საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/727–18–22

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ დაკმაყოფილდა 12.07.2022
№ დოკუმენტი 3/727–18–22
სტატუსი მოქმედი
მიმღები სასამართლო
სტრუქტურული ერთეული საბაჟო დეპარტამენტი, აუდიტის დეპარტამენტი

🏷️ თეგები

📄 სრული ტექსტი

საქმე N3/727–18–22

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

12 ივლისი, 2022 წელი

ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - მალხაზ ჩუბინიძე

სხდომის მდივანი - ელისო ჟორჟოლიანი

 

მოსარჩელე - შპს „ ------“ (ს/ნ ------)

 

დირექტორი – ------

 

წარმომადგენელი - -------

 

მოპასუხე - სსიპ შემოსავლების სამსახური;

 

წარმომადგენელი - -------

 

მოპასუხე - საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

 

წარმომადგენლები - --------

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა N086-26 21/04/2017;

1.2. ბათილად იქნას ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება No10547 21/04/2017;

1.3. ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა 10/04/2017;

1.4. ბათილად იქნას ცნობილი შემოსავლების სამსახურის ბრძანება N16946 22/06/2017;

1.5. ბათილად იქნას ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28/09/2018 გადაწყვეტილება N4309/2/2018 საჩივარზე.

1.6. ბათილად იქნეს ცნობილი (გაუქმდეს) გასაჩივრებული აქტებით შპს „------”-ზე ს/კ ----- დარიცხული სადავო თანხები სულ 462364.08 ლარი, მათ შორის: ძირითადი გადასახადი 359320 ლარი (მათ შორის: დღგ-ში 328685 ლარი, მოგების გადასახადში 15632 ლარი, საშემოსავლო გადასახადში 6336 ლარი, სოციალურ გადასახადში 9083 ლარი, ქონების გადასახადში -416 ლარი) ჯარიმა 3854 ლარი, საურავი 99190.08 ლარი - დარიცხვის არამართებულობის, კანონშეუსაბამობის გამო.

 

დავის არსი:

 

მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 04 დეკემბერს შედგა შპს „------“-ის (ს/ნ -----) საგადასახადო შემოწმების აქტი. შემოწმების შედეგად საწარმოს დაეკისრა სულ 641339 ლარი, რაზედაც გამოიცა 2013 წლის 06 დეკემბრის N63891 ბრძანება და N86-110 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

აღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ საწარმოს მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანების საფუძველზე შპს „------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა 2014 წლის 30 აპრილს გამოსცა დასკვნა, რომლითაც კომპანიას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 147745 ლარით. აღნიშნულის შესაბამისად 2014 წლის 07 მაისს გამოიცა N86-33 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 16 თებერვალს გამოსცა დასკვნა, რომლითაც კომპანიას შეუმცირდა ჯარიმის თანხა სულ 164342 ლარით. აღნიშნულის შესაბამისად, 2015 წლის 23 თებერვალს გამოიცა N086-4 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

-საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელმა დავის გადასაწყვეტად 2015 წლის 17 მარტს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „------“-ის (ს/ნ -----) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016 განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“-ის (ს/ნ -----) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 06 დეკემბრის N63891 ბრძანება და N86-110 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, დაევალა შემოსავლების სამსახურს ქ. -----ში -------ს დასახლება _ ------ს N----ში მდებარე შპს „-------“-ის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას განსაზღვროს სააუქციონო ღირებულების 247000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „-------“-ის საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში შპს „-------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

-საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016 გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 06 დეკემბრის Nბს-675- 668 (3კ-16) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და შპს „-------“-ის საკასაციო საჩივრები, რითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N°3/ბ-46-2016 გადაწყვეტილება.

 

საქმის მასალებით - სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 10 აპრილს შეადგინა დასკვნა, რომლის მიხედვით: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის აქტში ქ. ----ში, -----ს დასახლება, ------ს ჩიხი N----ში მდებარე შპს "------"-ის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვრულია სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის ოდენობით(დღგ-ის ჩათვლით). რაც შეეხება ჩამორთმეული ქონების საბაზრო ფასით 320000 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) მიწოდებად განხილვას, დაფიქსირებული იყო 2013 წლის აქტის პროექტში. გადამხდელის პოზიციის განხილვისას მათ მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო აუქციონზე იძულებით ჩამორთმეული ქონების ღირებულება 247 000 ლარია. შემოწმებამ აქტის შედგენისას გაითვალისწინა მოწოდებული ინფორმაცია ერთობლივი შემოსავლების განსაზღვრისას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის გათვალისწინებით. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 21 აპრილს გამოცემულ იქნა N10547 ბრძანება და N086-26 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

