სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება N 3/ბ–113–2024
📜 საკანონმდებლო ნორმები
📄 სრული ტექსტი
საქმე N 3/ბ–113–2024
ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
ქ. ქუთაისი
04 ივნისი, 2024 წელი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
მოსამართლეები: ხათუნა სომერიკი (მომსსენებელი)
შოთა სირაძე, ლერი თედორაძე
სხდომის მდივანი - ეკატერინე სილაგაძე
აპელანტი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
წარმომადგენელი - -----
აპელანტი (მოპასუხე) - სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ------
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - ------ (პ/ნ -----)
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება
1.აპელანტების, სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნა: ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და -----ის სარჩელის უარყოფა
2. მხარეთა მოთხოვნებსა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება:
2.1. 2021 წლის 16 ნოემბერს -----მა (პ/ნ -----)) სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს, სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ და მოითხოვა:
- სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 8 ივნისის N17989 ბრძანების და 047-28 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა;
- სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 03 აგვისტოს. N25522 ბრძანების ბათილად ცნობა;
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N4395/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
მოსარჩელის აღნიშვნით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2020 წლის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე -----ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ნაწილობრივ ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის Nგ85398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, იმავე სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N20726 ბრძანება და ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება. შემოსავლების სამსახურს დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების საფუძვლიანი გამოკვლევის შედეგად დაედგინა, კონკრეტულად საქმესთან დაკავშირებული ტვირთი (ხე-მასალა) იყო თუ არა განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის, თუ მისი გადაზიდვა ხდებოდა საკუთარი მოხმარებისათვის, საკუთარ ეზოში. ამდენად, შემოსავლების სამსახურს უნდა ჩაეტარებინა სრულფასოვანი მოკვლევა, შესაბამის სატრანსპორტო სასაქონლო ზედნადებში მითითებული ტვირთის გადაზიდვა ხდებოდა სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისთვის, თუ მოსარჩელის პირადი მოხმარებისათვის სახლის მშენებლობისთვის. მიუხედავად ამისა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებების მიღებისას, შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა არ შეასრულა სასამართლოს მითითებები, არ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული ტვირთის დანიშნულების საკითხი, მოსარჩელეს არ მოსთხოვა დამატებითი მტკიცებულებები და არც მიიწვია იგი საქმის არსებით განხილვაზე. -----ის მტკიცებით, მოპასუხე მხარემ ისევ ვარაუდებზე დაყრდნობით მიიღო ახალი გადაწყვეტილება და იგივე საფუძვლებით ცდილობს მის დაჯარიმებას. საქმეში არსებული (მის მიერ გამოწერილი) ზედნადებით დასტურდება, რომ ტვირთის დანიშნულების ადგილი იყო -----ის რაიონის, სოფელი ----- (მოსარჩელის მამაპაპისეული საკარმიდამო ეზო, სადაც აშენებდა სახლს) და რომ არა ამ ხე - მასალის პირადი მოხმარებისათვის შეძენა - გადაზიდვა, მასალას არ წაიღებდა სოფლის საკარმიდამოში და წაიღებდა სხვა მომხმარებელთან, სავარაუდო შემძენთან ან სამეწარმეო საქმიანობისათვის დამანასიათებელ სხვა ადგილზე. ამავე დროს, ნამდვილად აშენებდა თუ არა სახლს სოფელში და ესაჭიროებოდა თუ არა ამ სახის მასალა, ადვილად შეეძლო გამოეკვლია და დაედგინა შემოსავლების სამსახურს, რაც არ განხორციელებულა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 05 აპრილის განჩინებით -----ის სარჩელი სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით, განსჯადობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
2.3. მოპასუხეთა პოზიცია
სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების
განხილვის საბჭოს წარმომადგენლებმა წერილობით შესაგებლით და სასამართლო
სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნეს. მათი მტკიცებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით საგადასახადო ორგანომ ხელახლა გამოიკვლია სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულს ადასტურებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2021 წლის 08 ივნისის N17989 ბრძანებაც. კერძოდ, სასამართლოს გადაწყვტილების აღსრულების მიზნით, განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები იმ გადასახადის გადამხდელებთან, რომლებზედაც ------ს ჰქონდა ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი. სატელეფონო საუბრებში აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ შეიძინეს -----გან ხის მასალა. გარდა ამისა, საინფორმაციო სისტემის (oracle) საშუალებით გაირკვა, რომ 2018 წელს ------ის მიერ, რეალიზაციის მიზნით იყო გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ. აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად მიიჩნიეს, რომ ----- - ხე-ტყის/მისი გადამუშავებული პროდუქტის გადაზიდვას ახორციელებდა ეკონომიკური საქმიანობის მიზნით და არა პირადი საჭიროებისათვის. რაც შეეხება ხე-ტყის N----- სასაქონლო ზედნადებს შემოსავლების სამსახურის აღნიშვნით, დადგენილია, რომ 2018 წლის 04 მაისს ------ს სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან შეძენილი ჰქონდა ხის მრგვალი მორი ჯამში 9,53 მ3 (ხე-ტყის წარმომობის დოკუმენტი -----), რომელიც გადამუშავებულ იქნა ქ. -----, შპს ,,-----"-ის სახერხ საამქროში და 2018 წლის 11 მაისს გაიცა ცნობა N----- მრგვალი ხე-ტყის (მორის), მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ჯამში 7,62 მ3 ფიცრის ოდენობით, რაც -----ის მიერ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებით: N------; N-----; N------; N-----, 2018 წლის 14 მდგომარეობით სრულად იქნა გადაზიდული ქ. -----, ----- ქ. N-----ში, ხოლო 2018 წლის 24 მაისს. ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით N-----, სადაც პროდუქციის დასახელებაში დაფიქსირებული ჰქონდა 3,62 მ3 ფიცარი იგიც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით N----- და იგივე მრგვალი ხე-ტყის (მორის) მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გადატანის ცნობით ---, გადაჰქონდა ქ. -----დან ქ. -----ის მიმართულებით, რითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა და ხე- მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 1 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 1000 ლარს, ----- დაჯარიმდა 500 ლარით.
2.4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით -----*-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი;
სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის N1798 ბრძანება;
N047-28 საგადასახადო მოთხოვნა;
სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს N25522 ბრძანება; საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N4395/2/2021 გადაწყვეტილება.
ამავე გადაწყვეტილებით, სსიპ შემოსავლების სამსახურს და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს ------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ანაზღაურება.
2.5. დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 21 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეადგინა NCB895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. რომლის მიხედვითაც საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ ------მა (ს/ნ --) დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და სამეწარმეო საქმიანობისთვის 1320 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის დაჩეხილი შეშის" (2.4მ3×550.00ლარი), ტრანსპორტირებას ახორციელებდა სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი: ------, მძღოლი ------ (პ/ნ ------) კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ------- დაჯარიმდა 5000 ლარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად.
აღნიშული ოქმი გასაჩივრდა შემოსავლების სამსახურში საჩივარში გადასახადის გადამხდელი მიუთითებდა, რომ N----- ზედნადების გამოწერის დროს დაუშვა შეცდომა არ შეცვალა სპეციალური ფირნიშის ნომრები, რამაც გამოიწვია სამართალდარღვევა.
შემოსავლების სამსახურმა, 2018 წლის 03 აგვისტოს N20726 ბრძანებით, არ დააკმაყოფილა გადასახადის გადამხდელის საჩივარი რაც -----მა და გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ დავების განხილვის საბჭოში, რომლის 2018 წლის 30 ოქტომბრის N6525/2/2018 გადაწყვეტილებით ასევე არ დაკმაყოფილდა საჩივარი.
შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის N CB895398 საგადასახადო სამართადარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N20726 ბრძანება საქართველოს ფინანსთა სამინისტოსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის N6528/2/2018 გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3/7466-18) სარჩელი დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2020 წლის 21 სექტემბერს მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ - შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დააკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და -----ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის NCB895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N20726 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის N6528/2/2018 გადაწყვეტილება; შემოსავლების სამსახურს დაევალა არსებითი მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევისა და სათანადო შეფასების შედეგად სადავო საკითხთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში განზრახვა – ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობისთვის პალატამ აღნიშნა, რომ მოსარჩელე უთითებდა პირველადი გადამუშავების პროდუქტის (ხე-ტყის) პირად საჭიროებაზე, რისი დამადასტურებელი ცნობაც ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ აღნიშნული განმარტება არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას სამეწარმეო საქმიანობის მიზნის გასაქარწყლებლად. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს კერძო სახლი გააჩნდა ------ის ადმინისტრაციულ ერთეულში. ხოლო ხე-ტყის ზედნადებების მიხედვით, ------ის ტერიტორიიდან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელებული ჰქონდა არაერთგზის სხვადასხვა მიმართულებით - ------ის რაიონში, ----- -----ში, -----ში, საგარეჯოში და სხვა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზითსაგადასახადო ორგანოს უნდა გადაემოწმებინა სხვადასხვა პერიოდში გამოწერილ ზედნადებებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, "გაერკვია რით იყო გამოწვეული მოსარჩელის მიერ გამოწერილ ზედნადებებში კონკრეტული მისამართების მითითება და საჭიროების შემთხვევაში გამოეკითხა ამ მისამართებზე რეგისტრირებული პირები. პალატის მოსაზრებით. აღნიშნული მოქმედებების ჩატარების საფუძველზე დადგენილი გარემოებების შეფასების გარეშე შეუძლებელი იყო მოსარჩელის განზრახვის დადგენის ან უარყოფის თაობაზე დასკვნის გაკეთება. ასევე სააპელაციო სასამართლომ მიუთითა იმ გარემოებებზე, რომ სამართალდარღვევის ოქმში საგადასახადო ორგანოს მიერ ხე-ტყის პირველად გადამუშავებულ პროდუქტად მითითებული იყო „დაჩენილი შეშა“, თუმცა სასაქონლო ზედნადებში და ექსპერტის დასკვნაში მითითებული იყო „ფიცარი“. ამასთან, საექსპერტო კვლევაში აღინიშნა, რომ ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა: დახერხილი, წიწვოვანი ხის მასალა, ფიცარი სხვადასხვა ტენიანობით, სხვადასხვა სიგანის სიგრძე 3მ, სისქე 3-4 სმ. ფიცრებზე შეიმჩნეოდა ხარვეზები, თუმცაღა შტაბელში შეიმჩნეოდა 2 ღერი ძელაკი. პალატა მიუთითებს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქციის 252 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტებზე, რომელიც მრგვალი ხე-ტყის ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერის მიზნით კონკრეტულ პარამეტრებზე უთითებს - სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს, რა ინფორმაციასაც საქმის მასალები, მათ შორის, ექსპერტის დასკვნა არ შეიცავდა. ამასთან, პალატისთვის გაურკვეველია, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან წარდგენილი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტი ექსპერტის მიერ ჩათვლილი იქნა ფიცრად, რატომ მიიჩნია ოქმის შემდგენმა აღნიშნული მერქნული რესურსი „დაჩეხილ შეშად" და ხომ არ ახდენდა ოქმის შემდგენი მოხელის მიერ მერქნული რესურსის ამგვარი კვალიფიცირება გავლენას. მისი შეფასების ოდენობაზე. აღნიშნული გარმოების გარკვევა, პალატის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის გამოყენებისათვის საბაზრო ღირებულება ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი კომპონენტს წარმოადგენს. შესაბამისად, სასამართლოს მითითებით, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა მოსარჩელის განზრახვა საქონლის სამეწარმეო საქმიანობისადმი კუთვნილება, ასევე გაერკვია სამართალდარღვევის ოქმსა და ექსპერტის დასკვნაში მითითებული შეუსაბამოებები, ამასთან უნდა გაეთვალისწინებინა, რომ მხოლოდ ექვი სამართალდარღვევის ჩადენის თაობაზე, რომელიც სათანადო მტკიცებულებებით არ არის დადასტურებელი არ შეიძლება გახდეს პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველი".
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა, ხელახალი ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, გამოიკვლია სადავო საკითხთან დაკავშირებული გარემოებები და მტკიცებულებები, რის შედეგადაც 2021 წლის 08 ივნისს გამოსცა N17989 ბრძანება და N047-28 საგადასახადო მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ჯარიმის თანხა განისაზღვრა საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის გათვალისწინებით - 5000 ლარის ოდენობით.
N17989 ბრძანების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ „განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები გადასახადის გადამხდელებთან, -----ს (3/5 ------) ჰქონდა ხე ტყოს ახალი ელქტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე ტყის პირველადი გამუშავების პროდუქტი. კერძოდ, ი/მ --“ (ს/ნ ---) ფიქსირდება ექვსი რეალიზაციის ფაქტი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (N ----; N ----; N ----; N ----; N ----; N ----;) და ი/მ „------" (ს/ნ -------) ფიქსირდება ერთი რეალიზაციის ფაქტი, ხე-ტყის ახალი ელქტრონული სასაქონლო ზედნადებით (N ----;). სატელეფონო საუბრებში ი/მ „------ " და იმ ,,-----‘’ დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოხდა ------გან ხის მასალის შეძენა, რაშიც მას გადაუხადეს შესაბამისი თანხა. გარდა ამისა, შემოსავლეზის სამსახურის გადასასადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (oracle) საშუალებით ირკვევა, რომ 2018 წელს ------ის მიერ რეალიზაციის მიზნით არის გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ, კერძოდ შპს „-------“ (ს/ნ *------) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N ----;. შპს „-----“ (ს/ნ ------) მიმართ ფიქსირდება ორი ხე-ტყის ახალი ულექტრონული სასაქონლო ზედნადები (N ----; N ----;), ი/მ ------ის (პ/ნ ------) მიმართ ფიქსირდება ერთი ხეტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (N ----;), ი/მ „ -----ის’’ (პ/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (N-----), ი/მ „-------“ (პ/ნ --------) მიმართ ხუთი სე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (N ----; N ----; N ----; N ----; N ----;) და ----- (პ/ნ -----) მიმართ ფიქსირდება
ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზვდნადები (N ----; )“. აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგები, მონიტორინგის დეპარტამენტისთვის ცხადჰყოფს, რომ „-------ის (ს/ნ -----) მხრიდან იკვეთება ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი“. რაც შეეხება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებულ შეუსაბამობებს აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის აღნიშვნით ,,გასათვალისწინებულია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მაისის N21–-- წერილით, აღნიშნული დახერხილი ხე-მასალა დროებით განთავსდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, 2018 წლის 08 ივნისის ექსპერტიზის N---/18 დასკვნით კი განისაზღვრა დახერხილი ხე-მასალის მოცულობა და საბაზრო ღირებულება 2,4მ3 ფიცარი, შეფასდა 1320 ლარად. 2018 წლის 21 ივნისს ----ის მიმართ შედგა. სსკ-ის 286-ე მუხლის 12 ნაწილით სამართალდარღვევის ოქმი NCB895398, სადაც საქონლის დასახელებაში მითითებულია „დაჩენილი შეშა“ ნაცვლად დახერხილი ხე-მასალისა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის N21-12/--- წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საააგენტოს საბოლოოდ მიბარდა ჩამორთმეული დახერხილი ხე-მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. 2018 წლის 06 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოხდა აღნიშნული დახერხილი ხე-მასალის 2,4მ3 ფიცრის რეალიზაცია აუქციონის წესით (აუციონის N--, ლოტი N-) შესაბამისად, განხორციელებული ქმედებებისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, მონიტორინგის დეპარტამენტის აღნიშვნით. სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული „შეუსაბამობა აღმოფხვრილია და ჩამორთმეული საქონელი დახერხილი ხე-მასალა 2,4მ3 ფიცარი რეალიზებულია კანონმდებლობის სრული დაცვით“.
2021 წლის 08 ივნისს გამოსცა N17989 ბრძანება და N047-28 საგადასახადო მოთხოვნა გადასახადის გადამხდელმა გაასაჩივრა ჯერ შემოსავლების სამსახურში, რომლის 2021 წლის 3 აგვისტოს N25522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო შემდგომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოში. დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 21 სექტემბრის N14395/2/2021 გადაწყვეტილებით ------ს ასევე უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა სასამართლოში და რაც წინამდებარე საქმეზე დავის საგანს წარმოადენს..
2.6. დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებიით
საქალაქო სასამართლო ზემოთ აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით მიუთითებს, რომ მხარეთა მიერ სადავოა ის ფაქტი მოსარჩელე ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ტრანსპორტირებას, რაზეც მას ევალებოდა ხე- ტყის მისი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების სასაქონლო ზედნადების გამოწერა, თუ ხე-ტყე განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის (საკუთარი სახლის მშენებლობისათვის), რაც გამორიცხავდა მის ვალდებულებას ზედნადების გამოწერაზე.
საქალაქო სასამართლო მუთითებს, საქართველოს საგადასანადო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილზე, რომლის თანახმად, ეკონომიკურ საქმიანობად ითვლება ნებისმიერი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად, მიუხედავად ასეთი საქმიანობის შედეგებისა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სამეწარმეო საქმიანობის არსს განსაზღვრავს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტი, რომლის მიხედვითაც, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
სასამართლოს განმარტებით. სამეწარმეო საქმიანობა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობაა, რომლის განხორციელება უკავშირდება მოგების მიზანს, ეკონომიკური საქმიანობა კი არის ნებისმიერი საქმიანობა, რომლის განხორციელების მიზანს მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მიღება წარმოადგენს. ამასთან, ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულებას კოდქსი აწესებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირება ხდება სამეწარმეო საქმიანობისთვის, ანუ არაერთჯერადი მოგების მიღების მიზნით ტრანსპორტირებული საქონლისთვის.
საქალაქო სასამართლოს აღნიშვნით, განსახილველ შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა ჩაატარეს მოკვლევა, იმ საკითხის დადგენის მიზნით. თუ რატომ გადაჰქონდა ----ს შეძენილი ხის მასალა მათ მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათით ირკვევა, რომ განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები გადასახადის გადამხდელებთან, რომლებზედაც -----ს (პ/ნ -----) ჰქონდა ხე-ტყის ახალი ელქტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე-ტყის პირველადი გამუშავების პროდუქტი. სატელეფონო საუბრებში აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოხდა ------გან ხის მასალის შეძენა, რაშიც მას გადაუხადეს შესაბამისი თანხა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (oracle) საშუალებით გამოირკვა, რომ 2018 წელს ------ის მიერ რეალიზაციის მიზნით იყო გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ. ადმინისტრაციულმა ორგანომ აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგად დაადგინა, რომ ------ის მხრიდან იკვეთებოდა ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი, და აქედან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაშიც ადგილი ჰქონდა ხე-ტყის ტარნსპორტირებას, სამეწარმეო მიზნით, რასაც საქალაქო სასამართლო არ იზიარებს და განმარტავს, რომ მართალია, -----მა არაერთხელ გამოწერა ზედნადებები და განახორციელა სამეწარმეო საქმიანობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველა მისი ქმედება მიმართული იყო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებისაკენ. დაუშვებელია პირის სამართალდამრღვევად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენდეს მხოლოდ ვარაუდი, რომელიც მტკიცებულებათა ერთობლიობით არ არის გამყარებული. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციულ ორგანოს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ტრანსპორტირებული საქონელი განკუთვნილი იყო სწორედ სამეწარმეო საქმიანობისთვის. მოსარჩელე განმარტავს, რომ მას აღნიშნული ესაჭიროებოდა საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად მოსაპირკეთებლად. ამის დასტურად კი, საქმეში წარმოდგენილია -----ის მუნიციპალიტეტის მერიის ------ის ადმინისტრაციული ერთეულის მერის წარმომადგენლის 2021 წლის 23 აგვისტოს ცნობა, რომლის მისედვითაც. -----ის ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრებმა ----
მამაპაპისეულ ნაკვეთში ააშენა სახლი და როგორც სოფლის ადმინისტრაციისთვის იყო ცნობილი და მშენებლობაში მონაწილე მეზობლების განმარტებით ირკვეოდა, მას საკუთარი სახლის მშენებლობისათვის (სახურავის ლარტყის და სხვა დანიშნულებით) ფიცარი შეძენილი ჰქონდა ----ის რაიონში, მასალა მოჰქონდა 2018 წლის მაისის თვეში.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქალაქო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არ გამოირიცხება ხე-ტყის პირადი მოხმარებისათვის ტრანსპორტირების მიზანი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არ იძლევა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც მისი მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.
