩათვლები მიღებულია ისეთ ოპერაციებზე, რომელთა ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება არ დასტურდება. 2021 წლის 1 იანვრამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე მუხლის და 2021 წლის 1 იანვრიდან მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 174-ე და 175-ე მუხლების შესაბამისად, დღგ-ის ჩათვლის მიღების საფუძველი არ არსებობს. აღნიშნულიდან გამომდინარე დარიცხულ იქნა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

6. შესამოწმებელ პერიოდში კომპანიას ფიზიკური პირისაგან აღნაგობის უფლებით აქვს აღებული მიწა . მშენებლობის მომსახურებას უწევს ქვეკონტრაქტორს. გადასახადის გადამხდელს არასწორად აქვს განსაზღვრული რეალიზებული ბინის ღირებულებები. კომპანია დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულია 2020 წლის 15 სექტემბერს. შემოწმების მიერ დოკუმენტაციის დამუშავების შედეგად, საწარმოს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის თარიღი განისაზღვრა 2020 წლის 8 ივლისი (ბინის ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმების თარიღი). გადასახადის გადამხდელს განესაზღვრა დღგ და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 282-ე მუხლის პირველი და მე-4 ნაწილების შესაბამისად.

7. შესამოწმებელ პერიოდში მომჩივანის მიერ საბანკო ანგარიშიდან და სალაროდან გადახდილია თანხები სხვადასხვა საქონლისა და მომსახურების შესაძენად. შემოწმების შედეგად ვერ დგინდება აღნიშნული ხარჯების მიზნობრიობა ან/და ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ფაქტი. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 97-ე მუხლის თანახმად, შემოწმების შედეგად მომჩივანის მიერ გაწეული 72 388 ლარის ღირებულების ხარჯი განხილულ იქნა მოგების გადასახადით დასაბეგრ ბაზად. შესაბამისად, დარიცხულ იქნა მოგების გადასახადი და ჯარიმა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის მიხედვით.

 

გადაწყვეტილება

ზემოხსენებული სამართლებრივი ნორმების და ფაქტობრივი გარემობების გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახურმა მიიჩნია, რომ შემოწმებით საგადასახადო ვალდებულებების განსაზღვრა შესაბამისობაშია კანონმდებლობის მოთხოვნებთან, გადასახადის გადამხდელის საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

შემოსავლების მამსახურის დავების განხილვის საბჭო გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 2(2);14(1„ა“);16(1,2);18(10);43(4);72(1);73(9„ბ“);96;97(1„ბ“);982(1 „ა“);101(1);102(1„ა“);105(2);154(1 „ა“);156(„ა“,„ბ“);157(1,7); 173(1,2 „ა“);174(1 „ა“ 2 „ა.ა“); 175(1 „ა“„ბ“) ;176(1 „ა“);302(2);

(2021 წლამდე მოქმედი) 160(,ა“); 161(1„ა“)