მოსარჩელის წარმომადგენელის განმარტებით, სახეზეა ახლად აღმოჩენილი გარემოება, რაც საფუძვლად უნდა დადებოდა ადმინისტრაციული წარმოების განახლებას, რადგან შემოსავლების სამსახურში წარდგენილ საჩივარში ავღნიშნავდით, რომ სადავო დარიცხვებს გადასახადის არც ერთ სახეში არ ვეთანხმებოდით - მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობა -------ში შპს „------"-ის ს/კ ----- წილის შპს „------"-სთვის გადაცემის ნაწილში დავის საგანს წარმოადგენდა ის, რომ დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი არასწორად იყო დადგენილი შემმოწმებლის მიერ, არ მოხდა წილის მიწოდების საკითხის შერეულ ოპერაციად განხილვა (სსკ-ის 177.3. მუხლი), არ იქნა გამიჯნული საკუთრივ წილის ღირებულება (რომელიც დღგ-ით არ უნდა დაბეგრილიყო) და წილზე მიმაგრებული ქონების ღირებულება (რომელიც დღგ-ით უნდა დაბეგრილიყო) ცალ-ცალკე რამდენს შეადგენდა და შესაბამისად უნდა დაზუსტებულიყო დღგ-ით დაბეგვრის ობიექტი - ეს წესი არ იქნა დაცული, ამ ნაწილში შემმოწმებლის მიერ დაშვებული იყო უზუსტობა გაანგარიშებაში, არ იქნა შესწავლილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, შემმოწმებლის მიერ თავის დროზე არ მოხდა ინფორმაციის გამოთხოვა არც ამხანაგობა ------საგან, არც შპს ,,------"-საგან ს/კ ------ და არც საჯარო რეესტრისაგან - წინააღმდეგ შემთხვევაში ხსენებულ საქმეზე აშკარად განსხვავებული შედეგი დადგებოდა – სადავო დარიცხვები გაცილებით ნაკლები იქნებოდა, ვიდრე ეს მოცემულ შემთხვევაშია. ამ ნაწილში საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დოკუმენტების მოძიება და მისი წარდგენა ჩვენთვის შეუძლებელი იყო საგადასახადო საიდუმლოებიდან გამომდინარე, ხოლო შემმოწმებელს მისი გამოთხოვა არ მოუხდენია, აღნიშნულის შესახებ ჩვენთვის მოგვიანებით გახდა ცნობილი და ის დოკუმენტები, როგორც ახალი გარემოება წარდგენილი იქნა საჩივართან ერთად, რომელიც საერთოდ არ იქნა გათვალისწინებული - იმ მოსაზრებით რომ ის არ წარმოადგენს ახლად აღმოჩენილ ან ახლად გამოვლენილ გარემოებას (შემოსავლების სამსახურის ბრძანება N16946 22/06/2017, შპს „-----”-ის ს/კ ----- საჩივრის N4309/2/2018 არ დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს გადაწყვეტილება 28/09/2018), რაც არასწორია. კერძოდ: დადგენილია და სადავო არ არის ის ფაქტი, რომ 2010 წლის 05 იანვარს შპს „------"-მ ს/კ ------- შპს „-----”-სთან ს/კ ----- გააფორმა ხელშეკრულება ქ. ------ში, -------ს ქ. N----ში მდებარე მშენებარე მრავალბინიანი სახლის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ, ხოლო მოგვიანებით 2012 წლის 06 ნოემბერს შპს „------”-ის ს/კ -----, ამხანაგობა „------"-ს და შპს „------”-ს ს/კ ----- შორის გაფორმებული იქნა უფლების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულება, რომელშიც 2012 წლის 05 დეკემბერს დასახელებულ მხარეთა შეთანხმებით შეტანილი იქნა ცვლილება.

 

საგადასახადო ორგანო გადასახადის გადამხდელის ვალდებულების განსაზღვრისას დაეყრდნო სწორედ დასახელებულ ხელშეკრულებებს, ისე, რომ არ მოუხდენია მათი გამოკვლევა; საქმის სხვა მასალებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან ურთიერთშეჯერება და ანალიზი, დასახელებული ხელშეკრულებების არასწორად განმარტების და მათი კანონშეუსაბამოდ შეფასების შედეგად მიღებული იქნა გასაჩივრებული აქტები.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

2.2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილია, რომ 2013 წლის 04 დეკემბერს შედგა შპს „-----“-ის (ს/ნ -----) საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად საწარმოს დაეკისრა სულ 641339 ლარი, რაზედაც გამოიცა 2013 წლის 06 დეკემბრის N63891 ბრძანება და N86-110 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

აღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ საწარმოს მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანების საფუძველზე შპს „------“-ის (ს/ნ -----) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა 2014 წლის 30 აპრილს გამოსცა დასკვნა, რომლითაც კომპანიას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 147745 ლარით.

აღნიშნულის შესაბამისად 2014 წლის 07 მაისს გამოიცა N86-33 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 16 თებერვალს გამოსცა დასკვნა, რომლითაც კომპანიას შეუმცირდა ჯარიმის თანხა სულ 164342 ლარით. აღნიშნულის შესაბამისად, 2015 წლის 23 თებერვალს გამოიცა N086-4 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანება (ტ.1.იხ. ს.ფ.45-50);

 

3.2. საქმის მასალებით, საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელმა დავის გადასაწყვეტად 2015 წლის 17 მარტს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „------“-ის (ს/ნ -----) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016 განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“-ის (ს/ნ ------) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 06 დეკემბრის N63891 ბრძანება და N86-110 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, დაევალა შემოსავლების სამსახურს ქ. ------ში ------ს დასახლება _ -------ს N----ში მდებარე შპს „------“-ის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას განსაზღვროს სააუქციონო ღირებულების 247000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „------“-ის საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში შპს „------“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

-საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/-46-2016 გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 06 დეკემბრის Nბს-675- 668 (3კ-16) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და შპს „------“-ის საკასაციო საჩივრები, რითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016 გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016 განჩინება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 06 დეკემბრის Nბს-675-668 (3კ-16) განჩინება (იხ.ს.ფ.60-70);

 

3.3. საქმის მასალებით - სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 10 აპრილს შეადგინა დასკვნა, რომლის მიხედვით: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის აქტში ქ. -------ში, ------ს დასახლება, ------ს ჩიხი N---ში მდებარე შპს "------"-ის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვრულია სააუქციონო ღირებულების 247 000 ლარის ოდენობით(დღგ-ის ჩათვლით). რაც შეეხება ჩამორთმეული ქონების საბაზრო ფასით 320000 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) მიწოდებად განხილვას, დაფიქსირებული იყო 2013 წლის აქტის პროექტში. გადამხდელის პოზიციის განხილვისას მათ მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო აუქციონზე იძულებით ჩამორთმეული ქონების ღირებულება 247 000 ლარია. შემოწმებამ აქტის შედგენისას გაითვალისწინა მოწოდებული ინფორმაცია ერთობლივი შემოსავლების განსაზღვირისას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა სააუქციონო ღირებულების 247 000 ლარის გათვალისწინებით. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 21 აპრილს გამოცემულ იქნა N10547 ბრძანება და N086-26 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 10 აპრილის დასკვნა, (იხ.ს.ფ.40-44);

 

3.4. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28/09/2018 გადაწყვეტილებით (N4309/2/2018 საჩივარი) არ დაკმაყოფილდა.