3. სააპელაციო საჩივრების საფუძვლები
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელთაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის უარყოფა მოითხოვეს.
3.1. აპელანტი, სსიპ შემოსავლების სამსახური არ იზიარებს, საქალაქო სასამართლოს მსჯელობას, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არ ადასტურებს მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორტირებას სამეწარმეო საქმიანობისთვის ახორციელებდა თუ არა და განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში,შემოსავლების სამსახურს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების გამოკვლევა და სათანადო შეფასების შედეგად. სადავო საკითხთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალური. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად გამოკვეთილი არ იყო მოსარჩელის განზრახვა – ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობისთვის.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა ხელახლა გამოიკვლია სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. აღნიშნულს ადასტურებს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ გამოცემული 2021 წლის 08 ივნისის N17989 ბრძანებაც. კერძოდ, სასამართლოს მითითების აღსრულების მიზნით, განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები იმ გადასახადის გადამხდელებთან, რომლებზედაც -----ს ჰქონდა ხე-ტყის ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტი. სატელეფონო საუბრებში აღნიშნულმა პირებმა დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოხდა -----სგან ხე-ტყის მასალის შეძენა, რაშიც მას გადაუხადეს შესაბამისი თანსა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (oracle) საშუალებით ირკვევა, რომ 2018 წელს ------ის მიერ, რეალიზაციის მიზნით იყო გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ. აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგები კი ცხადყოფდა ----ის მხრიდან ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი. აპელანტი ყურადღებას ამახვილებს გადასახადის გადამხდელის მიერ საჩივარში დაფიქსირებულ ფაქტზე, რომ ხე-ტყის ტრანსპორტირების დაწყებამდე ის პირადად შევიდა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე და გააქტიურა სასაქონლო ზედნადები N ----; თუმცა დაუშვა შეცდომა, არ შეცვალა ფირნიშის ნომრები, რამაც გამოიწვია სამართალდარღვევა
რაც შეეხება ხე-ტყის N------- სასაქონლო ზედნადებს. შემოსავლების სამსახურის აღნიშვნით დადგენილია, რომ 2018 წლის 04 მაისს ----ს სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან შეძენილი ჰქონდა ხის მრგვალი მორი ჯამში 9,53 მ3 (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი N---), რომელიც გადამუშავებულ იქნა ქ. -----ში, შპს „------"-ის სახერხ-საამქროში და 2018 წლის 11 მაისს გაიცა ცნობა N--- მრგვალი ხე-ტყის (მორის), მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ ჯამში 7,62მ3 ფიცრის ოდენობით, რაც -----ის მიერ ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებებით: N-----; N-----; N-----; N-----, 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით სრულად იქნა გადაზიდული ქ. -----ში, ----ის ქ. N--ში, ხოლო 2018 წლის 24 მაისს ხე-ტყის სასაქონლო ზედნადებით N-----, სადაც პროდუქციის დასახელებაში დაფიქსირებული ჰქონდა 3,62მ3 ფიცარი, იგივე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით N-----; და იგივე მრგვალი ხე-ტყის (მორის) მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გადატანის ცნობით N------; გადაჰქონდა ------დან ----ის მიმართულებით, რითაც დაირღვა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნა და ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებისთვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად, ვინაიდან ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატებოდა 1000 ლარს. ---- დაჯარიმდა 5000 ლარით.
მაშასადამე, აპელანტი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ სრულყოფილად განხორციელდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება ხელახლა მოხდა სასამართლოს მიერ მითითებული გარემოებების გამოკვლევა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.
3.2. აპელანტი, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მიუთითებს, იმავე ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე, რაც აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარში და აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული ადმინისტრაციული წარმოებისას მოხდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული ფაქტების სრულყოფილი გამოკვლევა და შესწავლა. შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ გადამხდელის მიერ გამოწერილ ზედნადებებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირება ხდებოდა სამეწარმეო საქმიანობის მიზნით ასევე, სადავო არ არის ის გარემოება, რომ ---- ახდენდა ხე-ტყის რეალიზაციას სხვადასხვა დროს და შესაბამისად, ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, რისი გამოკვლევაც საგადასახდო ორგანოს დავალებული ჰქონდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით. შესაბამისად საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების შემდეგ, აპელანტისთვის გაუგებარია რატომ გამოიტანა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დასკვნა, რომ მოცემულ შემთხვევაში -----ის მხრიდან სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი გამორიცხული იყო.
4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლის ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება
სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გაანალიზების, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებისა და სააპელაციო საჩივრების საფუძვლიანობა-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა გარემოებათა გამო:
პალატა მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი შუხლის მე-2 ნაწილით. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში. ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის შე-2 ნაწილით, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა;
გ) არასწორად განმარტა კანონი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ იგი იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. 386-ე მუხლის მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივარი დასაშვებია და საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს არ უბრუნდება, სააპელაციო სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებასე ან გასარიცრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე.
განსახილველ საქმეზე წარმოდგენილი სარჩელით ----- ითხოვს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის N17989 ბრძანების N047-28 საგადასახადო მოთხოვნის, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 03 აგვისტოს N25522 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N4395/2/2021 გადაწყვეტილების ბათილად ცნობას.
სარჩელი ეფუძნება იმ გარემოებებს, რომ შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტმა არ შეასრულა კანონიერ ძალაში შესული თბილისის სააპელაციო სასამართლოს 21.09.2020 წლის გადაწყვეტილების მითითებები და არ გამოიკვლია საქმესთან დაკავშირებული კონკრეტული საქონლის გადაზიდვის (ტრანსპორტირების) დანიშნულების საკითხი სრულყოფილად. მოსარჩელე მხარის მტკიცებით, მოპასუხემ ვარაუდებზე დაყრდნობით მიიღო სადავო გადაწყვეტილება და იმავე საფუძვლებით ცდილობს მის დაჯარიმებას, რაც ერთხელ სასამართლომ უკვე უკანონოდ მიიჩნია.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და მიიჩნია, რომ ხელახალი ადმინისტრაციული წარმოებისას, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ ჩატარებული მოკვლევის შედეგად, ვერ გამოირიცხა ხე-ტყის პირადი მოხმარებისათვის ტრანსპორტირების მიზანი და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არ იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული საქონლის ტრანსპორეირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის. რაც მოსარჩელის მხრიდან შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენას გამორიცხავს.
სააპელაციო სასამართლო არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს აღნიშნულ მსჯელობას და პირველ რიგში, მიუთითებს საქმის მასალებით, მათ შორის, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2020 წლის 21 სექტემბრის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
4.1. 2018 წლის 04 მაისის მიღება-ჩაბარების აქტით მიხედვით, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამშართველოს მთავარ სპეციალისტ ----- და ---- შორის გაფორმდა ელექტრონული აუქციონის (ინტერნეტ-აუქციონი) ფორმით რეალიზებული ქონების გადაცემის შესახებ მიღება-ჩატარების აქტი. ---- გადაეცა ნაძვის ჯიშის სამასალე მორები, რაოდენობრივად 8 ცალი, 9,89 მ3 მოცულობის, განთავსებული ღია ცის ქვეშ, რომელიც განიცდიდა კლიმატურ ზემოქმედებას, აღენიშნებოდა სოკოვანი დაავადების კვალი, პარამეტრები; წვრილი თავის დიამეტრი: 1} 6,128X0.768; 2) 6,083X 0,488: 3) 6.088X0,338; 4) 6,038X0.448; 5) 5,488X0.428; 6) 6,128X0,588; 7) 6, 18AX0,35მ; 8) 56,10X0,350.
2018 წლის 23 მაისის მიღება-ჩაბარების აქტის მიხედვით, სსიპ საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ----- და სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 15.05.2018წ-21.05.2018წ (ლოტი 2) ინტერნეტ აუქციონში გამარჯვებულმა ---- შეადგინეს აქტი მასზედ, რომ ---- გადასცა, ხოლო --- მიიღო ზემოთ აღნიშნულ აუქციონზე შეძენილი ქონება დანართი N1 მიხედვით. აღნიშნული აქტის შენიშვნის თანახმად, მერქანი დარჩა გადაცემის ადგილას. ---- განემარტა, რომ აღნიშნული მერქნის ტრასპორტირება და გამოყენება საჭიროებდა კანონმდებლობით დადგენილი წესით გათვალისწინებულ პროცედურებს სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოსთან შეთანხმებით. მასალის მახასიათებლები იყო 1) ფიჭვის მორი 0,17 მ,3 მეტრი სიგრძის 1 ცალი სამასალე მორი; 2) ფიჭვის მორი 0,42მ, 6 მეტრი სიგრძის 1 ცალი სამასალე მორი; 3) ნაძვის მორი 0,26 მ3, 6 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 4) დახერხილი ხის მასალა 0,5 მ, 6 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 5) დახერხილი ხის მასალა 0,04 მ), 3 მეტრი სიგრძის სხვადასხვა სორტიმენტის, ნაწილობრივ ჩამოუგანავი ფიცარი; 6) დახერხილი ხის მასალა 0,348 მ, 6 მეტრი სიგრძის ორი მხრიდან ჩამოხერხილი 1 ცალი ძელი 0,20X0,29X6. აღნიშნული ხის მორები და მასალა განთავსებული იყო --- რაიონის, სოფელ ----- და -----.