გადაწყვეტილების თანახმად დავის საგანია –

ა) სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერება საწარმოსათვის იძულების წესით ჩამორთმეული ქონების მიწოდებად განხილვა და დაბეგვრა შესაბამისი გადასახადებით;

ბ) ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლება- ამხანაგობა „------“-ში შპს „-----"-ს კუთვნილი წილის რეალიზაციის დაბეგვრა დღგ-ით;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება: შემოსავლების სამსახურის ბრძანება N16946 22/06/2017;

სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა N086-26 21/04/2017;

სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება N10547 21/04/2017;

ბათილად იქნას ცნობილი საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა 10/04/2017;

 

დარიცხული თანხა - 462364,08 ლარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

 

მოცემულ შემთხვევაში სადავო გარემოებაა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებისას, მოხდა თუ არა სრულყოფილად იმის გამოკვლევა, რაც გასაჩივრებულ გადაწყვეტილების მიღებას დაედო საფუძვლად, აღნიშნული კი სამართლებრივი მსჯელობის და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება - თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა- განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები(გასაჩივრებულ ნაწილში) გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა _ მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „-------“-ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს საგადასახადო კოდექსი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტზე მითითებით სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა N086-26 21/04/2017; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება N10547 21/04/2017; საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა 10/04/2017; შემოსავლების სამსახურის ბრძანება N16946 22/06/2017; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28/09/2018 გადაწყვეტილება N4309/2/2018 საჩივარზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობა უნდა შეამოწმოს სასამართლომ განსახილველი დავის ფარგლებში.

 

6.2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის პირველი მუხლის თანახმად, ეს კოდექსი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და ფუნქციონირების ზოგად პრინციპებს, აწესრიგებს საქართველოს საბაჟო საზღვარზე მგზავრის, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, სამართლებრივ ურთიერთობაში მონაწილე პირის, გადასახადის გადამხდელისა და უფლებამოსილი ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, განსაზღვრავს საგადასახადო სამართალდარღვევის სახეებს, საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისათვის პასუხისმგებლობას, უფლებამოსილი ორგანოსა და მისი თანამდებობის პირების არამართლზომიერ ქმედებათა გასაჩივრების წესსა და პირობებს, საგადასახადო დავის გადაწყვეტის წესს, არეგულირებს საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანოებს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უფლება აქვთ გამოიკვლიონ საწარმოთა, ორგანიზაციათა და მეწარმე ფიზიკურ პირთა საწარმოო, სასაწყობო, სავაჭრო და სხვა სათავსები, განახორციელონ საგადასახადო მონიტორინგი, ინვენტარიზაციით აღრიცხონ საქონლის მარაგები, ჩაატარონ დაკვირვება ქრონომეტრაჟის ან სხვა მეთოდის გამოყენებით და განსაზღვრონ დასაბეგრი ობიექტების რაოდენობა, ჩაატარონ საგადასახადო შემოწმება, უზრუნველყონ გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი პირების მიმართ გაატარონ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პასუხისმგებლობის ზომები.

 

6.3. დავის საგანთან მიმართებით, რაც შეეხება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მართლზომიერებას საწარმოსათვის იძულების წესით ჩამორთმეული ქონების მიწოდებად განხილვის და შესაბამისი გადასახადებით დაბეგვრის ნაწილში სასამართლოს მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიაჩნია, რადგან დადგენილია, რომ 2013 წლის 04 დეკემბერს შედგა შპს „------“-ის (ს/ნ -----) საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად საწარმოს დაეკისრა სულ 641339 ლარი, რაზედაც გამოიცა 2013 წლის 06 დეკემბრის N63891 ბრძანება და N86-110 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

აღნიშნული „საგადასახადო მოთხოვნა“ საწარმოს მიერ გასაჩივრებულ იქნა შემოსავლების სამსახურში. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანების საფუძველზე შპს „------“-ის (ს/ნ ------) საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით აუდიტის დეპარტამენტმა 2014 წლის 30 აპრილს გამოსცა დასკვნა, რომლითაც კომპანიას საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხული თანხები შეუმცირდა სულ 147745 ლარით.

აღნიშნულის შესაბამისად 2014 წლის 07 მაისს გამოიცა N86-33 „საგადასახადო მოთხოვნა“.

გადასახადის გადამხდელი არ დაეთანხმა შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანებას და საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით გადამხდელის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების შედეგების გათვალისწინებით, აუდიტის დეპარტამენტმა 2015 წლის 16 თებერვალს გამოსცა დასკვნა, რომლითაც კომპანიას შეუმცირდა ჯარიმის თანხა სულ 164342 ლარით. აღნიშნულის შესაბამისად, 2015 წლის 23 თებერვალს გამოიცა N086-4 „საგადასახადო მოთხოვნა“. (ტ.1.იხ. ს.ფ.45-50);

დადგენილია, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ ვალდებულებებთან დაკავშირებით, გადამხდელმა დავის გადასაწყვეტად 2015 წლის 17 მარტს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სადაც დავის საგანს წარმოადგენდა - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის N63891 ბრძანების, რომლითაც შპს „------”-ს ბიუჯეტში გადასახდელად დამატებით დაერიცხა 641339 ლარი; 2013 წლის 4 დეკემბრის შპს „--------”-ს გასვლითი საგადასახადო შემოწმების აქტის; შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 6 დეკემბრის N86-110 საგადასახადო მოთხოვნის; შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის ბრძანება N20404 იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „------’’-ს საჩივარი. -დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შპს „------’-ს საჩივარი. ასევე, შპს „-------”-ზე დამატებით დარიცხული თანხის დღგ-ს ძირითადი თანხის სახით 328685 ლარის, დარიცხული საურავი 80484,07 ლარის, სულ 409169,07 ლარის. მათ შორის ამხანაგობა „-------ში შპს „-----”-ს კუთვნილი წილის რეალიზაციის დღგ-ის ძირითადი თანხით 291007 ლარით დაბეგვრის და მასზედ დარიცხული საურავის 61645,07 ლარის ნაწილში და იძულების წესით ჩამორთმეული ქონების მიწოდებად განხილვისა და შესაბამისად გადასახადებით დაბეგვრის - დღგ-ის ძირითადი თანხის 37678 ლარისა და მასზედ დარიცხული საურავის 18839 ლარის ნაწილში - გაუქმება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით შპს „-------“-ის (ს/ნ ------) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016 გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა შპს „------“- ის (ს/ნ -----) სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, კერძოდ: ბათილად იქნა ცნობილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 06 დეკემბრის N63891 ბრძანება და 86-110 საგადასახადო მოთხოვნა, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 10 აპრილის N20404 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2015 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება, დაევალა შემოსავლების სამსახურს ქ. -----ში ------ს დასახლება -------ს N----ში მდებარე შპს „-------“-ის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლის ფორმირებისას განსაზღვროს სააუქციონო ღირებულების 247000 ლარის ოდენობით და ამ ნაწილში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შპს „-------“-ის საგადასახადო ვალდებულებებთან დაკავშირებით. დანარჩენ ნაწილში შპს „-----“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

 

-საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და შემოსავლების სამსახურმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016 გადაწყვეტილება გაასაჩივრეს საკასაციო წესით და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 06 დეკემბრის Nბს-675- 668 (3კ-16) განჩინებით დაუშვებლად იქნა მიჩნეული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და შპს „-------“-ის საკასაციო საჩივრები, რითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016. გადაწყვეტილება. (იხ.ს.ფ.60-70);

 

საქმის მასალებით - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მაისის N3/ბ-46-2016 გადაწყვეტილების აღსრულების შედეგებზე აუდიტის დეპარტამენტმა 2017 წლის 10 აპრილს შეადგინა დასკვნა, რომლის მიხედვით: შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის აქტში ქ. ------ში, -------ს დასახლება, ------ს ჩიხი N----ში მდებარე შპს "----"-ის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვრულია სააუქციონო ღირებულების 247 000 ლარის ოდენობით(დღგ-ის ჩათვლით). რაც შეეხება ჩამორთმეული ქონების საბაზრო ფასით 320000 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) მიწოდებად განხილვას, დაფიქსირებული იყო 2013 წლის აქტის პროექტში. გადამხდელის პოზიციის განხილვისას მათ მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო აუქციონზე იძულებით ჩამორთმეული ქონების ღირებულება 247 000 ლარია. შემოწმებამ აქტის შედგენისას გაითვალისწინა მოწოდებული ინფორმაცია ერთობლივი შემოსავლების განსაზღვირისას და დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა სააუქციონო ღირებულების-247 000 ლარის გათვალისწინებით. აღნიშნულზე აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 21 აპრილს გამოცემულ იქნა N10547 ბრძანება და N086-26 „საგადასახადო მოთხოვნა“.

 

აუდიტის დეპარტამენტის 10.04.2017 წლის დასკვნის თანახმად, აუდიტის დეპარტამენტის 2013 წლის 4 დეკემბრის აქტში ქ. ------ში, -------ს დასახლება, ------ს ჩიხი N----ში მდებარე საზოგადოების კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წელს ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვრულია სააუქციონო ღირებულების 247 000 ლარის ოდენობით (დღგ-ის ჩათვლით) და ერთობლივ შემოსავალს დამატებული აქვს 33 562 ლარი, ამავე ღირებულებიდან (247000 ლარი დღგ-ის ჩათვლით) გაანგარიშებულია დღგ-ის დასაბეგრი თანხა და შესაბამისად გადასახდელი დღგ, რამაც შეადგინა 247000/1,18*0,18–37678 ლარი ანუ შემოწმების აქტში და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაშიც იძულების წესით ჩამორთმეული ქონების ღირებულება შეადგენს 247000 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) და გადაანგარიშებას არ საჭიროებს. ხოლო რაც შეეხება ჩამორთმეული ქონების საბაზრო ფასით 320 000 ლარად (დღგ-ის ჩათვლით) მიწოდებად განხილვას, დაფიქსირებული იყო 2013 წლის აქტის პროექტში. გადამხდელის პოზიციის განხილვისას მათ მიერ წარდგენილი იყო დოკუმენტი, რომლითაც დადგინდა, რომ საჯარო აუქციონზე იძულებით ჩამორთმეული ქონების ღირებულება იყო 247000 ლარის. შემოწმებამ აქტის შედგენისას გაითვალისწინა მოწოდებული ინფორმაცია და როგორც ერთობლივი შემოსავლები, ასევე დღგ-ით დასაბეგრი ბრუნვა გაიანგარიშა სააუქციონო ღირებულების - 247000 ლარის გათვალისწინებით.