4.2. 2018 წლის 23 მაისს, 16:22 საათზე ------ მიერ გამოწერილი იქნა ხე–ტყის სასაქონლო ზედნადები ელ-----, რომელიც შემოსვლების სამსახურის ვებგვერდზე რედაქტირებულია 2018 წლის 23 მაისს 22:28 საათზე. ოპერაციის შინაარსად მითითებულია შიდა გადაზიდვა, ტრანსპორტირების დაწყების ადგილი ქალაქ ----, ტრანსპორტირების დასრულების ადგილი - ქალაქი ----. სატრანსპორტო საშუალების სასელმწიფო ნომერი: ----, მძღოლი: ----- (პ/ნ -----), სწდ - ----, 04.05.2018, მიღება-ჩაბარების აქტი - 04.05.2018. სასაქონლო ზედნადები გამოწერილია: 3,6200 მ3 ფიცარზე. ზედნადებში ასევე აღნიშნულია, რომ საამქროში შეტანილია და დანერსილია 6 მეტრიანი მორის ფიცარი და გადაზიდვა ხდება 3 მეტრიანებით.
4.3. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის CB895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ --- (ს/ნ ----) მიერ დარღვეული იქნა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, სასაქონლო ზედნადები უნდა გამიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით). კერძოდ, იგი სამეწარმეო საქმიანობისთვის 1320 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის - "აჩეხილი შეშის (2.4მ3 × 550.00 ლარი) ტრანსპორტირებას ახორციელებდა (სატრანსპორტო საშუალების სახელმწიფო ნომერი ---, მძღოლი --- (პ/ნ --)) კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე, რის გამოც ---- დაჯარიმდა 5000 ლარით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად.
4.4. 2018 წლის 18 ივლისს, ------ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა სსიპ – შემოსავლების სამსახურს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის CB895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმისა და მის საფუძველზე დარიცხული ფულადი ჯარიმის გაუქმება.
------ საჩივარში აღნიშნავდა, რომ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი ჰქონდა ხის მასალა, რომელიც დახერხილი ჰქონდა ---- და პერიოდულად ახდენდა ტრანსპორტირებას შიდა გადაზიდვის ზედნადებით დანიშნულების ადგილზე. 2018 წლის 23 მაისს ---- რაიონიდან ახდენდა 2,4 კუბური მეტრი მასალის ტრანსპორტირებას. იმის გამო, რომ იყო საღამოს 11 საათი, ვერ დაუკავშირდა ბუღალტერს ზედნადების ამოსაწერად და გადაწყვიტა საკუთარი ძალებით ზედნადების ამოწერა. კერძოდ, შევიდა შემოსავლების სამსახურის გვერდზე, გახსნა ბოლო ზედნადები, დააკოპირა და მოახდინა მისი გააქტიურება ს/ზ ---. ზედნადების ამოწერის დროს დაუშვა შეცდომა, კერძოდ, არ შეცვალა ფირნიშის ნომრები, რამაც გამოიწვია დაჯარიმება. დამატებით მუთითა, რომ ავტომანქანის ბორტზე არსებული მასალიდან 0,8 კუბური მეტრი ჰქონდა იმავე დღეს მიღება-ჩაბარების აქტით მიღებული
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსგან. დარღვევა გამოწვეული იქნა შეცდომით და მიზნად არ ისახავდა ზედნადების გარეშე ტვირთის ტრანსპორტირებას და გადასახადისგან თავის არიდებას.
აღნიშნულიდან გამომდინარე. მომჩივანმა მოითხოვა დაკისრებული 5000 ლარიანი ჯარიმის შემცირება და განმარტა, რომ ჯარიმის შემცირების შემთხვევაში უარს ამბობდა ჩამორთმეული მასალის დაბრუნებაზე და ასევე პირობას დებდა, რომ გადაიხდიდა იმავე დღეს 276-ე მუხლის შესაბამისად დაწერილ ჯარიმას 500 ლარის ოდენობით და ასევე სხვა კუთვნილ გადასახადებს.
4.6. სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N20726 ბრძანებით, ------ ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ საქმეში არსებული მასალების თანახმად, ---- მხრიდან ადგილი ჰქონდა სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტს, რაც გამოიხატა სამეწარმეო საქმიანობისათვის განკუთვნილი ხე-ტყის კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებაში.
4.7. 2018 წლის 21 აგვისტოს, ----- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს და მოითხოვა სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N20726 ბრძანებისა და სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის NCB895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმება.
მომჩივანი აღნიშნავდა, რომ ინტერნეტ აუქციონში გამარჯვების შემდგომ (ლოტი N2) გახდა ნაძვის ჯიშის სამასალე მორების მეპატრონე. აღნიშნული სამასალე მორები ელექტრონულ აუქციონზე გამოტანილი ჰქონდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს და ეს მორები განთავსებული იყო ----, სოფელ ----- აღნიშნული სამასალე მორების აუქციონზე შესყიდვის მიზანი მდგომარეობდა იმაში, რომ ეს მასალა კერძო სახლის მშენებლობისათვის ესაჭიროებოდა ქ. ----- აუქციონზე ნაყიდი მორები დაქირავებული მანქანით წაიღო ქ. -----, მეგობრის სახერხში, რომელმაც შეღავათიან ფასში დაუხერხა აუქციონზე ნაყიდი სამასალე ხის მორები. ამ ხის მორების დახერხვის შემდგომ მან გადაწყვიტა იმავე დღეს წაეღო ხის მასალა თბილისში, ვინაიდან ავტომანქანა დღიურად ჰყავდა ნაქირავები და ერჩივნა, რომ დროულად დაებრუნებინა მეპატრონისთვის. ხის მასალის წამოღების დროს, ვინაიდან იყო გვიანი, ვერ დაუკავშირდა ბუღალტერს და ამიტომ თავად შეავსო ზედნადები, რა დროსაც გამოუცდელობის გამო მოუვიდა ტექნიკური შეცდომა.
4.8. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ------ საჩივარი (N 6528/2/2018) არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების მიხედვით, მომჩივნის მიერ მოყვანილ არგუმენტებთან დაკავშირებით, მიეთითა შემოსავლების სამსახურის 22.06.2018 წლის N67724–21-12 მოხსენებითი ბარათზე საიდანაც ირკვეოდა, რომ 2018 წლის 04 მაისს -- შეძენილი ჰქონდა სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს — მომსახურების სააგენტოდან ხის მრგვალი მორი ჯამში 9,53მ (ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (---), რომელიც გადამუშავებულ იქნა ქ. -----, ახალი ქ. N10-ში, შპს „-----"-ის სახერხ-საამქროში და 2018 წლის 11 მაისს გაიცა ცნობა N---- მრგვალი ხე-ტყის (მორის), მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის შესახებ, ჯამში 7,62მ ფიცრის ოდენობით), რომელიც ---- მიერ ხე-ტყის ახალი სასაქონლის ზედნადებებით: N----; N----; N----; N----, 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით სრულად იქნა გადაზიდული ქ. -----, ----- ქ. N---ში, ხოლო 2018 წლის 24 მაისს, ხეტყის ახალი სასაქონლო ზედნადებით: N---, სადაც პროდუქციის დასახელებაში დაფიქსირებული ჰქონდა 3,62მ ფიცარი, იგივე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით: ---- და შესაბამისად, იგივე მრგვალი ხე-ტყის (მორის) მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის სახერხი საამქროდან გატანის ცნობით N----, გადაჰქონდა ქ. ---- ქ. ----- მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, მომჩივნის არგუმენტი ვერ გახდებოდაა მისი სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძველი. შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა შემოსავლების სამსახურის მიერ 2018 წლის 03 აგვისტოს მიღებული ბრძანების და მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ შედგენილი საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის გაუქმების საფუძველი.
4.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო - მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის სამმართველოს N---- დასკვნის მიხედვით, ქალაქ ----, სსიპ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოს სასაწყობე მეურნეობის ტერიტორიაზე
წარდგენილი. ფიზიკური პირის - ----- (პ/ნ ----) მართვის ქვეშ მყოფი, ,,----" მარკის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით ----) ძარადან ჩამოღებული დახერხილი წიწვოვანი ხის მასალის მოცულობა შეადგენდა 2,40 მ3, საორიენტაციო საბაზრო ღირებულებით 1320 ლარი, დღგ-ის ჩათვლით.
4.10. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის CB895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აპრილის N7712 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება ---- გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში.
4.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის (საქმე N3/7466-18} გადაწყვეტილებით, ----- (პ/ნ -----) სარჩელი დაკმაყოფილდა; სასამართლომ ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის NCB895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N20726 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (6528/2/2018).