 

მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, აუდიტის დეპარტამენტის მიერ აღსრულებულია სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაბამისად კანონიერია სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული ადმინისტრაციული აქტები, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება და არ არსებობს ამ ნაწილში მისი გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი;

 

6.4. დავის მეორე საკითხთან დაკავშირებით -ახლად აღმოჩენილი გარემოებების საფუძვლით დავის განახლება- ამხანაგობა „------“-ში შპს „-----"-ს კუთვნილი წილის რეალიზაციის დაბეგვრა დღგ-ით სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან მტკიცებულებები, რომელსაც მოსარჩელე მიიჩნევს ახლად აღმოჩენილ გარემოებად, კერძოდ, შპს „-----”-ს დირექტორის ------ს მიმართ შპს შპს „------“-ს დირექტორის 2016 წლის 22 მარტის და შპს „-------"-ს დირექტორის -------ს მიმართ, ბინათმშენებლობა ამხანაგობა „-------“ თავმჯდომარე ------ს 2016 წლის 24 მარტის წერილები ვერ გახდება საქმის განახლების საფუძველი, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებას მტკიცებულების სახით თან ერთვოდა 2010 წლის 5 იანვრის ხელშეკრულება და სამივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებული აქვს აღნიშნული მტკიცებულება.

 

კერძოდ - შემოწმების აქტის თანახმად, 2010 წელს შპს „------“-მ გააფორმა დაფინანსების ხელშეკრულება შპს „------თან“, რომლის მიხედვითაც შპს „------მ“ მოახდინა შპს „-------“-ს დავალიანების დაფარვა (მოახდინა საზოგადოების საბანკო ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა ბანკის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით და გამოისყიდა სს „--------ს“ მიერ ჩამორთმეული ფართი ქ. ------ში, -------ს ჩიხი N----ში, თანხით 300 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით) ასევე აიღო ამხანაგობა „-------“-ის „სამშენებლო ობიექტის მშენებლობის სრულად დაფინანსების ვალდებულება საგადასახადო _ ვალდებულებებისა და არსებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანებების ჩათვლით“ სანაცვლოდ მიიღო სარგებლის მიღების უფლება ამხანაგობის სამშენებლო ობიექტის დასრულების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების, ასევე საბანკო და სხვა დებიტორული დავალიანებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდგომ. შპს „--------სა“ და შპს „------“-ს შორის 2012 წლის ნოემბერში გაფორმებულია უფლებების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გამოქვითვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებულია ამხანაგობა „------“-ში შპს „------“-ს წილის შპს „------თვის“ გადაცემა. შპს „-------გან“ შპს „-------“-ს მიღებული აქვს 1 907 709 ლარი, ხოლო შპს „------“-ს ამხანაგობისათვის გადაცემული აქვს 1 216 597 ლარი.

 

საცხოვრებელ ფართზე საკუთრების წინასწარი უფლების რეალიზაცია, როდესაც ამ წილზე მიმაგრებულია/განპიროვნებულია ქონება, საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის თანახმად, ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

 

მოსარჩელის განმარტებით, ახლად აღმოჩენილ გარემოებას წარმოადგენს, საჯარო რეესტრიდან ამონაწერი; ამხანაგობა ------ის საბანკო ანგარიშებიდან ამონაწერი; ამხანაგობა ------ის მიერ ქ. ------, -----ს ქ. N---- ში მდებარე ქონების გასხვისებებთან დაკავშირებით ნასყიდობის ხელშეკრულებები; შპს ------ს 22/03/2016 წ. წერილი შპს -------ს; ამხანაგობა -------ის 24/03/2016 წერილი შპს ------; ამხანაგობის დღგ-ის დეკლარაციები, ის რაც თავის დროზე უნდა გამოთხოვილიყო და შესწავლილიყო შემმოწმებლის მიერ და რაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღების დროს არ გამოკვლეულა და არ შესწავლილა.

 

სასამართლო სრულად იზიარებს დავის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ საგადასახადო კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში დავის განახლება დასაშვებია მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღებიდან 6 წლის ვადაში.

 

საგადასახადო კოდექსის 299–ე მუხლის მე–7 ნაწილის თანახმად, ახლად აღმოჩენილად ან ახლად გამოვლენილად ჩაითვლება ისეთი გარემოებები ან მტკიცებულებები, რომლებიც მომჩივანმა არ იცოდა და არ შეეძლო სცოდნოდა მისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღებამდე და რომელთა დროულად წარდგენა გამოიწვევდა მომჩივნისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას.

 

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში სასამართლოს მიერ უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა ცნობილი მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები. კერძოდ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2010 წლის 5 იანვარს ერთის მხრივ შპს „-----’-ს და მეორეს მხრივ შპს „-------ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის თანახმად შპს „-------მ’ იკისრა ვალდებულება განახორციელოს შპს „------”-ს საბანკო და სხვა ვალდებულებების შესრულებისა და მშენებლობის დასრულების უზრუნველსაყოფად სამშენებლო ობიექტის მშენებლობაში ფულის დაბანდება, შემდგომში მოგების მიღების მიზნით, ხოლო სანაცვლოდ შპს „------’-მ დაუთმო ამხანაგობის საქმიანობიდან მოგების მიღების უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესებისა და პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულების 2.1. პუნქტით განისაზღვრა, რომ, რომ სამშენებლო ობიექტი წარმოადგენს 14 სართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომლის მთლიანი სასარგებლო ფართობი შეადგენს 4759,2 კვ. მეტრს, საიდანაც ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის სარეალიზაციოდ დარჩენილია 1459,45 კვ. მეტრი, მათ შორის 1210,15 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 249,3 კვ. მეტრი კომერციული ფართი, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულების დანართ N1-ში, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

ამავე გადაწყვეტილებით უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა ცნობილი, რომ 2012 წლის 6 ნოემბერს შპს „------” -ს, შპს „-----ს” და იბა „ბ-------”-ს შორის გაფორმდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესახებ ხელშეკრულება, რომლის 1.3 პუნქტით დადგინდა, რომ ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვისა და შესაბამისად ურთიერთჩათვლის შემდეგ შპს „-------’ -ს ვალდებულება შპს „-------ს” მიმართ შეადგენს 842 729 ლარს. ამავე ხელშეკრულების 1.4 პუნქტის თანახმად შპს „------” გადასცემს, ხოლო შპს „------” იღებს იბა ამხანაგობა „-------”-ში მის წილს ხელშეკრულების 1.3. პუნქტით განსაზღვრული თანხის სანაცვლოდ. 2012 წლის 5 დეკემბრის ხელშეკრულებით ცვლილება იქნა შეტანილი 6 ნოემბრის ხელშეკრულებაში და თანხის ოდენობა განისაზღვრა 691111,69 ლარით.

ამავე გადაწყვეტილებით უდავო ფაქტობრივ გარემოებად იქნა ცნობილი, რომ შპს „-----ს” მიერ 2009 წლის 9 სექტემბერს ჩატარებულ აუქციონზე სს „-----ს” მიერ მეორე იძულებით საჯარო აუქციონზე 247 000 ლარად შეძენილი იქნა შპს „------”-ს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება. იძულებითი აუქციონი ჩატარა შპს „------”-ს და სს „------ს შორის 2008 წლის 18 ნოემბერს გაფორმებული მორიგების აქტიდან გამომდინარე, რომელზედაც შპს „------ს” მიერ 2009 წლის 15 ივნისს გაცემული იყო სააღსრულებო ფურცელი.

 

საქმეზე დართული შემოწმების აქტის თანახმად, 2010 წელს შპს „------“-მ გააფორმა დაფინანსების _ ხელშეკრულება შპს „------თან“, რომლის მიხედვითაც შპს „-------მ“ მოახდინა შპს „-------“-ს დავალიანების დაფარვა (მოახდინა საზოგადოების საბანკო ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა ბანკის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით და გამოისყიდა _ სს „------ს“ მიერ ჩამორთმეული ფართი ქ. ------ში, -----ს ჩიხი N----ში, თანხით 300 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით) ასევე აიღო ამხანაგობა „-------“-ის „სამშენებლო ობიექტის მშენებლობის სრულად დაფინანსების ვალდებულება საგადასახადო ვალდებულებებისა და არსებული, ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანებების ჩათვლით“ სანაცვლოდ მიიღო სარგებლის მიღების უფლება ამხანაგობის სამშენებლო ობიექტის დასრულების, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამშენებლო ობიექტის ექსპლოატაციაში მიღების, ასევე საბანკო და სხვა დებიტორული დავალიანებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდგომ. შპს „------სა“ და შპს „------“-ს შორის 2012 წლის ნოემბერში გაფორმებულია უფლებების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გამოქვითვის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით განხორციელებულია ამხანაგობა „------“-ში შპს „------“-ს წილის შპს „------თვის“ გადაცემა. შპს „-------გან“ შპს „------“-ს მიღებული აქვს 1 907 709 ლარი, ხოლო შპს „------“-ს ამხანაგობისათვის გადაცემული აქვს 1 216 597 ლარი.

 

სასამართლოს მითითებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 143-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად ამხანაგობის წევრის მიერ ამხანაგობიდან ქონების გატანა (ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღება) ან/და მომსახურების მიღება ითვლება ამხანაგობის მიერ საბაზრო ღირებულებით ქონების მიწოდებად ან/და მომსახურების გაწევად.

 

დასახელებული საკანონმდებლო ნორმა ეხება იმ საწარმოებს, რომლებიც მოცემულია ამავე კოდექსის 21-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ” ქვეპუნქტებით და არ წარმოადგენენ იურიდიულ პირებს.

 

2011 წლის იანვრამდე მოქმედი სკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჰ7” პუნქტით დღგ-ისაგან გათავისუფლებულია ამხანაგობის წილის (ქონებაზე წინასწარი რეგისტრაციის უფლების) მიწოდება, თუ ამ წილზე (უფლებაზე) არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, გარდა წილის (უფლების) სანაცვლოდ ქონების ინდივიდუალურ საკუთრებაში მიღების შემთხვევისა.

 

ამავე კოდექსის მე-19 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული თანამფლობელობის შემთხვევაში მფლობელის წილი, თუ მასზე არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, მათ შორის, ქონებაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში, უფლება წარმოადგენს ფინანსურ ინსტრუმენტს.

ანალოგიური შინაარსისაა დღეისათვის მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილი ამ კოდექსით გათვალისწინებული თანამფლობელობის (ამხანაგობის) შემთხვევაში მფლობელის წილი, თუ მასზე არ არის მიმაგრებული/განპიროვნებული ქონება, აგრეთვე ქონებაზე უფლების წინასწარი რეგისტრაციის შემთხვევაში უფლება არის ფინანსური ინსტრუმენტი.

 