4.12. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 30 მარტის (საქმე N3/7466-18) გადაწყვეტილება სსიპ შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გაასაჩივრეს სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს და სსიპ შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივარი დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ, 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით, თბილისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა თბილისის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება და ------ სარჩელი დააკმაყოფილა ნაწილობრივ, ბათილად ცნო სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 21 ივნისის XCB895398 საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, სსიპ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 03 აგვისტოს N20726 ბრძანება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2018 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილება (საჩივარი N6528/2/2018) და სსიპ შემოსავლების სამსახურს დაავალა არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად სადავო საკითსთან მიმართებაში ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით უტყუარად გამოკვეთილი არ იყო მოსარჩელის განზრახვა - ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობისთვის. პალატის აღნიშვნით, მოსარჩელე უთითებდა პირველადი გადამუშავების პროდუქტის (სე-ტყის) პირად საჭიროებაზე, რისი დამადასტურებელი ცნობაც ჰქონდა წარმოდგენილი, მაგრამ აღნიშნული განმარტება არ
წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას სამეწარმეო საქმიანობის მიზნის გასაქარწყლებლად. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოსარჩელეს კერძო სახლი გააჩნდა მეორე ---- ადმინისტრაციულ ერთეულში, ხოლო ხე-ტყის ზედნადებების მიხედვით, ---- ტერიტორიიდან ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება განხორციელებული ჰქონდა არაერთგზის სხვადასხვა მიმართულებით - ---- რაიონში, ქ. ----, ----, ---- და სხვა აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს აღნიშვნით, სრულყოფილი ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გზით საგადასახადო ორგანოს უნდა გადაემოწმებინა სხვადასხვა პერიოდში გამოწერილ ზედნადებებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, გაერკვია რით იყო გამოწვეული მოსარჩელის მიერ გამოწერილ ზედნადებებში კონკრეტული მისამართების მითითება და საჭიროების შემთხვევაში გამოეკითხა ამ მისამართებზე რეგისტრირებული პირები. პალატის მოსაზრებით, აღნიშნული მოქმედებების ჩატარების საფუძველზე დადგენილი გარემოებების შეფასების გარეშე შეუძლებელი იყო მოსარჩელის განზრახვის დადგენის ან უარყოფის თაობაზე დასკვნის გაკეთება.
ასევე სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებებზე, რომ სამართალდარღვევის ოქმში საგადასახადო ორგანოს მიერ ხე-ტყის პირველად გადამუშავებულ პროდუქტად მითითებული იყო „დაჩეხილი შეშა“, თუმცა სასაქონლო ზედნადებში და ექსპერტის დასკვნაში მითითებული იყო „ფიცარი“. ამასთან, საექსპერტო კვლევაში აღინიშნა, რომ ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინა: დახერხილი, წიწვოვანი ხის მასალა, ფიცარი სხვადასხვა ტენიანობით, სხვადასხვა სიგანის, სიგრძე 3მ, სისქე 3-4 სმ ფიცრებზე შეიმჩნეოდა ხარვეზები, თუმცაღა შტაბელში შეიმჩნეოდა 2 ღერი ძელაკი, აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, პალატამ მიუთითა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ გადასახადების ადმინისტრირების შესახებ" ინსტრუქციის 25 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან აღნიშნული ნორმა მრგვალი ხე-ტყის ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერის მიზნით კონკრეტულ პარამეტრებზე უთითებდა - სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს, რა ინფორმაციასაც საქმის მასალები, მათ შორის, ექსპერტის დასკვნა არ შეიცავდა. ამასთან პალატისთვის გაურკვეველი იყო, თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან წარდგენილი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტი ექსპერტის მიერ ჩათვლილი იქნა ფიცრად, რატომ მიიჩნია ოქმის შემდგენმა აღნიშნული მერქნული რესურსი „დაჩეხილ შეშად“ და ხომ არ ახდენდა ოქმის შემდგენი მოხელის მიერ მერქნული რესურსის ამგვარი კვალიფიცირება გავლენას, მისი შეფასების ოდენობაზე. აღნიშნული გარმოების გარკვევა, პალატის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო ამ თვალსაზრისით, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის გამოყენებისათვის საბაზრო ღირებულება ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი კომპონენტს წარმოადგენდა. შესაბამისად. სასამართლოს მითითებით, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო დაედგინა მოსარჩელის განზრახვა და საქონლის სამეწარმეო საქმიანობისადმი კუთვნილება, ასევე გაერკვია სამართალდარღვევის ოქმსა და ექსპერტის დასკვნაში მითითებული შეუსაბამოებები.
4.13. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილმა პირებმა მოიკვლიეს სასამართლოს მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რის შემდეგაც შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 18 ივნისის N17989 ბრძანებთ, ---- ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 11 ნაწილის საფუძველზე. მას სანქციის სახით შეეფარდა ჯარიმა 5000 ლარი და საქონლის ჩამორთმევა. ამავე დროს, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტს დაევალა ბრძანების გადასახადის გადამხდელის პირადი აღრიცხვის ბარათზე ასახვა.
დასახელებული ბრძანების მიხედვით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ შედგენილი მოხსენებითი ბარათით ირკვეოდა, რომ „განხორციელდა სატელეფონო გასაუბრებები გადასახადის გადამხდელებთან, რომლებზედაც ----- (პ/ნ ---) ჰქონდა ხე-ტყის ახალი ელქტრონული სასაქონლო ზედნადებით რეალიზებული ხე-ტყის პირველადი გამუშავების პროდუქტი. კერძოდ, ი/მ „-------“ (ს/ნ -----) ფიქსირდება ექვსი რეალიზაციის ფაქტი. ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (N-----; N-----; N-----; N-----; N-----; N-----;) და იმ „-------“ (ს/ნ ------) ფიქსირდება ერთი რეალიზაციის ფაქტი, ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებით (N-----;). სატელეფონო საუბრებში ი/მ „--„ და ი/მ „------„ დაადასტურეს, რომ მათ მიერ მოხდა -----გან ხის მასალის შეძენა, რაშიც მას გადაუხადეს შესაბამისი თანხა. გარდა ამისა, შემოსავლების სამსახურის გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის (oracle) საშუალებით ირკვევა, რომ 2018 წელს -----ის მიერ რეალიზაციის
მიზნით არის გამოწერილი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადებები სხვადასხვა სამეწარმეო სუბიექტების მიმართ, კერძოდ შპს „----“ (ს/ნ ---) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები N----, შპს „-----“ (ს/ნ ----) მიმართ ფიქსირდება ორი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (N-----;; N-----;), ი/მ „------“ (პ/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (N-----;), ი/მ „------“ (პ/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (N-----;), ი/მ „------“ (პ/ნ ----) მიმართ ხუთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (N-----; N-----; N-----; N-----; N-----;) და --------ის (პ/ნ -----) მიმართ ფიქსირდება ერთი ხე-ტყის ახალი ელექტრონული სასაქონლო ზედნადები (N-----;)“. აღნიშნული გარემოებების ანალიზის შედეგები, მონიტორინგის დეპარტამენტისთვის ცხადჰყოფს, რომ ------ის (ს/ნ ----) მხრიდან იკვეთება ეკონომიკური და სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტი". რაც შეეხება საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმსა და ექსპერტიზის დასკვნას შორის არსებულ შეუსაბამობებს, აღნიშნულთან დაკავშირებით დეპარტამენტის აღნიშვნით, „გასათვალისწინებელია, რომ საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 28 მაისის N21–12/--- წერილით, აღნიშნული დახერხილი ხე-მასალა დროებით განთავსდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, 2018 წლის 08 ივნისის ექსპერტიზის N----/05/18 დასკვნით კი განისაზღვრა დახერხილი ხე-მასალის მოცულობა და საბაზრო ღირებულება 2,4მ ფიცარი, შეფასდა 1320 ლარად. 2018 წლის 21 ივნისს ----ის მიმართ
შედგა სსკ-ის 286-ე მუხლის 1 ნაწილით სამართალდარღვევის ოქმი NCB895398, სადაც
საქონლის დასახელებაში მითითებულია „დაჩეხილი შეშა" ნაცვლად დახერხილი ხე- მასალისა. საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2018 წლის 30 ივლისის N21-12/--- წერილით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების საააგენტოს საბოლოოდ მიბარდა ჩამორთმეული დახერხილი ხე-მასალა შემდგომი რეალიზაციის მიზნით. 2018 წლის 06 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოხდა აღნიშნული დახერხილი ხე-მასალის 2,4მ ფიცრის რეალიზაცია აუქციონის წესით (აუციონის N--, ლოტი N--)". შესაბამისად, განხორციელებული ქმედებებისა და დამდგარი შედეგის გათვალისწინებით, და მონიტორინგის დეპარტამენტის აღნიშვნით, „სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული „შეუსაბამობა" აღმოფხვრილია და ჩამორთმეული საქონელი დახერხილი ხე-მასალა - 2,4 მ3 ფიცარი რეალიზებულია კანონმდებლობის სრული დაცვით“.
4.14. 2021 წლის 08 ივლისის საჩივრით, ----მა მოითხოვა შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მინიტორინგის დეპარტამენტის 08.06.2021 წლის N17989 ბრძანების და შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნის N047–28 ბათილად ცნობა.
შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 3 აგვისტოს N25522 ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მითითებული გადაწყვეტილებაც გაასაჩივრა ----მა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოს 2021 წლის 23 სექტემბრის N14395/2/2021 გადაწყვეტილებით, საჩივარი კვლავ არ დაკმაყოფილდა.
ამრიგად, წინამდებარე საქმეზე. ----- სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით გამოცემული აქტების - სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის N17989 ბრპანების და N047-28. საგადასახადო მოთხოვნის, და შემდგომ ამ აქტებთან დაკავშირებით წარდგენილი საჩივრების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ სსიპ შემოსავლების სამსახურის 2021 წლის 03 აგვისტოს N25522 ბრძანების და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბქოს 2021 წლის 23 სექტემბრის N4395/2/2021 გადაწყვეტილების კანონიერებას ხდის სადავოდ.
შესაბამისად, ომის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე მხარე თბილისის სააპელაციო
სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების აღუსრულებლობაზე და საგადასასადო ორგანოსთვის მიცემული მითითებების შეუსრულებლობაზე აპელირებს, პალატას მიაჩნია, მიზანშეწონილად მიუთითოს სწორედ დასახელებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილზე, რადგან პალატის შეფასებით აღნიშნული გადაწყვეტილება არ იძლევა იმგვარი დასკვნების გაკეთების საფუძველს, როგორც ამის წარმოჩენას მოსარჩელე ცდილობს. პალატა შეახსენებს მას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებით გაუქმდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ---ის სარჩელი სრულად იყო დაკმაყოფილებული.
კერძოდ, 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებაში თბილისის სააპელაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით. სახელმწიფოს გააჩნია შეფასების ფართო ზღვარი საგადასახადო ღონისძიებებთან დაკავშირებით, თუმცა აუცილებლად ექვემდებარება პროპორციულობის პრინციპს. ამასთან, სახელმწიფო თვალსაზრისი ყოველთვის მიიღება მხედველობაში იმ პირობით, რომ ის არ არის გონივრულ საფუძველს მოკლებული". შესაბამისად. იმისდა. შიუხედავად, რომ სასამართლო საგადასახადო ზომების მიმართ იყენებს სამართლიანი ბალანსის იმავე შეფასების სტანდარტს, როგორსაც საკუთრების სხვაგვარი ხელყოფის მიმართ, ამ ტიპის საქმეებში სახელმწიფოს გააჩნია განსაკუთრებით ფართო შეფასების ზღვარი.
მოცემულ შემთხვევაში სადავო სამართალურთიერთობა წარმოშობილია საგადასახადო სამართალდარღვევათა სფეროში, გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს კერძოდ, მოცემულ სამართალურთიერთობაში საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა. მოსარჩელის მიმართ ჯარიმის სახით პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენა იმ მოტივით, რომ იგი სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირებას ახდენდა სასაქონლო ზედნადების გარეშე
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ საგადასახადო სამართალდარღვევა განეკუთვნება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სპეციფიკურ სახეს, შესაბამისად. მის მიმართ სრულად ვრცელდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობის მოთხოვნები აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო ეყრდნობა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ Nბს-544-535(კ-12) საქმეზე მიღებული 2013 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებებსა და სასამართლო დასკვნებს, კერძოდ საკასაციო სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლს, რომელიც დეფინირებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ცნება, განმარტავ ქმედება. რომლითაც გამოხატულია პოზიტიური ნეგატიური ფორმით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) კვალიფიცირდება თუ სახეზეა შემდეგი ერთობლიობა: სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირება, მყიდველის მოთხოვნისას სასაქონლო ზედნადების გაუცემლობა ან საქონლის შეძენისას სასაქონლო ზედნადების მიღებაზე უარის თქმა, თუ სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული ან მიწოდებული/მისაწოდებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების საბაზრო ღირებულება აღემატება 10000ლარს, მაგრამ არ აღემატება 10 000 ლარს, – იწვევს პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობა და საქონლის ჩამორთმევას.
მოცემული მუხლის დანაწესის ნორმატიული შინაარსის მიხედვით, იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით, სავალდებულოა გადასახადის გადამხდელი ახორციელებდეს ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებას ან ამ სახის ქმედებას იმგვარი ტექნიკური ხარვეზით შევსებული სასაქონლო ზედნადებით, რაც სასაქონლო ზედნადების არსებობას ფორმალურს ხდის, შესაბამისად არსებითად არასრულად შევსებული ზედნადები გაიგივებულია მის არარსებობასთან, ამასთან რაც მთავარია მნიშვნელოვანი პირობაა საქონლის ტრანსპორტირება ხორცილდებოდეს სამეწარმეო საქმიანობის მიზნით.
პალატა აღნიშნავს, რომ „მეწარმეთა შესახებ" საქართველოს კანონის 1.2 მუხლის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
სამეწარმეო საქმიანობის განმარტებასთან დაკავშირებით პალატა მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2015 წლის 25 ივნისის განჩინებაზე (საქმე Nბს-155-153 (2კ-15)), რომლითაც საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „მეწარმეობა უნდა ატარებდეს არაერთჯერადი საქმიანობის ხასიათს, რაც გულისხმობს. იმას, რომ მოქმედებები უნდა ხორციელდებოდეს სისტემატურად და გეგმაზომიერად. მრავალჯერადობის განსაზღვრისას გადამწყვეტი არ არის მხოლოდ მოქმედებათა რაოდენობა, ასევე მნიშვნელოვანია ამ მოქმედებათა განხორციელების განზრახვა მოგებაზე ორიენტირებული მოქმედების შესრულებასთან დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში განმსაზღვრელია, რომ პირს სურდა სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამეწარმეო საქმიანობა, როგორც წესი, ერთმანეთის მიმდევარი მოქმედებებისაგან შედგება, თუმცა შეიძლება ერთი მოქმედებითაც ამოიწუროს მოცემულ შემთხვევაში მთავარი პროცესის ხანგრძლივობა ან მასში მოქშედებების რაოდენობა კი არ არის, არამუდ მიზანმიმართული აქტივობაა. სამეწარმეო საქმიანობა, როგორც ერთიანი, შედგება მრავალი ერთეულისაგან. თუ სამეწარმეო საქმიანობას განვიხილავთ არა როგორც ერთ მთლიანს, არამედ სხვადასახვა საქმიანობების ჯამს, მაშინ აღმოჩნდება, რომ სამეწარმეო საქმიანობა პირდაპირ კავშირში არ იქნება იმ უშუალო მიზანთან, რომელიც წარმოადგენს მოგებას.
სააპელაციო სასამართლოს სწორედ აღნიშნული მსჯელობების გათვალისწინებით, მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა გამოეკვლია უტყუარად იკვეთებოდა თუ არა მოსარჩელის განზრახვა - ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირება სამეწარმეო საქმიანობისათვის, რისთვისაც საგადასახადო ორგანოს უნდა გადაემოწმებინა საქმეში წარდგენილი, სხვადასხვა პერიოდში გამოწერილ ზედნადებებში მითითებული საქონლის ტრანსპორტირების დასრულების ადგილები, გაერკვია რით იყო გამოწვეული მოსარჩელის მიერ გამოწერილ ზედნადებებში კონკრეტული მისამართების მითითება და საჭიროების შემთხვევაში გამოეკითხა ამ მისამართებზე რეგისტრირებული პირები.
მაშასადამე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, მოსარჩელის განზრახვის გამორკვევა, ზემოთ მოხმობილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბს-155–153 (2კ–15) განჩინების გათვალისწინებით, სწორედ მხარის მიერ სხვადასხვა პერიოდში იგივე შინაარსის ოპერაციების განხორციელების შეფასებით მიიჩნია შესაძლებლად. ამავე დროს, არაერთმნიშვნელოვნად განიმარტა, რომ მოსარჩელს მიერ წარმოდგენილი ზოგადი შინაარსის ცნობა, -----ნის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე ----ში კერძო სახლის მშენებლობს თაობაზე, არ წარმოადგენდა საკმარის მტკიცებულებას სამეწარმეო სამეწარმეო საქმიანობის მიზნის გასაქარწყლებლად.
ამასთან, იქედან გამომდინარე, რომ მოცემულ შემთვევაში, საქმეში არსებულ სამართალდარღვევის ოქმში საგადასახადო ორგანოს მიერ ხე-ტყის (მორის) პირველად გადამუშავებულ პროდუქტად მითითებული იყო „დაჩეხილი შეშა“, ხოლო სასაქონლო ზედნადებსა და ექსპერტის დასკვნაში მითითებული იყო „ფიცარი“, ამასთან, საექსპერტო კვლევაში აღინინა, რომ ექსპერტს გამოსაკვლევად წარედგინილი, წიწვოვანი ხის მასალა, ფიცარი სხვადახვა ტენიანობით, სხვადასხვა სიგანის, სიგრძე 3 მ, სისქე 3-4 სმ. ფიცრებზე შეიმჩნეოდა ხარვეზები (ქერქის ნარჩენები პლასტებზე და კიდეებზე), თუმცაღა შტაბელში შეიმჩნეოდა 2 ღერი ძელაკი, ხოლო საქმის მასალები პირველადი გადამუშავების პროდუქტის კონკრეტულ პარამეტრებზე მითითებას არ შეიცავდა, გამოსარკვევი იყო თუკი საგადასახადო ორგანოს მხრიდან წარდგენილი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტი ექსპერტის მიერ ჩათვლილი იქნა ფიცრად, რატომ მიიჩნია ოქმის შემდგენმა აღნიშნული მერქნული რესურსი „დაჩეხილ შეშად“, შესაბამისად, ხომ არ ახდენდა ოქმის შემდგენი მოხელის მიერ მერქნული რესურსის ამგვარი კვალიფიცირება გავლენას მისი შეფასების ოდენობაზე, იმდენად, რამდენადაც საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის გამოყენებისათვის საქონლის საბაზრო ღირებულება ქმედების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი კომპონენტია.
აღნიშნული მითითება თბილისის სააპელაციო სასამართლოს მხრდან გაიცა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებული „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაზე დაყრდნობით, რომლის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამეწარმეო საქმიანობისათვის, სასაქონლო ზედნადები ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები სავალდებულოა გამოყენებულ იქნეს საქონლის
ა) ქვეყნის შიგნით ტრანსპორტირებისას, მიუხედავად იმისა, ხდება თუ არა საქონლის მიწოდება;
ბ) მიწოდებისას, მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში.