საქმის მასალებით (შემოწმების აქტი,) დადგენილია, რომ 2010 წელს შპს „-------’-მ გააფორმა დაფინანსების ხელშეკრულება შპს „------თან”, რომლის მიხედვითაც შპს „------მ’’ მოახდინა შპს „-------”-ის დავალიანების დაფარვა (მოახდინა საზოგადოების საბანკო ვალდებულებების ფინანსური უზრუნველყოფა ბანკის მიერ დადგენილი გრაფიკის მიხედვით და გამოისყიდა სს „-------ს" მიერ ჩამორთმეული ფართი ქალაქ ------ში ------ს ჩიხი N----ში, თანხით - 300 000 ლარი დღგ-ის ჩათვლით). ასევე აიღო ამხანაგობა „------”-ის სამშენებლო ობიექტის მშენებლობის სრულად დაფინანსების ვალდებულება საგადასახადო ვალდებულებებისა და არსებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული დებიტორული დავალიანებების ჩათვლით. სანაცვლოდ მიიღო სარგებლის მიღების უფლება ამხანაგობის სამშენებლო ობიექტის დასრულების, ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ სამშენებლო ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, ასევე საბანკო და სხვა დებიტორული დავალიანებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების შემდგომ. შპს „------სა’’ და შპს „------’-ს შორის 2012 წლის ნოემბერში გაფორმებულია უფლების გადაცემისა და ურთიერთმოთხოვნათა გამოქვითვის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით განხორციელებულია ამხანაგობა „------”-ში შპს „------"-ის წილის შპს „------თვის” გადაცემა. ამ უკანასკნელისაგან შპს „--------”-ს მიღებული აქვს 1 907 709 ლარი, ხოლო შპს „------’-ს ამხანაგობისათვის გადაცემული აქვს 1 216 597 ლარი.

 

საქმეში წარმოდგენილია 2010 წლის 5 იანვარს შპს „-------”-ს და შპს „------”-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ქ. ------ში, -----ს ----ში მდებარე მშენებარე მრავალბინიანი სახლის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელების შესახებ. ხელშეკრულების 1.1. პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ შპს „--------’ უთმობს შპს „--------ს” ამხანაგობის საქმიანობიდან მოგების მიღების უფლებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესისა და პირობების გათვალისწინებით. ხელშეკრულების 2.1 პუნქტის შესაბამისად ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამშენებლო ობიექტი წარმოადგენს 14 სართულიან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს, რომლის მთლიანი სასარგებლო ფართობი შეადგენს 4759 კვ. მეტრს. ამასთან ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისათვის სარეალიზაციოდ დარჩენილია 1459,45 კვ. მეტრი, მათ შორის 1210,15 კვ. მეტრი საცხოვრებელი ფართი და 249,3 კვ. მეტრი კომერციული ფართი. დეტალური ინფორმაცია მოცემულია ხელშეკრულების დანართი N1-ში, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

როგორც საქმეში წარმოდგენილი დანართი N1-ით ირკვევა განსაზღვრულია რეალიზებული და სარეალიზაციოდ დარჩენილი კონკრეტული ფართები - მათი სართულების, ბინის ნომრებისა და კვადრატული მეტრების მითითებით.

 

სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იბა „-------”-ს დებულების 2.6 და 4.2 პუნქტებზე. დებულების დასახელებული პუნქტების შესაბამისად დადგინდა, რომ ამხანაგობის წევრები სამშენებლო დოკუმენტაციის შედგენის დასრულების შემდეგ ადგენენ ბინების განაწილების აქტს, რომელშიც მიეთითება თითოეული წევრის კუთვნილი ბინის ნომერი, სართული, სადარბაზო და ფართის ოდენობა. შეკვეთილი ფართის თითოეული წევრის ზუსტი წილი განისაზღრება წინასამშენებლო დოკუმენტაციაში.

სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია, რომ შპს „------”-ს მიერ განხორციელებული ოპერაციის საგადასახადო ვალდებულებისაგან გათავისუფლების თაობაზე, ვინაიდან წილზე ქონება მიმაგრებული/განპირობებული არ ყოფილა და ქონება საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყო ამხანაგობა „------’-ს სახელზე.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლომ განმარტა: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 15-ე მუხლის მე-4 ნაწილი ეხება როგორც წილს, ასევე – მისგან განსხვავებულ სხვა უფლებასაც, კერძოდ, საჯარო რეესტრში უძრავ ქონებაზე წინასწარ რეგისტრირებულ საკუთრების უფლებას. ზოგჯერ შეიძლებოდა ადგილი ჰქონოდა დღგ-ისგან განთავისუფლების ისეთ შემთხვევებს, როდესაც ფინანსური ინსტრუმენტის მიმოქცევა – წილის/მოთხოვნის დათმობა ფაქტობრივად განუსხვავებელი ყოფილიყო ნივთის ნასყიდობისგან.

 

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-15 მუხლის მე-4 ნაწილისა და ამავე კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ” ქვეპუნქტის დანაწესებიდან ჩანს, რომ ამხანაგობაში წილსა და ქონებაზე წინასწარ რეგისტრირებული უფლებიდან გამომდინარე მოთხოვნებს კანონმდებელი კი მიიჩნევს ფინანსურ ინსტრუმენტებად, მაგრამ იქვე იმპერატიულად აწესებს საგამონაკლისო ნორმასაც. მოცემული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონის მიზნებისათის მნიშვნელობა არ აქვს ქონების აშენების/შექმნის არც დასაწყისს და არც დამთავრებას, ამიტომ იგი ფინანსურ ინსტრუმენტად არ განიხილავს ამხანაგობაში იმგვარ წილს, რომელზეც ქონება არის „მიმაგრებული/განპიროვნებული”. ინსტრუმენტად არ განიხილება ასევე ამგვარ ქონებაზე უფლებამოსილ ორგანოში, მათ შორის, საჯარო რეესტრში, წინასწარ რეგისტრირებული საკუთრების უფლებაც.

 

სასამართლო მიუთითებს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საცხოვრებელ ფართზე საკუთრების წინასწარი უფლების რეალიზაცია, როდესაც ამ წილზე მიმაგრებულია/განპიროვნებულია ქონება, ითვლება დღგ-ით დასაბეგრ ოპერაციად.