ხოლო ამავე ინსტრუქციის 25 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადები არის NII-013 დანართის შესაბამისად დადგენილი ფორმის დოკუმენტი, რომლის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემდეგ საქონელზე:
ა) მრგვალ ხე-ტყეზე (მორი) – ხე-ტყის ან ხე მცენარის დამზადების შედეგად (მათ შორის, ძირნაყარი ხე-ტყისგან) მიღებული 12 სმ-ზე მეტი (წვრილი თავის ბოლოდან) დიამეტრის, ასევე დადგენილი წესით დაფირნიშებული წვრილი თავის ბოლოდან არაუმეტეს 13 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე მერქნული რესურსი,ბ) მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე, კერძოდ
გ.ა) ფიცარზე – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი
გ.ბ) ძელზე – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი
ბ.გ) ძელაკზე – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ნაკლებია ორმაგ სისქეზე;
ბ.დ) შპალზე – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის ან ტრამვაის ლიანდაგებისათვის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი, შპალი შეიძლება იყოს გაჟღენთილი ან გაუჟღენთავი;
ბ.ე) საპარკეტე ფრიზაზე - მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი;
ბ.ვ) შავად ნამზად დეტალზე – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი;
გ.ზ) ფანერაზე (შპონი) – სპეციალურ დაზგა-დანადგარზე მერქნის დაშლით მიღებული და გარკვეული ზომის ფორმატებად დაჭრილი ან მერქნის მცირე სისქის ანათლებად აჭრილი პროდუქტი;
ბ) დაპობილ-დაჩენილ სათბობ შეშაზე;
გ) ხე-მცენარეებზე – თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებული ხე- მცენარეები, მათ შორის, კაკლის, ბალამწარას, წაბლისა და თუთის სახეობები (გარდა, სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა და ბამბუკისა);
დ) ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) და წვრილი ბოლოდან 12 საპატიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე ტყეზე,სწორედ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილების ზემოთ მოხმობილი მოტივებისა და არგუმენტების. ასევე სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ხელახლა გამოსაკვლევ საკითხთა გათვალისწინებით, წინამდებარე დავის განმხილველი სააპელაციო პალატა თვლის, რომ საგადასახადო ორგანომ ზედმიწევნით გაითვალისწინა კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებაში მითითებული შენიშვნები და სადავო N17989 ბრძანებაში პასუხი გაეცა ყველა იმ შეკითხვას, რაც გახდა ადმინისტრავიული ორგანოსთვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი
პალატა სრულად იზიარებს საგადასახადო ორგანოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს --ის ქმედების საგადასახადო სამართალდარღვევად კვალიფიკაცის თაობაზე და თვლის, რომ ამგვარი გადაწყვეტლების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრვი საფუძვლები დასაბუთებულადაა აღწერილი საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის 2021 წლის 08 ივნისის N17989 ბრძანებაში (ის. წინამდებარე გადაწყვეტილების 4.13 პუნქტი). ადმინისტრაციულმა ორგანომ დაადგინა, რომ სადავო ოპერაცია არ წარმოადგენდა ერთჯერადი ქმედებას და -----ის მხრიდან იმავე შინაარსი ოპერაცია, სამეწარმეო საქმიანობისთვის განხორციელებული იყო არაერთგზის, რაც სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელის განზრახვის განსაზღვრისთვის საკმარის ინსტრუმენტს წარმოადგენდა, მითუმეტეს, რომ მოსარჩელეს არცერთი საკმარისად მყარი არგუმენტი, რაც საგადასახადო ორგანოს ამ დასკვნას გააქარწყლებდა არ წარმოუდგენია.
მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ჩათვალა, რომ წარმოდგენილ დავაზე მხარეთა შორის სადავო იყო ტრანსპორტირებული ხე-ტყე წარმოადგენდა სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილ საქონელს, თუ განკუთვნილი იყო პირადი მოხმარებისთვის, რისთვისაც სასაქონლო ზედნადების გამოწერა კანონით სავალდებულო არაა და შესაბამისად, ზედნადების გარეშე საქონლის ტრანსპორტირება არ ქმნის სამართალდარღვევას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის მიზნებისათვის საქალაქო სასამართლომ, როგორც გასაჩივრებული გადაწყვეტილების შინაარსიდან ირკვევა, ჩათვალა, რომ საქონლის სამეწარმეო საქმიანობისთვის ტრანსპორტირების მტკიცების ტვირთი, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას შეადგენდა და მოსარჩელე მთლიანად გაანთავისუფლა იმ ფაქტების მტკიცების მოვალეობისგან, რაზეც იგი სარჩელს აფუძნებდა, – რომ ხის მასალას გადაადგილებდა პირადი მოხმარებისთვის, კერძო სახლის მშენებლობისთვის -----ის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ----ში საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ გამოირიცხებოდა ხე-ტყის პირადი მოხმარებისათვის ტრანსპორტირების მიზანი და დადგენილი. ფაქტობრივი გარემოებები უტყუარად არ იძლეოდა დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ მოსარჩელე კონკრეტული - საქონლის ტრანსპორტირებას ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობისათვის, რაც სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
სააპელაციო პალატა არ ეთანხმება მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ამგვარ განაწილებას და მიუთითებს საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით არაერთგზის განმარტებულ წესზე (იხ. მაგალითად საქმე Nბს-180(კ-19) 31 მარტი 2023წ.), რომლის თანახმად, „მატერიალურ-სამართლებრივი შედეგის განმაპირობებელი „ნორმატიული ფაქტობრივი წინაპირობების“ განსაზღვრის მემდეგ შესამოწმებელია მტკიცების ტვირთის გადანაწილებისა და მტკიცების საგნის დადგენის სისწორე. ფაქტის „მტკიცების ტვირთი“ - ესაა სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ინსტიტუტს აქვს არა მხოლოდ საპროცესო-სამართლებრივი, არამედ მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები ეკისრება იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ადმინისტრაციულ პროცესში მტკიცების ტვირთის სწორად გადანაწილებისთვის არსებითი სამართალწარმოების დროს მტკიცებითი საქმიანობის შემადგენელი ორი კომპონენტის ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და „ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთის“ გამიჯვნა. მართალია, ფაქტის მითითების და მისი არსებობის მტკიცების ტვირთი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან, რადგან როგორც წესი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება იმავე მხარეს, რომელიც აღნიზნულ ფაქტს მიუთითებს თავისი მოთხოვნის შესაგებლის საფუძვლად. თუმცა, არც ისაა გამორიცხული, რომ მატერიალურ-სამართლებრივი ნორმით ერთ მხარეს მხოლოდ ფაქტის მითითების ტვირთი ეკისრებოდეს. ხოლო მეორე მხარეს საწინააღმდეგო ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთი. ამდენად, გამონაკლის შემთხვევებში, ერთმანეთისგან შესაძლოა განცალკევდეს ფაქტის „მითითების ტვირთი“ და ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთი“ და მოსარჩელის მტკიცებითი საქმიანობა შემოიფარგლოს მისი სასარჩელო მოთხოვნის დამასაბუთებელი ფაქტის მსოლოდ „მითითების ტვირთის" დაკისრებით. ხოლო მოპასუხეს დაევალოს დამასაბუთებელი ფაქტის როგორც მითითების, ასევე არსებობის მტკიცების ტვირთის შესრულება.
ამავე გადაწყვეტილების თანახმად, ,,მითითებისა და მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის გადანაწილებას ადმინისტრაციული სამართალწარმოებაში პირველ რიგში აწესრიგებს ასკ–ის მე-17 მუხლის პირველი და მეორე ნაწილები. ამასთან ასევე გამოიყენება საკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადება. ასკ-ის მე-17 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები, მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. სსკ-ის 4.1 მუხლის მეორე წინადადების მიხედვით, მხარეები თავადვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.’’ [...] მხარეთა მტკიცებითი საქმიანობა იმავდროულას მათი შეჯიბრის პროცესია, ნამდვილი შეჯიბრება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ იყვნენ ამ შეჯიბრებაში მონაწილე მხარეები თანასწორნი (სუსგ 04.12.2019წ. Nას-559–2019). მხარეთა თანასწორობის პრინციპი გულისხმობს სასამართლოს მიერ მხარეთათვის შეჯიბრებითობის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას (სუსგ 02.03.2017წ., Nას-664-635–2016). ადმინისტრაციულ პროცესში, როდესაც სადავოა მოსარჩელის კანონიერი ინტერესების შეზღუდვის კანონმდებლობასთან შესაბამისობა მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს საპროცესო თანასწორობა მიიღწევა ფაქტის „მითითების ტვირთისა“ და მისი არსებობის „მკიცების ტვირთის“ მხარეთა შორის სწორად განაწილებით სამართალწარმოებაში მოქმედებს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებული უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების არსებობის მტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია" (სუსგ 11 03.2021წ., Nას-1376-2020).