 

აღსანიშნავია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები გაზიარებული იქნა ზემდგომი სასამართლოების მიერ, მხოლოდ ნაწილობრივ შეიცვალა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაევალა სსიპ შემოსავლების სამსახურს ქ. ------ში, ------ს დასახლება, -------ს ჩიხი N----ში მდებარე შპს “-------”-ის კუთვნილი ქონების მიწოდების ღირებულება 2009 წლის ერთობლივი შემოსავლების ფორმირებისას განსაზღვროს სააუქციონო ღირებულების - 247 000 ლარის ოდენობით (დღგ-ს ჩათვლით) და ამ ნაწილში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, შპს „------”-ის საგადასახადო ვალდებულებასთან დაკავშირებით (იხ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (ტ.1.ს/ფ 60- 68);

 

აღნიშნული მტკიცებულებების სამართლებრივი ანალიზით, სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს „------”-ს დირექტორის ------ს მიმართ, შპს „-----“-ს დირექტორის 2016 წლის 22 მარტის და შპს „--------”-ს დირექტორის -------ს მიმართ, ბინათმშენებლობა ამხანაგობა „--------“ თავმჯდომარე ---------ს 2016 წლის 24 მარტის წერილები, ვერ გახდება საქმის განახლების საფუძველი, რადგან ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებას მტკიცებულების სახით თან ერთვოდა 2010 წლის 5 იანვრის ხელშეკრულება და სამივე ინსტანციის სასამართლოს შეფასებული აქვს აღნიშნული მტკიცებულება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული 2016 წლის 22 და 24 მარტის წერილებში გადმოცემული ფაქტები, წარმოადგენს მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებების შინაარსობრივ განმარტებას, რაც როგორც აღინიშნა, შეფასებული აქვს (ხელშეკრულებები) საერთო სასამართლოების სამ ინსტანციას და საქმეზე დადგენილია ობიექტური ჭეშმარიტება.

შესაბამისად, დავის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანოების გადაწყვეტილება მიღებულია ფაქტობრივი გარემოებების სრულად გამოკვლევის შედეგად და ამ მოტივით სარჩელის დაკმაყოფილება უსაფუძვლოა.

 

6.5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები გათვალისწინებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

სასამართლო მიუთითებს სსსკ-ის 102-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც ადგენს მტკიცების ტვირთისა და მტკიცებულებათა დასაშვებობის პირობებს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

ამდენად, სასამართლო, წინამდებარე საქმეზე მტკიცების საგნის განსაზღვრისას ხელმძღვანელობს მხარეთა მიერ სარჩელისა თუ შესაგებლის დასაბუთებისათვის მითითებული ფაქტებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელემ ვერ გაართვა თავი თავისი წილი მტკიცების ტვირთს. მოდავე მხარეთა მტკიცების ტვირთი ასევე მოცემულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლში, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელემ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნებს. შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივ- სამართლებრივი საფუძვლები.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა N086- 26 21/04/2017; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება N10547 21/04/2017; საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა 10/04/2017; შემოსავლების სამსახურის ბრძანება N16946 22/06/2017; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28/09/2018 გადაწყვეტილება N4309/2/2018 საჩივარზე და შპს „-------”-ზე ს/კ ------ თანხის - 462364.08 ლარის დარიცხვის შესახებ, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეებს არ დაეკისრებათ მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიება.

8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13, 22-ე 23-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. შპს „ ------“ (ს/ნ -----) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 5000 (ხუთი ათასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ - საქმეთა პალატაში (მის. ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა N32) ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მის. ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქუჩა N11) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში.

 

მოსამართლე

მალხაზ ჩუბინიძე

 

სადავო საკითხი

ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

 

ფაქტობრივი გარემოებები

2013 წლის 04 დეკემბერს შედგა მომჩივნის საგადასახადო შემოწმება. შემოწმების შედეგად საწარმოს დაეკისრა სულ 641339 ლარი. აღნიშნული საწარმოს მიერ გასაჩივრებულ იქნა ჯერ შემოსავლების სამსახურში, შემდეგ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. ასევე გადამხდელმა დავის გადასაწყვეტად მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას. ამჟამად მოთხოვნილია სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N086-26 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის 2017 წლის 21 აპრილის N10547 ბრძანების, საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე 2017 წლის 10 აპრილის დასკვნის, შემოსავლების სამსახურის 2017 წლის 22 ივნისის N16946 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 28 სექტემბრის N4309/2/2018 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოსარჩელემ, დარიცხვის არამართებულობის გამო, ასევე მოითხოვა გასაჩივრებული აქტებით დარიცხული სადავო თანხების, სულ - 462364.08 ლარის, მათ შორის, ძირითადი გადასახადის - 359320 ლარის (მათ შორის: დღგ-ში - 328685 ლარის, მოგების გადასახადში - 15632 ლარის, საშემოსავლო გადასახადში - 6336 ლარის, სოციალურ გადასახადში - 9083 ლარის, ქონების გადასახადში - 416 ლარის), ჯარიმის - 3854 ლარისა და საურავის - 99190.08 ლარის გაუქმება.

 

გადაწყვეტილება

სასამართლოს მიაჩნია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო მოთხოვნა N086- 26 21/04/2017; სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის ბრძანება N10547 21/04/2017; საგადასახადო შემოწმების შედეგების გადაანგარიშებაზე დასკვნა 10/04/2017; შემოსავლების სამსახურის ბრძანება N16946 22/06/2017; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 28/09/2018 გადაწყვეტილება N4309/2/2018 საჩივარზე და მომჩივანზე თანხის - 462364.08 ლარის დარიცხვის შესახებ, გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, არ ეწინააღმდეგება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს საგადასახადო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, შესაბამისად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

დასაბუთება

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა გადაწყვეტილების დასაბუთებისას ეყრდნობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის შემდეგ ნორმებს: 15(4), 299(7), 308(1);

2011 წლამდე მოქმედი საქართველოს საგადასახადო კოდექსი: 230(1"ჰ7");

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი: 1, 2, 12, 13, 22, 23;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი: 8, 37, 55, 243, 244, 248, 249, 257, 364, 369.