ციტირებული გადაწყვეტილებითვე საკასაციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „კერძო პირებიდან არავინაა ვალდებული ამტკიცოს („მტკიცების ტვირთის“ სტანდარტით) ის, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია დარღვევას, თუმცა მოსარჩელემ სასამართლოს უნდა მიუთითოს ფაქტების, მოვლენათა განვითარების მისეული ვერსია (მითითების ტვირთის". სტანდარტი). რაც შესაძლოა აღმოჩნდეს სარჩელის დასაკმაყოფილებლად. უკეთუ მოსარჩელე მიუთითებს კონკრეტულ ფაქტებს, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან არარად აღიარების მოთხოვნას, სასამართლოს გადააქვს „მტკიცების ტვირთი“ ადმინისტრაციულ ორგანოზე და ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სასარჩელო მოთხოვნის საწინააღმდეგო ფაქტის მითითებისა და არსებობის მტკიცების ტვირთის შესრულებას. იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო არ (ვერ) შეასრულებს სამართლებრივი აქტის კანონიერების დამადასტურებელი ფაქტის არსებობის მტკიცების ტვირთს, მაშინ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიიჩნევა კანონის მოთხოვნის დარღვეულად გამოცემულად მტკიცების ტვირთის შეუსრულებლობა არახელსაყრელ შედეგს იწვევს იმ მხარისთვის, რომელმაც არ (ვერ) ზიდა ფაქტის „მითრების" ან მისი არსებობის მტკიცების" ტვირთი"
განსახილველ დავაზე დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურში წარდგენილ თავდაპირველ საჩივარში (18.07.2018წ.), გადასახდის გადამხდელი არ მიუთითებდა ტრანსპორტირებული ხის მასალის პირადი მიზნებისთვის გადაზიდვაზე. მის პოზიციაში აღნიშნული არგუმენტი ჩნდება მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოსთვის წარდგენილ საჩივარში (21.08.2018წ.), სადაც -----, რომ ხის მასალა კერძო სახლის მშენებლობისათვის სჭირდებოდა ქ. ---ში. -----ის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ----ში სახლის მშენებლობისთვის ხის მასალის ტრანსპორტირებაზე მითითება უკვე სასამართლოში 2018 წელს წარდგენილი სარჩელის არგუმენტი ხდება და ამ ------მა თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელზე წარმოებისას წარადგინა კიდეც -----ის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე ---ის ადმინისტრაციული ერთეულის 2019 წლის 24 ივნისის N-- ცნობა, რომლის მიხედვითაც, მეორე ----ს ადმინისტრაციული ერთეულში მცხოვრებმა ----მა, გარდაცვლილ მამის კუთვნილ ნაკვეთში ააშენა ორსართულიანი სახლი და აწარმოებდა მის მოპირკეთებას (შიდა სამუშაოებს) სხვადასხვა მასალით.
წინამდებარე საქმეზე კი უკვე წარმოდგენილი იქნა -----ის მუნიციპალიტეტის მერიის მეორე ---ს ადმინისტრაციული ერთეულში მერის წარმომადგენლის 2021 წლის 23 აგვისტოს გაცემული ცნობა, რომელიც მიეცა -----ის მუნიციპალიტეტის მეორე ---ის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ -----ს (პ/ნ ----) მასზედ, რომ ის 2018 წლიდან დღემდე ეწევა საცხოვრებელი სახლის მშენებლობას სოფელ მეორე ---ში. მამაპაპისეულ საკარიმოდამო ეზოში და როგორც სოფლის ადმინისტრაციისთვის და მშენებლობაში დამხმარე მეზობლების (----(პ/ნ ----) და ----- (პ/ნ -----) საუბრის შედეგად და შესაბამის ოქმში ხელის მოწერით არის ცნობილი, მას საკუთარი სახლის მშენებლობისათვის (სახურავის ლარტყის და სხვა დანიშნულებით). ფიცარი შეძენილი ჰქონდა ----ის რაიონში და ახდენდა ფიცრის ტრანსპორტირებას 2018 წლის ივნისის თვეში.
მაშასადამე, არც 2019 წლის 24 ივნისის და არც 2021 წლის 23 აგვისტოს ცნობები არ ადასტურებს, რომ მოსარჩელე ახდენდა კონკრეტული ხის მასალის ტრანსპორტირებას, სწორედ ----ის მუნიციპალიტეტის, სოფელ მეორე ---ში მდებარე საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის და მუნიციპალიტეტის მერია, არც არის უფლებამოსილი კერძო პირს დაუდასტუროს, პირადი მოხმარებისთვის სამშენებლო მასალის შეძენის თუ გამოყენების ფაქტი.
ამასთან, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ თავად მოსარჩელე სხვადასხვა დროს წინააღმდეგობრივ განმარტებებს იძლეოდა ამ ტვირთის დანიშნულებასთან დაკავშირებით, რაც სასამართლოს შინაგანი რწმენის ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენს. კერძოდ. მხარე ჯერ მიუთითებდა სასაქონლო ზედნადებში დაშვებულ ტექნიკურ შეცდომაზე და არ უარყვია, რომ ტრანსპორტირებადი საქონელი ექვემდებარებოდა შესაბამისი ზედნადების გამოწერას გადაადგილებისას, შემდგომ უკვე მიუთითებდა თბილისში მშენებარე კერძო სახლისთვის ხის მასალის გადაადგილებაზე მხოლოდ სასამართლოში პირველი დავისას ჩნდება ტვირთის ახალი დანიშნულების ადგილი ----ის მუნიციპალიტეტის. სოფელი მეორე ----, თუმცა ფაქტია, რომ აღნიშნული მისამართი, სადავო სასაქონლო ზედნადებში კორექტირებამდე თუ კორექტირების შემდეგ მოსარჩელეს არ მიუთითებია. ამასთან, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზ მოსარჩელემ საერთოდ უარჰყო მისი მხრიდან ოდესმე სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება და საგადასახადო ორგანოსთან მისი შემხებლობა, მაშინ, როცა თავისივე საჩივრებში მიუთითებდა, რომ გადამხდელის ვებ.პორტალის მეშვეობით პირადად გამოწერა ელ. ზედნადებები. ამასთან სსიპ შემოსავლების სამსახურმაც უტყუარად დაადგინა, რომ -----ს არაერთხელ ჰქონდა გამოწერილი სასაქონლო ზედნადები ხე-ტყის ტრანსპორტირებაზე სწორედ სამეწარმეო მიზნით და კონკრეტულ შემთხვევაში გადაადგილებულ ხის მასალაზე კი მას სათანადო ფორმით გამოწერილი სასაქონლო ზედნადები არ გააჩნდა. პალატა ვერ გაიზიარებს. მოსარჩელის მტკიცებას, სასაქონლო ზედნადებში ტექნიკური შეცდომის დაშვების შესახებ, რადგან მოსარჩელე არც იმ ფაქტებზე უთითებს, რაში გამოიხატა ტექნიკური შეცდომა იყო ეს შეცდომა დანიშნულების ადგილმი, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში თუ სხვა. ყველა ამ გარემოების ერთობლივი ანალიზი სააპელაციო პალატას უქმნის რწმენას, რომ გადასახადის გადამხდელი არ არის გულწრფელი როცა ამტკიცებს, რომ მასალის ტრანსპორტირებას ახდენდა პირადი მოხმარებისთვის და ის ცდილობს თავი აარიდოს საგადასახადო სამართალდარღვევისთვის დაწესებულ პასუხისმგებლობას.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია განსახილველ შემთხვევაში. მოსარჩელეს ეკისრებოდა არა მხოლოდ ფაქტის (ხის მასალის პირადი დანიშნულებით გადაადგილების) „მითითების ტვირთი“, არამედ ფაქტის არსებობის „მტკიცების ტვირთიც", რაც მან ვერ დაძლია და უტყუარად ვერ დაადასტურა ტრანსპორტირებული ხე-ტყის პირადი მოხმარებისთვის გადაადგილების ფაქტი, რის გამოც იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს მრგვალი ხეტყის (მორის), ხე-მცენარის ან მათი პირველადი გადამუშავების პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის სასაქონლო ზედნადების გამოწერის/თანქონის ვალდებულებისგან და შესაბამისად. მისი ქმედება, რაც გამოიხატა ზედნადების გარეშე შესაბამისი საქონლის ტრანსპორტირებაში. წარმოადგენს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, რაც სწორადაა შეფასებული გასაჩივრებული ინდივიდუალური-ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. შესაბამისად. გამოირიცხება აღნიშნული აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნით წარმოდგენილი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობა.
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები საფუძვლიანია, რის გამოც არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფისა და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
6. სასამართლო ხარჯები
| საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქეს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ. მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად. რომელიც დაკმაყოფილებულია
აღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან აპელანტები. სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გათავისუფლებული იყვნენ სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, თანახმად „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტისა და მათი სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა სრულად. სახელმწიფო ბაჟი ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ უნდა გადახდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს. ამდენად, -----ს (პ/ნ ---) უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი – 200 (ორასი) ლარის ოდენობით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ" ქვეპუნქტისა, დავის საგნის (5000 ლარი) მოცულობის გათვალისწინებით.
სარეზოლუციო ნაწილი
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სსიპ შემოსავლების სამსახურის
სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. -----ის (პ/ნ ---) სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო და სსიპ შემოსავლების სამსახური გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
5. -----ს (პ/ნ -----) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 200 (ორასი) ლარის ანაზღაურება. რაც ჩაირიცხოს შემდეგ ანგარიშზე: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში 200122900, სახ. კოდი 300183150;
6. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქუჩა N 6) დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარეებისათვის კანონით დადგენილი წესით გადაცემიდან 21 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით
(ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა No32).
მოსამართლეები:
ხათუნა ხომერიკი
შოთა სირაძე
ლერი თედორაძე
სადავო საკითხი
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.
ფაქტობრივი გარემოებები
პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ 2018 წლის 21 ივნისს სსიპ შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტმა შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი. რომლის მიხედვითაც საგადასახადო კონტროლის განხორციელების დროს გამოვლინდა, რომ მოსარჩელემ დაარღვია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნები (სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს, სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და სამეწარმეო საქმიანობისთვის 1320 ლარის საბაზრო ღირებულების ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის დაჩეხილი შეშის",ტრანსპორტირებას ახორციელებდა სატრანსპორტო საშუალებით მძღოლი კანონმდებლობით განსაზღვრული სასაქონლო ზედნადების გარეშე. აღნიშნულიდან გამომდინარე, ის დაჯარიმდა 5000 ლარით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის 12 ნაწილის თანახმად.
გადაწყვეტილება
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივრები საფუძვლიანია, რის გამოც არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის უარყოფისა და შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
დასაბუთება
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 386-ე, 389-ე მუხლებით.